IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> კითხვა-პასუხი, საქართველოს ისტორიის საკითხებზე
Lenus
პოსტი Oct 9 2007, 03:02 PM
პოსტი #1


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



ყველა შეკითხვაზე რომ ახალი თემა არ გაიხსნას, ვხსნით ერთ მიჭიკარტებულ თემას.
გინდათ ზოგადი ისტორიული შეკითხვებისთვის გამოვიყენოთ და გნებავთ ისტორიული ვიქტორინასავით განვავითაროთ.

ერთი სიტყვით, ყველა შეკითხვა ამ თემაში. გთხოვთ გადაიკითხოთ ხოლმე წინა გვერდები სანამ ახალ შეკითხვებს დასვამდეთ.


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
xornabujeli
პოსტი Mar 13 2008, 06:32 AM
პოსტი #2


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



smile.gif მეც მოვიძიე ორთოდოქს,ჯიზე ეს ინფორმაცია,ანუ ისტორიული ფაქტი სტალინის შესახებ,რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს მოხდა და მისი ჩარევით საბჭოთა ჯარები გადაურჩნენ საბოლოო დამარცხებას და ხალხი კი, გერმანელთა დაპყრობას.


ხსნა მეორე მსოფლიო ომის დროს

მართლმადედებელი ეკლესიის გადარჩენა ბოლშევიკურ იმპერიაში და
კაცობრიობის ხსნა ფაშიზმისგან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხებით


უმძიმესი განსაცდელი დაატყდა თავს კაცობრიობას XX საუკუნეში: რევოლუციები, სამოქალაქო ომები, ბოლშევიკების აღზევება და მათმიერი უსასტიკესი ტერორი, შიმშილობანი, მასობრივი რეპრესიები და ბოლოს, 1939-1945 წლების მსოფლიო ომი. ბევრი ძლევამოსილი სახელმწიფო დაეცა ამ ომში ბოროტების მსახური ფაშისტებისაგან. მართალია, ბოლშევიკურ იმპერიაში ძალით თავმოყრილმა ხალხებმაც უზომოდ დიდი მსხვერპლი გაიღეს, მაგრამ მხოლოდ მათი ძალისხმევა ვერ იხსნიდა კაცოვრიობას უკეთურობის იმ ბატონობისაგან, რასაც ფაშიზმი უქადდა მსოფლიოს. მაშ, ვინ იხსნა კაცობრიობა?! ვინ გადაარჩინა ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესია ბოლშევიკურ უღმერთო იმპერიაში სრული განადგურებისაგან?..

ისევე როგორც 1612 წელს, ღვთის განგებით, ახლაც, რუსეთის მთავარ მლოცველად და მეგობრად ამორჩეულ იქნა მოძმე მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი, ანტიოქიის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი მღვდელმთავარი ილია, ლიბანის მთათა მიტროპოლიტი.

იგი კლდოვან ჯურღმულში ჩავიდა ღრმად, სადაც ვერ აღწევდა ქვეყნიური ხმაური და სადაც არ იყო არაფერი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის გარდა. მეუფე სწორედ იქ განმარტოვდა, რამდენიმე დღის განავლობაში არც საზრდო მიუღია, არც წყალი დაულევია, არც დაუძინია და განუწყვეტლივ ევედრებოდა ღვთის დედას - განმიცხადე, როგორ არის შესაძლებელი რუსეთის შეწევნაო.

და აი, სამი დღე-ღამის შემდეგ ცეცხლოვან სვეტში თვით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა მას და უთხრა: შენ, როგორც რუსეთის ჭეშმარიტი მეგობარი და მისთვის მლოცველი, არჩეული ხარ იმისთვის, რომ ღვთის განჩინება აუწყო ამ ქვეყანას. და თუკი ეს განჩინება არ იქნება შესრულებული, რუსეთი დაიღუპება.

ეს საღმრთო განჩინება შემდეგში მდგომარეობდა:

რუსეთის ხსნისათვის აუცილებლად უნდა გახსნილიყო მთელს ქვეყანაში ეკლესია-მონასტრები, სასულიერო სემინარიები და აკადემიები; ფრონტიდან დაბრუნებული და ციხე-ბანაკებიდან გათავისუფლებული მღვდლები, დიაკვნები და ეპისკოპოსები ღვთისმსახურებას უნდა შესდგომოდნენ; წმიდა პეტრეს ქალაქის (ბოლშევიკების მიერ ლენინგრადად გადარქმეულის - რედ.) ჩაბარება არ შეიძლებოდა: მის გადასარჩენად უნდა გადმოესვენებინათ ყაზანის ღვთისმშობლის საკვირველმოქმედი ხატი (1) და დიდებით ჯვარით სვლით შემოეტარებინათ ქალაქის გარშემო; მაშინ ვერც ერთი მტერი ვერ შედგამდა ფეხს ნევის პირას მდებარე ამ ქალაქის მიწაზე; ყაზანის ხატის წინაშე მოსკოვშიც უნდა გადაეხადათ პარაკლისი. შემდეგ ხატი ვოლგისპირა ქალაქ ცარიცინში (ბოლშევიკების მიერ სტალინგრადად გადარქმეულში - რედ.) უნდა გადაესვენებინათ, რადგან არც ამ ქალაქის ჩაბარება შეიძლებოდა მტრისათვის; შემდეგ ყაზანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი რუსეთის საზღვრებამდე უნდა მიჰყვეს ჯარებს, ხოლო როცა ომი დასრულდება, მიტროპოლიტი ილია რუსეთში უნდა ჩავიდეს და ყველას მოუთხროს, თუ როგორ გადარჩა ეს ქვეყანა.

ამ საკვირველი გამოცხადების შემდეგ მეუფე ილია დაუყოვნებლივ დაუკავშირდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს, საბჭოთა მთავრობას და აცნობა მათ ღვთის განჩინების შესახებ.

სტალინმა გამოიძახა მიტროპოლიტი სერგი, მიტროპოლიტი ალექსი, სხვა მღვდელმთავრები და აღუთქვა, რომ შეასრულებდა ყველაფერ იმას, რაც მიტროპოლიტმა ილია მეორემ აუწყათ (2).

სანკტ-პეტერბურგის წმიდა ვლადიმირის საკათედრო ტაძრიდან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ყაზანის ხატი გამოასვენეს და დიდებით სვლით ქალაქის გარშემო შემოატარეს. ამის შემდეგ ფაშისტებმა, მართლაც, ერთი ბიჯიც ვერ წადგეს ნევისპირა ქალაქისაკენ, ხოლო ბლოკადა გარღვეულ იქნა საქართველოს განმანათლებლის, წმიდა მოციქულთასწორი ნინოს ხსენების დღესასწაულზე - 14 (27) იანვარს! ეს მეტად საგულისხმო ფაქტია, რამეთუ ორი იმპერიის მიერ გაჩაღებულ ამ ომში თავდადებულად იბრძოდნენ, სხვებთან ერთად, მართლმადიდებელი ქართველნიც, რომელთაც უზომოდ დიდი მსხვერპლი გაიღეს: ომში წავიდა საქართველოს ყოველი მეხუთე მცხოვრები - 700000 კაცი, მათგან 400000-მდე ვერ დაბრუნდა. ამასთან საბჭოთა ჯარების მთავარსარდალიც ხომ ქართველი იყო, ჯუღაშვილის გვარის, სასულიერო სემინარიაში ნასწავლი კაცი, რომელაც, მიუხედავად ყველაფრისა, გადამწყვეტ მომენტში მაინც ისმინა და ირწმუნა ღვთისმსახურთა მიერ უწყებული გზა მისი თვითმპყრობელური ნების ქვეშ მოქცეული ქვეყნის გადარჩენისა (3).

პეტერბურგის შემდეგომ ყაზანის ხატმა მთელი რუსეთი მოვლო ძლევითა და დიდებით. ღვთის დედის ლოცვებისაგან აღსრულებული სასწაულითა და მისი თანადგომით გადარჩა მოსკოვი, რომლის მისადგომებიც პანიკურად დატოვეს გერმანელმა ფაშისტებმა. მოსკოვის შემდეგ ყაზანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ვოლგისპირა ქალაქში (სტალინგრადში) გადაასვენეს, სადაც მის წინაშე განუწყვეტლივ აღესრულებოდა პარაკლისები და პანაშვიდები. ხატი ვოლგის მარჯვენა ნაპირზე ესვენა, საბჭოთა ჯარებს შორის, და გერმანელებმა ვერაფრით ვერ შეძლეს მდინარის გადალახვა. ერთხელ ისეთი მომენტიც იყო, როცა ქალაქის დამცველნი ერთ მცირე ადგილზეღა დარჩნენ ვოლგის ნაპირას, მაგრამ მტრებმამ მაინც ვერ მოახერხეს მათი განდევნა, რადგან წითელი არმიის მეომრებთან საკვირველმოქმედი ხატი იყო...

სხვა დროს უდიდესი სიძნელის წინაშე იდგნენ მოიერიშე მეომრები ძველი გერმანული ქალაქის - კენისბერგის გათავისუფლებისას, რომელიც უაღრესად გაემაგრებინათ. აი, რას მოგვითხრობს ერთი რუსი ოფიცერი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ამ ქალაქისათვის გამართულ ბრძოლებში:

„ჩვენი ჯარები გადაქანცულნი და ძალთაგან გამოფიტულნი იყვნენ, გერმანელები კი კვლავ მაგრად იდგნენ... ერთ დღესაც, მოულოდნელად, ვხედავთ: ჩამოვიდა ფრონტის მთავარსარდალი მრავალ ოფიცერთან ერთად, ხოლო თან მღვდელბი მოჰყვებიან ხატებით!

ბევრმა მაშინ ქილიკი დაიწყო:

- აი, მოვიდნენ, მღვდლები მოგვიყვანეს!.. ეგენი ნამდვილად გვიშველიან!

მაგრამ მთავარსარდალმა სწრაფად აღკვეთა ყოველგვარი ხუმრობა. ყველას უბრძანა, მწყობრში დამდგარიყვნენ და ქუდები მოეხადათ.

მღვდლებმა პარაკლისი გადაიხადეს და წინა ხაზისკენ წავიდნენ ხატითურთ. ჩვენ გაოგნებულები შევყურებდით: სად მიდიან? თანაც გამართულნი, გერმანელების თვალწინ! მათ ხომ ყველას დახოცავენ!.. მაგრამ, დახეთ, საოცრებას - მღვდლები უვნებლად მიდიოდნენ ბრძოლის ხაზზე და ყურადღებას არ აქცევდნენ გამალებულ სროლას, ცეცხლს ორივე მხრიდან.

ანაზდად სროლა გერმანელთა მხრიდან ერთდროულად შეწყდა! მაშინ სიგნალი მისცეს და ჩვენმა ჯარებმა ქალაქ-სიმაგრის ერთობლივი შტურმი დაიწყეს - ხმელეთიდანაც და ზღვიდანაც.

როგორც შემდეგ გერმანელი ტყვეები ჰყვებოდნენ, უშუალოდ შტურმის წინ მათ, ყველას, ცაში მადონა (ანუ ღვთისმშობელი) დაუნახავთ და... აბსოლუტურად ყველას ერთდროულად უმტყუნა იარაღმა. სწორედ მაშინ აიღეს ჩვენებმა ქალაქი, რადგან ზემოხსენებული სასწაულით იქნა გადალახული მტრის წინააღმდეგობა. ღვთის დედის ამ გამოცხადების დროს, თურმე, ბევრი გერმანელი მებრძოლი მუხლებზე ემხობოდა და მაშინ მრავალნი მიხვდნენ, თუ ვინ შეეწეოდა რუსებს“ - ამთავრებს თხრობას ყოფილი მებრძოლი.

აღსანიშნავია ისიც, რომ კიევიც - რუსეთის მართლმადიდებელ ქალაქთა დედა - სწორედ ყაზანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე იქნა გათავისუფლებული!

იმ ხანებში ამოქმედდა მანამდე დახურული 22000 ეკლესია, გაიხსნა სასულიერო სემინარიები, აკადემიები, ტროიცე-სერგის, კიევო-პეჩორის ლავრები, ზოგიერთი სხვა მონასტერიც. ხელისუფლებამ ნება დართო სამღვდელოთ მიტროპოლიტ ალექსის წმიდა ნაწილები გადაესვენებინათ მოსკოვის ღვთის განცხადების საკათედრო ტაძარში, სადაც მთელი ამ ომის განმავლობაში განისვენებდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ყაზანის საკვირველმოქმედი ხატი. დაიწყო სარწმუნოების აღორძინება. ყოველივე ეს თავისთავად არის სასწაულებრივი ფაქტი საბჭოთა იმპერიისათვის, თუ გავიხსენებთ, რომ რევოლუციის შემდეგ უღმერთო ბოლშევიკებმა სასტიკი ბრძოლა გამოუცხადეს ეკლესიას და მებრძოლი ათეიზმის მეშვეობით მის სრულ მოსპობას ცდილობდნენ: ხურავდნენ და აფეთქებდნენ ეკლესია-მონასტრებს, აპატიმრებდნენ, ასახლებდნენ და ხვრეტდნენ მღვდელმსახურებს, მართლმადიდებელ მორწმუნეებს. როცა, მაგალითად, კიევი დაიკავეს ფაშისტებმა, მთელს ქალაქში მხოლოდ ორი მოქმედი ეკლესია იყო, კიევის ოლქში კი - კიდევ ერთი. ამიტომ ფაშისტები, ცდილობდნენ რა ხალხის მხარდაჭერა მოეპოვებინათ ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში, ხელს უწყობდნენ ეკლესიების ამოქმედებას. პარადოქსია, მაგრამ სწორედ მათი მხარდაჭერით 1943 წლისათვის მთელს კიევის ეპარქიაში უკვე 500-მდე მოქმედი ეკლესია იყო. ამის შემდეგ გასაგებია ბოლშევიკური მთავრობის რეაქციაც. ასე მოქმედებდა ღვთის მიუწვდომელი განგებულება: ორი ბოროტი ძალა - ფაშიზმი და ბოლშევიზმი - ერთმანეთს დაუპირისპირდა, ღმერთმა კი ეკლესია გადაარჩინა. (საყურადღებო გახლავთ ის გარემოება, რომ იოსებ სტალინის სიკვდილის შემდეგ, ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის დროს, ბოლშევიკური მთავრობა ახალი ძალით ეკვეთა ეკლესიას და კვლად დაიწყო მართლმადიდებელ ქრისტიანთა დევნა. ამასთან, სპეციალისტთა ცნობით, ამ დროს უფრო მეტი ეკლესია დაინგრა და უფრო მეტი წმიდა ხატი განადგურდა, ვიდრე მთელს მანამდელ საბჭოთა პერიოდში!).

1947 წელს, პირადად ი. სტალინის მიწვევით, მიტროპოლიტი ილია რუსეთში ჩავიდა. მიტროპოლიტ ილიას მიართვეს ყაზანის ხატის ასლი, ძვირფასი ჯვარი და პანაღია, შემკული ქვეყნის ყველა კუთხიდან ჩამოტანილი პატიოსანი თვლით. მას სახელმწიფო პრემიაც მიანიჭეს, რაზეც სტუმარმა უარი განაცხადა - ბერი ვარ და ფული არ მჭირდებაო. თავის მხრივ კი, რუსეთს ორასი ათასი დოლარი გადასცა ანტიოქიის ეკლესიის სახელით - იმ ობოლ ბავშვთათვის, რომელთაც მშობლები ომში დაეხოცათ.

მიტროპოლიტი ილია სანკტ-პეტერბურსაც ეწვია. 9 ნოემბრის დილით, მან წმიდა ნიკოლოზის ტაძარში სწირა და უძვირფასესი ძღვენიც მოართვა ამ ეკლესიას - მღვდელმთავარ ნიკოლოზ საკვირველმოქმედის წმინდა ნაწილები.

ღვთის დედის გამოცხადება ომის დროს კურსკის რკალთან

როგორც ცნობილია, 1941-1945 წლების სამამულო ომში მოსკოვის, პეტერბურგისა (ლენინგრადის) და ცარიცინის (სტალინგრადის) ბრძოლების შემდეგ, უდიდესი ორთაბრძოლა მოხდა კურსკთან (ე.წ. „კურსკის რკალი“), რომელშიც ორივე მხრიდან რამდენიმე მილიონი მებრძოლი და აუარება ტექნიკა მონაწილეობდა. სწორედ ამ ბრძოლაში მოხდა გარდატეხა ომში და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ფაშისტების განდევნა. მისი უშუალო მონაწილეების უტყუარი მოწმობით (ეს კი ასობით ადამიანია!), ბრძოლის დაწყების წინ მებრძლებმა ცაში ყოვლადწმიდა ღვთიმშობელი დაინახეს: იგი საკვირველად მბრწყინავი გამოჩნდა ღამით, ცაში, და ხელის მოძრაობით თითქოს შეტევისკენ მოუწოდებდა მათ. სახილველი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ჯარისკაცები და ოფიცრები, რომელთა უმრავლესობა ათეისტურად აღზრდილი და ურწმუნო იყო, მუხლებზე ემხობოდნენ და პირჯვარს ისახავდნენ. ყველა მხნეობით აღივსო დ უშიშრად შეება მტერს, რადგან ცხადი იყო, რომ ღმერთი შეეწეოდათ.

კურკის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ შემობრუნება დაიწყო მეორე მსოფლიო ომის მსვლელობაში.

ამ სასწაულის მოწმეთაგან ბევრნი დღესაც ცოცხალნი არიან და შეუძლიათ დაადასტურონ იგი, მით უმეტეს, რომ მათი უმეტესობა ღრმად მორწმუნე ადამიანია.


--------------------------------------------------------------------------------




შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი :

(1) მცირედ ცნობებს მოგაწვდით ამ ხატის შესახებ: ეს ხატი სასწაულებრივად იქნა მოპოვებული 1579 წელს, ყაზანში მომხდარი დიდი ხანძრის დროს. 9 წლის მართლმადიდებელ გოგონას - მატრონას, რომლის მშობელთა სახლიც მთლიანად დაიწვა, სიზმრეულ ჩვენებაში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ეჩვენა და ხმაც მოესმა, ჩაფერფლილი სახლის ქვეშ, მიწაში მოეძიათ ხატი. მართლაც, წმიდა ხატი ღუმელის ქვეშ, მიწაშე დამარხული აღმოაჩინეს, სადაც, ალბათ, ეს მუსლიმი თათრების ბატონობის დროს გადამალეს მართლმადიდებელმა მორწმუნეებმა. წმიდა ხატი, რომელიც ძველ მაუდში იყო საგულდაგულოდ გახვეული, გალობითა და დიდებით სვლით გადაასვენეს მახლობელ - წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში, შემდეგ კი საბოლოო სამყოფლად ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების საკათედრო ტაძარი მიუჩინეს, სადაც იგი სასწაულთმოქმედებებით განიდიდა. აღსანიშნავია, რომ მისი ძალით ბევრმა ბრმამ აღიხილა თვალი. ამ ხატიდან ასლი გადაიღეს და იმჟამინდელ ხელმწიფეს - ივანე მრისხანეს გაუგზავნეს. ხატის გამოცხადების პატივად დაწესებულ იქნა საგანგებო დღესასწაული 8 ივლისს.

(2) რარიგ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არსებობს ცნობები სტალინის შემწყნარებლური დამოკიდებულებისა რელიგიასთან ჯერ კიდევ ომამდე. ისინი მოყვანილია თ. ჩაჩავას წიგნში „სტალინის გზა ქრისტესკენ“ („ლიტ. საქართველო“, №2, 1997 წ.):

„ვ.ა. დავიდოვას ცნობით, 1935 წელს აფხაზეთში დასვენების დროს, სტალინმა ახალი ათონის მონასტრისთვის დიდი თანხა გაიღო. შემდეგ ბერებს მიმართა: „სტალინის სულისათვის ილოცეთო“. ამის შემდეგ საკმაოდ დიდხანს ჰქონდა საუბარი წინამძღვართან, რის შემდეგ მას უთქვამს: „უნდა დავუბრუნოთ ხალხს ლოცვის კანონიერი უფლება, უსამართლობაა ადამიანს წაართვა რწმენა. რუს ხალხს არ შეუძლია ღმერთის გარეშე არსებობა“. შემდეგ მოსთხოვა აფხაზეთის ხელმძღვანელებს მოეხსნათ სამონასტრო ბეგარა.

როდესაც 30-იან წლებში ხრუშჩოვმა მოახსენა, რომ მოსკოვის საქალაქო სასამართლოში იმყოფება კულტის 51 მსახური, სტალინმა მოითხოვა მათი იმავე წუთს განთავისუფლება.

ამავე დროს მან კატეგორიულად აკრძალა დემიან ბედნის წიგნი „ბიბლია მორწმუნეთა და ურწმუნოთათვის“, განმსჭვალული მებრძოლი ათეიზმის სულისკვეთებით“.

(3) ნიშანდობლივია, რომ როცა 1949 წელს სტალინს წარუდგინეს მისი ბიოგრაფიის მეორე გამოცემის მაკეტი, სადაც ეწერა, რომ იგი სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, მან ჩაამატა: „თბილისის მართლმადიდებელ სასულიერო სემინარიაში“.

წიგნიდან „დედა ღვთისმშობლის სასწაულები“
(მართლმადიდებელი სარწმუნოება XX საუკუნეში),
კრებული მეორე, თბილისი, 1997 წ.









--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Lenus   კითხვა-პასუხი   Oct 9 2007, 03:02 PM
meleqse   ისტორიული ვიქტორი...   Oct 22 2007, 12:49 PM
nini_1   ნამდვილად არაა ცუდ...   Oct 22 2007, 12:54 PM
shota_shotadze   ერთი რაგაც მაინტერ...   Oct 22 2007, 01:18 PM
nini_1   shota_shotadze ეგ გადაცემა ...   Oct 22 2007, 09:57 PM
shota_shotadze   ეგ გადაცემა არ მი...   Oct 22 2007, 10:11 PM
staywhite   რაიმე სტატია ან ნე...   Oct 23 2007, 11:20 AM
.nino   მგონი სწორედ ის პი...   Oct 27 2007, 03:03 PM
staywhite   დიდი მადლობა ნინო :)...   Oct 27 2007, 03:18 PM
.nino   staywhite გაიხარე; რა არი...   Oct 31 2007, 02:00 PM
ketusa   საქართველო იქნება ...   Nov 30 2007, 11:39 PM
staywhite   მე ძალიან მაინტერე...   Dec 5 2007, 03:49 AM
marine   აქვე კითხვა: არრსე...   Dec 5 2007, 12:33 PM
staywhite   მადლობა მარინე:) იქ...   Dec 6 2007, 12:43 AM
tamara   ერთი წინადადება მა...   Feb 16 2008, 11:25 PM
marine   ერთი წინადადება მ...   Feb 20 2008, 12:48 PM
თათარაშვილი   საინტერესო წინადა...   Feb 20 2008, 12:57 PM
marine   საინტერესო წინადა...   Feb 20 2008, 01:01 PM
sandro40   ეხლა ვუსმინე ოსიპო...   Feb 20 2008, 03:42 PM
staywhite   სანდრო, მაპატიე, მა...   Feb 20 2008, 03:51 PM
tamara   იმის გამო, რომ განყ...   Feb 20 2008, 10:02 PM
marine   იმის გამო, რომ განყ...   Feb 25 2008, 02:06 PM
ketino   მე მაქვს კითხვა, ოღ...   Feb 21 2008, 01:05 AM
sable   მე მაქვს კითხვა, ოღ...   Feb 22 2008, 06:42 PM
Amuza   ვინ შეიძლება გამცე...   Mar 10 2008, 04:12 PM
marine   ვინ შეიძლება გამც...   Mar 10 2008, 04:18 PM
Amuza   გიორგი, შემიძლია შ...   Mar 10 2008, 05:16 PM
marine   გმადლობ მარინე, კი ...   Mar 10 2008, 05:23 PM
Amuza   კარგი მარინე დაველ...   Mar 10 2008, 05:29 PM
marine   კარგი მარინე დავე...   Mar 11 2008, 11:04 AM
Amuza   გასაგებია მარინე. ...   Mar 11 2008, 08:12 PM
marine   გასაგებია მარინე. ...   Mar 12 2008, 11:03 AM
Amuza   საერთოდ, გიორგი, ს...   Mar 12 2008, 10:04 PM
xornabujeli   :) მეც მოვიძიე ორთო...   Mar 13 2008, 06:32 AM
Amuza   მარინე, შენ თუ შესძ...   Mar 14 2008, 08:16 PM
marine   მარინე, შენ თუ შესძ...   Mar 17 2008, 11:31 AM
Amuza   სამწუხაროდ, გიორგ...   Mar 17 2008, 12:45 PM
თამარი_ცქნაფო   რუკების თემაში ლენ...   Mar 18 2008, 12:29 PM
marine   რუკების თემაში ლე...   Mar 18 2008, 12:54 PM
თამარი_ცქნაფო   რუკების თემაში ლე...   Mar 21 2008, 11:36 AM
Amuza   მარინე, რა ინფორმა...   Mar 18 2008, 04:17 PM
marine   მარინე, რა ინფორმა...   Mar 18 2008, 04:52 PM
Amuza   გიორგი, ესაა ის ინფ...   Mar 18 2008, 05:24 PM
marine   დიდი მადლობა მარი...   Mar 19 2008, 10:07 AM
gurulo   ერთი კითხვა მაქ.ძა...   Mar 18 2008, 06:27 PM
ketino   gurulo არა რათქმაუნდა :...   Mar 18 2008, 11:28 PM
Amuza   გმადლობ მარინე, მა...   Mar 19 2008, 05:07 PM
KAIROS   ალბათ იცით, რომ არს...   Mar 19 2008, 11:04 PM
თამარი_ცქნაფო   ალბათ იცით, რომ არს...   Mar 19 2008, 11:28 PM
თამარი_ცქნაფო   Lenus კარგი, გმადლობ :) :...   Mar 21 2008, 08:20 PM
თამარი_ცქნაფო   ძვირფასო ფორუმელე...   Mar 26 2008, 11:23 AM
მარიამი   ძვირფასო ფორუმელე...   Mar 26 2008, 11:24 AM
თამარი_ცქნაფო   აჰა: http://bp3.blogger.com/_Id-Eia9CKs0/Rc...   Mar 26 2008, 05:09 PM
შოთაძე   კარგი იქნება თუ მე...   Apr 13 2008, 01:56 AM
შოთაძე   ძალიან გთხოვთ თუ შ...   Apr 13 2008, 06:54 PM
KAIROS   მოკლედ, ჩემი მცირე ...   Apr 25 2008, 02:15 AM
tamara   სამწუხაროდ არ ვიცი...   Apr 25 2008, 02:21 AM
KAIROS   ფორმით სომხურია ზუ...   Apr 25 2008, 02:44 AM
ketino   KAIROS ხოო, ინტერნეტში ...   Apr 25 2008, 04:29 PM
Lego   მაინტერესებს? დემნ...   May 31 2008, 11:46 AM
t.d   მთქვენის აზრით რომ...   May 31 2008, 11:50 AM
ketino   Lego თუ სწორად მახსოვ...   May 31 2008, 02:30 PM
leluka   +1   May 31 2008, 02:50 PM
t.d   ისა და ჩემს კიტხვა...   May 31 2008, 03:13 PM
კანონისტი   გავრცელებული მოსა...   May 31 2008, 03:27 PM
t.d   გავრცელებული მოსა...   May 31 2008, 03:29 PM
კანონისტი   t.d მოიხსენიებოდა :დ...   May 31 2008, 03:32 PM
GR1992   მეფე უნდა იყოს ღვთ...   Jun 23 2008, 05:46 PM
KAIROS   ორი თხოვნა მაქვს 1. ...   Oct 13 2008, 08:12 AM
kobika   მაინტერესებს სად მ...   Dec 9 2008, 08:18 PM
KAIROS   ბევრია მაგაზე: http://www...   Dec 10 2008, 03:51 AM
bubu   სალამი მე აქ ახალი ...   Dec 10 2008, 02:51 PM
Giorgi-   http://church.ge/index.php?act=SF&s=&f=31   Dec 10 2008, 02:54 PM
bubu   დიდი მადლობა   Dec 10 2008, 02:59 PM
KAIROS   არსებობს თუ არა წმ. ...   Oct 13 2009, 05:10 AM
ნონა   არსებობს თუ არა წმ....   Oct 13 2009, 09:25 AM
ნანინა   ერთი თხოვნა მაქვს, ...   Nov 15 2009, 12:56 AM
sable   ერთი თხოვნა მაქვს, ...   Nov 15 2009, 02:59 AM
ნანინა   sable მადლობა გაიხარე...   Nov 15 2009, 04:24 PM
KAIROS   არ ვიცი ღირს თუ არა ...   Dec 15 2009, 04:03 AM
sable   არ ვიცი ღირს თუ არა...   Dec 15 2009, 05:59 PM
ქევანა   და რატო? რუსი იყო პ...   Dec 15 2009, 03:18 PM
kinoteli   მაინტერესებს ქართ...   Apr 27 2010, 11:10 AM
kinoteli   ?????   Apr 27 2010, 12:53 PM
ქევანა   kinoteli აჰა :D ეგ გააჩნია...   Apr 27 2010, 03:59 PM
Atman   ვითხოვ აღადგინონ თ...   Apr 27 2010, 05:39 PM
A.V.M   მიოკლედ ამ განყოფი...   Jan 18 2013, 02:54 PM
sanfol   მიოკლედ ამ განყოფ...   Nov 17 2014, 08:22 PM
marine   რას ფიქრობთ ბიზან...   Nov 17 2014, 09:23 PM
sanfol   რას გულისხმობ გად...   Nov 18 2014, 12:08 AM
marine   რა მოხდებოდა ბიზა...   Nov 18 2014, 12:17 PM
A.V.M   sanfol რუსეთს ვეღარ გა...   Nov 18 2014, 01:18 AM
sanfol   sanfol რუსეთს ვეღარ გა...   Nov 18 2014, 01:38 AM
G_saxva   sanfol რუსეთის ვარიან...   Nov 18 2014, 09:57 AM
sanfol   sanfol რუსეთის ვარიან...   Nov 18 2014, 02:00 PM
G_saxva   sanfol რა აზრი აქვს? იმ...   Nov 18 2014, 03:23 PM
sanfol   sanfol რა აზრი აქვს? იმ...   Nov 18 2014, 04:38 PM
G_saxva   sanfol ეგრე ბიზანტიაც ...   Nov 18 2014, 04:51 PM
ქევანა   კოშმააარ :დდდ თუმც...   Nov 20 2021, 04:22 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 05:07 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი