იცოდით თუ არა, რომ..., არარელიგიური საინტერესო ინფორმაცია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იცოდით თუ არა, რომ..., არარელიგიური საინტერესო ინფორმაცია |
KAIROS |
Mar 17 2008, 02:40 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
აქ ადრე ნათიამ გახსნა კარგი თემა " რაც არ ვიცოდი, და ახლა გავიგე", სამწუხაროდ ის თემა ჩაჩუმდა, ახლა მე ახალ თემას ვხსნი, რომელიც მიზნად ისახავს იმ თემის ამოწევასაც, რადგან რელიგიური შინაარსის ინფორმაციები იქ უნდა დაიდოს, სხვა აქეთ...
ახლა საქმე რაშია, აქ უამრავი განათლებული ადამიანი შემოდის, მადლობა ღმერთს... აქთ რა განსხვავებული პროფესია, ფლობენ ბევრ საინტერესო ინფორმაციას, შეიძლება ისეთი საინტერესო სტატია წაიკითხონ ან ისეთი საინტერესო წიგნი , გადაცემა... რომ იქ მიღებული ინფორმაციის გაზიარება ძალიან კარგი იქნება... თქვენი არ ვიცი და მე ერთი ასეთი ჩვევა მაქვს, ვაგროვებ ყველა ინფორმაციას რაც დამაინტერესებს, ასე დამიგროვდა უამრავი გაზეთის ფურცლები, თუ ამონაბეჭდი ინფორმაციები ( სად დავაწყო უკვე აღარ ვიცი ), მაგრამ მაინც ეს შემოფარგლულია, სხვაა როცა ამ სიახლეს გაიტან ამდენი ხალხის წინაშე, თან სიკეთეს აკეთებ, თან კიდევ დამატებით ინფორმაციას ღებულობ... არადა იმდენი რამ გვექნება წაკითხული, განაგონი... მთავარია ინფორმაცია იყოს მოკლე, შინაარსიანი ( აქ არელიგიური), და იწყებოდეს ცნობილი ფორმულით: "იცოდით თუ არა, რომ..." წარმატებები; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
თათარაშვილი |
Mar 17 2008, 08:55 AM
პოსტი
#2
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
ციტატა კარგია თათარაშვილი ყოჩაღ, გააგრძელე, მართლა არ ვიცოდი ზოგიერთი ციტატა იცოდით თუ არა, რომ - ტელეწამყვანებს ლურჯი ფერის ტანისამოსის ჩაცმა ეკრძალებათ, რადგან ეს ფერი ეკრანზე თვალს სჭრის და სიშიშვლის ეფექტს ახდენს - გლადიატორთა არეებზე უზარმაზარ სასაკმევლებს დგამდნენ, რათა გაექავებინათ სისხლის სუნი - გოგრის ს ამშობლო არის ამერიკა - საჰარის უდაბნო, რომელიც აფრიკაში მდებარეობს, ყოველწლიურად 650-700 მეტრით იზრდება სამხრეთის მიმართულებით - სკამით სარგებლობს მსოფლიო მოსახლეობის ერთი მესამედი და მათგან ნახევარი, ექიმების ა ზრით, ამას აკეთებს არასწორად - ტორონტოს ზოოპარკში უკვე 23 წელია ცხოვრობს გორილა სახელა ჩარლზი. იგი იმითაა გამორჩეული, რომ “მხატვარია”. მისი ფერწერული ტილოები საკმაოდ ძვირად იყიდება ავტორის “წარმომავლობის” კვალობაზე - 800$. იგი ხატავს საღებავში ამოღებული თითებით, ავტოგრაფად კი ტოვებს საღებავში ამოვლებულ ფეხის ანაბეჭდს - იმისათვის, რომ ბავშვი მომავალში იდეალურად მორგებოდა ცხენს, მონღოლები ჩვილებს ფეხებში უდებდნენ ნაჭრის ბურთებს, რათა ფეხები რაც შეილება მეტად მოღუნვოდათ - სამხრეთ კორეაში დაახლოებით ივნისის ბოლოს ჩერდება ყველა ავიარეისი, რათა შემცირდეს ხმაური. ამ დროს გამოცდებს აბარებს 800 000 აბიტურიენტი ( ) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:05 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი