სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| marine |
Jan 23 2008, 01:07 AM
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,171 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღვთის სათნო-მყოფელი ხალხი ღირსია, ჰყავდეს ღვთისგან კურთხეული მეფე. მეფის პატივისმცემელი ხალხი ამ გზით სათნოეყოფა თვითონ ღმერთს, რამეთუ მეფის მიერაა განწესებული."
/წმ. ფილარეტ მოსკოველი/ "ღვთის თვალში არაა იმაზე უკეთესი ხელისუფალი, ვინემ ხელისუფალი მართლმადიდებელი მეფისა." /ღირსი სერაფიმ საროველი/ "მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა." /ღირსი მაქსიმე ბერძენი/ "ღმერთმა ქრისტიანებს ორი უმაღლესი ნიჭი მიჰმადლა: მღვდლობა და მეფობა, რომელთა მეშვეობითაც მიწიერი საქმეები იმართება ზეციურის მსგავსად." /ღირსი თეოდორე სტუდიელი/ "მეფის პატივისმცემელი ერი ღმერთს აამებს, რადგან მეფე ღვთივკურთხეულია." "დედამიწაზევე ნეტარია სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქეებს ზეციური სამეფოს მოპოვებაში დაეხმარება." ჟურნალი "კრიალოსანი" N12, 2007 წ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| marine |
Mar 13 2008, 03:54 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,171 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მირონცხებულ მეფეთა ტახტის აღდგენა - „ქართველობის“ გამარჯვება
/მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე/ 1744 წელი უბედნიერესი თარიღია ქართველი ერის, ქართული ეკლესიისა და საქართველოს ათასწლოვან ისტორიაში - აღდგა ქრისტიან მეფეთა ტახტი. „აღდგომისა და გამოხსნის“ დიდი პროგრამის ერთი ნაწილი შესრულდა - საქართველოს სამეფო ტახტზე ქრისტიანი მეფე დაჯდა. მოყოლებული როსტომ ხანის „გამეფებიდან“, ე. ი. 1632 წლიდან 1744 წლამდე (უფრო კი 1614 წლიდან, ლურასაბ II-ის შემდეგ), ამ დღისათვის იღვწოდნენ, სიცოცხლეს სწირავდნენ და ლოცულობდნენ ქართველ მოღვაწეთა თაობები. თეიმურაზ I ნატრობდა, ქრისტიანობით დაებრუნებინა ტახტი, მაგრამ ვერ მოესწრო; არჩილ მეფესა და ვახტანგ VI-ს ამ საქმეში უცხო ქვეყნების დახმარების იმედი ჰქონდათ და ამ დახმარების ძიებაში უცხოეთშივე დალიეს სული, ისევე როგორც ამავე მიზნისთვის დამაშვრალმა სულხან-საბა ორბელიანმა. ვინ მოსთვლის იმ გასაჭირსა და ზარალს, რაც ქართულმა ეკლესიამ მაჰმადიან „მეფე-ხანთა“ მმართველობისას გადაიტანა, მაგრამ უარესი ის იყო, რომ სპარსეთ-ოსმალეთის წამლეკავი გავლენის ორბიტაში მყოფი ქართველი ხალხი არა მარტო ზნეობრივ, არამედ ეროვნულ დეგრადაციასაც განიცდიდა. მას სპარსულ-მაჰმადიანური ზნე-ჩვეულებების შეთვისება არ აკმარეს და ისეთი პოლიტიკურ-სოცილაური პირობები შექმნეს, რომ ქართველები იძულებით თათრდებოდნენ (მესხეთსა და მთელ საქართველოში), ლეკდებოდნენ (აღმოსავლეთ კახეთში), სომხდებოდნენ (აღმოსავლეთ საქართველოს სავაჭრო ცენტრებსა და ქალაქებში), ჩრდილოკავკასიიდან საქართველოში დასასახლებლად დაძრულ ჩრდილოკავკასიელებთანაც ასიმილირდებოდნენ. ესეც არ აკმარეს და მათ მასობრივად ტყვეებად ჰყიდდნენ. ქართველებმა კარგად იცოდნენ, რომ მირონცხებული მეფის ტახტზე ასვლა ყველა ამ უბედურებას ბოლოს მოუღებდა, ქართული სახელმწიფოებრიობა ქართველ ერსა და ქართულ ეკლესიას დარაჯად დაუდგებოდა. ქართლის სამეფო ტახტზე ქრისტიან მეფედ დასმის ბედნიერება კახელ ბაგრატიონთა სახლის შვილს - თეიმურაზ II-ს ერგო. საქმე ის არის, რომ ვახტანგ VI-ს პრორუსული პოლიტიკით გაღიზიანებულმა სპარსეთის შაჰებმა ქართლელ ბაგრატიონებს ტახტზე ასვლის ნება არათუ ქრისტიანული წესით, არამედ გამაჰმადიანების შემდეგაც აღარ მისცეს. ქართლის სამეფო ტახტის კანონიერი მემკვიდრე ანტონ I კათალიკოსი იყო, ქართლის „მეფის“ იესეს ძე. გამაჰმადიანებულმა იესემ „ოსმალობის“ დროს თურქული ორინეტაცია გამოამჟღავნა. ამიტომაც ოსმალთა განდევნის შემდეგ მოღალატედ შერაცხულ მუხრანელ ბაგრატიონებს ყიზილბაშებმა ტახტი აღარ მისცეს. „ყიზილბაშობის“ დროს კახელი ბაგრატიონები გონიერების, მოქნილი პოლიტიკისა და აქტიურობის წყალობით დაწინაურდნენ. მემატიანე თეიმურაზ II-ს ასე ახასიათებს: „მეფე და მპყრობელი კახეთისა, ტომობით დავითიანი, მობაძავი სოლომონისა, ზნესრული და მოყვარე ქრისტიანობისა, მსვრელი უცხო თესლთა, სადგური კეთილისა და საუნჯე რჯულისა, ძე მაღალი ხელმწიფისა ერეკლესი, პატრონი თეიმურაზი.“ და იქვე უმატებს, რომ თეიმურაზ II „არასოდეს არას ომში არ დამარცხდებოდა, სარწმუნოება ჰქონდა მტკიცე და გოლიათობა შეურყეველი.“ ღმერთმა ინება, რომ საქართველოს სამეფო ტახტი ქრისტიანული წესით დაეკავებინა. როგორც ცნობილია, ამ დროისათვის ქართლი და კახეთი ირანის ვასალურ ქვეყნებს წარმოადგენდა. ირანი, როგორც წესი, სამეფო ტახტს გამაჰმადიანების პირობით თავის ერთგულ ქართველ ბაგრატიონებს აძლევდა, მათ „ვალებს“ და „ხანებს“ უწოდებდნენ. შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო ქართლის ტახტი ირანმა თეიმურაზ II-ს მისცა, ხოლო შემდგომ ნება დართო ამ ტახტზე ქრისტიანული წესით ასულიყო - „ებრძანა მეფის თეიმურაზისთვის ხელმწიფეს (ე. ი. ირანის შაჰს): „ვითაც თქვენი მეფობის რიგი იყოსო, ეგრე კურთხევა მიიღეო.“ ესეც რომ შეეტყო, ქართველნი მეფენი გვირგვინით ეკურთხებიანო, ეს მეფე თეიმურაზს წყალობად მისცა. ვითაც იტყვის წინასწარმეტყველი: „მეფეთა გული ხელთა შინა ღმრთისა არიანო. ეს ღმერთმან მეფე თეიმურაზს წყალობად მოუვლინა და სცხო საცხელები მეფობისა, თორემ რამდენი წელიწადი გარდასულიყო ჟამთა ვითარებისაგან და ცხებული მეფე ქართლში არა მჯდარიყო. მადლობდეთ ღმერთსა, რამეთუ, ვითა მოსე ეგვიპტეს წყდეულთა ისრაელთა მოუვლინა ხნად, ეგრე ქართველთა აგარიანთაგან ტყვედ ქმნილთა, მოულინა მეფ თეიმურაზ.“ მემატიანე მეფე თეიმურაზს მოსეს ადარებს, რომელმაც ეგვიპტელთა მიერ დამონებული ებრაელები იხსნა. მსგავსადვე ღმერთმა „სცხო საცხებელი მეფობისა“ თეიმურაზს. (გაგრძელება იქნება) -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine "მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა" Jan 23 2008, 01:07 AM
marine "ჩვენი ერი დღეს შ... Jan 23 2008, 02:20 PM
marine "სამეფო პირთა მეშ... Jan 23 2008, 05:27 PM
marine მეფე ეწოდება კაცს... Jan 24 2008, 02:18 PM
marine „... აქვე ვფიქრობ, უა... Jan 25 2008, 12:23 PM
marine ამჟამინდელი მონარ... Jan 25 2008, 12:34 PM
marine გვირგვინი - მონარქ... Jan 29 2008, 03:35 PM
marine მირონ-ცხება არ გაი... Jan 30 2008, 02:56 PM
კანონისტი marine
გაიმეორება
როდ... Jan 30 2008, 03:36 PM
marine
marine
როდესაც მონათლ... Jan 30 2008, 04:09 PM
Lenus ................ Jan 30 2008, 04:02 PM
კანონისტი Lenus
:კი:
ეგ არამხოლო... Jan 30 2008, 04:24 PM
Lenus ................ Jan 30 2008, 04:27 PM
marine კანონისტი
მადლობა... Jan 30 2008, 04:31 PM
კანონისტი Lenus
ჩემ გულშიცაა მე... Jan 30 2008, 04:36 PM
კანუდოსელი Lenus
კანონისტი
არაა ... Jan 31 2008, 06:20 PM
კანონისტი კანუდოსელი
ვიცი, მ... Jan 31 2008, 06:44 PM
Amuza მე მაინც ვერ წარმო... Jan 31 2008, 09:46 PM
Lenus ................ Jan 31 2008, 09:55 PM
Amuza
Amuza
ქართველი ბაგრა... Jan 31 2008, 11:19 PM
Lenus ................ Feb 1 2008, 09:14 AM
Amuza შენ სწორად აღნიშავ... Feb 1 2008, 06:01 PM
marine დეკანოზი არჩილ მინ... Feb 1 2008, 04:20 PM
კანუდოსელი
ჩემი პატივისცემი... Feb 1 2008, 06:19 PM
Lenus ................ Feb 1 2008, 06:25 PM
Amuza
ეს გვარი რატომ გამ... Feb 1 2008, 10:31 PM
Lenus ................ Feb 1 2008, 11:27 PM
კანონისტი Amuza
ამზა აფხაზურად ... Feb 2 2008, 01:36 AM
Amuza
[b]Amuza
ამზა აფხაზურად... Feb 3 2008, 03:52 PM
მართა marine
მარი გარდაიცვა... Feb 2 2008, 03:10 AM
KAIROS
ეგ წითელ ხაზად უნ... Feb 2 2008, 06:08 AM
Lenus ................ Feb 2 2008, 10:30 AM
KAIROS
შეიძლება მე და შენ ... Feb 2 2008, 09:57 PM
კანუდოსელი KAIROS
Lenus
შეიძლება აჯო... Feb 2 2008, 10:06 PM
KAIROS
კანუს, მე მასე გან... Feb 3 2008, 05:36 AM
Lenus ................ Feb 3 2008, 08:41 AM
Amuza თეოკრატიული მართვ... Feb 3 2008, 04:07 PM
Lenus ................ Feb 3 2008, 04:43 PM
Amuza
ბაგრატიონებით სა... Feb 3 2008, 07:33 PM
marine "წმ. მართალი იოან... Feb 4 2008, 05:38 PM
KAIROS
ყველაზე მაღალი თე... Feb 5 2008, 09:37 AM
marine
ვიმეორებ მეც ვემხ... Feb 5 2008, 12:41 PM
marine "მეფისა და ხალხის... Feb 5 2008, 02:33 PM
marine "საქართველოს მეფ... Feb 5 2008, 03:19 PM
Amuza რა თქმა უნდა ასეთი ... Feb 8 2008, 02:27 AM
marine
რა თქმა უნდა ასეთი ... Feb 8 2008, 01:48 PM
Amuza
გიორგი, მე წავიკით... Feb 8 2008, 04:35 PM
marine მეფე იყო ერთადერთი... Feb 11 2008, 01:02 PM
marine პატრიარქის სიტყვა:... Feb 13 2008, 01:09 PM
KAIROS ცოტა არ იყოს ეს ორი ... Feb 13 2008, 01:57 PM
marine
ცოტა არ იყოს ეს ორი... Feb 13 2008, 02:12 PM
marine
რა საერო კანონებს ... Feb 13 2008, 02:23 PM
KAIROS
კარგი ახლა მარინე :... Feb 13 2008, 02:27 PM
marine
კარგი ახლა მარინე :... Feb 13 2008, 02:32 PM
KAIROS
მგონი კი :) ისტორია... Feb 13 2008, 02:38 PM
marine
მაგრამ მამა ტარიე... Feb 13 2008, 02:41 PM
კანონისტი marine
მეუფე ანანიასა... Feb 13 2008, 02:42 PM
marine
marine
მეუფე ანანიასა... Feb 13 2008, 02:47 PM
კანუდოსელი
მეც დიდ პატივს ვცე... Feb 18 2008, 06:37 PM
marine
თუმცა უამრავი ლაფ... Feb 19 2008, 12:55 PM
კანონისტი marine
გასაგებია, მარი :... Feb 13 2008, 03:33 PM
marine
marine
გასაგებია, მარი ... Feb 13 2008, 03:38 PM
მნათე ძველ აღთქმაში, უფა... Feb 13 2008, 03:45 PM
marine
ძველ აღთქმაში, უფა... Feb 13 2008, 05:01 PM
კანონისტი ძველი აღთქმა, I მეფე... Feb 13 2008, 05:06 PM
marine
[b][size=2]ძველი აღთქმა, I ... Feb 13 2008, 05:17 PM
marine "ძველმა აღთქმამ ს... Feb 18 2008, 04:01 PM
კანონისტი marine
ერთი ჩვენ გვიჭი... Feb 18 2008, 05:32 PM
კანონისტი marine
მაგარია :მპუა:
გ... Feb 19 2008, 12:58 PM
marine
marine
გაიხარე :kanonisti:
შე... Feb 19 2008, 12:59 PM
tamuna m მართლმადიდებლური ... Feb 21 2008, 03:18 PM
marine იბერიის ეკლესიას, ... Mar 5 2008, 02:58 PM
კანონისტი "ხშირად საუბრობე... Mar 10 2008, 03:23 PM
marine * * *
ხოლო მოიკლა აზონ... Mar 11 2008, 11:33 AM
marine ქართველთა სიხარულ... Mar 18 2008, 01:45 PM
marine ქრისტიანი მეფის კუ... Mar 24 2008, 11:37 AM
sable
[color=#990000]ქრისტიანი მე... Apr 1 2008, 04:24 PM
q-e-T-i მონარქიული მმართვ... Dec 7 2008, 05:27 PM
KAIROS
არ გადამრიო :D მართ... Dec 9 2008, 03:07 AM
Belief უბრალოდ მონარქია ა... Feb 18 2009, 08:22 PM
ივერიელი მეფე კარგია მაგრამ... Dec 23 2009, 03:16 AM
sable
მეფე კარგია მაგრა... Dec 23 2009, 03:20 AM
Ligia
მეფე კარგია მაგრა... Dec 23 2009, 04:35 AM
sable
მეფე კარგია მაგრა... Jan 5 2010, 02:04 AM
ივერიელი
იყოს თეოკრატია, მა... Dec 23 2009, 04:15 AM
sable ივერიელი
ვატიკანი... Dec 23 2009, 04:24 AM
ივერიელი sable
Ligia
პრინციპში მარ... Dec 23 2009, 12:58 PM
sable
sable
Ligia
პრინციპში მა... Jan 5 2010, 01:48 AM
ივერიელი
კი მაგრამ გრუზინს... Jan 11 2010, 02:55 AM
sable
კი მაგრამ გრუზინს... Jan 11 2010, 05:09 AM
ივერიელი sable
როდესაც ლაპარაკ... Jan 11 2010, 06:00 PM
sable
sable
როდესაც ლაპარა... Jan 11 2010, 09:52 PM
ივერიელი
ეგ არა მგონია გამო... Jan 12 2010, 02:44 AM
sable ივერიელი
მდაბიო ქ... Jan 13 2010, 01:45 AM
ივერიელი sable
კი გიორგი IV ვგული... Jan 13 2010, 03:54 AM
sable ივერიელი
კი ოღონდ ... Jan 13 2010, 08:25 PM
ივერიელი sable
ისე რა კარგია მო... Jan 14 2010, 02:33 AM
neo ჰო, ინტუიციურად მგ... Jan 14 2010, 06:28 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th December 2025 - 05:07 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი