ქორწინება საეკლესიო სამართალში, ტრადიცია, კანონიკა და ნორმა. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქორწინება საეკლესიო სამართალში, ტრადიცია, კანონიკა და ნორმა. |
KAIROS |
Jun 7 2007, 07:34 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ეს თემა მეტად საჭიროა, შეიძლება სხვადასხვა კითხვებში ასეთუისე საუბრობთ ამაზე, მაგრამ აუცილებელია ჩაღრმავება მოვახდინოთ ამ საკითხში, კანონისტი დაგვეხმარება, რომ წამოჭრილი კითხვები და საკითხები კვალიფიცირებულად და არგუმენტირებულად განვიხილოთ...
ამ თემასთან დაკავშირებით, ღვთისმეტყველების ბიბლიოთეკაში ძალიან საინტერესო წიგნი დავდე, მეიენდორფის " ქრისტიანული ოჯახი", სადაც ძალიან ბევრ კანონიკურ საკითხზე მიდის მსჯელობა, შესაბამისად გვსურს რომ ასეთი საკითხები ჩვენც გავარჩიოთ, ასევევ გვქონდეს საშუალება ნათლად ვიხილოთ ის "ხე" რომლის საშუალებითაც შეგვეძლება დაქორწინების აკრძალვა-ნება დართვის შესახებ წარმოდგენის შექმნა, სულ სხვა საკითხია "ნათლისღებით.მირონული" კავშირის საკითხი, მოგეხსენებათ ეს არცისე ადვილია, ასევე საინტერესო იქნება რამდენად იზიარებს ჩვენს ამათუიმ გამოცდილებას სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები და თუნდაც სხვა ქრისტიანული კონფესიები და საიდან იღებს სათავეს ესათუის საეკლესიო აკრძალვა ან პირიქით, ნებართვა... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
გიორგი |
Mar 11 2008, 12:12 PM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
KAIROS
ციტატა Если же речь идет о связи, которая не закреплена никаким государственным актом, то эти вполне безответственные отношения Церковь идентифицирует как блудное сожительство и считает греховными. საშინლად არ მომწონს ეს დამოკიდებულება. იმედია ეს არ არის არც ჭეშმარიტება და არც მსოფლიო ეკლესიის პოზიცია დაფუძნებული უცდომელობაზე, რაც მხოლოდ მსოფლიო საეკლესიო კრებას აქვს. "которая не закреплена никаким государственным актом" "რომელიც არ არის გამყარებული (გამაგრებული) არანაირი სახელმწიფო აქტით" "идентифицирует как блудное сожительство и считает греховными." "იდენტიფიცირდება, როგორც სიძვიანი თანაცხოვრება და ითვლება ცოდვილად" რატომ ენიჭება ამხელა მნიშვნელობა იურიდიულ ქორწინებას, მაშინ როდესაც: 1. ეკლესია უნივერსალურია, ხოლო სახელმწიფოს კანონმდებლობა წარმავალია, შეიძლება ის არ მოქმედებდეს მთელ რიგ "ობშორულ" და "ბუფერულ" ზონებში. (თეთრი ლაქები) ასევე სახელმწიფო კანონმდებლობა შეიძლება მიუწვდომელი აღმოჩნდეს წყვილისთვის მრავალი მიზეზით, რომელსაც ქრისტეანობასთან კავშირი არ აქვს. ასევე თუ გადავხედავთ წარსულს, როდესაც სახელმწიფოებრივობა ჩამოყალიბების პროცესში იყო, არც თუ შორეულ წარსულში მრავალი ადგილი არსებობდა დედამიწაზე, სადაც კანონმდებლობა ამ საკითხს არ აწესრიგებდა. (ან უბრალოდ არ არსებობდა) 2. სახელმწიფო კანონმდებლობა, როგორც წესი სავსეა უამრავი პუნქტებით, რომელიც ჯვრისწერის უფლებას ისეთ წყვილს რთავს, რაც მიუღებელია ეკლესიისათვის. თუ ასეთ შემთხვევაში ეკლესია უარყოფს იმ იურიდიულ ქორწინებებს, რაც მიუღებელია ეკლესიის ბუნებისთვის, მაშინ რა გახდა ამისთანა ეს იურიდიული ქორწინება და რა ასეთი სტატუსის მატარებელია, რომ თან მომაკვდინებელ ცოდვას კანონის ძალას ანიჭებს (ერთსქესიანთა ქორწინება) და თანაც ამავდროულად თანაცხოვრება, რომელიც ამავე კანონმდებლობის გარეშე მიმდინარეობს სიძვას უტოლდება. P.S. უფრო მეტი უნივერსალიზაციაა საჭირო, თუ არა გამოვა რომ თუ წყვილმა ბიუროკრატიული დაბრკოლებების გამო იურიდიული რეგისტრაცია ვერ გაიარა მაგ. ჰოლანდიაში, ისინი მრუშობაში არიან, თანაც ყველაფერი იმ ფონზე რომ იგივე რეგისტრაცია შეიძლება ორ ჰომოსექსუალისტს ჰქონდეს გავლილი და არსებულმა კანონმდებლობამ ჰომოსექსუალისტებს დართოს იურიდიული ქორწინება და ჩვეულებრივ ჰეტეროსექსუალებს არა, რადგან ისინი ილეგალურად არიან აღნიშნული სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ამგვარად ცოდვის განსაზღვრას რა ვუწოდო არ ვიცი... რაღაც ვერ არის საქმე კარგად... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:24 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი