IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მახვილი მესიისა, წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
marine
პოსტი Mar 10 2008, 05:14 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,120
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მინდა, რომ ამ თემაში ყველა მასალას, რაც დიდებულ მეფესა და წმინდანს, დავით აღმაშენებელს ეხება, ერთად მოვუყაროთ თავი და განვადიდოთ ჩვენი სახელოვანი წინაპარი smile.gif

IPB-ს სურათი

მეფესა დავითს


სიბრძნის მოყუარებ შენ, უფროჲსად ბრწყინვალეო, თუალო ყოვლისა სოფლისა მეფეთა ერთგუამობისაო, რომელი-ეგე ჰაეროვან ხარ, ვითარცა სამყარო ხილულსა სოფელსა შორის;

საჩინო, ვითარცა მზე, ვარსკულავთა შორის;

ბრწყინუალე, ვითარცა ეთერი ნივთთა შორის;

ნათლისფერ, ვითარცა ელვა ღრუბელთა შორის;

ცის-კროვან, ვითარცა აღმოსავალი კერძოთა შორის;

ტკბილ, ვითარცა არე ჟამთა შორის;

ღმრთის სახე, ვითარცა საყუარელი სათნოებათა შორის;

გულისათქუმელ, ვითარცა ოქროჲ მიწათა შორის;

ელვარე, ვითარცა იაკინთი ქვათა შორის;

მაღალ, ვითარცა ფინიკი ნერგთა შორის;

შუენიერ, ვითარცა ვარდი ყუავილთა შორის;

აღმატებულ, ვითარცა სამოთხე ქუეყანასა შორის;

ძლიერ, ვითარცა ლომი მჴეცთა შორის;

მტკიცე, ვითარცა ანდამატი განუკუეთელთა შორის;

სახელგანთქმულ, ვითარცა ნებროთ გმირთა შორის;

ახოვან, ვითარცა ისო წინამბრძოლთა შორის;

მოშურნე, ვითარცა ფინეზ მღვდელთა შორის;

მხნე, ვითარცა სამფსონ მსაჯულთა შორის;

უბრძოლველ, ვითარცა აქილლევ ელლენთა შორის;

ბრძენ, ვითარცა სოლომონ მეფეთა შორის;

მშჳდ, ვითარცა დავით ცხებულთა შორის;

შურისმეძიებელ, ვითარცა იოსია შარავანდედთა შორის;

უზარო, ვითარცა მაკედონელი მფლობელთა შორის;

განმადიდებელ ფლობისა, ვითარცა ავღჳსტოს კეისართა შორის;

კაცთმოყუარე, ვითარცა ჩემი იესო ღმერთთა შორის; ბუნებით ღმერთი, მადლით ღმერთქმნულთა შორის;

მჴურვალე, ვითარცა პეტრე მოწაფეთა შორის;

საყუარელ, ვითარცა იოანე მეგობართა შორის;

მკჳრცხლ, ვითარცა პავლე მოციქულთა შორის;

სახის დასაბამ უცთომელისა ქრისტიანობისა, ვითარცა დიდი კონსტანტინე თჳთმპყრობელთა შორის;

სიმტკიცე კეთილად მსახურებისა, ვითარცა თევიდოსი სკიპტრისმპყრობელთა შორის...

ყოველთა ვედრებაჲ, ყოველთა ლიტანიობაჲ, ყოველთა ერთჴმობაჲ, ვითარმედ დავით კეთილად მსახურისა და ღმრთივდაცვულისა მეფისა, ჩუენისა მრავალმცა არიან წელიწადნი!..


მონაზონი არსენი



წმიდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებელი (+1125)

ტროპარი

საკვირველება, რომელი ქმენ, უფალო, წმიდისა შენისა შორის კეთილმორწმუნისა მეფისა დავითისა, ზესთა აღხდების გონებასა სიტყვის მოქმედთასა რამეთუ ადიდე იგი სახელისათვის შენისა, ვიდრე დახსნამდე სარკინოზთა ბრწყინვალეთა მიერ ძლევათა ყოველად საკვირველთა, ხოლო შემდგომად დაზსნისა სარკინოზთასა დიდებულ ჰყავ ნიშთა მიერ საკვირველთა, რომლისა ოხითა მოეც სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.

კონდაკი

ზესთა მბრძოლისა უძლეველსა დავითს და შემწესა ურცხვენელსა კეთილ-მსახურებისასა, ვითარცა მის მიერ განათლებულნი სამწყსოისა მისისა ერნი და ქალაქნი, შორის ხმისა, გვირგვინსა შეუთხზვიდეთ, განმათავისუფლებელსა მას ჩუენსა ყოველთაგან ვნებათა და ვიტყოდეთ მისდამი სიხარულით: გიხაროდენ, კმაო, მფარველო ჩუენო.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
tamuna m
პოსტი Mar 17 2008, 06:31 PM
პოსტი #2


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ყველაზე საინტერესო მეფისა და მისი რაზმელების ურთიერთ-დამოკიდებულებაა, რომელიც, როგორც ჩანს, დამახასიათებელი იყო ქართული მონარქიისთვის. თუნდაც არნახული გმირობა ჩაედინა მეფეს, მის შეცდომაზე ჯარისკაცებიც კი არ ხუჭავდნენ თვალს, არ პირფერობდნენ, გუნდრუკს არ უკმევდნენ, პირში ამხელდნენ და განსჯიდნენ. და, სწორედ ამ გზით აქანდაკებდნენ ქართულ ზნეობას, დიდ და ღირსეულ საქართველოს აშენებდნენ.

დავით აღმაშენებელმა გამეფებისთანავე დასახა საქართველოს განვითარების და აღორძინების გეგმის ზოგადი კონტურები. 1089-1110 წლებში შექმნა მონა-სპა; ჩაოაყალიბა რეგულარული არმია; ჩაატარა რუის-ურბნისის კრება; განახორციელა არსებული სახელმწიფო სტრუქტურების რეფორმა; ააგო სრულიად ახალი სახელმწიფო სისტემა; შემოიერთა კახეთ-ჰერეთი; ქვემო ქართლი, მტერთაგან მიტაცებული მესხეთის მიწები.

საქართველოს მეფის იურისდიქციის მიღმა მხოლოდ თბილის-რუსთავ-დმანისის აგლომერაცია და ლორესა და გიშის ციხეები რჩებოდა. ხსენებული ქალაქები 70 წლის მანძილზე რესპუბლიკური წყობით ცხოვრობდნენ. მართალია, ისინი პერიოდულად ქართველ მეფეთა სიუზერენობასაც აღიარებდნენ, მაგრამ მათთვის უშუალოდ მონარქის მფლობელობაში გადასვლა, სოციალური თვალსაზრისით, პრობლემატური საკითხი იყო. ამასთან, თბილისი, მსოფლიო სავაჭრო მაგისტრალის, აბრეშუმის გზის უმნიშვნელოვანესი პუნქტი იყო. დავით აღმაშენებელს საქართველოს ძველი დედაქალაქის შემოერთება მხოლოდ და მხოლოდ მისი ინფრასტრუქტურისა და მაღალ კატეგორიის ვაჭარ-ხელოსნური კადრების ძირითადი ნაწილის შენარჩუნებით სურდა.

ერთი სიტყვით, დავით აღმაშენებელი თბილის-დმანის-რუსთავის დაუფლების საკითხს დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა. ამ პრობლემის გადაჭრა გარკვეულ დროსა და მზაობას მოითხოვდა. სავარაუდოდ, დავით აღმაშენებლი საქართველოს გაერთიანების შემდეგ, შირვანთან, სომხებთან, ბიზანტიასთან და ჯვაროსნებთან ალიანსში განაგრძობდა ბრძოლას ისლამურ კოალიციასთან. ეს პროცესი, შესაძლოა, ათწლეულების მანძილზეც გაგრძელებულიყო. რასაც, ალბათ, დავითის სიცოცხლე არც კი ეყოფოდა.

1110 წლისთვის, ნაკლებ სავარაუდოა, რომ საქართველოს მსოფლიოს ზესახელმწიფოდ გადაქცევის პრეტენზია ჰქონოდა. უბრალოდ, იმ დროისთვის დავითის უმთავრეს მიზანს საქართველოს გაერთიანების დასრულება და პარტნიორებთან მტკიცე კავშირის შენარჩუნება შეადგენად.

1110 წელს მოხდა ერთი ფაქტი, რომელმაც დავით აღმაშენებლის მიზნები რადიკალურად შეცვალა და სულ სხვა განზომილებაში გადაიყვანა საქართველოს პერსპექტივები.

1110 წელს, მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელმა გიორგიმ, თრიალეთის მმართველ თევდორეს, აბულეთისა და იოანე ორბელის თანაშემწეობით, ელვისებური სამხედრო ოპერაცი ჩაატარა. თურქეთაგან გაათავისუფლა სამშვილდე და ქვემო ქართლი. სწორედ ამ წელს, თრიალეთში ისე შემოვიდა თურქ-სელჩუკთა ასი ათასიანი არმია, რომ დავით აღმაშენებლის მსტოვრებმა წინასწარ ვერაფერი შეიტყვეს. მეფე ნაჭარმაგევს იმყოფებოდა. დაყოვნება შეუძლებელი იყო.მტერს ხელეწიფებოდა აქამდე განთავისუფლებული სიმაგრეების ხელახლა დაუფლება. დავითმა განიზრახა 1500 კაცით მოულოდნელად თავს დასხმოდა მტრის სამოცდაშვიდჯერ მრავალრიცხოვან მხედრობას. სამწუხაროდ, იმ დროს მეფეს მხოლოდ ეს 1500 მოლაშქრე ახლდა. დავითის მებრძოლებმა გზის გავლას მთელი ღამე მოანდომეს და გამთენიისას, თრიალეთში მყოფ სელჩუკებს თავს დაესხნენ. არნახული სისწრაფით მოძრაობდნენ ქართველები. იბრძოდნენ შუბებით, მშვილდებით, ხმლებით, ხანჯლებით... ბრძოლა დაღამებამდე გაგრძელად. მეტრი ტოვებდა საქონელს, ცხენებს, კარვებს, საგანძურს და საბრძოლო პოზიციებიდან გარბოდა. დავითმა სელჩუკებს ღამით დევნა არ დაუწყო. ფიქრობდა, რომ გამთენიისას, სადმე, ახალ პოზიციაზე გამაგრებული თურქები ბრძოლას განაახლებდნენ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ 1500 ქართველს ისე გაენადგურებინა მუსლიმანთა ასი ათასიანი მხედრობა, რომ იავარყოფილი აგარიანები, არათუ გასულიყვნენ საქართველოს ტერიტორიიდან, არამედ აღარც კი ფიქრობდნენ ერთმანეთთან დაკავშირებას.

თრიალეთის ოპერაციის დროს სამოცდაშვიდჯერ მრავალრიცხოვანი მტრის განადგურებამ დავით აღმაშენებლი დაარწმუნა თავისი მონა-სპისა და რეგულარული არმიის უდიდესი შესაძლებლობებში. მან განიხრახა, მსოფლიო ისტორიაში მანამდე არნახული გენერალური ბრძოლის, ასე ვთქვათ, სამხედრო სპექტაკლის დადგმა.

დაიწყო 11-წლიანი მზადება იმ ბრძოლის ორგანიზება-პროვოცირებისთვის, რომელსაც დიდგორის ომი ეწოდა, ანუ "ძლევაი საკვირველი". თუკი ყოველივე დავითის გეგმის თანახმად განხორციელდებოდა, საქართველოს შეეძლო გაერთიანებულიყო და გათავისუფლებულიყო სელჩუკთა უღლისაგან და არა მარტო ანტიისლამური კოალიციის ერთ-ერთ წევრად დარჩენილიყო, არამედ იკვეთებოდა მსოფლიოს ზესახელმწიფოდ გადაქცევის პერსპექტივა.

დავითმა აიღო შემდეგი ციხე-ქალაქები: 1115 წელს - რუსთავი, 1117 წელს - გიში, 1118 წელს - ლორე. არ აიღო დმანისი და ხელუხლებლად დატოვა დიდგორზე და მანგლისზე გამავალი გზა, რომელიც თბილისს დმანისთან და აქედან კი ისლამურ სამყაროსთან აკავშირებდა. ანუ თბილისისკენ მომავალი ყველა გზა დაკეტა, გარდა ერთისა. ცხადია, ქართულ მხედრობას ჯერ კიდევ 1110 წლისთვის შეეძლო თბილისის აღებმა, მაგრამ შეუძლებელი გახდებოდა მტრის ურიცხვი მხედრობის ვიწროებში შემოტყუება და მომავალ გენერალურ ბრძოლაში ისეთი აბსოლუტური წარმატების მიღწევა, როგორიც დიდგორის ველზე განხორციელდა.

აუღებელი თბილისი 1121 წლამდე სამხედრო-სტრატეგიულ საცდურად დატოვა. დავითს გენერალური ბრძოლის გამართვამდე რომ აეღო თბილისი და დმანისი, მაშინ ისლამურ კოალიციასთან ომი ლორეს, დმანისის, რუსთავის ანდა გიშის კედლებთან მოუწევდა, ანუ ის იძულებული გახდებოდა გაშლილ ველზე ეწარმოებინა სამხედრო ოპერაცია გაცილებით მრავალრიცხოვანი მტრის წინააღმდეგ, რაც მისი შეიარაღებული ძალების ეფექტურობას შეამცირებდა. დავით აღმაშენებლი ცდილობდა, მაქსიმალურად გამოეყენებინა გეოგრაფიული გარემო.

თბილისი 1045 წლიდან ქალაქ-რესპუბლიკა იყო. 1080 წლამდე თბილისის მმართველები აფხაზთა და ქართველთა მეფის ყმადნაფიცობას აღიარებდნენ. 1080-1010 წლებში (დიდი თურქობის) დაწყებიდან თბილისი მხოლოდ სელჩუკიანი სულთანის უხენაესობას ცნობდა და კავკასიაში ანტიქართული პოლიტიკური ძალების ეპიცენტრს წარმოადგენად.

1010 წლიდან თბილისი საქართველოს მეფის მოხარკე იყო და დავით აღმაშენებლის მიერ დანიშნული ციხისთავიც ათი მხედრის თანხლებით ქალაქში იმყოფებოდა. დავით აღმაშენებელი 1118-1121 წლებში განუწყვეტილივ არბევდა ისლამური ქალაქებიდან თბილისში მომავალ ქარავნებს. ამით მუდმივ სტრესში ამყოფებდა ადგილობრივ ურჯულოებს. დავითის მცდელობამ თავისი შედეგი გამოიღო და 1121 წელს მუსლიმანთა კოალიციური მხედრობა საქართველოსკენ სწორედ თბილელ, განჯელ და დმანელ ვაჭართა თხოვნის შედეგად დაიძრა.

დავით აღმაშენებელი ცდილობდა დამატებითი რესურსების მოძიებას. ამ მიზნით მან 1118 წელს დალაშქრა ჩრდილოეთ კავკასია, ადგილობრივ მმართველებს მძევლები ჩამოართვა, გახსნა გზა ჩრდილოეთის სტეპისკენ და იქიდან ორმოცი ათასი ყივჩაღური სელჩუკების მსგავსად, თურქულ მოდგმას ეკუთვნებოდნენ.

დავით აღმაშენებელმა ყივჩაღების გადმოსახლებითა და მათი მოთარეშეებად გამოყენებით დიდი სტეპიდან წამოსული ორი თურქული მოდგმა ერთმანეთს დაუპირისპირა, ანუ თურქი-ყივჩაღები - თურქ-სელჩუკებს და ამით ბარბაროსული ანტიკულტურულისისტემა თვითლიკვიდირებადი გახდა. ეს კიდევ ერთი დასტურია დავით აღმაშენებლის დიდი გეოპოლიტიკური აზროვნებისა.

დავითმა ყივჩაღები ძირითადად საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და უახლოესი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებზე ჩაასახლა.

დავით აღმაშენებელი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა საქართველოს ბუნებრივ პარტნიორებთან ინტენსიურ კავშირ-ურთიერთობებს. მან თავისი ერთი ქალიშვილი შირვან-შაჰს, ანუ თანამედროვე აზერბაიჯანის მეფეს მიათხოვა, ხოლო მეორე - ბიზანტიის იმპერატორს შერთო ცოლად. როგორც ცნობილია. 1095 წელს დაიწყო ჯვაროსნული ლაშქრობები იერუსალიმის გასათავისუფლებლად, დღეს უკვე აღიარებულია, რომ ჯვაროსნული ლაშქრობის გამოცხადება რომის პაპ ურბან მეორეს ბიზანტიის იმპერატორმა ალექსი კომნენოსმა შთააგონა. ალექსი დავით აღმაშენებლის მამიდის შვილობილი იყო და, ამასთან, კონსტანტინოპოლში ძალზედ ძლიერი იყო ქართული გავლენა. წარმატებით მოქმედებდნენ დავითის მსტოვრებიც.

ჯვაროსნებმა იერუსალიმი 1099 წელს გაათავისუფლეს. ისინი წმინდა ქალაქში კონსტანტინეპოლის გავლით ჩავიდნენ. ევროპელ რაინდებს იერუსალიმის აღებაში ეხმარებოდნენ დავით აღმაშენებლის რაზმელებიც. 1099-1118 წლებში თურქთა წინააღმდეგ წარმოებულმა ომებმა დავით აღმაშენებელს საქრისტიანოს უძლეველი სარდლის სახელი მოუტანა. ძველი ევროპული წყაროები მას უძლეველ ბარ-ბეფეს, იოანე პრესვიტერს უწოდებენ. ევროპული გადმოცემების თანახმად, ჯვაროსნებმა დავითთან ჩამოაბრძანეს წმინდა გრაალის თასი. 1118 წლისთვის ერთობ გაძლიერდა თურქ-სელჩუკთა შეტევა იერუსალიმის ჯვაროსნულ სამეფოზე. შემწეობის სათხოვნელად 1119 წელს საქართველოში ფარულად ჩამოვიდა იერუსალიმის მეფე ბოლდუინ-მეორე. დავით აღმაშენებელმა ახალი ძალისმხევით დაიწყო დმანის-თბილისის გზაზე მუსულმან ვაჭართა რბევა. პარალელურად, აღმოსავლეთის ქვეყნებში საოცრად გააძლიერა თავისი აგენტურული ქსელი. პრაქტიკულად, საქართველო სრულიად მზად იყო დიდგორის ბრძოლისთვის.

ერთი სიტყვით, 1121 წელს დავით აღმაშენებელს თბილისისა და დმანისის გარდა, სრულიად გაერთიანებული ჰქონდა საქართველო. მტკიცე პოლიტიკურ თუ სამხედრო ალიანსში იმყოფებოდა თავის ბუნებრივ მოკავშირეებთან, ბიზანტიასთან და ჯვაროსნებთან. თურქი-ყივჩაღი დაპირისპირებული ჰყავდა თურქ-სელჩუკებთან და თანაც მათი მთავრის ასულთან ქორწინებითა და ყივჩაღების გაქრისტიანებით მინიმუმამდე იყო შემცირებული ყივჩაღების სელჩუკებთან შეკვრის შესაძლებლობა. დავითის მსტოვრები ამომწურავ ინფორმაციას ფლობდნენ, როგორც ბაღდადსა და რომში, ისე კონსტანტინოპოლსა და იერუსალიმში მიმდინარე პროცესებზე. დავითმა წინასწარ იცოდა, როდის წამოვიდოდა საქართველოს დასალაშქრავად მუსულმანთა კოალიციური მხედრობა და იმის შესახებაც უწყოდა, რომ სელჩუკურ, არაბულ-ქურთულ-სპარსული არმია დმანისიდან მანგილის-დიდგორის გზით შეეცდებოდა თბილისში შემოსვლას.

ამიერიდან, დავით აღმაშენებელს სრული წინაპირობა ჰქონდა იმისა, რომ ბრწყინვალედ დაედგა და განეხორციელებინა სპექტაკლი დიდგორის ბრძოლის, ანუ "ძლევაი საკვირველის" სახელით.
დიდგორის ბრძოლა

1118-21 წლებში დავით აღმაშენებელმა ყველა საჭირო მიმართულებით განახორციელა გეგმაზომიერი ქმედებები, რათა მსოფლიო ისლამური კოალიცია იძულებული გაეხადა საქართველოში შემოსულიყო გენერალური ბრძოლის გასამართავად.

დავითს გენერალური ბრძოლა სჭირდებოდა!
1121 წლის გაზაფხულზე ბაღდადიდან საქართველოს მიმართულებით ისლამური კოალიციის 400-ათასიანი არმია დაიძრა.

კოალიციის შემადგენლობაში შედიოდნენ:
რჩეული თურქმენები
სპარსელები
არაბები
ქურთები
სომხები
ისლამურ კოალიციას მეთაურობდნენ:
ელღაზ არდუხის ძე,
არაბთა ხელმწიფე - დურბეზ სადაყის ძე,
სომეხი მელიქები, ალეპოსა და დამასკოს მმართველები. მათ თან ახლდა სელჩუკთა დიდი ხელმწიფის, სულთან-მაჰმუდის მემკვიდრე, უფლისწული მალიქი, სელჩუკები არაბულ ცხენებსა და ასურულ ჯორებზე იყვნენ ამხედრებულნი. ისლამური კოალიციის ჯარები მუბოსანთა და მოისრათა რაზმებისგან შედგებოდა. ძალზე ძლიერი იყო მათი მსუბუქი კავალერია და ლოდმტყორცნელთა შენაერთი. ცხადია, თან ჰქონდათ ლოდსატყორცნი მანქანები - ფილაკავანები.

კოალიციის გეგმური მაშრუტი იყო განჯა-დმანისი-თბილისი, ანუ გზა, რომელიც ქვემო ქართლიდან მანგლის-კოჯორის გავლით, თბილისში შედიოდა.
მუსულმანთა სამხედრო ამოცანას წარმოადგენდა თბილისსა და ქვემო ქართლში გამგრება, პლაცდარმის მოწყობა და აქედან საქართველოს რბევა. სელჩუკებმა კარგად უწყოდნენ, რომ დავით აღმაშენებელს არ გამოეპარებოდა მათი მოძრაოების გრაფიკი.
მსოფლიოში სახელგანთქმული იყო დავითის მსტოვართა აპარატი. ამიტომაც, ილღაზის მებრძოლები, თბილისში შესვლამდე, თრიალეთის მიდამოებში გენერალური ბრძოლის გამართვას ვარაუდობდნე. როგორც აღვნიშნეთ, დავით აღმაშენებლი მტერს სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ხვდებოდა.

დავით აღმაშენებლის განკარგულებაში იმყოფებოდა:
5 000-კაციანი ქართული მონა-სპა,
20 000-რეგულარული ქართული შენაერთი,
15 000 ფეოდალური ლაშქრის რაზმელი;
15 000 ყივჩაღი;
500-კაციანი ოსური როქის-სპა.
ქართული ჯარი მთლიანად მხედართაგან იყო დაკომპლექტებული. ამასთან, თავად ქართული მხედრობა სრულიად უნიკალური იყო იმდროინდელ სამყაროში. ქართველი ცხენოსანი ნებისმიერ წამს მზად იყო, რომ საჭიროებისამებრ ჩამოქვეითებულიყო დაროგორც ფეხოსანს, ისე გაეგრძელებინა ბრძოლა.
დავითის ჯარისკაცები შეჭურვილნი იყვნენ: დავითფერული და სხვა სახის ხმლებით, შუბებით, ხანჯლებითა და ლახტებით. ქართველი მშვილდოსნები ოდითგანვე სახელგანთქმულნი იყვნენ.
1021 წელის აგვისტოში მტერი თრიალეთის ხეობაში შემოვივდა. მათ წინააღმდეგობის გარეშე დაიკავეს მრავალი ციხესიმაგრე თუ გამაგრებული ადგილი. განვლეს მანგილისი და ვიწრო ხეობით თბილისისკენ გაეშურნენ.
ისინი ქართველთა სიახლოვეს გრძნობდნენ. ამიტომაც, ყიჟინითა და თიარაღის ჟღარუნით ცდილობდნენ, ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოეხდინათ და დაეფრთხოთ ქართული ჯარი.
მუსულმანთა კოალიცია დიდგორის მთას გაუსწორდა. მათი ლაშქარი ვიწრო ხეობაში რამდენიმე კილომეტრზე იყო გაშლილი. მათ იცოდნენ, რომ დავით აღმაშენებლის მცირერიცხოვანი მხედრობისთვის ყველაზე ხელსაყრელი გენერალური ომის გამართვა, სწორედ, ვიწრობებში იყო. ამიტომაც, ყოველ წამს ელოდნენ ქართველთა თავდასხმას.
დავით აღმაშენებელი, როგორც აღვნიშნეთ, წინასწარ იცნობდა მტრის მარშრუტს და გენერალური ბრძოლის გამართვას თრიალეთის ხეობაში აპირებდა.
მან ჯარის კონცენტრაცია ნიჩბისის ხევში მოახდინა. შემდეგ ნიჩბისის ხევიდან შიდა ქართლისკენ გამავალი გზები ჩახერგა და, ერთი შეხედვით, თავის დაშქარს უკან დასახევი მოუსპო.
დავითი დიდებულად იცნობდა თავის მხედრობას და არც მათ სიმამაცეში ეპარებოდა ეჭვი, მაგრამ გზების ჩახერგვით იგი ხაზს უსვამდე შემდეგს - გენერალურ ბრძოლაში გამარჯვების მოპოვებას ალტერნატივა არ ჰქონდა. ქართველთა საომარი შემართება და თვითგადარჩენის ინსტიქტიც მხოლოდ მტერთან შერკინებაზე უნდა ყოფილიყო კონცენტრირებული. ამასთან, "ჩახერგვილა" მხოლოდ ერთი მიმართულებით კეტავდა გზას, დავითმა თითქოს თავის მხედრებს ჩაუკეტა უკანდასახევი, სინამდვილეში კი ამით სელჩუკთა აგენტურას აუწყა, რომ ის გენერალურ ბრძოლას სწორედაც რომ დიდგორთან გამართავდა. მუსულმანები მოდუნდნენ. ამ გარემოებამ ქართულ ლაშქარს დამატებითი ფსიქოლოგიური დივიდენდები შესძინა. დავით აღმაშენებელმა, ეგრეთ წოდებული, "კრაზანის ორმაგი კბენის" ეფექტი გამოიყენა.

იგი რჩეული მხედრობის ერთი ნაწილით მტრის დასავლეთ ფლანგზე, ნიჩბისის მხრიდან იყო ჩასაფრებული. ქართველთა რჩეული ლაშქრის მეორე ნაწილი კი, მტრის წყობას მარჯვნიდან მოქცეოდა და დიდგორის ფერდობს ეფარებოდა. ამ ნაწილს უფლისწული დემეტრე მეთაურობდა.

ქართული ჯარის ძირითად ნაწილს 200 ცხენოსანი გამოეყო და მტერი ჯარისკენ დაიძრა. ერთი მეხედვით, ისინი მოღალატეებს ან საქართველოს მეფის დესპანებს ჰგავდნენ. ვერც ერთი თურქმენი ვერ იფიქრებდა, რომ 200 კაცს სხვა რამ განზრახვა ჰქონდა და 400 ათასიან არმიასთან შეტაკებას გაბედავდა. სელჩუკთა არმია ვიწრობებში იყო შემოსული და ერთ ხაზზე, ყველაზე მეტი, 100 მებრძოლი თუ ეტეოდა. შესაბამისად, რამდენიმე წამის განმავლობაში, 200 ქართველს წარმატებით ბრძოლა ნამდვილად შეეძლო. გადამწყვეტი როლი, სწორედ, ამ რამდენიმე წამმა ითამაშა არა მარტო საქართველოს, არამედ იმდროინდელ მსოფლიო ისტორიაში.

მუსლიმანებმა 200 ქართველი თავიანთი მწყობრის შიგნით შეუშვეს. ქართველებმა იხადეს მახვილი და სწორედ აქ დაიწყო "კრაზანის ორმაგი კბენის" ეფექტის განხორციელება. პაატა ნებიერიძის მოსაზრებით, 200 მხედარი ე.წ. "ორმაგი" აგენტი იყო, ანუ დავითმა დიდგორამდე მრავალი ხნით ადრე თავისი მსტოვრები დააკავშირა მუსლიმანთა სარდლობასთან და სელჩუკიანები დაარწმუნა, რომ თითქოს, დავითის მხედრობაში მტრის მხარდამჭერნი იმყოფებოდნენ, რომელნიც საქართველოს მეფესთან შეთანხმებით გარკვეულ ინფორმაციას აწვდიდნენ მუსლიმანებს. როგორც ჩანს, დიდგორის წინ 200 მხედრის მეთაურსა და ილღაზს შორის არსრებობდა წინასწარი შეთანხმება, რომ ბრძოლის დაწყებამდე ვითომდა მოღალატე ქართველები დატოვებდნენ დავითის ლაშქარს და სელჩუკიანებს შეუერთდებოდნენ. 200 მხედარი სელჩუკებმა უვნებლად შეუშვეს თავიანთ რიგებს შორის, რადგან მოკავშირეები ეგონათ. 200 ქართველის შეტევამ წამიერად გააოგნა მეწინავე სელჩუკები და სრული გაურკვევლობის გამომხატველმა შეძახილმა გადაურბინა მრავალი კილომეტრის სიგრძეზე ჩამწკრივებულ მტრის რიგებს. საკმარისი იყო რამდენიმე წამი, რათა მტერი გონს მოსულიყო, მოესპო 200 თავხედი ქართველი და კონტრშეტევა დაეწყო. სანამ მტერი გონს მოვიდოდა, ელვისებური შეტევა დაიწყეს დავითისა და დემეტრეს ცხენოსანთა რაზმებმა. მათ სწორედ იქ მიიტანეს იერიში, სადაც 200 ქართველი იბრძოდა. სელჩუკთა გაოგნება პანიკაში გადაიზარდა. გატყდა და ბრძოლის ველიდან გაიქცა სელჩუკთა რჩეული, მეწინავე რაზმი. ისინი უკან მდგომებს ქელავდნენ. მეწინავეთა ისტერიულმა მდგომარეობამ სრული დემორალიზაცია გამოიწვია დანარჩენ მხედრობაშიც. მტერი თავის გადარჩენაზე ფიქრობდა.

დავით აღმაშენებელმა სიტყვით მიმართა ქართველებს: "ეჰა მეომარნო ქრისტესანო, თუ სარწმუნეოებით ვიბრძოლებთ, არათუ ეშმაკის ამ ურიცხვ მიმდევართა, არამედ თავად ეშმაკსაც იოლად დავამარცხებთ".
და მოხდა სასწაული, ზეციდან გარდმოეშვა წმინდა გიორგის სული, რომელიც მახვილით ხორციელად სპობდა სელჩუკთა რაზმელებს.
მტრის რბევა და ჟლეტა რამდენიმე დღე გაგრძელდა. თითქმის მთლიანად გაწყდა ისლამური კოალიცია. დიდგორის ომში, როგორც ისტორიკოსები გვაუწყებენ, არც ერთი ქართველი არ დაღუპულა. სრულიად უვნებლად გადარჩა 200 მხედარიც.
აღსანიშნავია შემდეგი გარემოება: დიდგორის ბრძოლაში დავით აღმაშენებელს არ მიუმართავს პარტიზანული ომის ტრაქტიკისთვის. მტერს მოულოდნელად არ დასხმია. პირიქით, ისლამურმა კოალიციამ წინასწარ იცოდა ბრძოლის სავარაუდო ადგილი და ისიც, თუ სად იყო გამაგრებული ქართული მხედრობა. იცოდა თავისი რიცხობრივი სიჭარბის შესახებაც.
აღმაშენებელმა 200 მხედრის წინ წარგზავნით კიდევ უფრო გაუძლიერა მტერს უპირატესობის გრძნობა, წამით მოადგუნა და თანამებრძოლთა საოცარი სიმამაცის, სისწრაფისა და, რაც მთავარია, ოპერაციის დროსა და სივრცეში უზუსტესად ჩატარების წყალობით, გატეხა მოწინააღმდეგ, თანაც იმდენად ეფექტურად, რომ ომი მუსლიმანთა სასაკლაოდ იქცა. დიდგორის ბრძოლამ ცხადყო, რომ ქართული ჯარი მსოფლიოში უძლიერეს სამხედრო მანქანას წარმოადგენად. საქართველოს მსოფლიო ჰეგემონიის აღაიარებას წინ ვეღარაფერი დაუდგებოდა!!!
დიდგორის ბრძოლამ XII ს-ის მსოფლიო ისტორიაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. აღარ არსებობდა ძალა, რომელიც საქართველოს წინ აღუდგებოდა. უკვე შეიძლებოდა თერთმეტი წლის მანძილზე ერთგვარ სატყუარად დატოვებული თბილისისა და დმანისის შემოერთება.

1122 წლის დამდეგს, დავით აღმაშენებელმა აიღო თბილისი და დედაქალაქი ქუთაისიდან გორგასლის დაარსებულ ქალაქში გადაიტანა.
1122 წელი დავით აღმაშენებელმა ძირითადად ეკონომიკურ რეფორმებს დაუთმო. კერძოდ, არაქართველ ვაჭრებს იმდენად შეუმცირა გადასახადები, რომ როგორც მუსლიმანი, ისე ევროპელი სოვდაგრებისთვის უფრო მომგებიანი შეიქმნა კომერციული საქმიანობა თბილისში, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქალაქში, თუნდაც მათ მშობლიურ ქვეყნებში.
ამასთან, საქართველოში საოცრად განვითარდა მომსახურების სფერო (ქარვასლები, გზები, საავადმყოფოები, სასამართლოები).
დიფერენცირებულმა გადასახადებმა სხვა სარგებელიც მოიტანა: ქართველი ვაჭარ-ხელოსნები იაფად იძენდნენ უცხოურ დეფიციტურ პროდუქტს და ძვირად ჰყიდნენ ადგილობრივ ნაწარმს, ანუ საქართველოსა და ქართველების ხელში ხდებოდა მსოფლიო კაპიტალის კონცენტრაცია.
ამიერიდან, საქართველო და თბილისი მსოფლიოს სავაჭრო, საკომუნიკაციო და საინფორმაცი ცენტრად გადაიქცა. ცხადია, ამას ვერ ეგუებოდა მსოფლიო მუსლიმანთა პოლიტიკური ლიდერი ბაღდადის სელჩუკი სულთანი - მუჰამედი. მან 1123 წლის გაზაფხულზე ნახევარ მილიონიანი არმიით შირვანში ილაშქრა. აიღო შემახია, შეიპყრო შირვან-შაჰი და დავით აღმაშენებელს წერილი გამოუგზავნა: "შენ ტყვეთა მეფე ხარ და ვერა ოდეს გამოხვალ ველთა, ხოლო მე ესე რა შირვან-შაჰ შევიპყარ ხელთა და ხარაჯას ვითხოვ; შენ თუ გენებოს, ძღვენი ჯეროვანი გამომიგზავნე, და თუ გინდა სამალავით გამოველ და მნახე".
სულთანი საქართველოს მეფეს ახალ გენერალურ ბრძოლაში იწვევდა. ამჯერად, გაშლილ ველზე. დავითმა მობილიზაცია გამოახდადა და 50 ათასი ქართულ–ყივჩაღური მხედრობით შამახიისკენ გაეშურა.
მუსლიმანების პოზიცია დაცული იყო ქალაქის გალავნით, ხერგილებითა და წყლის თხრილებით. მათ შემადგენლობაში იმყოფებოდა როგორც კავალერია, ისე ქვეითი ნაწილები.
დავითის მხედრობა შირვანის დედაქალაქს მოუახლოვდა და შეტევისთვის მოემზადა, მაგრამ ბრძოლა არ შედგა. დიდგორის ომს მუსლიმანთა ფსიქიკაზე იმდენად დიდი დაღი დაემჩნია, რომ როგორც კი დაინახეს შორიდან ქართული ლაშქარი, სარკინოზები შედრკნენ, ზურგი აქციეს და ქალაქის კედლებში ჩაიკეტნენ. ნახევარმილიონიანი ბაღდადური კოალიცია სრულიად დემორალიზებული იყო. სულთანმა მარცხი აღიარა და გზა ითხოვა. იმავე დღეს, საქართველოს მხედრობას განჯის (რანის) ათაბაგის, აღსუნღულის ჯართან მოუხდა შეტაკება. განჯის ათაბაგი სულთანთან შესაერთებლად მოეშურებოდა, მაგრამ ქართულ პოზიციებს გადააწყდა და პირწმინდად განადგურდა.

დავითის მებრძოლებმა 4000 განჯელი მოსპეს, დანარჩენებმა თავს გაქცევით უშველეს, განჯის ათაბაგმა კი შამახიას შეაფარა თავი.
სულთანი ალყაში მოექცა. ხსნა არსაიდან ჩანდა და ბაღდადის ამაყმა მბრძანებელმა კანალიზაციის მილით იკადრა გაქცევა. ბაღდადში ჩასულმა, საქართველოს მეფეს ძღვენი გამოუგზავნა და ხარკი იკისრა. ეს ფაქტი საქართველოს მსოფლიო ჰეგემონობის უპირობო აღიარებას ნიშნავდა.
დავითმა უფალს მადლობა შესწირა, ცოტა ხნის შეისვენა და 1123 წლის ივნისში, ახალი სამხედრო ექსპედიცია წამოიწყო: ილაშქრა შირვანში, აიღო გულისტანი და ქართული ორიენტაციის შირვანელები დიდი წყალობით აავსო. შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და დასავლეთ საქართველოში, ანუ აფხაზეთში გადავიდა, იქაური საქმეები განაგო, გეგუთში დაბინავდა და შემოდგომა-ზამთარი ნადირობაში გაატარა.
1124 წელის მარტში, ქართლში შემოვიდა და გაათავისუფლა დმანისი. აპრილში თავს დაესხა შაბურანს, გაანადგურა დარუბანდის მბრძანებლის მორჩილი ლეკნი, ყავჩაღნი, ქურთნი. აიღო ღასანი და ხოზაონდი, დაეუფლა შირვანისა და აღმოსავლეთ ჩრდილო კავკასიის დიდ ნაწილს, შემოიერთა გაგი, ტერონაკალი, ქავაზინი, ნობედი, მანასგომი, ტალინჯაქარი.
1124 წლის ივლისში განვლო ჯავახეთი, კოლა, კარნიფორი, ბასიანი, სპერამდე სრულიად მოსრა და დაატყვევა თუკი ვინმე თურქთაგანი იყო შემორჩენილი. უკანა გზა ჩამოვლო ბუღთა–ყური, დასწვა ოლთისი, რომელიც საუკუნეთა მანძილზე მოღალატე ქართველთა თუ მტარვალ გადამთიელთა თავშესაფარს წარმოადგენდა. მეფე თრიალეთში შეჩერდა და ჯარი დროებით დაითხოვა.
1124 წლის 20 აგვისტოს დავით აღმაშენებელს ეახლნენ ანისელი მწიგნობრები, ისინი ბოჟანას წყაროსთან მდებარე ციხეების გადაცემას შეჰპირდნენ, შესთავაზეს სომხეთის ისტორიული დედაქალაქის, ანისის მუსულმანთაგან გათავისუფლება და საქართველოსთვის შემოერთება.
დავითმა ლაშქარი ხელახლა იხმო. მეფესთან 3 დღეში 60 ათასი მხედარი შეიკრიბა. ეს მრავლისმეტყველი ფაქტია. ასე მოკლე დროში ამ რაოდენობის მხედრის მობილიზება სრულიად საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ კომუნიკაციის წარმოუდგენლად მაღალი დონით შეიძლება აისხნას. დავით აღმაშენებლის სამხედრო მანქანა, ორგანიზების თვალსაზრისით, მართლაც სწორუპოვარი იყო.
საქართველოს ჯარი ანისს მიადგა. სამ დღეში აიღეს სომხეთის ისტორიული დედაქალაქი. დავითმა ადგილობრივი მუსულმანი მმართველის ოჯახი დასავლეთ საქართველოში გადაასახლა და მთელ შირაქს დაეუფლა. მეჩეთად გადაკეთებული ანისის საკათედრო ტაძარი მართლმადიდებლური წესით აკურთხა.
დავით აღმაშენებელმა სომხეთის მართვა მესხ აზნაურებს ჩააბარა, თავად საქართველოში დაბრუნდა და კიდევ ერთხელ შეისვენა. 1124 წელს, სომხეთის შემოერთების შემდეგ, ილაშქრა და აიღო შირვანის დედაქალაქი შამახია. აიღო ბირიტიც. შარვან-შაჰები, რომლებიც შვილიშვილებად ერგებოდნენ, აფხაზეთში გადაასახლა. სწორედ მათი შთამომავლები არიან შარვაშიძეები, გურული ერისთავები და გლურჯიძეები.
შარვანი საქართველოს შემოუერთა და მის გამგებლად მწიგნობართუხუცესი, სვიმონ ჭყონდიდელ-ბედელ-ალავერდელი დაადგინა. სვიმონ ჭყონდიდელს თანაშემწეებად კახელ-ჰერელი დიდებულები დაუყენა.
შარვანის გაქართველების პროცესი დაიწყო, რომელიც, სამწუხაროდ, შემდგომში შეწყდა დავით აღმაშენებლის შთამომავალთა არასწორი პოლიტიკის წყალობით. დავითმა დიდი საბოძვარით აავსო ქურთნი, ლეკნი და თარასნი, მათში კიდევ უფრო განმტკიცდა პროქართული განყწობა.
ყივჩაღებს ზედამხედველები დაუდგინა და საზამთრო სადგურები განუჩინა. ასე მიიწურა 1124 წელი. მთელი კავკასია ნიკოფსიიდან დარუბანდამედ ოვსეთიდან არაგაწამდე დავით აღმაშენებლის დორშის ქვეშ იყო დარაზმული, დროშისა, რომლის ჯვარზეც ეწერა: პატიოსანო ჯვარო! ადიდე უძლეველი აფხაზთა და ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფე დავითი!
ამიერიდან, დავით აღმაშენებელს მესიის მახვილს უწოდებდნენ. დავითისა და საქართველოს შიშით ძრწოდა მაჰმადიანური სამყარო. 1123-24 წლებში, ბაღდადის სულთანმა საქართველოში იმდენი ძღვენი და ხარკი გამოგზავნა, რომ რაოდენობით და ღირებულებით ბევრად გადააჭარბა საუკუნეთა მანძილზე ჩვენი ქვეყნიდან სარგინოზთა მიერ წაღებულ განძს. სულთანი ყივჩაღების თარეშის შეწყვეტასა და უსაფრთხოებას ითხოვდა. საქართველოს უპირატესობას უპირობოდ აღიარებდნენ ჯვაროსანთა ხელმწიფენი და ბიზანტიის იმპერატორი.
როგორც ისტორიკოსი წერს: "დავით აღმაშენებლის აჩრდილსა შეკრებილნი იყვნენ ერნი, ტომნი და ენანი, მეფენი და ხელმწიფენი, ოვსეთისა და ყივჩაღეთისა, სოომხეთისა და ფრანგეთისა (ანუ ევროპისა), შარვანისა და სპარსეთისა (ანუ აზიისა)".
დგებოდა 1125 წელი. დავით აღმაშენებელი მსოფლიო ჰეგემონი იყო. ის რამდენიმე გეოპოლიტიკური თუ სამხედრო საკითხის საბოლოოდ გადაჭრას გეგმავდა. რომ დასცლოდა, ალბათ, საქართველო ზესახელმწიფოდ არა მარტო 150 წლის მანძილზე იარსებებდა, არამედ დღემდე შეძლებდა ძლევამოსილების შენარჩუნებას (საჭირო იყო სომხეთის პოლიტიკური სტატუსის გადაწყვეტა, შირვანის გაქრისტიანების დასრულება, ჩრდილო კავკასიისა და ვოლგა-დონის აუზის ყივჩაღთაგან გათავისუფლებული ტერიტორიის ათვისების დაწყება).
1125 წლის 24 იანვარს, უფალმა ამ ქვეყნიდა გაიყვანა დავით აღმაშენებელი - მესიის მახვილი. გარდაცვალებამდე დავითმა დაწერა ანდერძი და "გალოვანი სინანულისანი", რომელშიც ქრისტიანული თავმდაბლობით ყველა თავისი გამარჯვებაც კი მოინანია, როგორც, გარკვეულ წილად, ანგარებით ჩადენილი ქმედება. ანდერძის თანახმად, ახლად შემოერთებული ტერიტორიების სტატუსის განსაზღვრა ბერი არსენისა და კათოლიკოს იოანეს პრეროგატივად გამოაცხადა.

სამწუხაროდ, დავითის ანდერძი არ ასრულდა.

დავით აღმაშენებელი სიკვდილის სარეცელზეც კი წინასწარ ჭვრეტდა ყველა იმ პრობლემას თუ საკითხს, რომელიც საქართველოს წინაშე შეიძლებოდა დასმულიყო ათწლეულებისა და საუკუნეების შემდეგ. იმ დროისთვის კი დავითი გადაშენების პირას მისული ქვეყნის ნაცვლად, მემკვიდრეებს უძლეველ სახელმწიფოს უტოვებდა.
ყველა დროის ამ უდიდე


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   მახვილი მესიისა   Mar 10 2008, 05:14 PM
marine   გიხაროდენ იხარებს...   Mar 11 2008, 11:22 AM
tamuna m   [size=3]დავით აღმაშენე...   Mar 11 2008, 11:45 AM
თემო   მეფის საფლავი http://i044....   Mar 11 2008, 12:37 PM
marine   დავით აღმაშენებლი...   Mar 11 2008, 01:23 PM
tamuna m   წმიდა მეფე დავით ა...   Mar 11 2008, 02:34 PM
marine   დავით მეფის საფლა...   Mar 11 2008, 04:14 PM
marine   მტერთა მახვილი იქმ...   Mar 11 2008, 04:54 PM
tamuna m   საინტერესო საიტია ...   Mar 11 2008, 08:06 PM
marine   უცნობი ავტორი - ,,ცხ...   Mar 12 2008, 11:50 AM
marine   ამ მთის ჩრდილოს კე...   Mar 12 2008, 03:06 PM
marine   დავით აღმაშენებლი...   Mar 13 2008, 01:38 PM
marine   დიდგორი ვით მღვრი...   Mar 14 2008, 12:55 PM
tamuna m   ძალიან საინტერესო ...   Mar 17 2008, 06:21 PM
tamuna m   ყველაზე საინტერეს...   Mar 17 2008, 06:31 PM
marine   "განწმინდა შემოს...   Mar 18 2008, 11:11 AM
marine   დავით აღმაშენებლი...   Mar 25 2008, 02:33 PM
marianitta   ძალიან კარგი თემაა...   Mar 26 2008, 10:04 AM
marianitta   ძალიან კარგი თემაა...   Mar 26 2008, 10:04 AM
tamuna m   ძალიან კარგი თემა...   Mar 26 2008, 11:56 PM
Lenus   იქ ლოცვა - გამორიც...   Mar 26 2008, 11:29 PM
ilarion_qartveli   გამარჯობათ ყველას,...   Mar 27 2008, 07:49 PM
ninela   გმადლობ ამ თემის გ...   Apr 16 2008, 08:02 AM
marine   დავითის დროშას ეწო...   Jul 21 2008, 03:06 PM
marine   ნიკოფსიიდან დარუბ...   Apr 7 2011, 12:08 PM
zura.bi   წმინდა მეფე დავითი...   Apr 8 2011, 10:05 PM
.zakaria.   zura.bi მაგარია   Apr 8 2011, 10:49 PM
ikanosi   zura.bi თავად გააკეთეთ?   Apr 8 2011, 10:50 PM
zura.bi   zura.bi თავად გააკეთეთ?...   Apr 9 2011, 09:28 AM
.zakaria.   zura.bi დადე შენი ნამუშ...   Apr 9 2011, 09:46 AM
zura.bi   [b]zura.bi დადე შენი ნამ...   Apr 10 2011, 11:02 AM
.zakaria.   zura.bi ძალიან მაგრები...   Apr 10 2011, 11:39 AM
marine   გელათი მთებში მოვ...   Dec 14 2012, 11:12 AM
marine   „დავით აღმაშენებლ...   Nov 26 2013, 02:36 PM
marine   "ისტორიულად დადა...   Feb 12 2014, 11:49 AM
marine   "მატიანეს თქმით, ...   Dec 26 2014, 06:37 PM
marine   "ქორიბის მთის ხეო...   Jan 11 2015, 09:30 PM
marine   სამცხით და კლარჯით...   Feb 7 2015, 09:34 PM
sanfol   marine აი შენ თავადვე თ...   Feb 7 2015, 10:19 PM
marine   marine აი შენ თავადვე ...   Feb 7 2015, 10:47 PM
marine   დედავ ღვთისაო, ჩემ...   Feb 8 2015, 03:06 PM
sanfol   marine http://church.ge/index.php?s=&showtopic=20...   Feb 9 2015, 07:16 PM
marine   marine http://church.ge/index.php?s=&showtopic=2...   Feb 9 2015, 09:36 PM
sanfol   marine ოკ   Feb 9 2015, 10:04 PM
marine   "წმინდა მეფე დავი...   Mar 2 2015, 08:17 PM
marine   ალექსანდრე აღმაშე...   Mar 11 2015, 07:22 PM
marine   "...დღეს ჩვენ დავით...   Mar 28 2015, 10:14 PM
marine   წმინდა მეფე დავით ...   Mar 31 2015, 10:08 PM
marine   "იმხანად თბილისი...   Apr 3 2015, 03:39 PM
marine   "ანდრია კრიტელის ...   Apr 8 2015, 02:49 PM
marine   "წმიდა მეფემ დავი...   May 1 2015, 10:01 PM
marine   "მან შეუძლებელი შ...   May 4 2015, 07:54 PM
marine   "დავითი იყო წმინდ...   May 12 2015, 03:42 PM
marine   "მატიანე მოგვითხ...   May 12 2015, 04:28 PM
marine   "მრავალი სათნოებ...   May 15 2015, 10:52 PM
marine   "... მეორე მეფე - დავ...   Jun 3 2015, 07:14 PM
marine   წყლულეთი "წყლულე...   Jul 7 2015, 11:07 PM
marine   დავითის საფლავთან....   Sep 17 2015, 03:05 PM
marine   http://s50.radikal.ru/i130/1509/23/65ebcef01b0a.jp...   Sep 17 2015, 11:24 PM
marine   აღმაშენებელს მოგვ...   Nov 16 2015, 09:00 PM
marine   გოჭკადილის კანიონ...   Dec 21 2015, 07:34 PM
marine   http://s017.radikal.ru/i405/1601/2b/790b7535eca2.j...   Jan 2 2016, 09:42 PM
marine   "...პირველსავე ბრძ...   Feb 21 2016, 04:23 PM
marine   [img]http://s017.radikal.ru/i429/1602/3f/a166416f6...   Feb 24 2016, 04:40 PM
marine   "იგი იყო მაგალითი...   Mar 29 2016, 09:51 PM
marine   "მისი ხსენების დღ...   Apr 15 2016, 01:59 PM
marine   „დავით აღმაშენებლ...   Apr 15 2016, 02:28 PM
marine   “შემთხვევითი არ არ...   Apr 15 2016, 02:44 PM
marine   "არცერთი არა ხართ...   Apr 19 2016, 11:39 AM
marine   http://i042.radikal.ru/1604/d9/4f7623cbe52f.jpg   Apr 28 2016, 10:19 AM
marine   "ჩვენ ყველას ჩვენ...   May 1 2016, 10:48 AM
marine   "წმინდა მეფე დავი...   May 17 2016, 10:26 PM
marine   "დავით აღმაშენებ...   May 18 2016, 11:35 AM
marine   "ისტორიულად დადა...   Jun 13 2016, 08:26 PM
marine   "წმინდა დავით აღმ...   Jul 13 2016, 09:48 PM
marine   "უმნიშვნელოვანე...   Jul 20 2016, 12:47 PM
marine   http://s017.radikal.ru/i436/1608/9a/d105a9ec8292.j...   Aug 24 2016, 10:52 PM
marine   "სინას ბიბლიოთეკ...   Sep 1 2016, 10:23 AM
marine   "ქართული ისტორიუ...   Sep 1 2016, 11:43 AM
marine   "ნებისმიერი ხალხ...   Sep 4 2016, 08:24 PM
marine   "ვინ შეიძლება დავ...   Sep 7 2016, 01:15 PM
marine   "ეს დიდებული ტაძა...   Sep 23 2016, 11:42 AM
marine   "იმავე წელიწადს [11...   Oct 26 2016, 08:55 PM
marine   "საცა ჩნდებოდა ღვ...   Oct 26 2016, 09:08 PM
marine   "ზენაარი სიმართლ...   Oct 26 2016, 09:21 PM
marine   "ილოცონ ასრე: "უ...   Oct 26 2016, 09:34 PM
marine   "მოგზაურთა სადგუ...   Oct 26 2016, 09:52 PM
marine   "სინას მთაზედვე მ...   Oct 27 2016, 10:28 AM
marine   "თავის სამეფოში ს...   Oct 27 2016, 02:07 PM
marine   "არის თქმულება, რ...   Oct 27 2016, 02:41 PM
marine   "უდროოდ, სულ ორმო...   Oct 27 2016, 11:22 PM
marine   "XII საუკუნეში დავი...   Nov 17 2016, 01:35 PM
marine   "რატომ გამოირჩია ...   Nov 28 2016, 01:54 PM
marine   "დავითის დიდი საქ...   Feb 10 2017, 06:46 PM
marine   "მასში ["გალობან...   Feb 13 2017, 11:58 AM
marine   "წმინდანად შერაც...   Apr 3 2017, 11:23 AM
marine   ბეჭედი გელათის ღვ...   May 4 2017, 10:54 AM
marine   დარუბანდის კარები ...   May 5 2017, 11:14 AM
marine   "წმინდა მეფე დავი...   Jun 5 2017, 03:43 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd May 2024 - 12:14 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი