ქორწინება საეკლესიო სამართალში, ტრადიცია, კანონიკა და ნორმა. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქორწინება საეკლესიო სამართალში, ტრადიცია, კანონიკა და ნორმა. |
KAIROS |
Jun 7 2007, 07:34 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ეს თემა მეტად საჭიროა, შეიძლება სხვადასხვა კითხვებში ასეთუისე საუბრობთ ამაზე, მაგრამ აუცილებელია ჩაღრმავება მოვახდინოთ ამ საკითხში, კანონისტი დაგვეხმარება, რომ წამოჭრილი კითხვები და საკითხები კვალიფიცირებულად და არგუმენტირებულად განვიხილოთ...
ამ თემასთან დაკავშირებით, ღვთისმეტყველების ბიბლიოთეკაში ძალიან საინტერესო წიგნი დავდე, მეიენდორფის " ქრისტიანული ოჯახი", სადაც ძალიან ბევრ კანონიკურ საკითხზე მიდის მსჯელობა, შესაბამისად გვსურს რომ ასეთი საკითხები ჩვენც გავარჩიოთ, ასევევ გვქონდეს საშუალება ნათლად ვიხილოთ ის "ხე" რომლის საშუალებითაც შეგვეძლება დაქორწინების აკრძალვა-ნება დართვის შესახებ წარმოდგენის შექმნა, სულ სხვა საკითხია "ნათლისღებით.მირონული" კავშირის საკითხი, მოგეხსენებათ ეს არცისე ადვილია, ასევე საინტერესო იქნება რამდენად იზიარებს ჩვენს ამათუიმ გამოცდილებას სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები და თუნდაც სხვა ქრისტიანული კონფესიები და საიდან იღებს სათავეს ესათუის საეკლესიო აკრძალვა ან პირიქით, ნებართვა... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Mar 11 2008, 01:41 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ძმები
სამწუხაროდ, საერთოდ ვერ გამიგეთ, რას ვწერ, ა) არ ვწერ იმას, რომ ხელმოწერა არის საიდუმლო ბ) არც იმას რომ ხელმოწერის გარეშე ყველაფერი მრუშობაა გ) არც იმას რომ ჯვრისწერის თანასწორია ეს კანონისტ და გიორგი ცხრაჯერ გავიმეორე და კანონისტი ისევ მიმეორებს, რომ არააო თანასწორიო და გიორგი, რომ არისო გამონაკლისი შემთხვევებიო... რა ვქნა ახლა, თავიდან დავწერო? აკი წერია იქ გასაგებად ა) ეკლესია ცნობს კანონიერ კავშირს რაც ცნა სახელმწიფომ, ბ) ეკლესია ვერ ცნობს ზოგ ხელმოწერას, სხვადასხვა დამაბრკოლებელი მიზეზების გამო, ალბათ იჩქარა კანონისტმა,როცა დაწერა:" ციტატა რმე-ს იმ ციტატაში იმაზეც არ არის საუბარი, რომ ეკლესია "მოქმედად აღიარებს" ქორწინებას, თუკი ეს კანონიკას არ ეწინააღმდეგებაო. ანუ, ნათლიამ და ნათლულმა რომ მოაწერონ ხელი, ამას ეკლესია ცნობს??? ეუF..... sad.gif" სინამდვილეში მე გრძელი ციტატა მოვიყვანე, სადაც ზუსტად იმ დამაბრკოლებზეა საუბარი: ციტატა Церковно-канонические препятствия к браку Условия заключения брака, установленные гражданским законодательством и церковными канонами, имеют значительные различия, поэтому не всякий гражданский союз, зарегистрированный в ЗАГСе, может быть освящен в таинстве брака. ამიტომ აწი აჯობებს ყურადღებით წავიკითხოთ მთელი პოსტი გ) ეკლესიას არ უთანაბრებს და არც შეუძლია გაუთანაბროს კანონიერი თანაცხოვრება ჯვრისწერის საიდუმლოს, და ესეც წერია და ალბათ ისევ იჩქარე ჩემო კანონისტ როცა ეს დამიწერე: ციტატა "ახლობელი მყავს რეგისტრატორი და უნდა მივულოცო, საეკლესიო საიდუმლოებას რომ ასრულებს biggrin.gif" რადგან კარგად რომ წაგეკითხა, ნახავდი, რომ იმ ციტატაში აშკარად განირჩევა კანონიერი, სამოქალაქო ქორწინების კანონიერად მიჩნევა და შემდეგ მისი საიდუმლოში აყვანა,ციტატა "უკვე შექმნილი ოჯახური კავშირი აყავს ( освящен в таинстве ) ანუ შეყავს ქრისტიანულ საიდუმლოში" ეს აზრი უამრავჯერ გავიმეორე, და უცნაურია, რატომ ვერ იქნა გაგებულიციტატა "საუბარია კავშირის კანონიერებაზე,კანონიერების მინიჭება კი რეგისტრაციასაც ძალუძს და ამას ეკლესიაც აღიარებს ახლა და წინათაც, იხ. მამები კანუდოსელის მიერ მოყვანილი... ეკლესია სამოქალაქო ქორწინებას უწოდებდა ქორწინებას და აღიარებდა მას, აი აზრი ცნობილი აპოლოგეტებისა და წმინდანებისა..." დ) ახლა გიორგის, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ გავუსვი ხაზი, რომ არ ვგულისხმობ გამონაკლისებს მეთქი,შენ რუსეთის ეკლესიის კანონებიც კი შემოგელანძღა ( და კაიროსი რაღა სახსენებლია ), გიორგი, არაა საუბარი ამ შემთხვევებზე, როცა ციტატა " სახელმწიფო რეგისტრაცია შეიძლება მიუწვდომელი აღმოჩნდეს წყვილისთვის მრავალი მიზეზით" , არც ამაზე: ციტატა "თუ წყვილმა ბიუროკრატიული დაბრკოლებების გამო იურიდიული რეგისტრაცია ვერ გაიარა მაგ. ჰოლანდიაში" , აკი აშენებული დავწერე, შავით თეთრზე და თან რამოდინემეჯერ, რომ:"გამონაკლისები, როცა ხელისმოწერაც პრობლემაა, გამონაკლისებად რჩება" და არც რუსეთის ეკლესიას არ მოუთხვია რაღაც სასწაულები მისი მრევლისათვის. იციან ჩვენზე კარგად რა ხდება ჰოლანდიაშიც და ჰავაის კუნძულებზეც, და გამონაკლისზე და შეუძლებელის დაძალებაზე არ ყოფილა იქ საუბარი, გთხოვ, თავიდან და დაკვირვებით წაიკითხე, რა წერია იქ: ციტატა " Если люди хотят жизни в сожительстве, но не хотят ее узаконить, то такие отношения Церковь освятить не имеет права, здесь не может быть совершено церковное таинство. Отношения эти не брачные, не христианские. Это не брак, а сожительство." დავიჯერო ახლა ასე რთულია გაგება რას კრძალავს ეს კანონი? იმას, რომ არ შეიძლება გყავდეს "ბიოფრენდი" ან "გერლფრენდი" რასაც "თანაცხოვრებას" უძახის, და არა ის რომ ცოლ-ქმარი იყოს წყვილი ფაქტიურად და ყველას წინაშე და ხელისმოწერა ვერ შეძლოს, არაა აქ საუბარი ამ "ვერ"-ზე, არამედ "люди хотят жизни в сожительстве, но не хотят ее узаконить", არამედ როცა არ (!) უნდა ამის დაკანონება! ამიტომ არიან მრუშობაში, და არა იმიტომ, რომ ხელს რომ ვერ აწერენ , გთხოვ ნუ გამოეკიდები გამონაკლისებს. .......... კანონისტ, სრულიად მიუღებელია შენი რჩევა ღვთისმეტყველება არ მინდა საეკლესიო სამართალშიო . ეგ კონსტიტუციაში და კანცელიარიაში შეიძლება, სამართალი კი ჩვენი სფეროა უფრო ვიდრე იურისტების, ამიტომ პირიქით მოგიწოდებ, მეტი ღვთისმეტყველება და ნაკლები მშრალი კანონიზმი ( კათოლიკების სენია ხო იცი ) ,......... ახლა იქნებ შედარებით შევძლო მეტად მაინც ნათლად აგიხსნათ, ის რას ვწერ ამდენ ხანს ( ჯერჯერობით თქვენთვის უშედეგოდ, იმედია მესამე მკითხველისათვის უფრო წარმატებულად ), პირველი "ცნობას" და "აღიარებას" რატომ უპირისპირებ ერთმანეთს საოცარია, არ გინდა ახლა ტერმინოლოგიური თამაშები, ოჯახი არსებობს აღიარებული და ნაცნობია... ეს მოგიყვანეთ, როგორც თანამედროვე მამებით, ისე ძველი წმიდანებით, და ახლა რაღაც უნდა მიიღოთ, ასე არ შეიძლება პრობლემის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სამწუხაროდ ეკლესიამ დაკარგა რაღაც ფუნქციები, ამიტომ ხდება გაუგებრობები, არადა არც ისე ჩახლართულადაა საქმე, ეკლესია აღასრულებს საიდუმლოს, სახელმწიფო აკანონებს, კანონი არის კანონი და საიდუმლო საიდუმლო, ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება ( გამონაკლისების გარეშე!) და არც გამორიცხავს ( ისევ გამონაკლისების გარეშე!)... მაგალითად დაიბადა ბავშვი, მიეცა მას დაბადების მოწმობა, სახელმწიფოსათვის ის ბავშვი უკვე არსებობს და ის ბავშვი არსებობს ასევე ეკლესიისათვისაც, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არაა მონათლული, გასაგებია? მოინათლება, ანუ დაიბადება მეორედ, შეიყვანება საიდუმლოში, და ასე მივიღებთ ქრისტიან ბავშვს, ასევეა ოჯახიც, ხელი მოაწერეს ( გიორგი, გამონაკლისებზე არ ვწერ !) და სახელმწიფოს წინაშე უკვე არსებობს ოჯახი მთელი თავისი უფლებებით და მოვალეობებით, ასევეა ეკლესიის წინაშეც არსებობს ოჯახი, რომლის გაქრისტიანებაც, საიდუმლოში შეყვანება ხდება ეკლესიაში,და კანონიერი ოჯახიდან ვღებულობთ ქრისტიანულ ოჯახს! უბრალოდ ეს ყველაფერი ადრე ერთად და ერთ ადგილზე ხდებოდა ანუ ეკლესიაში, ახლა გაყოფილია, მაგრამ არ შეიძლება არცერთი მათგანის უარყოფა, არც დამცირება, ერთი სხეულია ვთქვათ კავშირისა, მეორე სულია , ერთი კანონი, მეორე საიდუმლოა, ერთი სახელმწიფოა, მეორე ეკლესია... ჰარმონია.... ................ არის თუ არა ეს გასაგები? კიდევ არის რაიმე საკამათო? თუ მოხდა სასწაული და შევთანხმდით, შემდეგ ვიფიქროთ იმ კითხვაზე, რომელიც მე დავსვი, რადგან ჯერ ეს უნდა გავიგოთ კარგად და მერე ვიმსჯელოთ იმაზე... ...... შემდეგი წარმატებული დიალოგის იმედით; კაიროსი! პ.ს. კანონისტ იმ "უჩენიებში" ბევრი "ზაკონიც" არის და მთლად ნუ გაიურისტდი შენ -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 04:00 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი