"მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა", საქართველო და მონარქია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა", საქართველო და მონარქია |
marine |
Jan 23 2008, 01:07 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღვთის სათნო-მყოფელი ხალხი ღირსია, ჰყავდეს ღვთისგან კურთხეული მეფე. მეფის პატივისმცემელი ხალხი ამ გზით სათნოეყოფა თვითონ ღმერთს, რამეთუ მეფის მიერაა განწესებული."
/წმ. ფილარეტ მოსკოველი/ "ღვთის თვალში არაა იმაზე უკეთესი ხელისუფალი, ვინემ ხელისუფალი მართლმადიდებელი მეფისა." /ღირსი სერაფიმ საროველი/ "მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა." /ღირსი მაქსიმე ბერძენი/ "ღმერთმა ქრისტიანებს ორი უმაღლესი ნიჭი მიჰმადლა: მღვდლობა და მეფობა, რომელთა მეშვეობითაც მიწიერი საქმეები იმართება ზეციურის მსგავსად." /ღირსი თეოდორე სტუდიელი/ "მეფის პატივისმცემელი ერი ღმერთს აამებს, რადგან მეფე ღვთივკურთხეულია." "დედამიწაზევე ნეტარია სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქეებს ზეციური სამეფოს მოპოვებაში დაეხმარება." ჟურნალი "კრიალოსანი" N12, 2007 წ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 11 2008, 11:33 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
* * *
ხოლო მოიკლა აზონ ფარნაოზისაგან და გამეფდა ფარნაოზ. ხოლო ჩვეულება აქუნდათ ერთისა მეფისა მორჩილება და სარწმუნოდ მის მიმართ ყოფა, და ჩამომავალთა და გუართა მეფეთათა შემდგომად მისა გამეფებად, რამეთუ შემდოგმად მამისა ძე და არა სხუა გუარი, არცაღა თუ გამორჩევით; არავისა მონებდნენ თვინიერ მათთა ანუ წულთაგან ანუ ასულთაგან, უკეთუ არა დაეტევის წული (ვითარცა იტყვის იგივე მაიჟან სპასპეტი, და იხილვების მატიანესა ჩვენსა). ხოლო წესნი ესე ჩვეულებანი აქუნდათ, რომელნი ვთქვით, და განუხეთქელობისათვის სამეფოსა მცდელობდნენ და, უკეთუ მიუღიან სამზღვარნი თვისნი, ყოველნი მწუხარედნენ და იჭირვოდნენ კუალად-გებასა, და მეფეთა თვისთა მიდრეკელად ერთგულებდნენ, გარნა თუ სძლიან ვინმე მძლავრთაგანმან, არა დაემორჩილიან, არამედ კუალად იპყრიან ღვთისნივე წესნი, და არა დაუტევიან ღმერთნი, და მეფე, და ჩუეულებანი თვისნი. ესევე ეპისკოპოზი აკურთხევდა მეფესა და დადგმიდა გვირგვინსა, ხოლო დადგინებისა კათალიკოზისა - კათალიკოზი. და ჟამსა ბაგრატიონთასა ვინაითგან ლიხთ-იმერთა იყო დადგმა გვირგვინისა: ქართლისა და აფხაზთა კათალიკოზნი აკურთხევდნენ, არამედ გვირგვინსა დაადგმიდა ქუთათელი მეფეთა ქუთათისის ტახტისათვის. ხოლო შემდგომად განყოფისა იმერეთს - კათალიკოზი იმერთა, ქართლს - კათალიკოზი ქართლისა და კახეთს - ბოდბელი. ხოლო გუარნი მეფეთანი იყვნენ: პირველი ქართლოსიანნი, და ნებროთიანნი, და არშაკუნიანნი, და მეფოდნენ ესენი ... წელთა, და მეფენი ისხდნენ ... შემდგომად ამათთა იყო გუარი ხოსროვანთა, და მეფობდნენ ესენი ... წელთა, და მეფენი ისხდნენ ... და მთავარნი ... შემდგომად ამათთა ბაგრატიონნი, რომელი გამეფდნენ ქრისტესსა ... წელთა და არიან აწამდე. არამედ სიტყუა იყო ივერიასა შინა მეფეთა ამათთვის, რამეთუ იცნობის ქართლოსიან-ნებროთიან-არშაკუნიანნი გმირობითა, ხოლო ხოსროვანნი გოლიათობითა, ახოვნებითა, შემართებულობითა, ხოლო ბაგრატიონი მხნეობითა, სიბრძნე-ქუელობითა და ქუეყნისათვის თავდადებულობითა. ხოლო მეფენი ამათ ყოველთა ზედა იწერებოდნენ ესრეთ: „ჩუენი ბრძანება არს, მესტუმრეო თუ მანდატურო, ესრეთ უამბე“, და შემდგომად რაი ჯერ იყო. ხოლო სიგელსა და გუჯარსა შინა: „ჩუენ, მეფეთ-მეფემან, ღვთის წყალობით ცხებულმან, თვითმპყრობელმან და თვითხელმწიფემან, იესიან, დავითიან, სოლომონიან, ბაგრატიონმან, შვიდთავე სამეფოთა მპყრობელმან (სახელი) გიწყალობეთ.“ ხოლო აწინდელთა ჟამთა: „მესტუმრე, ჩუენ მაგიერად ჩუენს დიდს იმედს დარბას-ბატონს (სახელი) ასრე უანბეთ.“ და მდაბალთა ზედა: „ჩუენი ბრძანება არს“, ხოლო გუჯართა და სიგელთა: „ჩუენ, მეფემან ღვთივ-ცხებით გვირგვინოსანმან, იესიან, დავითიან, ხოლომონიან, ბაგრატიონმან (სახელი) გიწყალობეთ!“ ესრეთვე იმერნი და კახნი, არამედ მეფე ქართლისა კუალადცა მეფეთ-მეფობით სწერდა წინავეთავე ჩვეულებითა. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 04:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი