წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
tamara |
Dec 15 2007, 01:43 AM
პოსტი
#41
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
აქ ვისაუბროთ წარმართული ხანის საქართველოზე,
თუ რა კულტები და მითური პერსინაჟები, რა ადათ წესები იყო ძველ საქართველოში, რა სახით შემორჩა ისინი ქრისტიანულ საქართველოში, და რა სახით გადმოვიდა მათი ნაწილი ქრისტიანობაში. ეს ძალიან საინტერესო და ღრმა თემაა... და ალბათ არა ერთ გვერდს მოიცავს... ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი ქართველი ტომების უძველეს რწმენათა მიმოხილვისას გაირკვა, რომ ბუნების ძალებისა და მოვლენებისადმი თაყვანისცემისა თუ მათი გაღმერთების მხრივ ქართველებშიც სხვა ტომთათვის დამახასიათებელ სურათს ვხვდებით. როგორც ირკვევა, “თავისი წილი” ღმერთები ჰყავდათ ცალკე თემებსა და საგვარეულოებს, მთას, ხევს, მინდორს, ადგილს, ხეებს, სახლს, ფუძესა და ა. შ. ამასთანავე, ხალხური გადმოცემები და მდიდარი ეთნოგრაფიული მასალები გვიჩვენებენ, რომ ქართველებს ჰყავდათ საერთო დიდი (უფროსი) ღმერთებიცა და სატომო ან სატომთაშორისო ღვთაებებიც ასე მაგალითად ადრე კლასობრივი საზოგადოების დროსაც ქართველთა წინაპრები ყველაზე დიდ პატივსა და თაყვანს ცის მნათობებს სცემდნენ – მთვარეს, მზესა და ვარსკვლავებს – ვითარცა საერთო ქართულ ღვთაებებს. ახლა, შეიძლება ითქვას, კარგად არის გამორკვეული, რომ იმ დროის ქართულ ასტრალურ პანთეონს სამეული მეთაურობდა. პირველი მათგანი უფროსად მიჩნეული უზენაესი ღმერთი იყო; მეორე – ქალღმერთი მზე ან მზექალი, ხოლო მესამე – კვირია. უზენაესი ღმერთი ან მორიგე ღმერთი პანთეონსაც ედგა სათავეში და ცხადია – სამეულსაც. იერარქიის მომდევნო საფეხურზე იდგნენ შესაბამისად: ჯვარი ან ხატი, ღვთისშვილები (ღვთისსანახი, ღვთისნაბადები) და ა. შ. უკვე იმ დროისათვის ქართველთა ყველა ღვთაება ანთროპომორფულ არსებებად არის წარმოდგენილი. ამასთანავე ირკვევა, რომ უზენაესი ღმერთი – მთვარე-ღმერთია, ე. ი. მამა-ღმერთია. ისიც კარგად არის გამორკვეული, რომ ოდესღაც ქართველ ტომებს სათავისთავო სათემო ღვთაების გარდა ყველასათვის საერთო რწმენა ჰქონიათ და საერთო ქართული წარმართობაც ყოფილა. ივ. ჯავახიშვილმა კარგა ხანია გამოარკვია, რომ მაგალითად, კვირიას თაყვანისცემასთან დაკავშირებულ სვანურ წესებს წმინდა ქართული წარმართული რწმენის ანარეკლი აქვთ დაცული და თვით სათანადო ფერხულის სიტყვებს მეფერხულე სვანები ქართულად წარმოთქვამენ. ამ წესების ძველქართულ სახელებთან ერთად ფერხულის ქართულად წარმოთქმის ჩვეულება უეჭველია თავდაპირველი, საერთო ქართული წესის ნაშთი უნდა იყოს. ივ. ჯავახიშვილს სათანადოდ დამტკიცებული აქვს, რომ ახალწლის დღესასწაულის ჩვეულებების თანახმად, მეგრელი მეკვლეც თავის წარმოსათქმელ სიტყვებს მეგრულად კი არა, სწორედ ქართულად ამბობს ხოლმე, მითითებული და კიდევ ბევრი სხვა მონაცემი საფუძველს აძლევდა ავტორს დაესკვნა შემდეგი: “ცხადი ხდება, რომ არამც თუ საზოგადო ქართული, ყველა ქართველ ტომთათვის, მათ შორის მეგრელთა და სვანთათვისაც, საერთო წარმართობა არსებობდა, არამედ რომ წარმართობას საერთო ტერმინოლოგიაც, საერთო ენაც ქართული ჰქონდა” ჯერ ჯერობოთ ამაზე გავჩერდები, ვინაიდან ბევრი რამ მაქვს ამ აბზაცისათვის დასამატებელი |
tamuna m |
Mar 11 2008, 12:01 PM
პოსტი
#42
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
ბაზალეთში ყოფილა ერთი ძალზედ ღონიერი ბიჭი, სახელად გულადა, ერთ დღეს ხარ-გუთანი გაეწყო გულადას და ტბის ახლოს ხნავდა. ერთი მძლავრი ხარი ჰყავდა, მეორე ისე სუსტი, რომ უღელს ვერ უწევდა ცალს... ტბიდან ამივიდა დევი ხარის სახით და გულადას უთხრა: ეგ სუსტი ხარ გაუშვი და მე შემაბიო...
ჯერ ჯარგად გასწია, კვალზედაც გაირა. უცებ გაიწია ტბისკენ, ხარ-გუთნის ჩათრევა სცადა. გულადამ მოსწია გუთანს, უკან მოჰყარა ხარიცა და ის წყეულიცა. დევმა თავი დაიძვრინა ურლიდან და შევარდა ტბაში. შეაბა ისევ ის სუსტი ხარ და საღამომდე ხნავდა. საღამო ხანს, ხარ-გუთანი რომ გაუშვა, ჩაჯდა იქვე, ქალამნდებიდან მიწას იბერტყავდა. ახლა კაცის სახით ამოვიდა ის დევე ტბიდან, მივიდა გულადასთან და შეეკითხა: -გულადა, შენა ხარ? -მე ვარ, რა გინდაო? -აბა, თუ შენა ხარ, დამეჭიდეო. -დავეჭიდოთო-უთხრა გულადამ და წამოუხტა ამ დევს. წამოაქცია გულადამ, დააჯდა ზემოდან,-დაგახრჩო ეხლაო? -ნუო,-დევმა უთხრა,-ნუ მომკლავო და რასაც ინდომებ, ყველაფერი გექნება, სიმდიდრიტ აგავსებო. -ვინ იქნება ჩვენი მოწმეო?-გულადამ უთხრა. ჩვენი მოქმე, აი ეს შფარაველი იყოსო,-დევმა თქვა. მაში ის ყოფილა ფშარაველის ნიში.-შენ არავის უთხრა, დევი წამოვაქციეო, თორემ შენი სიმდიდრეც გაქრება და ფშარაველმაც ყოველწლიურად თითი წყვილი ქალ-ვაჟი უნდა მაძლიოსო. -კარგიო-დაეთანმა გულადა და წავიდა სახლში. მოვიდა შინ და რასა ხედავს: ოქორ-ვერცხლი და სხვა სიმდიდრე არ ეტევა სახლში. ეკითხება ცოლი: -მითხარ კაცო, საიდან გაგიჩნდა ეს სიმდიდრე? გულადამ უთხრა: ნუ მათქმევინებ, თორემ ყველფერი გაქრება, დამანებე თავიო. ცოლი მაინც არ მოეშვა. დღეს-ხვალ, დღეს-ხვალ, მანამდე არ მოასვენა თავისმა გამჩენმა, სანამ არ ათმევინა. დედაკაცის პირში აბა რა გაჩერდებოდა. გაიქცა მეზობლებში და ხან ვის მიახარებს, და ხან ვისა: ჩვენ იმიტომ გავმდიდრდით, რომ ჩემმა ქმარმა დევი წამოაქციაო. მაშინ გაქრა იმათი სიმდიდრე. ფშარაობას ამოდიოდა ტყიდან ის დევი, ამოარცევდა საუკეთესო ქალ-ვაჟს, ტბაში ჩაყავდა და ჭამდა. საყვედურით გულდამძიმებული იყო გულადა.: ლანძღავდა ხალხი, რომ მის გამო, ასეთი ხარკი ედო მათ სალოცავს. გულადამ ვეღარ გაუზლო ამდენ საყვედურს, გაიქცა მთაში და ფშარაველის ნიშიც წაიღო, დააბრძანა ფშაცის, ხევსურეთისა და გუდამაყრის საზღვარზე მდებარე მაღალ მთაზე: იქნებ აქ ვეღარ მოაგნოს იმ დევმაო. ვალი რაკი ედო, რას მოეშვებოდა წყეული. მიაგნო კვალს, იქაც მიდიოდა დღეობიდ დღეს, არჩევდა საუკეთესო ქალ-ვაჟს, ჩაყავდა ტბაში და ჭამდა. ეს ამბავი გაიგო კოპალამ და ფშარაოს თვითონაც მივიდა , როგორც მლოცავი. დიდძალი ხალხი იყო მოსული ფშავ-ხევსურეთ-გუდამაყრიდან, იკვლებოდა საკლავი და ისმეოდა ლუდ-არაყი. ილხენდნენ ფსარაველის ხათრით, გულით კი არავის ელხინებოდა. ყველა გულის კანკალით ელოდებოდა დევის გამოცენას. არავინ იცოდა, ვის ამოირჩევდა სესაჭმელად. კოპალამ ხალხი გააფრთილა: სანამ მე არ დაგრთოთ ნება, კრინტი არავინ დაძრათო. უცებ მთა შეაზანზარა დევის ღრიალმა, ამოვიდა კლდეებიდან, ხალხს თავს წამოადგა და წიწილებივით დაუწყო რჩევა. მლოცავ ხალხში ერთი ახალჯვარდაწერილი, ლამაზი ცოლ-ქმარი ერია. დევმა ისინი ამოირჩია. მივიდა კოპალა და უთხრა: ქალი ეგ წაიყვანე, ხოლო ბიჭის მაგივრად მე წამიყვანეო. დევს კოპალა ბიჭთან შედარებით უფრო დიდი ეცვენა და სიხარულით დაეთანხმა. ქაიყვანა ორივე. ჩასავლელ კლდესტან რომ მივიდნენ, დევმა ჰკითხა კოპალას: -რა გქვიაო? -ამეო,-კოპალამ უთხრა. -ჩამიძეღ, ამეო. -ჩამიძეღ, დევოო. -ჩამიძეღ, ამეო. -ჩამიძეღ, დევოო. იკამათეს და ბოლოს ჩაუძღვა დევი. ვიწროში როცა ჩავიდნენ, შემოუქნია კოპალამ ხმალი, თავი გააგდებინა. დაგორდა თავი მთიდან და იზახის: ოჰ, გასკდა თავი, გასკდა თავიო! კოპალა როცა ხალხს აფრთილებდა, ენა არავინ დაძრათო, იმ დროს ერთი ქალი წყავზე ყოფილა წასული. გაიგონა დევის ღრიალი, გაუხარდა, დაგორებული თავი რომ დაინახა და მიაძახა: ადრევ გასახეთქი იყავი და გასკდი, თუ გასკდებიო! ამ სიტყვების თქმა და გასკდა დევის თავი, წამოვიდა ქვის სეტყვა და მთელი ხალხი სულ ამოწყვიტა: შიშველ მთაზე რა ნაბადი დაიფარავდა. მაღალია ფაშარაოს მთა, მაგრამ წვერზე საკმაოდ დიდი ვაკე ადგილია.. ამ ვაკეზე სამი დიდი სასაფლაოა: ერთსი ფშაველები მარხია, მეორეში-ხევსურები, მესამეში-გუდამაყრელები. ის შავი ლოდებიც იქა ყრია. სადღეობოდ ასული ხალხი დღესაც სულ შიშ-ელდით არის, ღამეს იქ არ ათევებენ: ეშინიათ ქვის სეტყვა არ მოვიდესო. ............... -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th May 2024 - 12:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი