საქართველოს მუზეუმები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს მუზეუმები |
ნათია |
Jun 24 2007, 09:04 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
თბილისი ისტორიული (მხარეთმცოდნეობის) მუზეუმები საქართველოს ეროვნული მუზეუმი. სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი მისამართი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 3 აღწერა: მუზეუმი საქართველოს მუზეუმებს შორის უძველესია. იგი დაფუძნდა 1852 წელს, კავკასიის მუზეუმის ბაზაზე. მუზეუმის ფონდებში დღეისათვის დაცულია 1 200 000 ექსპონატი (ძირითადად არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, ქართული ოქრომჭედლობის, ხატწერის ნიმუშები და სხვა). სტაციონარულ ექსპოზიციებს შორის გამოირჩევა დმანისში აღმოჩენილი ადამიანის წინაპრების (ჰომინიდების) ნაშთების გამოფენა, რომელიც 1,8 მილიონი წლით თარიღდება და წარმოადგენს აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ აღმოჩენილ ადამიანის წინაპრის უძველეს ნიმუშს. ამ აღმოჩენამ რადიკალურად შეცვალა მანამდე აღიარებული ადამიანის ევოლუციის თეორია. მუზეუმში ექსპონირებულია აგრეთვე: ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდის არქეოლოგიური აღმოჩენების მრავალრიცხოვანი მასალა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანია ოქროს ფონდი, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ისტორიული პერიოდის ძვირფასი ლითონისა და ქვების უნიკალური ნაკეთობები. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქრისტიანობამდელი პერიოდის ოქრომჭედლობის ნატიფ ნიმუშებს, რომლებიც თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულის მეორე ნახევრიდან ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნის ჩათვლით. მუზეუმში დაცული ექსპონატები აღმოჩენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: ანანურში, წნორში, მარტყოფში, თრიალეთის ყორღანებში, ვანში, ახალგორში, მცხეთაში, ჟინვალსა და ა.შ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) მისამართი: ქ. თბილისი, სიონის ქ. 8 აღწერა:მუზეუმის ფონდებში დაცულია თბილისის ისტორიასთან, ყოფასთან და კულტურასთან დაკავშირებული კოლექციები. მათ შორის, უნიკალური არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, დოკუმენტური მასალა, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ბრინჯაოს ხანის იარაღი და თიხის ნაწარმი, ფეოდალური ხანის მოჭიქული და სხვა სახის თიხის ჭურჭელი, ქაშანურის და ფაიფურის ნაწარმი, საბრძოლო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ნუმიზმატიკა, ქართველ და უცხოელ მხატვართა მხატვრული და გრაფიკული ნამუშევრები (ლ. გუდიაშვილი, მ. თოიძე, ე. ახვლედიანი, ა. ფოგელი, ა. ციმაკურიძე, და სხვა. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Jun 25 2007, 01:40 PM
პოსტი
#2
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ხელოვნების პროფილის მუზეუმები თბილისი საქართველოს ეროვნული მუზეუმი. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი მისამართი: ქ. თბილისი, ლ. გუდიაშვილის ქ. 1 აღწერა: მუზეუმი განთავსებულია ყოფილი სასულიერო სემინარიის შენობაში. მუზეუმის სტაციონარულ ექსპოზიციებში ძირითადად წარმოდგენილია ხელოვნების ნიმუშები შუა საუკუნეების ხანიდან მეოცე საუკუნის ჩათვლით და ასევე, მცირე რაოდენობის ქრისტიანობამდელი პერიოდის მასალა. მუზეუმში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ოქროს ფონდს (საგანძური), სადაც გამოფენილია VIII-XIX სს-ის ქართული ოქრომჭედლობის უძველესი ნიმუშები (ზარზმის ფერისცვალების ხატი, ბედიის ბარძიმი, ანჩისხატისა და ხახულის კარედები, ტონდო წმინდა მამაის გამოსახულებით, საწინამძღვრო ჯვრები და სხვ.), აგრეთვე ქართული ტიხრული მინანქრის უნიკალური ნაკეთობები (VIII-XV სს.), სხვადასხვა პერიოდის მდიდრული საიუველირო ნაწარმი, რიტუალური დანიშნულების საეკლესიო ნივთები, მხატვრული ნაქარგობის ნატიფი ნიმუშები. ძველი ქართული ხელოვნების ფონდებში შედის შუასაუკუნეების ქართული არქიტექტურის, მონუმენტური ფერწერისა და მოზაიკის, ქანდაკების, ხატწერის, ხეზე კვეთის ნიმუშები. მუზეუმში დაცულია ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების კოლექცია (146 ფერწერული ტილო), ალექსანდრე ბერიძის, შალვა ქიქოძის, გიგო გაბაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, მოსე თოიძის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის, ელენე ახვლედიანის, სერგო ქობულაძის და სხვათა ნაწარმოებები. ხელოვნების მუზეუმში ასევე ინახება XVIII-XIX სს-ების რუსეთის, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებისა (ლუკას კრანახი, შარდენი) და აღმოსავლეთის ქვეყნების ხალხთა ხელოვნების (მათ შორის, ყაჯარული პორტრეტების უმდიდრესი კოლექცია) საინტერესო კოლექციები. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი მისამართი: ქ. თბილისი, ლ. ქიაჩელის ქ. 12 აღწერა: სახლ-მუზეუმი დაფუძნდა 1976 წელს ცნობილი ქართველი მხატვრის, მე-20 საუკუნის ახალი ქართული ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლის - ელენე ახვლედიანის (1901-1975 წწ.) ბინა-სახელოსნოს ბაზაზე. ახალგაზრდა მხატვარი წლების მანძილზე სწავლობდა იტალიასა და საფრანგეთში (პარიზის კოლოროსის აკადემია), სადაც ინტენსიურად აწყობდა გამოფენებს, რომლებიც ფრანგი კრიტიკოსებისა და ხელოვანების დიდ ინტერესს იწვევდა (პაბლო პიკასოსა და პოლ სინიაკთან ნაცნობობა შემდეგში მეგობრობაში გადაიზარდა). თბილისში დაბრუნების შემდეგ ელენე ახვლედიანის ბინა-სახელოსნო ხელოვნების თავისებურ სალონად იქცა, სადაც იმართებოდა პოეზიის საღამოები, კონცერტები, უკრავდნენ რიხტერი, ჰ. ნეიჰაუზი. სახლ-მუზეუმში ექსპონირებულია (3292 ექსპონატი) მხატვრის ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში შესრულებული ფერწერული ტილოები (ძირითადად საქართველოს სხვადასხვა კუთხის პეიზაჟები), გრაფიკული და სცენოგრაფიული ნამუშევრები; აგრეთვე მის მიერ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შეგროვებული უტილიტარულ-დეკორატიული ნივთები - XIX-XX სს-ის გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები: ფარდაგები, ხალიჩები, კერამიკა, სპილენძის ჭურჭელი, მუზეუმში დაცულია უნიკალური დოკუმენტური და ფოტომასალა, ბიბლიოთეკა. სახლ-მუზეუმი ამჟამადაც კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია - რეგულარულად ხორციელდება სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო პროექტები, იმართება პოეზიის საღამოები, ეწყობა კონცერტები. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
tamuna m |
Mar 17 2008, 05:49 PM
პოსტი
#3
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
თბილისი საქართველოს ეროვნული მუზეუმი. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი მისამართი: ქ. თბილისი, ლ. გუდიაშვილის ქ. 1 აღწერა: მუზეუმი განთავსებულია ყოფილი სასულიერო სემინარიის შენობაში. მუზეუმის სტაციონარულ ექსპოზიციებში ძირითადად წარმოდგენილია ხელოვნების ნიმუშები შუა საუკუნეების ხანიდან მეოცე საუკუნის ჩათვლით და ასევე, მცირე რაოდენობის ქრისტიანობამდელი პერიოდის მასალა. მუზეუმში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ოქროს ფონდს (საგანძური), სადაც გამოფენილია VIII-XIX სს-ის ქართული ოქრომჭედლობის უძველესი ნიმუშები (ზარზმის ფერისცვალების ხატი, ბედიის ბარძიმი, ანჩისხატისა და ხახულის კარედები, ტონდო წმინდა მამაის გამოსახულებით, საწინამძღვრო ჯვრები და სხვ.), აგრეთვე ქართული ტიხრული მინანქრის უნიკალური ნაკეთობები (VIII-XV სს.), სხვადასხვა პერიოდის მდიდრული საიუველირო ნაწარმი, რიტუალური დანიშნულების საეკლესიო ნივთები, მხატვრული ნაქარგობის ნატიფი ნიმუშები. ძველი ქართული ხელოვნების ფონდებში შედის შუასაუკუნეების ქართული არქიტექტურის, მონუმენტური ფერწერისა და მოზაიკის, ქანდაკების, ხატწერის, ხეზე კვეთის ნიმუშები. მუზეუმში დაცულია ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების კოლექცია (146 ფერწერული ტილო), ალექსანდრე ბერიძის, შალვა ქიქოძის, გიგო გაბაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, მოსე თოიძის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის, ელენე ახვლედიანის, სერგო ქობულაძის და სხვათა ნაწარმოებები. ხელოვნების მუზეუმში ასევე ინახება XVIII-XIX სს-ების რუსეთის, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებისა (ლუკას კრანახი, შარდენი) და აღმოსავლეთის ქვეყნების ხალხთა ხელოვნების (მათ შორის, ყაჯარული პორტრეტების უმდიდრესი კოლექცია) საინტერესო კოლექციები. მეც დავამატებ ხელოვნების მუზეუმის დაარსების თარიღად 1920 წლის 1 თებერვალი სახელდება, როდესაც ცნობილი მხატვრის, ქართული კულტურის მოამაგის დიმიტრი შევარდნაძის თაოსნობითა და სხვა ქართველ მოღვაწეთა შემწეობით თბილისში გაიხსნა ეროვნული გალერეა. ამ ფაქტს აღფრთოვანებით შეხვდა იმდროინდელი საზოგადოება, რამაც განსაზღვრა კიდეც გალერეის შემდგომი ბედი: საზოგადოების მხრიდან გამოვლენილი ინტერესის, მხარდაჭერისა და გალერეის მესვეურთა ძალისხმევის შედეგად ეროვნული გალერეა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კერად იქცა, სადაც ქართული კულტურის ძეგლთა თავმოყრა დაიწყო.1932 წლის 5 აგვისტოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით მოხდა ეროვნული გალერეის რეორგანიზება და მის ბაზაზე სახვითი ხელოვნების მუზეუმი დაფუძნდა, სადაც თავი მოიყარა საქართველოს საისტორიო საეთნოგრაფიო და ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოებების, აგრეთვე თბილისის უნივერსიტეტის ძველი ქართული ხელოვნების კოლექციებმა.1933 წელს მუზეუმისათვის მეტეხის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიყო შენობა, რის გამოც მომდევნო წლებში მას ხელოვნების მუზეუმ ‘’მეტეხად’’ მოიხსენიებდნენ. მუზეუმის პირველი დირექტორი გახლდათ დიმიტრი შევარდნაძე. 1945 წელს სასიქადულო მამულიშვილის ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლით საქართველოს 1921 წელს მენშევიკური მთავრობის მიერ საფრანგეთში გატანილი ეროვნული საგანძური დაუბრუნდა, რომლის დიდი ნაწილიც ხელოვნების მუზეუმს გადაეცა. 1950 წლიდან მუზეუმი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმად იწოდებოდა. ამავე წელს მას გადასცეს შენობა, რომელშიც დღემდეა განთავსებული. რუსული ამპირის სტილის ნაგებობა, რომელიც 1838 წელს აშენდა და მასში ხანგრძლივი დროის განმავლობაში სასულიერო სემინარია იყო განთავსებული. მუზეუმის შემდგომი აღმავლობა მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია მისი დირექტორის, აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის სახელთან. 2004 წლიდან შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნაწილია და მიმდინარე რეფორმების პირობებში კვლავაც განაგრძობს კოლექციების ექსპონირებას, კვლევასა და დაცვას. პ.ს. ძალიან მიყვარს ეს მუზეუმი! ერთ ზაფხულს პრაქტიკები მიტარდებოდა და... -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 11:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი