ქორწინება საეკლესიო სამართალში, ტრადიცია, კანონიკა და ნორმა. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქორწინება საეკლესიო სამართალში, ტრადიცია, კანონიკა და ნორმა. |
KAIROS |
Jun 7 2007, 07:34 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ეს თემა მეტად საჭიროა, შეიძლება სხვადასხვა კითხვებში ასეთუისე საუბრობთ ამაზე, მაგრამ აუცილებელია ჩაღრმავება მოვახდინოთ ამ საკითხში, კანონისტი დაგვეხმარება, რომ წამოჭრილი კითხვები და საკითხები კვალიფიცირებულად და არგუმენტირებულად განვიხილოთ...
ამ თემასთან დაკავშირებით, ღვთისმეტყველების ბიბლიოთეკაში ძალიან საინტერესო წიგნი დავდე, მეიენდორფის " ქრისტიანული ოჯახი", სადაც ძალიან ბევრ კანონიკურ საკითხზე მიდის მსჯელობა, შესაბამისად გვსურს რომ ასეთი საკითხები ჩვენც გავარჩიოთ, ასევევ გვქონდეს საშუალება ნათლად ვიხილოთ ის "ხე" რომლის საშუალებითაც შეგვეძლება დაქორწინების აკრძალვა-ნება დართვის შესახებ წარმოდგენის შექმნა, სულ სხვა საკითხია "ნათლისღებით.მირონული" კავშირის საკითხი, მოგეხსენებათ ეს არცისე ადვილია, ასევე საინტერესო იქნება რამდენად იზიარებს ჩვენს ამათუიმ გამოცდილებას სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები და თუნდაც სხვა ქრისტიანული კონფესიები და საიდან იღებს სათავეს ესათუის საეკლესიო აკრძალვა ან პირიქით, ნებართვა... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
გიორგი |
Mar 11 2008, 11:31 AM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
მე მაინც ვერ გავიგე რაზე მიმდინარეობს კამათი. არის რაიმე კონკრეტული ფორმულირება იმისი რაზეც ვერ თანხმდებით?
...ის რომ ჯვრისწერის საიდუმლო და იურიდიული ქორწინება აბსოლუტურად ექვივალენტური არ არის, ეს მე მეგონი ყველასთვის ნათელია. ...ის რომ უპირატესობა ჯვრისწერის საიდუმლოს ენიჭება ამ არაექვივალენტურობაში, ესიც არ უნდა იყოს სადავო, რადგან იურიდიულ ქორწინებას ეპისკოპოსის კურთხევა არ გააჩნია, არ არის უფალთან თანხვედრაში ანუ უფლისმიერი "ფერისცვალების" გარეშეა, კანუდოსელის სიტყვებით. ...თავის მხრივ ისიც ნათელია, რომ წყვილი, რომელიც მუდმივად ერთმანეთთან ცხოვრობდა უღალატოდ და იმყოფებოდა იურიდიულ ქორწინებაში, არ შეიძლება გაუტოლდეს მრუშობაში მყოფს და სიძვის ექვივალენტურობას, თუმცა მათი მდგომარეობა სრულყოფილადაც ვერ ჩაითვლება ... აქვე KAIROS გასაგონად ვიტყოდი, რომ იურიდიული ქორწინება ვინაიდან მაინც არ არის საღვთო მადლის მატარებელი და მას "ფერისცვალების" მოხდენა არ შეუძლია, ამიტომ ამავე ლოგიკით არასწორი იქნებოდა სიძვა-მრუშობის ექვივალენტურად ჩაგვეთვალა იმ წყვილის ცხოვრება, რომლებიც მუდმივად და უღალატოდ ერთმანეთთან ცხოვრობდნენ, ჰყავდათ შვილები და ფაქტობრივად წარმოადგენდნენ ერთ ოჯახს, რომელმაც ამა თუ იმ მიზეზის გამო ვერ შეძლო იურიდიული რეგისტრაცია. ანუ რა? ე.ი. რაში მდგომარეობს კითხვა? თუ კითხვა სუფთა კანონიერებას ეხება ყოველგვარი ცოდვა-მადლის შეფასების (ეს ისედაც არ ვიცით, როგორ ხდება ზუსტად, რადგან რეალურად უამრავი შუალედური მდგომარეობა არსებობს) გარეშე, მაშინ მივალთ დასკვნამდე რომ იურიდიული ქორწინების ნაწილი უნდა აღიაროს ეკლესიამ და ნაწილი - არა. არა, იმიტომ რომ სამოქალაქო კანონმდებლობა ზოგჯერ ისეთ წყვილს აძლევს რეგისტრაციის უფლებას, რაც არა მარტო მართლმადიდებლური არამედ ზოგადად ქრისტეანული მსოფლმხედველობისთვისაც მიუღებელია. მაგ: სასულიერო პირების ქორწინება, I რიგის უახლოესი ნათესავების და თვით ერთსქესიანთა ქორწინებაც კი. კანუდოსელის მიერ მოყვანილი ციტატები ეკლესიის მიერ იურიდიული ქორწინების აღიარებისა ძალიან ზოგადი ხასიათის მატარებელია, რადგან მთელი რიგი სამოქალაქო ქორწინებებისა არამც თუ მისაღებია ეკლესიისთვის, ზოგი მომაკვდინებელი ცოდვის კატეგორიაშიც კი გადის. რჩება რა? მგონი რჩება მხოლოდ ის, რომ როგორ უყურებს ეკლესია იურიდიულ ქორწინებაში მყოფ იმ წყვილებს, რომელთა ურთიერთობა ქრისტეანულადაც დასაშვებია. ასეთ შემთხვევაში ცხადია მათი გათანაბრება მრუშებასთან მიუღებელია (ზემოთ მიწერია) და შეიძლება ვილაპარაკოთ კონკრეტულად მათ კანონიერებაზე, მაგრამ ჩემი აზრით იურიდიული ქორწინების ზოგადად კანონიერად შერაცხვა დაუშვებელია, რადგან მასში უამრავი გამონაკლისი არსებობს, რაც ქრისტეანული მსოფლმხედველობისთვის მიუღებელია. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:41 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი