პატრიარქის გამონათქვამები, ... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის გამონათქვამები, ... |
KoTe |
May 1 2007, 06:08 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 1,807 |
იოანე ღვთისმეტყველი სახარებაში ამბობს: „ღმერთი სიყვარული არს“, და მე ვფიქრობ, არავის გამოუთქვამს უფლის ამაზე უფრო ზუსტი სახელწოდება. მართლაც, ღმერთი არის სათავე სიყვარულისა და სადაც სიყვარულია, ის სიხარულია, იქ მშვიდობაა. მთვარი, დაუსრულებელი სათნოება არის სიყვარული. არსებობს რწმენა, სასოება და სიყვარული. სიყვარული მარადიულია. და აი, ამ მარადისობის დღესასწაულია დღეს - მარადიული სიყვარულის დღესასწაული. მეფე დავით წინასწარმეტყველი ასე ლოცულობდა: „მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშვიდე მისი“. დღეს, როცა საოცარი წინააღმდეგობა და ბრძოლაა ადამიანებს შორის, შევთხოვოთ უფალს, რომ როგორც დავით მეფეს მიმადლა სიმშვიდე, ისე მიანიჭოს საქართველოს! ყოველთვის უნდა გვახსოვდეს სიტყვები ბიბლიიდან: „ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“. მშვიდობა ყველასათვის სასურველია, მაგრამ მისი მიღწევა იოლი არ არის. ჩვენს გარშემოც და ჩვენს სულშიც მშვიდობა რომ სუფევდეს, მშვიდობისმოყვარე გული უნდა გვქონდეს. მოთმინება ერთგული რაინდივით იცავს მშვიდობას, სახარულსა და სიყვარულს და თავადაც უხვად საზრდოობს ამ მადლიდამ. გულმოწყალება ცხოვნებისაკენ მიმავალი ყველზაე სწორი და უმოკლესი გზაა. ამიტომაც ბრძანებს უფალი, რომ საშინელი სამსჯავროს დროს მოწყალენი იქნებიან შეწყალებულნი და დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს. რწმენა ღვთის არსებობის დაჯერებას კი არ ნიშნავს მხოლოდ, იგი უპირველესად გულისხმობს ცხოვრებას ღმერთში, სასოებას, იმედს მისი წყალობისას. სიმშვიდე გულისხმობს თავმდაბლობას, რადგან სწორედ თავმდაბლობა გამორიცხავს ყოველგვარ გაღიზიანებასა და მრისხანებას, ანუ მიზეზს შფოთისას. ადამიანმა თავისი ცხოვრებით ჯვარი უნდა შექმნას; ეს ჯვარი ასე გამოისახება - სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანისაკენ. ბედნიერია ის, ვინც არა მარტო ატარებს თავის ჯვარს, არამედ თავისი ცხოვრებით ქმნის კიდეც მას. ამგვარი ადამიანი თავადაც ცხონდება და გარშემო მყოფთაც აცხოვნებს. არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ ძალიან საყურადღებო სიტყვები თქვა დავით მეფე წინასწარმეტყველმა: „უფალი მეფობს“. ყველაფერში, ყოველთვის, ყველგან უფალი მეფობს. მართლაც, ჩვენ რომ გადავხედოთ ჩვენს ცხოვრებას, დავინახავთ, რომ ყოველ ნაბიჯზე ღვთის კვალია, ღვთის განგებაა და მისგან მოცემული წყალობაა. ჩვენ არაფერი შეგვიძლია ღვთის გარეშე. ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს. დიდია ჩვენი ტკივილი: ქვეყანა იცლება სისხლით. დარწმუნებული ვართ, რომ უფალმა ეს მძიმე განსაცდელი მოგვივლინა ერის სულიერი გამოფხიზლების, განწმენდისა და სარწმუნოების აღორძინებისათვის... მე მჯერა, რეომ მალე დადგება ის დრო, როცა საქართველო გამთლიანდება, როცა ჩვენ ვიზეიმებთ საქართველოს მთლიანობას აფხაზეთში, სამაჩაბლოში, როცა ჩვენ ვიხილავთ გამთლიანებულ საქართველოსა და გაერთიანებულ ერს. ღმერთმა ინებოს, რომ ერთსულოვნება მოგვცეს უფალმა, წმიდა სამებამ. მხოლოდ ერთსულოვნებაშია ჩვენი გადარჩენა. თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან. ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას. მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება. თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი... ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს. როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება. დაწერეთ თუ იცით პატრიარქის რაიმე გამონათქვამი!!!! -------------------- ჭამე იმისთის რომ იცხორო და არ იცხოვრო იმისთვის რომ ჭამო!!
|
teko1981 |
Mar 14 2008, 10:48 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 11 რეგისტრ.: 20-December 07 წევრი № 3,448 |
**"ამქვეყნიური ცხოვრება ღვთისაგან მომადლებული ნიჭია, ჩვენ კი ხშირად ვივიწყებთ ამქვეყნიურ ცხოვრების ხანმოკლეობას, ხან წარსულზე ვდარდობთ ხან კი მომავალს შევყურებთ დიდი იმედით და აწმყო ამ უნაყოფო დარდსა და ოცნებებსი გადის."
**"ადამიანს განსაცდელი გაცილებით შეუმსუბუქდებოდა თუ მას მარადიულობის თვალით შეხედავს..მარადისობა ყოველდღიურად კარზე გვიკაკუნებს და გვახსენებს, რომ მალე დადგება დრო მასთან ჩვენი შეხვედრისა." **"როდესაც განცხრომით ცხოვრობ, გავიწყდება ყველაფერი:ღმერთიც,შენი უკვდავი სულიც, გავიწყდება, რომ მდგმური ხარ წუთისოფლისადა ზესთა სოფელს დაემკვიდრები. როდესაც არ იცი, რ არის გაჭირვება, ფიქრობ, რომ ბედნიერი ცხოვრება შენით მოიპოვე დ ეს მუდამ ასე იქნება, ამ დროს მოდის შენთან უფალი და ცდილობს, გაგაღვიძოს. საწოლ ოთახში განგაცალკავებს, ავადმყოფის სარეცელს დაგიგებს..იცი რატომ? შენთან საუბარი სურს, სურს მიეახლოს შენს სულს და განკურნოს იგი. მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდები, რომ მთელი განვლილი ცხოვრება შეცდომებითაა სავსე; და თუ ღვთის მადლით, ამას შეიგნებ, უკვე სწორ გზაზე დგახარ..ცხოვრება მგზავრობაა, მიახლოებაა მარადიულობასთან, ჩვენ კი ძალიან ცოტას ვფიქრობთ ამაზე.." **"ვიცით კი ჩვენი არსებობის მიზანი, ვიცით, ვინ ვართ, საითკენ მოვდივართ, რა მოგველის? ჯერ კიდევ ძველი რომაელები ამბობდნენ:"ვჭამ იმისათვის, რომ ვიარსებო და არა ვარსებობ იმისათვის, რომ ვჭამო".მართლაც რისთვის ვარსებობთ: კარგი სმა-ჭამისათვის, ჩაცმა-დასვენებისათვის, თუ ჭამა-სმა და დასვენება რაღაც სხვა, უფრო დიდი მიზნისთვის გვჭირდება?! ეკლესია და რწმენა, როგორც ამას ზოგჯერ წერენ და ხმამაღლა აცხადებენ, სრულიად არ კრძალავს ზრუნვას ეკონომიკურსა და მატერერიალურზე, მაგრამ იგი გვასწავლის, რომ მთავარი სულია, რომელსაც სხეულისგან განსხვავებით მარადიული არსებობა აქვს და უკვდავია, ამიტომაც,პირველ რიგში, მასზე ფიქრი დ ზრუნვა გვმართებს..მინდა მოგიყვანოთ ერთი ძალიან უბრალო,მაგრამ ფრიად შთამაგონებელი მაგალითი.ინგლისური ზღაპარი მოგვითხრობს: კატა დიდხანს ემზადებოდა ლონდონში წასასვლელად, რათა დედოფალი ენახა, როგორც იქნა, აისრულა წადილი,მაგრამ თაგვის გარდა იქ ვერაფერი ნახა, რადგან, როგორც კი თვალი მოჰკრა, მთელი ყურადღება მასზე გადაიტანა. ყოველ ადამიანს ერთი უდიდესი მიზანი აქვს- მარადიულობისათვის მზადება, რათა უფლის წინაშე გაწმენდილი წარსდგეს და ცხონდეს, მაგრამ ხშირად მთავარ მიზანს იმ კატის მსგავსად ივიწყებს და მთელი გული და სული პატარ-პატარა მიწიერი საზრუნავისაკენ აქვს მიპყრობილი. ღმერთმა მოგცეთ ძალა ამ გამოცდის ღირსეულად ატანისა და ჩვენი არსებობის უპირველესი მიზნის სამსახურისა." **"სულიერი სრულყოფის კიბეზე ორ მადლს აჰყავს ადამიანი:უკვდავებასა და სიწმინდეს. ორ ძალას შთაჰყავს კაცი ჯოჯოხეთამდე: ცოდვასა და სიკვდილს. სიკვდილი და უკვდავება! რა ხშირად არიან ისინი გვარდიგვერდ. ღმერთმა ადამიანს მიანიჭა უკვდავება და ამავე დროს- თავისუფალი ნება. არჩევანი ჩვენზეა, რას მივყვებით: სიმართლის საქმეს- სიწმინდეს თუ ცოდვის გზას- სიკვდილს." საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილიაII |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 07:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი