ადამიანთა მოდგმის მშვენება, სერ ისააკ ნიუტონი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ადამიანთა მოდგმის მშვენება, სერ ისააკ ნიუტონი |
კანუდოსელი |
Feb 29 2008, 01:43 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ლონდონში ვესტმინსტერის სააბატოში, ინგლისის მეფეთა სასაფლაოზე ერთ-ერთ ქვას აწერია:
აქ განისვენებს სერ ისააკ ნიუტონი, რომელმაც თითქმის ღვთიური ძალით პირველმა ახსნა პლანეტების მოძრაობა და ფორმა, თავისი მათემატიკური მეთოდის საშუალებით მან პირველმა გამოიკვლია სხივების ნაირგვარობა და, აქედან გამომდინარე, ფერების თავისებურება, რომელთა შესახებაც მანამდე არავინ არაფერი იცოდა .......... მოკვდავთ უხაროდეთ, რომ მათ შორის ცხოვრობდა ადამიანთა მოდგმის ასეთი მშვენება საქმე ეხება თავისი დროის ცნობილ მოაზროვნეს, თეოლოგს და განთქმულ ფინანსისტს, რომელმაც დღემდე უცნობი მეთოდით ინგლისი ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანა და ბიუჯეტი გაზარდა დამატებითი ფულის მოჭრის გარეშე. (სხვათა შორის ბევრისთვის არაა ცნობილი, რომ ლითონის მონეტებზე კიდეებში ტიხრები სწორედ ნიუტონის გამოგონებაა, რათა ოქროს ჩამოქლიბვა არ მომხდარიყო ფულიდან. ხოლო უტიხრო ფულს ფასი ეკარგებოდა) ყოველივე ეს მხოლოდ მცირე შესავალია ამ ადამიანის დიდ ბიოგრაფიაში, მაგრამ მე მინდა სხვა მხრიდან შემოგთავაზოთ მისი პერსონა. მექანიკაში არის სამი ძირითადი კანონი, რომლებიც ნიუტონის სახელს უკავშირდებიან. ჯერ მეორეთი დავიწყებ: თუ სხეულზე მოქმედებს ძალა, ეს სხეული მოძრაობს აჩქარებით, რომელიც ამ ძალის პროპორციულია (რაც მეტია ძალა, მით მეტია აჩქარება) ახლა პირველი კანონი: არსებობს ისეთი აბსოლუტური სივრცე (ე.წ. ინერციული სისტემა), რომლის მიმართაც მისი II კანონი აბსოლუტურია (ანუ მუშაობს) საქმე იმაშია, რომ არ არსებობს არცერთი ექსპერიმენტი, რომელიც დაასაბუთებდა ამ კანონს ზუსტად (II-კანონზე შეიძლება უამრავი ექსპერიმენტის დადგმა). ანუ ნიუტონის მსჯელობა ემყარება დიალექტიკური აზროვნების მიღმა კატეგორიას: რწმენას. მას სწამს რომ ასეთი სისტემა არსებობს, თუმცა ექსპერიმენტზე არასოდეს არავის ეს არ შეუმოწმებია დღეის ჩათვლით. არსებობს კიდევ სხვა კანონი, ე.წ. მსოფლიო მიზიდულობის კანონი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავიგოთ ნებისმიერი ორი მასიური სხეული რა ძალით (გრავიტაციული) მიიზიდავს ერთმანეთს. საქმე იმაში არაა, რომ ნიუტონი აკვირდება ამ ძალის გამოვლენას მთვარე-დედამიწა ზემოქმედების ასპექტში და ზომავს მას ...საქმე იმაშია, რომ ის ამბობს: ვინაიდან ღმერთი ერთია, უნდა არსებობდეს ერთი ღმერთის მიერ შექმნილი ფუნდამენტური კანონი რომელიც ძალაშია არა მარტო დედამიწის სიახლოვეში, არამეტ ყველგან. იგივე მსჯელობას ატარებს ნიუტონი აბსოლუტურად ინერციული სისტემის კანონის ჩამოყალიბებისას. ნიუტონი პირველი ადამიანია, ვინც მონოთეიზმის იდეა პირდაპირ დაუკავშირა მეცნიერებას. პ.ს. არსებობს ასეთივე სათაურის წიგნი, რომლის ავტორია პროფესორი გიორგი მაჩაბელი...ძალიან საინტერესო წიგნია, გირჩევთ... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
Mar 17 2008, 02:11 PM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
კანუდოსელი
ციტატა ახლა შეხედე ჩემს პოსტინგს და მიხვდები რომ მაგაზე არ გედავები OK -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
Mar 17 2008, 02:55 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ნიუტონის კიდევ ერთ დიდ ღვაწლად უნდა ჩაითვალოს არქეოლოგიაში იმ მეთოდების შემოღება, რამაც თავის დროს რამდენიმე საუკუნით გაუსწრო, და რომლებიც ბოლომდე მხოლოდ 20 საუკუნეში დამკვიდრდნენ.
ამ მეთოდებს შორის ყველაზე ყურადსაღებია ე.წ. ასტრონომიული მეთოდი დათარიღებისა, როდესაც ამა თუ იმ ისტორიული მოვლენის აღწერისას თუ შემორჩენილია რაიმე ასტრონომიული მოვლენა, ნიშანი ან სხვა, შესაძლებელია, ვიცით რა თუ როგორია დღეს ცის მდებარეობა, დავადგინოთ, როდის მოხდა ის მოვლენა. ამ მიდგომით ნიუტონმა დაადგინა, რომ არგონავტების ისტორია ჩვენს წელთ აღრიცხვამდე IX საუკუნეს უნდა მიეკუთვნებოდეს. სხვათა შორის გაბატონებული აზრი იყო რამდენიმე საუკუნით განსხვავება და სულ რაღაც ათიოდე წლის წინ სულ სხვა მეთოდებით იქნა დადასტურებული, რომ არგონავტების ისტორია სწორედ იმ პერიოდს განეკუთვნება. მეორე, ასევე დიდად გავრცელებული მეთოდი, რომელსაც ასევე ნიუტონმა ჩაუყარა საფუძველი არის: ე.წ. ლინგვისტური მეთოდი დათარიღებისა. ამ მიდოგმის მიხედვით საჭიროა დასახელებების ანალიზი სხვადასხვა ენებზე და გარკვევა ესა თუ ის პიროვნება, რომელიც მოიხსენიება სხვადასხვა პერიოდის და კულტურის ისტორიკოსებში ერთი და იგივე პირონებაა თუ არა. ამ მეთოდით დღეს საკმაოდ კარგად სარგებლობენ არქეოლოგები -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი