თამარს ვაქებდეთ მეფესა..., „გარნა ლომი ბრჭყალთან საცნაურ არს და თამარ საქმეთაგან.“ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
თამარს ვაქებდეთ მეფესა..., „გარნა ლომი ბრჭყალთან საცნაურ არს და თამარ საქმეთაგან.“ |
marine |
Dec 3 2007, 11:54 AM
პოსტი
#21
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,337 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ჩემო ძვირფასო ფორუმელებო, დარწმუნებული ვარ, არავის გაგიკვირდათ ცალკე გახსნილი თემა თამარ მეფეზე. ქართველებისთვის საქართველოს ისტორიის სიყვარული ხომ ავტომატურად ნიშნავს თამარის სიყვარულსაც
აქ ჩვენ არ დაგვჭირდება ერთმანეთისთვის იმის მტკიცება, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიაში მის პიროვნებას, მაგრამ მეფე თამარის ადამიანური და პოლიტიკური სახე, მრავალმხრივი საინტერესო ეპოქა, სხვადასხვა მიზეზთა გამო ჯერ კიდევ სათანადოდ შეუსწავლელია. ამიტომ, მოხარული ვიქნები თუ ამ თემაში ყველანი გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას წმინდანად შერაცხულ მეფე-ქალზე, დავდებთ მასალებს, ვისაუბრებთ მასზე და იმედი მაქვს, ამით უფრო მეტს გავიგებთ და ერთმანეთს უფრო მეტ ცოდნას შევძენთ. "...1188 წელს გელათისადმი გაცემეულ შეწირულების სიგელში მეფე თამარი ასე წარმოგვიდგება: „სახელითა ღმრთისაჲთა მე, თამარ ბაგრატიონმან, ნებითა ღმრთისაჲთა აფხაზთა და ქართელთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფემან და დედოფალმან, შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თჳთმფლობელმან ვინებე...“ ვიდრე ასეთი მრისხანე და დიდებულ ტიტულების მატარებელი გახდებოდა, თამარმა გარკვეული გზა გაიარა. იგი სრულიად საქართველოს მეფის გიორგი III-ისა და ბურდუხან დედოფლის ასული იყო, „ქმნილ-კეთილი, ყოვლითურთ უნაკლო და შესატყვისი.“ მას თავისი გონიერებით ადრევე მიუქცევია თანამედროვეთა ყურადღება, რომლებიც საგანგებოდ აღნიშნავდნენ, რომ თამარი მცირე ასაკის მიუხედავად გამოირჩეოდა „გონებითა არა ყრმებრივითა, არამედ მეცნიერითა, ცნობიერითა, გონიერითა და შუენიერითა“ ( „ქართლის ცხოვრება“). ...მრავალ ლეგენდა-თქმულებასთან ერთად თამარის ოთხი პორტრეტი შემოგვრჩა (ვარძიის, ბეთანიის, ყინწვისისა და ბერთუბნის ფრესკები). მისი ცხოველი პორტრეტი დაგვიტოვა ბარილ ეზოსმოძღვარმაც: „ტანსა ზომიერსა გრემანობა თუალთა და ღაწუთა სპეტაკთა ზედა ვარდებრივ ფეროვნება, მორცხვი ხედვა, ლაღი მიოხედვა, ტკბილი პირი, მხიარული და ულიზღო სიტყვის სინარნარე და ზარხვისა უჩუკნობა...“ თამარ მეფე არა მარტო დიდი პოლიტიკოსი იყო, არამედ პოეტიც. მოღწეულია მისი მოკლე ლექსები „ხუთეულები“. ყოველი ლექსი ხუთტაეპიანია და წარმოადგენს ერთ ციკლს სახელწოდებით „მზის შარავანდედნი“. აქ ჩვენ საქმე გვაქვს ნამდვილ პოეზიასთან. ყველი „ხუთეული“ - ეს ლოგიკური პოეტური ფორმაა, აღბეჭდილია მხატვრული სრულყოფით, ხოლო მისი პოეტური ნაწარმოები „ცასა ცათასა“ ეხება იმდენად მნიშვნელოვან მოვლენას ქართველი ხალხის ისტორიაში, რომ ის შეტანილია ქართულ მატეანეთა დიდ კრებულში „ქართლის ცხოვრებაში.“ P. S. ასეთი რამე მაქვს ამოკითხული: „მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა მეფე თამარი და სამების მეოთხე წევრად აღიარა.“ ამ მოსაზრებაზე თქვენ რას იტყოდით? თამარის ფრესკა ყინწვისის მონასტერში: ტროპარი, ხმა 4. წმიდათა შორის საკჳრველო, იბერიის მნათობო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან მაღალთა კლდეთა ზედა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად ღმრთისა, ლოცვითა შენითა განაძლიერე მჴედრობანი ქრისტეს მოყუარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მარჯუენითა შენითა დაამჴუენ სპანი აგარიანთანი; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
tamuna m |
Mar 13 2008, 07:17 PM
პოსტი
#22
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
წმიდა მეფე თამარის წარმატების საიდუმლო
საოცარია, რომ საქართველოს უმწვერვალეს სამხედრო ძლიერების დროს ისტორიამ ნაზ და სათუთ არსებას, ქალს არგუნა მეფობა. ზოგნი თამარის წარმატებას გამჭრიახ მთავარსარდლებს მიაწერენ, ზოგნიც მემკვიდრეობით მიღებულ აწყობილ ქვეყანას; იყო ერთიც და მეორეც, მაგრამ ძლიერი და აყვავებული ქვეყანა, ძირითადად, მისი პიროვნების დამსახურება, იმ მადლის შედეგი იყო, უფლის თვალში რომ ჰპოვა საკუთარი ღვთისმოშიშებით, გონიერებით, წრფელი ლოცვით. მას პატივს სცემდნენ არაქართველებიც. თამარს, ბევრ სხვა მაღალ თვისებასთან ერთად, ახასიათებდა მეზობელთმოყვარეობა და ყველასადმი ლმობიერება, „მოწყალება თანა-ლმობელი“ და, რაც მთავარია, ყმადნაფიც ქვეყნების უდიდესი მფარველობა. სიკეთე და სამართლიანობა, გონიერების ზეობა, მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობა, ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად. ეს დამახასიათებელი იყო თამარის პოლიტიკისთვის და ის ეფუძნებოდა ქრისტიანული სარწმუნოების მიერ ქადაგებულ კაცთმოყვარებას. მის ამ სიკეთეს გასაოცარი სიყვარულით უპასუხეს არაქართველმა ხალხებმა. ისინი საუკუნეების მანძილზე აქებდნენ მას, უძღვნიდნენ ლექსებს, სიმღერებს, ლეგენდებს. თამარი ზრუნავდა ადამიანების საყოველთაო კეთილდღეობისთვის. მის დროს ფაქტობრივად მოისპო სიკვდილით დასჯა. ესეც წინწადგმული ნაბიჯი იყო იმ დროის ქვეყნებთან შედარებით; მით უმეტეს, რომ სიკვდილით დასჯა დღევანდელ ცივილიზებულ სამყაროში ახლახან აიკრძალა. აღსანიშნავია, რომ თამარი სახელმწიფო შემოსავლის მეათედს ღარიბებს აძლევდა. „გლახაკთ ნაათალი“ ახალი ამბავი არ იყო კულტურულ აღმოსავლეთში, მაგრამ მას ახდევინებდნენ ყველას, აქ კი ამ საქმეს თავად სახელმწიფო იღებდა საკუთარ თავზე და საკუთარი შემოსავლიდან იხდიდა. წმ. თამარ მეფის დროს აშენდა იკორთის, სამთავროს, ბერთუბნის, ბეთანიისა და სხვა მრავალი ტაძრები. არა ერთი ეკლესია აიგო ოსეთსა და ჩერქეზეთშიც. დიდებული ვარძია, რომელიც მსოფლიოს საოცრებად მოინათლა თამარის სახელთანაა დაკავშირებული. როგორ შეძლო თამარმა ასეთი ძლიერი სახელმწიფოს შექმნა?! მას ხომ არც აღმოსავლეთისკენ მიუპყრია თვალები, არც დასავლეთისკენ გაუშვერია ხელი, არც ჩრდილოეთში უძებნია მფარველი და არც სამხრეთში! აი, როგორ. მას, მიწიერი შემწის უარმყოფელს, ზეაპყრობილი ჰქონდა მზერა ღვთისკენ და ერთადერთს მას სასოებდა. „დედოფალო ნეტარო, განუღე კარი მოწყალებისა ერსა შენსა ივერიისასა“, - არაერთხელ წარმოუთქვამთ თვალცრემლიანი მეფის ბაგეებს. ღვთის სიტყვის თანახმად, ვინც ითხოვს, ის ღებულობს კიდეც. ლომის ძუ ლეკვი ჭეშმარიტად სწორი შეიქმნა ხვადის. თამარის პიროვნების, მისი სიბრძნის, უმანკო, ყოვლადმოწყალე განურისხებელი გულისა და მოღვაწეობის შეფასებისას, მისი ეზოსმოძღვარი ასეთ რამეს ამბობს: „რამეთუ ვითარ თმანი თავის თითოეულად ვერავინ აღრაცხნის, ეგრეთვე ვერავინ აღწერნეს საქმენი თამარისნი-ო“. ამიტომ იქცა თამარი ქართველი კაცის მარადიულ გულისთქმად, სიყვარულის წყაროდ, ზნეობრივ სინათლედ, ეროვნულ სიდიადედ, მშობლიური ხალხის უკვდავებად და მომავლის იმედად. ილია მართლის სახელობის გიმნაზიის IX კლასის მოსწავლე თამარ ადამია გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ http://www.orthodoxy.ge/tsmindanebi/tamari.htm -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 03:10 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი