![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
სოფი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
რატომ არა ხარ ეკლესიაში? არქიმანდრიტი ხარლამპი ვასილოპულოსი წილად მხვდა ბედნიერება ამ წიგნის ხელში ჩავარდნისა და ნამდვილად არ გამიძლებდა გული,რომ ამაზე თემა არ გამეხსნა და თქვენთვისაც არ გამეცნო.თხელი წიგნია,ამიტომ შევეცდები ხელით ავკრიფო და ნელ-ნელა სრულად მოგაწოდოთ. იქნებ ეს წიგნი ვიღაცას დაეხმაროს ნაბიჯის წინ გადადგმაში,საბოლოოდ გადააწყვეტინოს ტაძარში მისვლა. დღეს ბევრი მართლმადიდებელი ადამიანი არ ცხოვრობს ეკლესიური ცხოვრებით.ზოგს არ უნდა და ზოგსაც უნდა,მაგრამ რაღაც აკავებს,რომ მივიდეს ეკლესიაში.არიან ისეთებიც,რომლებიც ამბობენ: "მართალია,აუცილებელია ეკლესიაში მისვლა,მაგრამ ამას ხვალ ან ზეგაც მოვახერხებ.დღეს ამისთვის მზად არ ვარ." "ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მიდის იმქვეყნად,უმეტესობა მოულოდნელად.მათ შორის ბევრია ახალგაზრდაც.თავიანთი სიკვდილის წინა დღეს მათ არც კი იცოდნენ,რომ ერთი დღის სიცოცხლეღა ჰქონდათ დარჩენილი.მიმოიხედეთ თქვენს გარშემო და დარწმუნდებით ამ სიტყვების სიმართლეში.კარგად დაფიქრდით, იქნებ ეს თქვენი ცხოვრების ბოლო დღეა,იქნებ ხვალ უკვე გვიან იყოს.ასე,რომ ხვალ კი არა დღესვე,ამ წუთშივე წადით მოძღვართან,რომ მოასწროთ თქვენი სულის გადარჩენა. ჩვენ შორსა ვართ იმ აზრისაგან,რომ ვინც ეკლესიაში მოვა ყველა გადარჩება,მაგრამ წმინდა მამთა სულიერ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ,როგორც წარღვნის დროს ნოეს კიდობნის გარეთ ვერავინ გადარჩა,ისე დღეს ეკლესიის გარეთ ვერავინ გადარჩება.ეკლესიაში მოსულთ კი აქვთ შანსი და თუ გავირჯებით იმედი უნდა ვიქონიოთ ღვთის მოწყალებისა." იქნებ ამ წიგნის წაკითხვა დაეხმაროს ვიღაცას,მისი დანიშნულება ხომ სწორედ ადამიანების ეკლესიისკენ მობრუნებაა. ავტორი უბრალო და გასაგები ფორმით გვაცნობს უფლის მეოთხე მცნებას,გვესაუბრება ეკლესიასა და მის საიდუმლოებებზე იმ მიზეზებზე,რომლებიც ხელს უშლიან ქრისტიანებს იყვნენ ეკლესიის ერთგული შვილები."ეს წიგნი პატარა,მაგრამ ბევრის მომცველია.იგი ეძღვნება ეკლესიაში,წირვა-ლოცვაზე დასწრებასთან დაკავშირებულ საკითხებს.დასაწყისში მისი ავტორი დაბეჯითებით გვარწმუნებს ეკლესიაში სიარულის აუცილებლობაში და გვესაუბრება მის სარგებლობაზე.შემდეგ მოჰყავს თავის მართლების მაგალითები,რომლებიც ჩვეულებრივ თან ახლავს საკვირაო ღვთისმსახურების გაცდენას და დაწვრილებით განიხილავს ამ უარყოფითი მოვლენის ბუნებას.უბრალოდ და გასაგებად გვიხსნის,როგორ უნდა მოვემზადოთ ეკლესიაში წასასვლელად და ბოლოს ამთავრებს საღვთო ლიტურგიის მოქმედებათა მოკლე,მაგრამ ღრმა განმარტებით." პ.ს. სხვისი არ ვიცი და,რაღა ვთქვა,რომ არა ჩემთვის ეკლესია... ![]() ![]() ეკლესიისკენ ერთი ადამიანის მობრუნების დროსაც კი ანგელოზები ცაში სიხარულით გალობენ: "ესრეთ იყოს სიხარული ცათა შინა ერთისათვის ცოდვილისა,რომელმან შეინანოს" (ლუკა 15,7) -------------------- "Happiness only real when shared."
|
![]() ![]() |
სოფი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
SE-JA
უფალი კიდევ ბევრჯერ მოგიკაკუნებს კარებზე, და იმედი მაქვს,რომ ოდესღაც გაუღებ,და როცა გაუღებ,როცა შეძლებ მის 'დანახვას,' მაშინ მიხვდები რაოდენ აბსურდულია შენი სიტყვები. "ვისაც უყვარს,ის შეიმეცნებს კიდეც" - სწორედ ისეთ სიყვარულს გისურვებ,რომელიც შეგაცნობინებს უფალს. ციტატა საერთოდ ჩემი პირადი აზრია გთხოვთ ნუ მიიღებთ შეურაწყოფად მაგრამ რელიგია სუსტ ადამიანებს ჭირდებათ რადგან საკუთარი ილუზიებისა და ოცნებების მორევში გაატარონ ეს მძიმე ცხოვრება. ადამიანებს იმედი სჭირდებათ... სხვათაშორის არა მარტო შენგან,სხვისგანაც გამიგია,რომ ადამიანებმა ღმერთი გამოიგონეს.. მაგრამ ყოველთვის რჩება ამის საწინააღმდეგო მოსაზრება,იქნებ ადამიანებმა იმიტომ დაივიწყეს ღმერთი,რომ ეს მძიმე ცხოვრება უფრო 'უდარდელად' გაატარონ,არ შეასროლონ მისი მცნებები,არ იარონ მისი გზით,და გააკეთონ ის რაც მოესურვებათ? ასე ხომ უფრო ადვილია ცხოვრება? თავი მესამე მიზეზები 1.ტანსაცმელი "მინდა ტაძარში წასვლა,მაგრამ არ შემიძლია,ტანსაცმელი არა მაქვს. - ამბობს ერთი, - ძველმანებით ხომ ვერ წავალ?" ესე იგი,რომ გქონდეს მოდური,ლამაზი ტანსაცმელი,წახვიდოდი.მაგრამ ამ შემთხვევაში შენ მიდიხარ არა ღვთის,არამედ ტანსაცმლის გულისთვის,რათა თავი მოიწონო. მაგრამ სად გაგიგონია,ქრისტე სახარებაში ამბობდეს,რომ ტაძარში წასასვლელად საჭიროა ლამაზი და მუდური ტანსაცმელი.იგი ტანსაცმელს კი არ უყურებს,არამედ შენი სულის განწყობას,შენს მზადყოფნას,რომ ილოცო და ემსახურო მას.რაც არ უნდა ძველი იყოს სამოსი,მან არ უნდა დაგიშალოს ხელი წასვლაში. შენ გაღელვებს რას იტყვის ხალხი?გაერკვიე რაზე ზრუნავ ტაძრის კარებთან:ადამიანურზე თუ ღვთაებრივზე?ნუთუ ადამიანები ვერ გხედავენ ტაძრის გარეთ და არ იციან გაქვს თუ არა ახალი ტანსაცმელი?იმსჯელე ასე:საერთოდ რომ არ გქონდეს კარგი ტანსაცმელი,შეეგუებოდი ამას და სულ არ დაუგდებდი ყურს ხალხის ლაპარაკს.წადი ღმერთთად და ამისთვის მიიღებ ჯილდოს. -------------------- "Happiness only real when shared."
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:49 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი