"მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა", საქართველო და მონარქია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა", საქართველო და მონარქია |
marine |
Jan 23 2008, 01:07 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,337 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღვთის სათნო-მყოფელი ხალხი ღირსია, ჰყავდეს ღვთისგან კურთხეული მეფე. მეფის პატივისმცემელი ხალხი ამ გზით სათნოეყოფა თვითონ ღმერთს, რამეთუ მეფის მიერაა განწესებული."
/წმ. ფილარეტ მოსკოველი/ "ღვთის თვალში არაა იმაზე უკეთესი ხელისუფალი, ვინემ ხელისუფალი მართლმადიდებელი მეფისა." /ღირსი სერაფიმ საროველი/ "მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა." /ღირსი მაქსიმე ბერძენი/ "ღმერთმა ქრისტიანებს ორი უმაღლესი ნიჭი მიჰმადლა: მღვდლობა და მეფობა, რომელთა მეშვეობითაც მიწიერი საქმეები იმართება ზეციურის მსგავსად." /ღირსი თეოდორე სტუდიელი/ "მეფის პატივისმცემელი ერი ღმერთს აამებს, რადგან მეფე ღვთივკურთხეულია." "დედამიწაზევე ნეტარია სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქეებს ზეციური სამეფოს მოპოვებაში დაეხმარება." ჟურნალი "კრიალოსანი" N12, 2007 წ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 13 2008, 03:54 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,337 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მირონცხებულ მეფეთა ტახტის აღდგენა - „ქართველობის“ გამარჯვება
/მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე/ 1744 წელი უბედნიერესი თარიღია ქართველი ერის, ქართული ეკლესიისა და საქართველოს ათასწლოვან ისტორიაში - აღდგა ქრისტიან მეფეთა ტახტი. „აღდგომისა და გამოხსნის“ დიდი პროგრამის ერთი ნაწილი შესრულდა - საქართველოს სამეფო ტახტზე ქრისტიანი მეფე დაჯდა. მოყოლებული როსტომ ხანის „გამეფებიდან“, ე. ი. 1632 წლიდან 1744 წლამდე (უფრო კი 1614 წლიდან, ლურასაბ II-ის შემდეგ), ამ დღისათვის იღვწოდნენ, სიცოცხლეს სწირავდნენ და ლოცულობდნენ ქართველ მოღვაწეთა თაობები. თეიმურაზ I ნატრობდა, ქრისტიანობით დაებრუნებინა ტახტი, მაგრამ ვერ მოესწრო; არჩილ მეფესა და ვახტანგ VI-ს ამ საქმეში უცხო ქვეყნების დახმარების იმედი ჰქონდათ და ამ დახმარების ძიებაში უცხოეთშივე დალიეს სული, ისევე როგორც ამავე მიზნისთვის დამაშვრალმა სულხან-საბა ორბელიანმა. ვინ მოსთვლის იმ გასაჭირსა და ზარალს, რაც ქართულმა ეკლესიამ მაჰმადიან „მეფე-ხანთა“ მმართველობისას გადაიტანა, მაგრამ უარესი ის იყო, რომ სპარსეთ-ოსმალეთის წამლეკავი გავლენის ორბიტაში მყოფი ქართველი ხალხი არა მარტო ზნეობრივ, არამედ ეროვნულ დეგრადაციასაც განიცდიდა. მას სპარსულ-მაჰმადიანური ზნე-ჩვეულებების შეთვისება არ აკმარეს და ისეთი პოლიტიკურ-სოცილაური პირობები შექმნეს, რომ ქართველები იძულებით თათრდებოდნენ (მესხეთსა და მთელ საქართველოში), ლეკდებოდნენ (აღმოსავლეთ კახეთში), სომხდებოდნენ (აღმოსავლეთ საქართველოს სავაჭრო ცენტრებსა და ქალაქებში), ჩრდილოკავკასიიდან საქართველოში დასასახლებლად დაძრულ ჩრდილოკავკასიელებთანაც ასიმილირდებოდნენ. ესეც არ აკმარეს და მათ მასობრივად ტყვეებად ჰყიდდნენ. ქართველებმა კარგად იცოდნენ, რომ მირონცხებული მეფის ტახტზე ასვლა ყველა ამ უბედურებას ბოლოს მოუღებდა, ქართული სახელმწიფოებრიობა ქართველ ერსა და ქართულ ეკლესიას დარაჯად დაუდგებოდა. ქართლის სამეფო ტახტზე ქრისტიან მეფედ დასმის ბედნიერება კახელ ბაგრატიონთა სახლის შვილს - თეიმურაზ II-ს ერგო. საქმე ის არის, რომ ვახტანგ VI-ს პრორუსული პოლიტიკით გაღიზიანებულმა სპარსეთის შაჰებმა ქართლელ ბაგრატიონებს ტახტზე ასვლის ნება არათუ ქრისტიანული წესით, არამედ გამაჰმადიანების შემდეგაც აღარ მისცეს. ქართლის სამეფო ტახტის კანონიერი მემკვიდრე ანტონ I კათალიკოსი იყო, ქართლის „მეფის“ იესეს ძე. გამაჰმადიანებულმა იესემ „ოსმალობის“ დროს თურქული ორინეტაცია გამოამჟღავნა. ამიტომაც ოსმალთა განდევნის შემდეგ მოღალატედ შერაცხულ მუხრანელ ბაგრატიონებს ყიზილბაშებმა ტახტი აღარ მისცეს. „ყიზილბაშობის“ დროს კახელი ბაგრატიონები გონიერების, მოქნილი პოლიტიკისა და აქტიურობის წყალობით დაწინაურდნენ. მემატიანე თეიმურაზ II-ს ასე ახასიათებს: „მეფე და მპყრობელი კახეთისა, ტომობით დავითიანი, მობაძავი სოლომონისა, ზნესრული და მოყვარე ქრისტიანობისა, მსვრელი უცხო თესლთა, სადგური კეთილისა და საუნჯე რჯულისა, ძე მაღალი ხელმწიფისა ერეკლესი, პატრონი თეიმურაზი.“ და იქვე უმატებს, რომ თეიმურაზ II „არასოდეს არას ომში არ დამარცხდებოდა, სარწმუნოება ჰქონდა მტკიცე და გოლიათობა შეურყეველი.“ ღმერთმა ინება, რომ საქართველოს სამეფო ტახტი ქრისტიანული წესით დაეკავებინა. როგორც ცნობილია, ამ დროისათვის ქართლი და კახეთი ირანის ვასალურ ქვეყნებს წარმოადგენდა. ირანი, როგორც წესი, სამეფო ტახტს გამაჰმადიანების პირობით თავის ერთგულ ქართველ ბაგრატიონებს აძლევდა, მათ „ვალებს“ და „ხანებს“ უწოდებდნენ. შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო ქართლის ტახტი ირანმა თეიმურაზ II-ს მისცა, ხოლო შემდგომ ნება დართო ამ ტახტზე ქრისტიანული წესით ასულიყო - „ებრძანა მეფის თეიმურაზისთვის ხელმწიფეს (ე. ი. ირანის შაჰს): „ვითაც თქვენი მეფობის რიგი იყოსო, ეგრე კურთხევა მიიღეო.“ ესეც რომ შეეტყო, ქართველნი მეფენი გვირგვინით ეკურთხებიანო, ეს მეფე თეიმურაზს წყალობად მისცა. ვითაც იტყვის წინასწარმეტყველი: „მეფეთა გული ხელთა შინა ღმრთისა არიანო. ეს ღმერთმან მეფე თეიმურაზს წყალობად მოუვლინა და სცხო საცხელები მეფობისა, თორემ რამდენი წელიწადი გარდასულიყო ჟამთა ვითარებისაგან და ცხებული მეფე ქართლში არა მჯდარიყო. მადლობდეთ ღმერთსა, რამეთუ, ვითა მოსე ეგვიპტეს წყდეულთა ისრაელთა მოუვლინა ხნად, ეგრე ქართველთა აგარიანთაგან ტყვედ ქმნილთა, მოულინა მეფ თეიმურაზ.“ მემატიანე მეფე თეიმურაზს მოსეს ადარებს, რომელმაც ეგვიპტელთა მიერ დამონებული ებრაელები იხსნა. მსგავსადვე ღმერთმა „სცხო საცხებელი მეფობისა“ თეიმურაზს. (გაგრძელება იქნება) -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th September 2024 - 12:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი