წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
tamara |
Dec 15 2007, 01:43 AM
პოსტი
#41
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
აქ ვისაუბროთ წარმართული ხანის საქართველოზე,
თუ რა კულტები და მითური პერსინაჟები, რა ადათ წესები იყო ძველ საქართველოში, რა სახით შემორჩა ისინი ქრისტიანულ საქართველოში, და რა სახით გადმოვიდა მათი ნაწილი ქრისტიანობაში. ეს ძალიან საინტერესო და ღრმა თემაა... და ალბათ არა ერთ გვერდს მოიცავს... ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი ქართველი ტომების უძველეს რწმენათა მიმოხილვისას გაირკვა, რომ ბუნების ძალებისა და მოვლენებისადმი თაყვანისცემისა თუ მათი გაღმერთების მხრივ ქართველებშიც სხვა ტომთათვის დამახასიათებელ სურათს ვხვდებით. როგორც ირკვევა, “თავისი წილი” ღმერთები ჰყავდათ ცალკე თემებსა და საგვარეულოებს, მთას, ხევს, მინდორს, ადგილს, ხეებს, სახლს, ფუძესა და ა. შ. ამასთანავე, ხალხური გადმოცემები და მდიდარი ეთნოგრაფიული მასალები გვიჩვენებენ, რომ ქართველებს ჰყავდათ საერთო დიდი (უფროსი) ღმერთებიცა და სატომო ან სატომთაშორისო ღვთაებებიც ასე მაგალითად ადრე კლასობრივი საზოგადოების დროსაც ქართველთა წინაპრები ყველაზე დიდ პატივსა და თაყვანს ცის მნათობებს სცემდნენ – მთვარეს, მზესა და ვარსკვლავებს – ვითარცა საერთო ქართულ ღვთაებებს. ახლა, შეიძლება ითქვას, კარგად არის გამორკვეული, რომ იმ დროის ქართულ ასტრალურ პანთეონს სამეული მეთაურობდა. პირველი მათგანი უფროსად მიჩნეული უზენაესი ღმერთი იყო; მეორე – ქალღმერთი მზე ან მზექალი, ხოლო მესამე – კვირია. უზენაესი ღმერთი ან მორიგე ღმერთი პანთეონსაც ედგა სათავეში და ცხადია – სამეულსაც. იერარქიის მომდევნო საფეხურზე იდგნენ შესაბამისად: ჯვარი ან ხატი, ღვთისშვილები (ღვთისსანახი, ღვთისნაბადები) და ა. შ. უკვე იმ დროისათვის ქართველთა ყველა ღვთაება ანთროპომორფულ არსებებად არის წარმოდგენილი. ამასთანავე ირკვევა, რომ უზენაესი ღმერთი – მთვარე-ღმერთია, ე. ი. მამა-ღმერთია. ისიც კარგად არის გამორკვეული, რომ ოდესღაც ქართველ ტომებს სათავისთავო სათემო ღვთაების გარდა ყველასათვის საერთო რწმენა ჰქონიათ და საერთო ქართული წარმართობაც ყოფილა. ივ. ჯავახიშვილმა კარგა ხანია გამოარკვია, რომ მაგალითად, კვირიას თაყვანისცემასთან დაკავშირებულ სვანურ წესებს წმინდა ქართული წარმართული რწმენის ანარეკლი აქვთ დაცული და თვით სათანადო ფერხულის სიტყვებს მეფერხულე სვანები ქართულად წარმოთქვამენ. ამ წესების ძველქართულ სახელებთან ერთად ფერხულის ქართულად წარმოთქმის ჩვეულება უეჭველია თავდაპირველი, საერთო ქართული წესის ნაშთი უნდა იყოს. ივ. ჯავახიშვილს სათანადოდ დამტკიცებული აქვს, რომ ახალწლის დღესასწაულის ჩვეულებების თანახმად, მეგრელი მეკვლეც თავის წარმოსათქმელ სიტყვებს მეგრულად კი არა, სწორედ ქართულად ამბობს ხოლმე, მითითებული და კიდევ ბევრი სხვა მონაცემი საფუძველს აძლევდა ავტორს დაესკვნა შემდეგი: “ცხადი ხდება, რომ არამც თუ საზოგადო ქართული, ყველა ქართველ ტომთათვის, მათ შორის მეგრელთა და სვანთათვისაც, საერთო წარმართობა არსებობდა, არამედ რომ წარმართობას საერთო ტერმინოლოგიაც, საერთო ენაც ქართული ჰქონდა” ჯერ ჯერობოთ ამაზე გავჩერდები, ვინაიდან ბევრი რამ მაქვს ამ აბზაცისათვის დასამატებელი |
tamuna m |
Mar 15 2008, 01:13 PM
პოსტი
#42
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
გაგრძელება...
წირვა-ლოცვის შესახებ 10-20 შეიკრიბებოდა და საწირავად ეკლესიისკენ გასწევდა. როდესაც ეკლესიის კარებს დაუახლოვდებოდნენ, დაიწყებდნენ ლოცვას: "მიწყალენ ჩვენ დიდებად უფალო შეგვიწყალენ ჩვენ... აწვდად მოწყალებისა კარი".... მერე შევიდოდნენ ეკლესიაში და შეუდგებოდნენ ცისკარსა: ზოგი ზოგი შუაღამის ჟამნს კითხულობდა, ზოგი-დიდება მაღლიანსა, ზოსი რას და ზოგი რას. ამას მოაბამდნენ წირვის ჟამნს. ამის შემდეგ უფროსი პაპაი, რომელსაც "ზედამწვირევლს" ეძახოდნენ, მიუბრუნდებოდა პაპებს და ეტყოდა: ერთს მაცხოვრის სახელზე ეწირა, მეორეს-ღვთისმშობლის, მესამეს-მთავარანგელოზის და ასე ყველა წმინდანების სახელზედ. შემდგომ ამისა ზედამწირველი დაიკავებდა კონდაკს, დანარჩენები თავს მოიდრეკდნენ და კონდაკის ქნევაზე ამბობდნენ: "ლოცვა იერუსალიმისა, მათი ჯვრითა, მათითა პირითა გიკურთხოს ქრისტემან კვართი კვართალი, ოლარი, გინგალი, ფილოვანი, ხელი შემოსილი ცოცხალს მღვდელს გეგის, ანუ დიაკონს აბრამს; ვაჰანდელეს ექსს-მელექსეს ფარამოწამეთა მისმთა, იამენ!"... ამის თქმაში პაპები ამბობდნენ: "კირიელეისონ, კირიელეისონ!" და ტან პირჯვარს იწერდნენ. მერე ზოგი ჩითის ოლარს და ფილორს გადაიცვამდა, ზოგი ჩითის ნახევებს და ვისაცა ესეც არა ჰქონდა, ლეკვერთხს შეიხსნიდა და კისერზე დაიკიდებდა. შემდეგ დაიჩოქებდნენ ყველანი და ღმერთს ევედრებოდნენ: "ხოში ღერბეთ ი დამბადებელი ფუსნაბუარდიშ! ლადი ნიშგვეი წირვა ღირვა ღირსეულად შეიწირე! წმინდაო მადლიანო, ცისა საღმთო მადლიანო! სი ლახეშთ ბაქაის ი მადილ ჯერაა!" (დიდი ღმერთო და დამბადებელო, მეფეო საიქიოსაო, დღევანდელი ჩვენი წირვა ღირსეულად შიწირე! შენ შეეწიე ბექაის მადლის გულისათვის!) (ვისიც მწირველნი იყვანენ) "ზედამწირველი სევა აღსავლის კარებით და კონდაკის ქნევით იძახის: "ღმერთო აკურთხე საყდარი ესე! ღმერთო აკურთხე ტრაპეზ..ე..ე..ე, ღმერთო დამბადებელო დასწერე ჯვარი შენიიი კირიელეისონ!" სხვა პაპები დადგებიან ეკლესიის შუაგულ ალაგას, ზოგს უკავია კონდაკი და კითხულობს, ზოგი ზეპირად ამბობს, რაც პირზე მოადგება, ხელში უკავიათ ყავარჯენი (როკიანი ჯოხი, რომელზეც ყოველი წირვის შემდეგ ნიშნავენ წირვის რაოდენობის საჩვენებლად) და მათზე დაყრდნობილნი გალობენ, უკეთ რომ ვთქვათ, ხრიალებენ. "ზედამწირველი" იწყებდა ხმამაღლა: "ვითარცა ცხოვარი და შემდეგი". წმინდა ნაწილს მაშინვე ჩაასვენებდნენ ბარძიმში, რომლის მაგივრობას კათხა სწევდა. ზედამწირველი აიღებდა ხის ან რკინის ვარსკვლავს და ამბობდა: "კუთხნი, კუთხნი კამართან ცისანი შენ ხარ ქრისტე..ი ..ამოწაფეთა-ი..ა..მენ!" დანარჩენი პაპები ამბობდნენ გალობით: "შენ ხარ! უფლისა მიმართ ვილოცოთ! კირელეისონ!" ზედამწირველი: "ამინ! უფოვ-სუფოვ შვენიერება შეიმოსააა! შენ ხარ ქრისტე და მოწაფე ზეად ი..ა..მე..ნ!" და გადააფარებდა ფეხშუმს ჩითის ნაჭერს, რომელიც დაფარნის მაგივრობას სწევდა. პაპები: "შენ ხარ! უფლისა მიმართ ვილოცოთ...კირიელეისონ!" ზედამწირველი: "დიაკონმა პირნათელიანი: შენ ხარ ქრისტე მოწაფეთა და ი..ა..მენ! პაპები: "შენ ხარ და შემდეგი". კონდაკში ეწერათ გამოკრეფილი სამოციქულო და სახარება. გამოსვლამდისინ ამ კონდაკს დაიკავებდა ზედამწირველი და ამბობდა: სიბრძნით აღემართენით...მოხედენ... მშვიდობა...ყოველთა.... პაპათაგანი: ებრაელთა მიმართ სტავლე-პავლე მოციქული საკითხავი ძმა...ანო!-და სამოციქულოს წაიკითხავდა. ზედამწირველი: სიბრძნით აღემართენით... პაპები: დიდება ღმერთსა!... ზედამწიევლი: ოთხნოოო...სახარება მათესი, ლუკასი, მარკოზისი და იოვანესი საკითხავი...ი...ი... რამდენჯერაც ზედამწირველი სახარების კითხვის დროს ხმას გააგრზელებდა, იმდენჯერ დანარჩენები ხელს მაღლა აღაპყრობდნენ და იტყოდნენდ: დიდება ღმერთსა! ამასვე ამბობდნენ სახარების გათავებისას. ბარძიმ-ფეხშუმის გამოსვენებისას ზედამწირველი: აცოცხლე ღმერთო, მეფე ჩვენი, კათალიკოსნი და არხიეპისკოპოსნი... პაპები: ა...ა...ა..მე..ე..ნ! მიერობინ ქერობიმთასა...დაიკავებს ზედამწირველი ვარსკვლავს, გამოსახავდა ჯვარის სახედ, უკაკუნებდა ფეხშუმს და ამბობდა: მღვდელმან ამაღლება...ა...ა... ზლევისაგან მგალობელნი, მხომობელნი, მღაღადებელნი და მეტყველნი...ი...ი... პაპები გაიმეორებდნენ ამასვე და ზედ მოაბამდნენ: წმინდა..ა..ა..წმინდააააააააა ა...მენ! მრავალტვის ჩვენთვის განტეხილი მრავალმისატევებელად ცოდვათა ი...ა...მეე..ნ! ზედამწირველი: სუთ ამისგან ეს არს სისიხლი ჩემი თქვენთვის დათხეული მრავამისატევბელად ცოდვათაააა... პაპები: მრავათათვის ჩვენთვის დათხეული მრავალმისატევებელად ცოდვათა ი...ა...მეე..ნ! ზედამწირველი: შენნი შენთაგან!... პაპები: მღვდემა ამაღლება..ა...ა... შენნი შენთაგან... შენ გიგალობთ, შენ გაკურთხევდით... "ღირს არსის" შემდეგ მოიხსენიებენ ცოცხალს, რომლის მწირველიც იყვნენ, ანუ მიცვალებულსა. მერმე მიჰყვებოდნენ: ათმა ზირ ივსედიანრე გვარ ი მინე ლუშენდების ჩივ შენდბა ხარ!...ათმა ზირ ნავერიანარ... ამგვარად მოიხსენიებდნენ სოფლის გვარებს (აკურთხე ივსელიანების გვარი და მათს სესანდობარს ყველას შეუნდე). წედამწირველი: შიშით ღვთისათა და სარწმუნოებიტ მოხვედით! პაპები მობრუნდებიან წაღმა და იტყვიან: ჩვენ შიშითა მრვთისათა ია..მე..ენ!-შემდეგ დაიჩოქებენ და დალოცავენ ვისი მწირველნი არიან; ბოლოს გააქრობენ სანთლებს და სწყევლიან: ღმერთო, ვისაც ქრისტიანობა არა სწამდეს, ვინც უქმე დღე გატეხოს და ვინც ჩვენ არ გვიგონებდეს, იმას ასე დაუმსე თვალებიო!... ზედმწირველი ბარძიმს წმენდდა, ხოლო დანარჩენები სეფისკვერს ინაწილებდნენ და ამბობდნენ: ნაწილი შენი, ნაწკვეტენი შენი წმინდის პეტრეს-პავლეს როდის მოხვიდე სუფევითა შენითა იააამეეენ! ამით წირვა თავდებოდა. მერე მოსახლისას წავიდოდნენ, სუფრას უკურთხებდნენ ხორცით, არაყით და ხორაგით დატვირთულზე შინისაკენ გასწევდნენ. არ იქნება ურიგო მოვიხსენიოთ, თუ როგორ ლოცავდა პაპა მოსახლეს, რომლის მწირველიც იყო: -ფუსდ დამბადებელდ დიდაბ! ქრისტე ლამარიას დიდაბ! მიქელმთარინგზელს დიდაბ! გაბრიელ მთავარინგზელს დიდაბ! ერბილ-ქერბილს დიდაბ! ივან ნათლიცემელს დიდაბ! ივან ოქროპირს დიდაბ1 ხარამ მახარობელს დიდაბ! ხარამ ამსუალდაშ მუხენე სი ხოჩა მაგ ლახსენ აქ ქორს. იშგვიდ სოუხვ დეცეშ დიდაბ! ისგვიდ კურაბს დეცეშ დიდაბ! იშგვიდ დოშდულჟი დეცჟი კურაბ ოთჩვემნახ, მერა დოშდულაში გიმთე ამსულადიშ ოთხვამახ. დეცეშ ი გიმი ნესგა, ძუღვაშ ი ხმელი ნესგა, ივაი ადამუნღუ ბედნიერ ამსუალდს ხამურჯვენეს ლიმზურ, ეჯჟი ოთმარჯვ ალ ქორს ი ამენ! (უფალს დამბადებელსა დიდება! ქრისტეს ღვთისმშობელს დიდება!მიქელ-მთავარანგელოსზ დიდება! სერაფიმს-ქერაფიმს დიდება! იოანე ნათლისმცემელს დიდება! ხარებავ, ადამიანის მახარობელი შენა ხარ, ყველა კაი ახარე ამ ხალხსა! შვიდო გუნდო ცისაო, დიდება! შვიდო კრებავ ცისაო, დიედა! მეშვიდე მთვარეზე ცაზე კრება გაუმართავთ. მერვე მთვარეზე დედამიწაზედ ადამიანისათვის გადაუციათ; ცისა და დედამიწის შუა, სღვასა და დედამიწას შუა ევა-ადამიდან ბედნიერი ადამიანს ლოცვა გასვლოდეს, ისე მოუვლინე ამ სახლსა და ამინ!). -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 03:07 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი