საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
ნათია |
Sep 5 2007, 05:34 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
დიდი ქართველი მეფეები:
P.S. თანმიმდევრულად განვიხილოთ ზემოთჩამოთვლილ მეფეთა ბიოგრაფიები, ბრძოლები და ისტორიკოსთა შეფასებები... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
marine |
Mar 13 2008, 02:52 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ადარნასე
ქართლის ერისმთავარი VIII ს. 70-იან წ. - იოვანე საბანისძის „ჰაბოს წამებაში“ მოხსენიებულია ქართლის ერისმთავრად, რომელმაც სავარაუდოა, მოახერხა არაბებისაგან განდგომა, კავშირის დამყარება ბიზანტიასთან, რის გამოც მიიღო კურაპალატის ტიტული. ნერსე ქართლის ერისმთავარი VIII ს. 70/80 - იან წლებში - იოვანე საბანისძის „ჰაბოს წამების“ მიხედვით ადარნასეს ძე. იგი ანტიარაბული საქმიანობის გამო ხალიფა მანსურმა (754-785) 772-773 წ. ბაღდადში დაიბარა და საპყრობილეში ჩააგდო, სადაც სამი წელი დაჰყო. ნერსე ხალიფა მაჰდიმ (775-785 წ.) გაათავისუფლა და პატივით ქართლში გამოაგზავნა. მაგრამ ვერც ახალი ხალიფას ნდობა მოიპოვა. „კუალად იყო განრისხებაჲ ხელმწიფეთა მათთა სარკინოზთაჲ ნერსე ერისთავისა ზედა“ - წერს იოვანე საბანის ძე. ნერსე იძულებული გახდა ოჯახით და სამასკაციანი ამალით ქართლიდან დარიალის გზით ხაზარეთში გადასულიყო. მას ალბათ არაბების მოსისხლე მტრებისაგან სამხედრო დახმარების იმედი ჰქონდა, მაგრამ უშედეგოდ, იმედგაცრუებული ნერსე დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთი) ჩავიდა. აქ მან შეიტყო, რომ ქართლის ერისმთავრად არაბებმა მისი დისწული სტეფანოზი დაადგინეს. ნერსემ ამირას მოციქულები მიუგზავნა და ქართლში დაბრუნების ნებართვა და ხელშეუხებლობა ითხოვა. უფლებადაკარგული ნერსე არაბებისთვის საშიში აღარ იყო და, როგორც კერძო პირი, ამალით ქართლში დააბრუნეს. ნერსეს თან ახლდა არაბი მსახური აბო, რომელმაც ქრისტიანობა მიიღო. ამისათვის მას თბილისის ამირას ბრძანებით 786 წ. თავი მოჰკვეთეს. სტეფანოზ IV ქართლის ერისმთავარი VIII ს. 80-იან წლებში - იოვანე საბანისძის „ჰაბოს წამებიდან“ ვიგებთ, რომ ნერსე ერისმთავრის გაქცევის შემდეგ არაბებმა ერისმთავრის ხელისუფლება მის დისწულს გადასცეს. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი