ქორწინება საეკლესიო სამართალში, ტრადიცია, კანონიკა და ნორმა. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქორწინება საეკლესიო სამართალში, ტრადიცია, კანონიკა და ნორმა. |
KAIROS |
Jun 7 2007, 07:34 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ეს თემა მეტად საჭიროა, შეიძლება სხვადასხვა კითხვებში ასეთუისე საუბრობთ ამაზე, მაგრამ აუცილებელია ჩაღრმავება მოვახდინოთ ამ საკითხში, კანონისტი დაგვეხმარება, რომ წამოჭრილი კითხვები და საკითხები კვალიფიცირებულად და არგუმენტირებულად განვიხილოთ...
ამ თემასთან დაკავშირებით, ღვთისმეტყველების ბიბლიოთეკაში ძალიან საინტერესო წიგნი დავდე, მეიენდორფის " ქრისტიანული ოჯახი", სადაც ძალიან ბევრ კანონიკურ საკითხზე მიდის მსჯელობა, შესაბამისად გვსურს რომ ასეთი საკითხები ჩვენც გავარჩიოთ, ასევევ გვქონდეს საშუალება ნათლად ვიხილოთ ის "ხე" რომლის საშუალებითაც შეგვეძლება დაქორწინების აკრძალვა-ნება დართვის შესახებ წარმოდგენის შექმნა, სულ სხვა საკითხია "ნათლისღებით.მირონული" კავშირის საკითხი, მოგეხსენებათ ეს არცისე ადვილია, ასევე საინტერესო იქნება რამდენად იზიარებს ჩვენს ამათუიმ გამოცდილებას სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები და თუნდაც სხვა ქრისტიანული კონფესიები და საიდან იღებს სათავეს ესათუის საეკლესიო აკრძალვა ან პირიქით, ნებართვა... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
თემო |
Mar 11 2008, 11:05 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
ციტატა ციტატა ახლა ისევ კითხვა, იმ კავშირს რასაც სახელმწიფო აღიარებს, რატომ უნდა აღიაროს ან არ აღიაროს ეკლესიამ? იმიტომ რომ სამოქალაქო კანონით შეიძლება დაქორწინდნენ: ა) ბიძაშვილები ბ) ნათლია და ნათლული გ) სასულიერო პირი და ბერი..... რაც არის მძიმე საეკლესიო სასჯელის საფუძველი რმე-ს იმ ციტატაში იმაზეც არ არის საუბარი, რომ ეკლესია "მოქმედად აღიარებს" ქორწინებას, თუკი ეს კანონიკას არ ეწინააღმდეგებაო. ანუ, ნათლიამ და ნათლულმა რომ მოაწერონ ხელი, ამას ეკლესია ცნობს??? მუხლი 1120. ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებანი 1. დაქორწინება არ დაიშვება: ა. იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან; ბ. პირდაპირ აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავებს შორის; გ. ღვიძლ და აგრეთვე არაღვიძლ და-ძმას შორის; (გ. ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ და-ძმას შორის; (18.12.2007 N 5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან)) დ. მშვილებელსა და ნაშვილებს შორის; ე. იმ პირებს შორის,რომელთაგან თუნდაც ერთი სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო სასამართლოს მიერ ცნობილია ქმედუუნაროდ. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის "ბ", "გ", "დ" ქვეპუნქტები გამოიყენება მაშინაც, როცა ნათესაური ურთიერთობა მოიშალა გაშვილების შედეგად. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:32 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი