მახვილი მესიისა, წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მახვილი მესიისა, წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი |
marine |
Mar 10 2008, 05:14 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მინდა, რომ ამ თემაში ყველა მასალას, რაც დიდებულ მეფესა და წმინდანს, დავით აღმაშენებელს ეხება, ერთად მოვუყაროთ თავი და განვადიდოთ ჩვენი სახელოვანი წინაპარი
მეფესა დავითს სიბრძნის მოყუარებ შენ, უფროჲსად ბრწყინვალეო, თუალო ყოვლისა სოფლისა მეფეთა ერთგუამობისაო, რომელი-ეგე ჰაეროვან ხარ, ვითარცა სამყარო ხილულსა სოფელსა შორის; საჩინო, ვითარცა მზე, ვარსკულავთა შორის; ბრწყინუალე, ვითარცა ეთერი ნივთთა შორის; ნათლისფერ, ვითარცა ელვა ღრუბელთა შორის; ცის-კროვან, ვითარცა აღმოსავალი კერძოთა შორის; ტკბილ, ვითარცა არე ჟამთა შორის; ღმრთის სახე, ვითარცა საყუარელი სათნოებათა შორის; გულისათქუმელ, ვითარცა ოქროჲ მიწათა შორის; ელვარე, ვითარცა იაკინთი ქვათა შორის; მაღალ, ვითარცა ფინიკი ნერგთა შორის; შუენიერ, ვითარცა ვარდი ყუავილთა შორის; აღმატებულ, ვითარცა სამოთხე ქუეყანასა შორის; ძლიერ, ვითარცა ლომი მჴეცთა შორის; მტკიცე, ვითარცა ანდამატი განუკუეთელთა შორის; სახელგანთქმულ, ვითარცა ნებროთ გმირთა შორის; ახოვან, ვითარცა ისო წინამბრძოლთა შორის; მოშურნე, ვითარცა ფინეზ მღვდელთა შორის; მხნე, ვითარცა სამფსონ მსაჯულთა შორის; უბრძოლველ, ვითარცა აქილლევ ელლენთა შორის; ბრძენ, ვითარცა სოლომონ მეფეთა შორის; მშჳდ, ვითარცა დავით ცხებულთა შორის; შურისმეძიებელ, ვითარცა იოსია შარავანდედთა შორის; უზარო, ვითარცა მაკედონელი მფლობელთა შორის; განმადიდებელ ფლობისა, ვითარცა ავღჳსტოს კეისართა შორის; კაცთმოყუარე, ვითარცა ჩემი იესო ღმერთთა შორის; ბუნებით ღმერთი, მადლით ღმერთქმნულთა შორის; მჴურვალე, ვითარცა პეტრე მოწაფეთა შორის; საყუარელ, ვითარცა იოანე მეგობართა შორის; მკჳრცხლ, ვითარცა პავლე მოციქულთა შორის; სახის დასაბამ უცთომელისა ქრისტიანობისა, ვითარცა დიდი კონსტანტინე თჳთმპყრობელთა შორის; სიმტკიცე კეთილად მსახურებისა, ვითარცა თევიდოსი სკიპტრისმპყრობელთა შორის... ყოველთა ვედრებაჲ, ყოველთა ლიტანიობაჲ, ყოველთა ერთჴმობაჲ, ვითარმედ დავით კეთილად მსახურისა და ღმრთივდაცვულისა მეფისა, ჩუენისა მრავალმცა არიან წელიწადნი!.. მონაზონი არსენი წმიდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებელი (+1125) ტროპარი საკვირველება, რომელი ქმენ, უფალო, წმიდისა შენისა შორის კეთილმორწმუნისა მეფისა დავითისა, ზესთა აღხდების გონებასა სიტყვის მოქმედთასა რამეთუ ადიდე იგი სახელისათვის შენისა, ვიდრე დახსნამდე სარკინოზთა ბრწყინვალეთა მიერ ძლევათა ყოველად საკვირველთა, ხოლო შემდგომად დაზსნისა სარკინოზთასა დიდებულ ჰყავ ნიშთა მიერ საკვირველთა, რომლისა ოხითა მოეც სულთა ჩუენთა დიდი წყალობა. კონდაკი ზესთა მბრძოლისა უძლეველსა დავითს და შემწესა ურცხვენელსა კეთილ-მსახურებისასა, ვითარცა მის მიერ განათლებულნი სამწყსოისა მისისა ერნი და ქალაქნი, შორის ხმისა, გვირგვინსა შეუთხზვიდეთ, განმათავისუფლებელსა მას ჩუენსა ყოველთაგან ვნებათა და ვიტყოდეთ მისდამი სიხარულით: გიხაროდენ, კმაო, მფარველო ჩუენო. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 12 2008, 11:50 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
უცნობი ავტორი - ,,ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი" (ნაწყვეტი)
...მას ჟამსა იყო ჰასაკითა თექუსმეტისა წლისა, ხოლო ქრონიკონი სამას და ცხრა. ამას მარტოდ შობილსა გიორგისგან თჳთ მამამან დაადგა გჳრგჳნი მეფობისა და, უჭეშმარიტესი ვთქუათა, ,,თჳთ მამამან ზეცათამან პოვა დავით, მონა თჳსი, და საცხებელი მისი წმიდა სცხო მას რამეთუ ჴელი მისი შეეწეოდა მას, და მკლავმან ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა" ვიდრემდის ,,დავსდვა ზღუასა ზედა ჴელი მისი და მდინარეთა ზედა მარჯუენე მისი." გარნა შრომითა ფრიადითა და ღუაწლითა ძლიერითა მრავალთა დღეთა შემდგომად იქმნა ესე, ვითარცა წინამდებარემან სიტყუამან ცხად ყოს... ხოლო აქუნდა ამას ყოვლად ბრძენსა მეფესა საქმედ ესე-ცა, რომლითა უმეტეს ყოველთა საშიშად საზარელ იყო ყოველთა, რამეთუ ღმრთისა მიერ იყო მის ზედა ნიჭი ესე და საქმე ყოვლად საკჳრველი. არა-რა შორიელი არ-ცა სამეფოთა შინა მისთა, არ-ცა ლაშქართა შინა მისთა მყოფთა კაცთა, დიდთა და მცირეთა, საქმე ქმნილი, კეთილი გინა სიტყუა ბოროტი თქმული, -არა-რა დაეფარვოდა ყოვლად-ვე, არამედ რა-ოდენ-ცა ვის ფარულად ექმნის ანუ თუ ეთქჳს, ყოველი-ვე ცხად იყო წინაშშე მისსა, ვიდრემდის გულის-სიტყუანი-ცა და მოგონებანი ვიეთნი-მე მიუთხრნის მათ, რომელთა ზარ-განჴდილ ყვნის. და მონაზონთა განშორებულთა ეკლესიამდე ზომით იცოდის, და მოთმინებისათჳს აქებდის და ნატრიდის. ნუ ამას ეძიებ, მკითხველო, თუ ვითარ იქმნებოდა ესე, არამედ ამას იცნობდა, თუ რა სარგებელი პოვის ამათ მიერ. რამეთუ არა თუ ცუდად რად-მე და განსაკითხავად საგიობელთა საქმეთად, ანუ საკიცხელად ვიეთთათჳს-მე იქმოდის: ნუ იყოფინ ესე, წარვედ! არამედ დიდნი საქმენი და ფრიად სასწრაფონი წარმართნა ამით. და მარავალთა კეთილთა მიზეზ იქმნა ესე: პირველად ორგულებასა, და ღალატსა რასა-მე ვერ-ვინ დიდი-ა ანუ მცირეთაგანი იკადრებდა მოგონებად-ცა, არა თუ თქმად ვისდა, არ-ცა თუ მეუღლესა და ცხედრეულსა თჳსსა თანა, ანუ მოყუასსა თჳსსა, გინა ყრმათა თჳსთა თანა, ვინათგან ესე მტკიცედ უწყოდა ყოველმან კაცმან, რომელ პირით აღმოსლვასა-ვე თანა სიტყჳსასა საცნაურ ქმნილ არს უეჭველად წინაშე მეფისა. და მრავალნი განპატიჟებულ-ცა იყვნეს და მხილებულ ესე-ვითართათჳს. ამისთჳს-ცა ვერ ოდეს ვინ განიზრახა ღალატი რაითურთით დღეთა მისთა, არამედ იყო ყოველთაგან საკრძალავ და სარიდო... http://publish.dlf.ge/vaxtangvi/davitagmas...i%20avtori.html -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 10:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი