მახვილი მესიისა, წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მახვილი მესიისა, წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი |
marine |
Mar 10 2008, 05:14 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მინდა, რომ ამ თემაში ყველა მასალას, რაც დიდებულ მეფესა და წმინდანს, დავით აღმაშენებელს ეხება, ერთად მოვუყაროთ თავი და განვადიდოთ ჩვენი სახელოვანი წინაპარი
მეფესა დავითს სიბრძნის მოყუარებ შენ, უფროჲსად ბრწყინვალეო, თუალო ყოვლისა სოფლისა მეფეთა ერთგუამობისაო, რომელი-ეგე ჰაეროვან ხარ, ვითარცა სამყარო ხილულსა სოფელსა შორის; საჩინო, ვითარცა მზე, ვარსკულავთა შორის; ბრწყინუალე, ვითარცა ეთერი ნივთთა შორის; ნათლისფერ, ვითარცა ელვა ღრუბელთა შორის; ცის-კროვან, ვითარცა აღმოსავალი კერძოთა შორის; ტკბილ, ვითარცა არე ჟამთა შორის; ღმრთის სახე, ვითარცა საყუარელი სათნოებათა შორის; გულისათქუმელ, ვითარცა ოქროჲ მიწათა შორის; ელვარე, ვითარცა იაკინთი ქვათა შორის; მაღალ, ვითარცა ფინიკი ნერგთა შორის; შუენიერ, ვითარცა ვარდი ყუავილთა შორის; აღმატებულ, ვითარცა სამოთხე ქუეყანასა შორის; ძლიერ, ვითარცა ლომი მჴეცთა შორის; მტკიცე, ვითარცა ანდამატი განუკუეთელთა შორის; სახელგანთქმულ, ვითარცა ნებროთ გმირთა შორის; ახოვან, ვითარცა ისო წინამბრძოლთა შორის; მოშურნე, ვითარცა ფინეზ მღვდელთა შორის; მხნე, ვითარცა სამფსონ მსაჯულთა შორის; უბრძოლველ, ვითარცა აქილლევ ელლენთა შორის; ბრძენ, ვითარცა სოლომონ მეფეთა შორის; მშჳდ, ვითარცა დავით ცხებულთა შორის; შურისმეძიებელ, ვითარცა იოსია შარავანდედთა შორის; უზარო, ვითარცა მაკედონელი მფლობელთა შორის; განმადიდებელ ფლობისა, ვითარცა ავღჳსტოს კეისართა შორის; კაცთმოყუარე, ვითარცა ჩემი იესო ღმერთთა შორის; ბუნებით ღმერთი, მადლით ღმერთქმნულთა შორის; მჴურვალე, ვითარცა პეტრე მოწაფეთა შორის; საყუარელ, ვითარცა იოანე მეგობართა შორის; მკჳრცხლ, ვითარცა პავლე მოციქულთა შორის; სახის დასაბამ უცთომელისა ქრისტიანობისა, ვითარცა დიდი კონსტანტინე თჳთმპყრობელთა შორის; სიმტკიცე კეთილად მსახურებისა, ვითარცა თევიდოსი სკიპტრისმპყრობელთა შორის... ყოველთა ვედრებაჲ, ყოველთა ლიტანიობაჲ, ყოველთა ერთჴმობაჲ, ვითარმედ დავით კეთილად მსახურისა და ღმრთივდაცვულისა მეფისა, ჩუენისა მრავალმცა არიან წელიწადნი!.. მონაზონი არსენი წმიდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებელი (+1125) ტროპარი საკვირველება, რომელი ქმენ, უფალო, წმიდისა შენისა შორის კეთილმორწმუნისა მეფისა დავითისა, ზესთა აღხდების გონებასა სიტყვის მოქმედთასა რამეთუ ადიდე იგი სახელისათვის შენისა, ვიდრე დახსნამდე სარკინოზთა ბრწყინვალეთა მიერ ძლევათა ყოველად საკვირველთა, ხოლო შემდგომად დაზსნისა სარკინოზთასა დიდებულ ჰყავ ნიშთა მიერ საკვირველთა, რომლისა ოხითა მოეც სულთა ჩუენთა დიდი წყალობა. კონდაკი ზესთა მბრძოლისა უძლეველსა დავითს და შემწესა ურცხვენელსა კეთილ-მსახურებისასა, ვითარცა მის მიერ განათლებულნი სამწყსოისა მისისა ერნი და ქალაქნი, შორის ხმისა, გვირგვინსა შეუთხზვიდეთ, განმათავისუფლებელსა მას ჩუენსა ყოველთაგან ვნებათა და ვიტყოდეთ მისდამი სიხარულით: გიხაროდენ, კმაო, მფარველო ჩუენო. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 13 2008, 01:38 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
დავით აღმაშენებლის ძვირფასი სახე მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მხიბლავდა, მახსოვს ის ბედნიერ დღეები ჩემი სიყრმისა, როცა სიკეთისა და სათნოების ჩემს პირველ შთამაგონებელს, ჩემს საყვარელ დედას, ფეხშიშველა დავყავდი გელათში.
აღტაცებული შევცქეროდი დავითის დიდრონ, ცისფერ თვალებს, ნიკაპთან ოდნავ გაჟღალებულ წვერს, ალმასებით მოოჭვილ გვირგვინს, კეისრულ წითელ წაღებსა და ლოორს, მის ომახიან ფიგურას, ფრესკაზე გამოსახულს. ...მოგზაურობისა და განსწავლის წლებში დიდხანს ვატოლებდი და ვაზომებდი მას ბიზანტიის იმპერატორებს: მაკედონელთა დინასტიის მოუხეშავ კეისრებს, უზურპატორ კომნენებს, კაპუტინგებსა და მეროვინგებს, არაბეთის ხალიფებსა და სასანიდთა მეფეებს, ჰიპოხონდრულ ბურბონებს და ექსტენტრიულ ვალუას, იტალიის გარყვნილ ტირანებს, ჩეზარე ბორჯიასა და სფორცას თავადებს, ბნედიან ჰოჰენცოლლერნებსა და ვიტტელსბახებს, საქართველოს დამხობისა და დაქცევის პერიოდში წარმოშობლი უჭკუო მეფეებს, რომელთაც ისეთივე უნიჭო შაირები დაგვიტოვეს, როგორიც პოლიტიკა ჰქონდათ. ამ შედარებისას უფრო და უფრო იზრდებოდა ჩემს გულში სიყვარული და თავდადება დავით მეფისადმი, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ უპირატესად, როგორც თავკაცს ქართველი ხალხის ნაციონალურ-განმათავისუფლებელი ბრძოლისა ისლამური ობსკურანტიზმისა და იმპერიალიზმის წინააღმდეგ. ისლამს ებრძოდნენ როგორც პაპა დავითისა ბაგრატ IV, ისე მამა - გიორგი მეორე. მხოლოდ დავითმა შესძლო ამ ბრძოლის გასაწევად არამარტო შეკრება ქართველი ტომებისა, არამედ კონსოლიდირება კავკასიელი ხალხებისა, სომხების, ოსების და შირვანელებისა, ბოლოს მან თვით ჩრდილოელი თურქები-ყივჩაღები გამოიყენა და ამ გზით დაამარცხა უზარმაზარი თურქული კოალიცია, რომელსაც დიდი ამირი ნეჯმედდინ ილღაზი მეთაურობდა. ბიზანტია უკვე სავსებით დაუძლურებული იყო. სომხეთის სახელმწიფოს ჯერ კიდევ ბიზანტიამ მოუღო ბოლო, ასე რომ დავითის სახელმწიფო პირისპირ შეება სელჯუკების უზარმაზარ იმპერიას, რომელიც გადაჭიმული იყო ჩინეთის კედლებიდან ვიდრე აფრიკამდის. შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, დავითის ვაჟკაცობამ , მისმა ბრძნულმა პოლიტიკამ და ქართველი ხალხის თავგამეტებულმა ბრძოლამ გადაარჩინა XII საუკუნეში კავკასია, როგორც გამუსლიმებას, ისე ფიზიკურად განადგურებას. კონსტანტინე გამსახურდია -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:14 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი