ქორწინება საეკლესიო სამართალში, ტრადიცია, კანონიკა და ნორმა. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქორწინება საეკლესიო სამართალში, ტრადიცია, კანონიკა და ნორმა. |
KAIROS |
Jun 7 2007, 07:34 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ეს თემა მეტად საჭიროა, შეიძლება სხვადასხვა კითხვებში ასეთუისე საუბრობთ ამაზე, მაგრამ აუცილებელია ჩაღრმავება მოვახდინოთ ამ საკითხში, კანონისტი დაგვეხმარება, რომ წამოჭრილი კითხვები და საკითხები კვალიფიცირებულად და არგუმენტირებულად განვიხილოთ...
ამ თემასთან დაკავშირებით, ღვთისმეტყველების ბიბლიოთეკაში ძალიან საინტერესო წიგნი დავდე, მეიენდორფის " ქრისტიანული ოჯახი", სადაც ძალიან ბევრ კანონიკურ საკითხზე მიდის მსჯელობა, შესაბამისად გვსურს რომ ასეთი საკითხები ჩვენც გავარჩიოთ, ასევევ გვქონდეს საშუალება ნათლად ვიხილოთ ის "ხე" რომლის საშუალებითაც შეგვეძლება დაქორწინების აკრძალვა-ნება დართვის შესახებ წარმოდგენის შექმნა, სულ სხვა საკითხია "ნათლისღებით.მირონული" კავშირის საკითხი, მოგეხსენებათ ეს არცისე ადვილია, ასევე საინტერესო იქნება რამდენად იზიარებს ჩვენს ამათუიმ გამოცდილებას სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები და თუნდაც სხვა ქრისტიანული კონფესიები და საიდან იღებს სათავეს ესათუის საეკლესიო აკრძალვა ან პირიქით, ნებართვა... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
კანონისტი |
Mar 11 2008, 01:47 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
KAIROS
ციტატა ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი) 2 წევრი: კანონისტი, KAIROS გამოჩნდი? :ლირიკული გადახვევა: და კითხვა, რაც დამისვი თუ გახსოვს უბრალოდ? ბათილ ქორწინებაზე... მეორეც, კანონიერებაზე არ არის საუბარი (ცხადია, მრუშება არ არის. ეს 20-ჯერ ვთქვი). საუბარია იმაზე, ეკლესიამ სახელმწიფოს მიერ შესრულებული ქორწინება შეიძლება თუ არა ჯვრისწერის თანასწორად, რადგან მეორე წესით ჯვრისწერა სრულდება მაშინ, როცა პირზე შესრულდა პირველი წესის ჯვრისწერა და მერე მოხდა გვირგვინის აყრა. ხოლო ჩვენ თუ პირველ ჯვრისწერას შევასრულებთ მეორე წესით, რადგან თურმე იქამდე სამოქალაქო წესით იყო ეს პირი ქორწინებაში, გამოდის რომ კანონიკურად ამ სამოქალაქო აქტს ვუთანაბრებთ ჯვრისწერას ნუთუ ასე რთულად ვლაპარაკობ? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 09:17 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი