IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წმიდა, რას ნიშნავს?
Iona
პოსტი Nov 12 2007, 10:30 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



ლოცვაი დავითისი, 85
1. მოყავ, უფალო, ყური შენი და ისმინე ჩემი, რამეთუ გლახაკ და დავრდომილ ვარი მე. 2. იცევ სული ჩემი, რამეთუ წმიდა ვარ, აცხოვნე მონაი შენი, ღმერთო ჩემო, რომელი გესავს შენ

წმიდა რას ნიშნავს?


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ალექსანდრე
პოსტი Mar 13 2008, 01:43 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ლოცვაი დავითისი, 85
''1. მოყავ, უფალო, ყური შენი და ისმინე ჩემი, რამეთუ გლახაკ და დავრდომილ ვარი მე.''
წმ. ათანასე დიდი: პირველად გლახაკობასა და დავრდომილებასა იტყვის, ამისა შემდგომად - სიწმიდესა, ამათ სათნოებათაგან მონიჭებულსა. რამეთუ რომელმან გლახაკ დავრდომილი შერაცხოს თავი თვისი, ესევითარი წმიდა იქმნების ბრალთაგან ზვაობისათა.
წმიდა ევსუქი იერუსალიმელი: ხმაი ესე ხმა არს ადამისი, რომელმან გარდასვლითა მცნებისათა წარწყმიდა სიმდიდრეი, რომელი ერწმუნა ღმრთისა მიერ, რომლისა რეცა უბრალოებითა განიმართლებდა თავსა.

''2. იცევ სული ჩემი, რამეთუ წმიდა ვარ, აცხოვნე მონაი შენი, ღმერთო ჩემო, რომელი გესავს შენ''
წმიდა კირილე ალექსანდრიელი: სიწმიდესა თვისსა არა ღმერთსა თანა შეატყუებდა, რომელი-ესე პირველად სათნოებათაგან ნაკლულევანებასა აღიარებს, ვითარმედ გლახაკ და დავრდომილ ვარო, არამედ მის ზედა მოსრულთა მათ ბრძოლათა ზედა განიმართლებდა და იტყოდა წმიდად თავსა თვისსა, ვითარცა არცა ერთისა რაის ბოროტისმყოფელსა მაჭირვებელთა თვისთასა. რამეთუ ესრეთ იქადიან ყოველნი წმიდანი მონებასა ზედა ქრისტესსა, ვითარცა მეუფებასა და მპყრობელობასა ყოვლისასა.


სამწუხაროდ თანამედროვე ქართული თარგმანი არ გამაჩნია


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 13th July 2025 - 12:14 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი