ადამიანთა მოდგმის მშვენება, სერ ისააკ ნიუტონი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ადამიანთა მოდგმის მშვენება, სერ ისააკ ნიუტონი |
კანუდოსელი |
Feb 29 2008, 01:43 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ლონდონში ვესტმინსტერის სააბატოში, ინგლისის მეფეთა სასაფლაოზე ერთ-ერთ ქვას აწერია:
აქ განისვენებს სერ ისააკ ნიუტონი, რომელმაც თითქმის ღვთიური ძალით პირველმა ახსნა პლანეტების მოძრაობა და ფორმა, თავისი მათემატიკური მეთოდის საშუალებით მან პირველმა გამოიკვლია სხივების ნაირგვარობა და, აქედან გამომდინარე, ფერების თავისებურება, რომელთა შესახებაც მანამდე არავინ არაფერი იცოდა .......... მოკვდავთ უხაროდეთ, რომ მათ შორის ცხოვრობდა ადამიანთა მოდგმის ასეთი მშვენება საქმე ეხება თავისი დროის ცნობილ მოაზროვნეს, თეოლოგს და განთქმულ ფინანსისტს, რომელმაც დღემდე უცნობი მეთოდით ინგლისი ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანა და ბიუჯეტი გაზარდა დამატებითი ფულის მოჭრის გარეშე. (სხვათა შორის ბევრისთვის არაა ცნობილი, რომ ლითონის მონეტებზე კიდეებში ტიხრები სწორედ ნიუტონის გამოგონებაა, რათა ოქროს ჩამოქლიბვა არ მომხდარიყო ფულიდან. ხოლო უტიხრო ფულს ფასი ეკარგებოდა) ყოველივე ეს მხოლოდ მცირე შესავალია ამ ადამიანის დიდ ბიოგრაფიაში, მაგრამ მე მინდა სხვა მხრიდან შემოგთავაზოთ მისი პერსონა. მექანიკაში არის სამი ძირითადი კანონი, რომლებიც ნიუტონის სახელს უკავშირდებიან. ჯერ მეორეთი დავიწყებ: თუ სხეულზე მოქმედებს ძალა, ეს სხეული მოძრაობს აჩქარებით, რომელიც ამ ძალის პროპორციულია (რაც მეტია ძალა, მით მეტია აჩქარება) ახლა პირველი კანონი: არსებობს ისეთი აბსოლუტური სივრცე (ე.წ. ინერციული სისტემა), რომლის მიმართაც მისი II კანონი აბსოლუტურია (ანუ მუშაობს) საქმე იმაშია, რომ არ არსებობს არცერთი ექსპერიმენტი, რომელიც დაასაბუთებდა ამ კანონს ზუსტად (II-კანონზე შეიძლება უამრავი ექსპერიმენტის დადგმა). ანუ ნიუტონის მსჯელობა ემყარება დიალექტიკური აზროვნების მიღმა კატეგორიას: რწმენას. მას სწამს რომ ასეთი სისტემა არსებობს, თუმცა ექსპერიმენტზე არასოდეს არავის ეს არ შეუმოწმებია დღეის ჩათვლით. არსებობს კიდევ სხვა კანონი, ე.წ. მსოფლიო მიზიდულობის კანონი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავიგოთ ნებისმიერი ორი მასიური სხეული რა ძალით (გრავიტაციული) მიიზიდავს ერთმანეთს. საქმე იმაში არაა, რომ ნიუტონი აკვირდება ამ ძალის გამოვლენას მთვარე-დედამიწა ზემოქმედების ასპექტში და ზომავს მას ...საქმე იმაშია, რომ ის ამბობს: ვინაიდან ღმერთი ერთია, უნდა არსებობდეს ერთი ღმერთის მიერ შექმნილი ფუნდამენტური კანონი რომელიც ძალაშია არა მარტო დედამიწის სიახლოვეში, არამეტ ყველგან. იგივე მსჯელობას ატარებს ნიუტონი აბსოლუტურად ინერციული სისტემის კანონის ჩამოყალიბებისას. ნიუტონი პირველი ადამიანია, ვინც მონოთეიზმის იდეა პირდაპირ დაუკავშირა მეცნიერებას. პ.ს. არსებობს ასეთივე სათაურის წიგნი, რომლის ავტორია პროფესორი გიორგი მაჩაბელი...ძალიან საინტერესო წიგნია, გირჩევთ... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
თამარი_ცქნაფო |
Mar 6 2008, 03:31 PM
პოსტი
#2
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ვაიმე, კითხვების კორიანტელი კი არა, დომხალი მაქვს, მაგრამ სახეს ვერ ვაძლევ. არ მესმის ამ ფიზიკის ენა
-------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
კანუდოსელი |
Mar 17 2008, 01:39 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ვაიმე, კითხვების კორიანტელი კი არა, დომხალი მაქვს, მაგრამ სახეს ვერ ვაძლევ. არ მესმის ამ ფიზიკის ენა შენ დასვი კითხვა და ჩვნ შევეცდებით გაგცეთ პასუხი მცირედით გავაგრძელებ: ნიუტონის მიერ მსოფლიო მიზიდულობის კანონის აღმოჩენა უკავშირდება გრავიტაციას, რომელიც როგორც აღმოჩნდა პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენს არსებობასთან, რადგან: იმისათვის რომ ადამიანმა იცოცხლოს, მას ესაჭიროება ენერგია (კალორიები), მაგრამ საიდან იღებს ის ამ ენერგიას? ცხადია საკვებით. ეს უკანასკნელი კი ხორციელდება ან მცენარეული საკვების მიღებით, ან ცხოველურის. თუ მცენარეულის - მაშინ მცენარე იღებს ენერგიას მზის სხივებიდან, ხოლო თუ ცხოველურის - მაშინ ცხოველი იღებს საკვებს მცენარიდან ან ცხოველიდან, რომელიც რომელიმე ეტაპზე მცენარე მჭამელია. ე.ი. ადამიანი იღებს ენერგიას მზის სხივებიდან, მაგრამ საიდან აქვს ეს ენერგია მზეს? გრავიტაციიდან, რადგან, რომ არა გრავიტაცია, მზე არ იქნებოდა ძალიან შეკუმშული, ეს არ გამოიწვევდა უზარმაზარ წნევას, ეს უკანასკნელი არ გაზრდიდა ტემპერატურას და არ მოხდებიდა თერმობირთვული რეაქცია, რომელიც გამოიმუშავებს იმ სხივებს, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი არსებობისთვის. ანუ ჯაჭვი ასეთია: მზის გრავიტაციული ენერგია->სითბური ენერგია->თერმობირთვული რეაქცია->მზის სხივების ენერგია ე.ი. დასკვნა: ჩვენ "ვიკვებებით" მზის გრავიტაციიდან -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:37 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი