წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
tamara |
Dec 15 2007, 01:43 AM
პოსტი
#41
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
აქ ვისაუბროთ წარმართული ხანის საქართველოზე,
თუ რა კულტები და მითური პერსინაჟები, რა ადათ წესები იყო ძველ საქართველოში, რა სახით შემორჩა ისინი ქრისტიანულ საქართველოში, და რა სახით გადმოვიდა მათი ნაწილი ქრისტიანობაში. ეს ძალიან საინტერესო და ღრმა თემაა... და ალბათ არა ერთ გვერდს მოიცავს... ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი ქართველი ტომების უძველეს რწმენათა მიმოხილვისას გაირკვა, რომ ბუნების ძალებისა და მოვლენებისადმი თაყვანისცემისა თუ მათი გაღმერთების მხრივ ქართველებშიც სხვა ტომთათვის დამახასიათებელ სურათს ვხვდებით. როგორც ირკვევა, “თავისი წილი” ღმერთები ჰყავდათ ცალკე თემებსა და საგვარეულოებს, მთას, ხევს, მინდორს, ადგილს, ხეებს, სახლს, ფუძესა და ა. შ. ამასთანავე, ხალხური გადმოცემები და მდიდარი ეთნოგრაფიული მასალები გვიჩვენებენ, რომ ქართველებს ჰყავდათ საერთო დიდი (უფროსი) ღმერთებიცა და სატომო ან სატომთაშორისო ღვთაებებიც ასე მაგალითად ადრე კლასობრივი საზოგადოების დროსაც ქართველთა წინაპრები ყველაზე დიდ პატივსა და თაყვანს ცის მნათობებს სცემდნენ – მთვარეს, მზესა და ვარსკვლავებს – ვითარცა საერთო ქართულ ღვთაებებს. ახლა, შეიძლება ითქვას, კარგად არის გამორკვეული, რომ იმ დროის ქართულ ასტრალურ პანთეონს სამეული მეთაურობდა. პირველი მათგანი უფროსად მიჩნეული უზენაესი ღმერთი იყო; მეორე – ქალღმერთი მზე ან მზექალი, ხოლო მესამე – კვირია. უზენაესი ღმერთი ან მორიგე ღმერთი პანთეონსაც ედგა სათავეში და ცხადია – სამეულსაც. იერარქიის მომდევნო საფეხურზე იდგნენ შესაბამისად: ჯვარი ან ხატი, ღვთისშვილები (ღვთისსანახი, ღვთისნაბადები) და ა. შ. უკვე იმ დროისათვის ქართველთა ყველა ღვთაება ანთროპომორფულ არსებებად არის წარმოდგენილი. ამასთანავე ირკვევა, რომ უზენაესი ღმერთი – მთვარე-ღმერთია, ე. ი. მამა-ღმერთია. ისიც კარგად არის გამორკვეული, რომ ოდესღაც ქართველ ტომებს სათავისთავო სათემო ღვთაების გარდა ყველასათვის საერთო რწმენა ჰქონიათ და საერთო ქართული წარმართობაც ყოფილა. ივ. ჯავახიშვილმა კარგა ხანია გამოარკვია, რომ მაგალითად, კვირიას თაყვანისცემასთან დაკავშირებულ სვანურ წესებს წმინდა ქართული წარმართული რწმენის ანარეკლი აქვთ დაცული და თვით სათანადო ფერხულის სიტყვებს მეფერხულე სვანები ქართულად წარმოთქვამენ. ამ წესების ძველქართულ სახელებთან ერთად ფერხულის ქართულად წარმოთქმის ჩვეულება უეჭველია თავდაპირველი, საერთო ქართული წესის ნაშთი უნდა იყოს. ივ. ჯავახიშვილს სათანადოდ დამტკიცებული აქვს, რომ ახალწლის დღესასწაულის ჩვეულებების თანახმად, მეგრელი მეკვლეც თავის წარმოსათქმელ სიტყვებს მეგრულად კი არა, სწორედ ქართულად ამბობს ხოლმე, მითითებული და კიდევ ბევრი სხვა მონაცემი საფუძველს აძლევდა ავტორს დაესკვნა შემდეგი: “ცხადი ხდება, რომ არამც თუ საზოგადო ქართული, ყველა ქართველ ტომთათვის, მათ შორის მეგრელთა და სვანთათვისაც, საერთო წარმართობა არსებობდა, არამედ რომ წარმართობას საერთო ტერმინოლოგიაც, საერთო ენაც ქართული ჰქონდა” ჯერ ჯერობოთ ამაზე გავჩერდები, ვინაიდან ბევრი რამ მაქვს ამ აბზაცისათვის დასამატებელი |
tamuna m |
Mar 12 2008, 07:59 PM
პოსტი
#42
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
წყლის კულტი
(გიგი ხორნაული) სხავა ძვირფას ისტორიულ ცნებებთან ერთად, ადგილთა სახელებშო შემოგვენახა იმ ღვთაებათა სახელები, რომლებსაც თაყვანს სცემდნენ ამ ტერიტორიაზე ოდესღაც თუ ამჟამად მოსახლე ხალხები. სწორედ უზველესი რელიგიური რწმენის კვალი ჩანს ზოგიერთ ტოპონიმსა თუ ჰიდრონიმში. ერთ-ერთი ასეთი ჰიდრონიმია ვეშაწყარო, რომელიც საქართველოს მთის კუთხეებში: მთიულეთშI, გუდამაყარში, ხევსა და ხევსურეთში გვხვდება. ოთხივე კუთხეში თითი წყაროს ჰქვია ეს სახელწოდება, ე. ი. სულ ოთხი შემთხვევაა (ვფიქრობთ, სხვა კუთხეთა მასალის აღწერის დროს ან მისი ფონეტიკური ვარიანტი კივედ სადმე აღმოჩნდება). რატომ ჰქვია ამ წყაროებს ვეშაწყარო, რას ნიშნავს ვეშა, ადგილობრივ ხალხს უკვე აღარ ახსოვს, რაც ამ ჰიდრონიმის სიძველეზე მიუთითებს. ვეშაწყაროს გაგონებისას, არ შეიძლება არ გაგვახსენდეს ვეშაპი, გველეშაპი და ქართულ ხალხური ზღაპრებში ფართოდ გავრცელებული მოტივი წყაროს დაპატრონებული გველეშაპისა. რა კავშირი შეიძლება არსებობდეს წყაროს სახელწოდება ვეშაწყაროსა და ზღაპრულ-მითიურ გველეშაპს შორის? გამოჩენილი ფოლკლორისტი ვ.ი. პროპი წერს: "ზღაპარი უდა შევუდაროთ წარსულის ისტორიულ სინამდვილეს და იქ ვეძებოთ მისი ფესვები". მართლია, ხალხური შემოქმედება, კერძოდ, მითები და ზღაპრები ადამიანთა ფანტაზიის, მათი უძველესი წარმოდგენების ნაყოფია, მაგრამ ამ ფანტაზიას საფუძვლად ყოველთვის რაღაცა რეალურად არსებული ედო. მხოლოდ ბუნებაში არსებული საგნების, მოვლენების ჰიპერბოლიზაციით შექმნეს ადამიანებმა ზღაპრული სახეები, ჯადოსნური სამყარო. 1919 წელს ნიკო მარმა და იაკობ სმირნოვმა თურქეთისა და სომხეთის საზღვარზე, გეღარადის მთაზე, ნახეს ქვის დიდი ქანდაკებები, რომლებსაც დიდი თევზის-ვეშაპი ფორმა აქვთ. ამ ქანდაკებებს სომხები და თურქები გველეშაპებს უწოდებენ. მათთვის ისინი გაქვავებული ავი სულებია. ქართველები კი ყოველთვის ვეშაპებს უწოდებდნენ და ვეშაპი, როგორც ეს ბიბლიიდან მტკიცდება, ესმოდათ, როგორც დიდი თევზი. ამიტომ, ივ. ჯავახიშვილის აზრით, ის ქანდაკებების ქართული ტომების საკულტო სალოცავები ყოფილა. ეს მტკიცდება სხვა საბუთებითაც. მაგ. იქაურ ერთ-ერთ ვეშაპიოდზე გამოსახული ისეთივე ცხვრის ენაგადმოგდებული თავი, როგორიც სვანეთში, მიწაში ნაპოვნ ილარზეა. შემდგომში ჩევნი საუკუნის 20-30-იან წლებში, ლეონ მელიქსეთბეგმა თრიალეთ-წალკა-ჯავახეთში აღმოაჩინა მეგალითური კულტურის ასეთივე გად,ონაშთები-"ვეშაპები", "ვეშაპოიდები". ესენია დაყუდებული ობელისკები, ორი-სამი მეტრის სიმაღლის ქვები, რომლებიც მოხატულია თევზის საკულტო ნიშნებით. როგორც ფიქრობენ, სწორედ ეს ვეშაპები უნდა ყოფილიყო აღმართული წყალთა ღვთაების სალოცავა ადგილებში. მწერალი დემნა შენგელია თავის ერთ-ერთ წერილში წერს: "ჯერ კიდევ ჰაინრიხ ჰაინე აღნიშნავდა, რომ წარმართული ღვთაებები ავსულებად ქრისტიანობამ აქცია. გველეშაპები ერთ დროს წყლის მიმტაცებელი ბოროტი ქმნილებანი კი არ იყვნენ, არამედ კეთილი ვეშაპები იყვნენ, რომლებიც, პირიქით, წყლის მომნიჭებელ ღვთაებებს წარმოადგენდნენ და მეფის ასულს (ეთერს) კი არ სჭამდნენ, ემიჯნურებოდნენ". წყლის კუტი მდინარეთა და წყაროთა გაღმერთება, ქართველ ტომებში უნდა არსებულიყო პირველყოფილი აზროვნების იმ საფეხურზე, როდესაც ადმიანებს სწამდათ საგნების სულდგმულობა.ასეთი რწმენა, მთის, ხის, მდიონარის და სხვათა ცოხალ, სულდგმულ არსებად მიჩნევა დღესაც ახასიათებს განვითარები დაბალ საფეხურზე მდგომ ადამიანებს. ახლო ისტორიული წარსულიდან ცნობილია, ხვადასხვა ხალხები როგორ უწყობდნენ თავის რომელიმე სათაყვანებელ მდინარეს "საღვთო ქორწინებას": ყოველწლიურად საქორწილოდ მორთულ ქალიშვილს აგდებდნენ (ახრჩობდნენ) მდინარეში. ქალის მსვერპლად შეწირვა ცნობილია სხვადასხვა მოსაქმეობის ხალხებშიც; ასე იქცეოდნენ მეთევზეები ჩრ. ამერიკაში; ამავე წესს მისდევდნენ რუსეთში, ოლნეცის გუბერნიაში მცხოვრები მეჯოგე გლეხები. ამნაირი ჩვეულების გადმონაშთს ვპოულობთ საქართველოშიც. იმ ძველი მსხვერლპთ შეწირვის გადმონაშთად პროფ. მ. ჩიქოვანს მიაჩნია აღ. საქართველოში გავრცელებული სახალხო გართობა-დღესასწაული ყეენობა, რომლის დროსაც ყეენს მდინარეში ჩააგდებდნენ და ამოლუმპავდნენ. ვეშაპის კულტი ერთ-ერთი ყველაზე უძველესუ უნდა ყოფილიყო ქართველ ტომთა კულტებს შორის. ეს ჩანს ჯერ-ერთი იქიდან, რომ ვეშაპს (გველეშაპს) ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უკავია ქართულ მითოლოგიაში., ქართულ ზღაპრებში. მითოლოგიურ წარმოდგენებში ვეშაპი გაიაზრებოდა, როგორც ქვესკნელის მბრძანებელი, როგორც მზის მშთანთქმელი (საღამოს, როცა მზე ჩადიოდა), მშთანთქმელი ამირანისა, რომლის სახეშიც ბუნება იგულისხმებოდა (მცენარეულის დანთქმა ზამთრობით და გაზაფხულზე კვლავ აღორძინება-ვეშაპის მუცლიდან გამოსვლა). მეორეც, იმიტომ, რომ ქრისტიანობამ მას დაუპირისპირა ისეთი ძლიერი და ყველაზწე მეტად გავრცელებული ღმერთი, როგორიც წმინდა გიორგია. სწორედ წმინდა გიორგი კლავს შუბით გველეშაპს. სხვათა გამოკვლევებიდან ჩანს, რომ ძველად ქართველთა შორის გველის კულტიც უნდა არსებულიყო. ეს მტკიცდება ქართველთა ძველი რწმენა-წარმოდგენების მიხედვით, სადაც გველი სიკეთის განსახიერებაა. ეს ჩანს, აგრეთვე, იმ წესიდანაც, როცა შინ შესულ გველს რძით უმასპინძლდებიან, მას არვინ არაფერს დაუშავებს. თუ გველის კულტი არსებობდა, სავარაუდოა, რომ ის ტოპონიმეშიც უნდა ასახულიყო. ამიტომ ჩვენ გველის კულტთან დაკავშირებულად მიგვაჩნია. მეტი წილი იმ ტოპონიმებისა და ჰიდრონიმებისა, რომლებსაც სიტყვა გველი უდევს საფუძვლად. ბევრია ასეთი სახელები, მაგ: გველეთი (სოფლების სახელია ხევსა და ხევსურეთში), საგველე მზორე (ფერდობი ს. ბურსაჭირი), საგველია (გორი, ს. კევშა), გველის წყარო (სახნავ-სათესისა სა წყაროს სახელი საგარეჯოსა და გირგიწმინდის შუა (კახეთი). -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 02:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი