სახება ქეთევან დედოფლისა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სახება ქეთევან დედოფლისა... |
marine |
Mar 17 2008, 03:51 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
XV საუკუნეში ერთის მხრივ ოსმალეთი, მეორეს მხრივ ყიზილბაშები თავს ესხმოდნენ ბრძოლებში დაქანცულ ქართველებს და უღმერთოდ არბევდნენ ჩვენი წინაპრები ოფლითა და სისხლით მორწყულ ბაღ-ვენახებს. მაგრამ ყველა ეპოქაში გამოჩნდება ქვეყნის მხსნელი, რომლის მისია ამ პერიოდში ქეთევან დედოფალმა ღირსეულად შეასრულა.
ქეთევან წამებული ეს ისა სახებაა, რომელსაც საქართველოს დიდ მნათობთა შორის განსაკუთრებული პატრიოტული, სარწმუნოებრივი და კულტურული მნიშვნელობა აქვს. დიდი აკაკი წერდა: „არც ერთ მოწამეთაგანს იმდენი ტანჯვა არ მიუღია რჯულისა და ქვეყნისათვის, როგორც ქეთევან დედოფალს. გერონტი ქიქოძე აღნიშნავდა, ქეთევან დედოფლის დახლეჩილმა ძუძუებმა უფრო მეტი გმირი აღუზარდა საქართველოს, ვიდრე ასი ათასი დედა გაზრდიდა მათ.“ ქეთევან დედოფალი კონსტანტინე ქართველთა მეფის შთამომავალი იყო, ბაგრატიონთა გვარიდან. სათნო, განსწავლული, ჭეშმარიტი მორწმუნე, კეთილგონიერი ასული ცოლად გაყვა კახთა მეფის ალექსანდრეს ვაჟს, დავითს. ალექსანდრეს ბერად აღკვეცის შემდეგ ტახტზე დავითი ავიდა, მაგრამ სულ მალე გარდაიცვალა. შაჰ-აბასმა როგორც კი დავითის სიკვდილი შეიტყო, თავის კარზე აღზრდილ კონსტანტინე მირზას უბრძანა, მოეკლა ღვიძლი მამა, ძმა გიორგი და თვითონ ასულიყო ტახტზე. მან შაჰის განზრახვა შეასრულა და სისხლში გასვრილმა ქეთევანს ცოლობა სთხოვა. შეძრწუნებულმა კახელებმა მოღალატე სიცოცხლეს გამოასალმეს. ქეთევანმა ურწმუნო კონსტანტინეს გვამი გვარისათვის შესაფერისი პატივით დაკრძალა. შაჰ-აბასმა 1614 წელს ელჩი გამოუგზავნა თეიმურაზს და ერთგულების ნიშნად შვილი სთხოვა მძევლად. უმცროს ვაჟს ალექსანდრეს თეიმურაზმა დედაც, წმ. ქეთევანიც გააყოლა. შაჰმა უფროსი შვილიც მძევლად ითხოვა. შირაზს გადასახლებიდან ხუთი წლის შემდეგ შაჰმა ქეთევანს ჩამოაშორა თეიმურაზის ძენი, ისპაჰანს წაიყვანა და დაასაჭურისა. ალექსანდრემ ტანჯვას ვერ გაუძლო და გარდაიცვალა, ხოლო ლევანი შეიშალა. სამშობლოს ხვედრით შეძრწუნებული წმინდა დედოფალი შირაზის მმართველის, გათათრებული ქართველის, იმამ ყული ხანის უნდილაძის სასახლეში ცხოვრობდა. ათი წელი იტანჯებოდა დედოფალი საპატიო ტყვეობაში. მარხვით, ლოცვით, ქვაზე წოლით გაილია ნეტარი სხეული. ურჯულო აბასმა გადაწყვიტა, რჯული გამოეცვლევინებინა ქეთევანისათვის, ნეტარი დედოფალი წამებისთვის განემზადა. ხალხით გადაჭედილ მოედანზე გამოიყვანეს სათაყვანებელი წმინდანი. ჯალათებმა მოიტანეს სპილენძის ქვაბები, დაანთეს ცეცხლი და სადღესასწაულოდ შემოსილი დედოფალი კოცონის წინ დააყენეს. მხოლოდ ერთი რამ ითხოვა წმინდა მოწამემ: დედის ნაშობნი ხართ თქვენც, ნუ შეურაცხმყოფთ სიშიშვლეთიო. უსჯულოებმა ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს წმინდა ქეთევანი, რკინის მარწუხებით დააგლიჯეს ძუძუები, გავარვარებული შამფურები გაუყარეს მკერდიდან ზურგში, ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს. უკანასკნელი სიტყვები დედოფლისა, რომელიც აღძრულ იყო სახარების შეგონებით - ნუ გეშინიათ იმათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა. ეს იყო სამშობლო, ქრისტე. წართმეულმა სიცოცხლემ მას წამებულისა და წმინდანის გვირგვინი დაადგა. ქართველობისა და სარწმუნოებისათვის ბრძოლაში ქეთევანის წამება საჭირო იყო, რათა მძიმედ დაჭრილ საქართველოს მომავალ შერკინებაში გამარჯვების იმედი ჰქონოდა. მღვდელი პეტრე კვარაცხელია ქეთევან დედოფალი /ანა კალანდაძე/ რვალის ქვაბი მოეთრია ქონდაქარსა, ცეცხლს აგზნებდა კაცთა გრძნობის კონდაქარი... ზე მიჰქონდა, ღრუბლებისკენ ცეცხლი ქარსა, ქროდა ქარი... თეთრი ხელი გულზე ედო დედოფალსა, ტინად იდგა დედოფალი... თმა დაშლოდა, თავი ნაზად დაეხარა, სიკვდილის წინ ქართლის ვარდად გაეხარა... ლოცულობდა... როს ჩამოსწყდა ბაგეთ მისთა: „არასოდეს!“ დაფდაფებს ჰკრეს განარისხთა, ცხელი შანთი მიუტანეს ბროლის მკერდთან, ცხელი რკინა, საქართველოს გულს რომ კვეთდა. რვალის ქვაბი გადმოეგდო ქონდაქარსა, ღიღინებდა კაცთა გრძნობის ქონდაქარი... ლურჯი ბაგით თქმული ლოცვა გაჰყვა ქარსა, ქროდა ქარი... ცეცხლით სწვავდნენ ტანშეძარულ დედოფალსა, უდრეკ იყო დედოფალი! -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
q-e-T-i |
Mar 17 2008, 11:18 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 30-August 07 წევრი № 2,659 |
ჩემი მფარველი წმინდანი, ჩემი იდეალია წმინდა ქეთევან დედოფალი....
სათნო, განსწავლული, ჭეშმარიტი მორწმუნე და ბრძენი წმინდა ქეთევანი ბაგრატიონთა შთამომავალი იყო. თოთხმეტი წლის იყო, როცა კახთა მეფე ალექსანდრემ, მოყვრობა შესთავაზა მუხრანბატონს, _ თავისი უფროსი ვაჟისთვის, დავითისთვის, სთხოვა ქეთევანის ხელი. კახეთის ტახტის მემკვიდრე ღვთისმსახური და კეთილგონიერი ჭაბუკი იყო. მათი ქორწილი გვარისა და წოდების წესების შესაბამისად ჩატარდა. მალე ქეთევანმა ქვეყანას მოუვლინა კეთილმსახურების გვირგვინი, ციხე მამაცობისა და მართლმადიდებლობის წალკოტი, თეიმურაზი. ერთი შეხედვით იღბლიანი ქორწინება იყო, ალბათ ბევრი შენატროდა ქეთევანის ბედს, მაგრამ სწორედ ამ ქორწინებიდან დაიწყო მისი მოწამეობრივი ცხოვრება… მისმა მეუღ-ლემ დავითმა დაგმო რჯული, რადგანაც მის გულში ჩაიბუდა შურმა, მამას ტახტი წაართვა იმის შიშით, რომ თავისი ძმა გიორგი დაიკავებდა მას.. თუმცა კი ხანმოკლე გამოდგა მისი მეფობა, მალე გარდაიცვალა. სპარსეთის მეფემ შაჰ აბასმა როგორც კი გაიგო კახთა ახალგაზრდა მეფის სიკვდილი და ტახტის მემკვიდრედ გიორგის დარჩენა, უბრძანა ალექსანდრეს შვილს, სპარსთა კარზე აღზრდილ გამაჰმადიანებულ კონსტანტინეს, წასულიყო კახეთში, მოეკლა მოხუცი მამა და ძმა გიორგი და გამეფებულს გაემაჰმადიანე-ბინა კახეთი. დარჩა ულამაზესი და ფაქიზი სულის მქონე ქეთევან დედოფალი ქალ-ვაჟის ამარა. საქართველო და შვილები გახდა მისი ცხოვრების აზრი და მიზანი. მერაბ კოსტავა ივერიის მნათობის ქეთევან წამებულისადმი ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან, როს გული მკერდში არ ეტევა, და სისავსისაგან სრულქმნილი, იფრქვევა მეწამულ ღველფებად ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან. მზე ჩავა ლომისფერ ქედებთან, დასტოვებს ანთებულ ფერვალებს, შორეულ ოცნებად ედება დათალხულ, დაბინდულ მწვერვალებს, წმინდანთა გულივით ანთია, წმინდანთა სისხლივით ელვარებს. საღამო იისფრად ბერდება, კაბადონს წარსტაცებს ჩირაღდნებს, ბაგეებს მოსკდებათ ვედრება, როდესაც ვარდისფრად ინათებს და მოდის ის სულისკვეთება დედებს რომ მიჰქონდათ აკვნებთან, ეს გული იდუმალ აკვნესდა, შენ გიხმობს ქართველთა აგნესავ, იბერთა სასწაულქმედებავ, წმიდაო მნათობო ქეთავან. ნეტართა პარნასში რჩეულო, ანგელოსთ იერით მღიმარევ, სიწმინდევ შენ მინანქრეულო, შენ ჩვენთა ცრემლების მდინარევ. მედეა კახიძე ქეთევანი დუმილი ჩამოწვა მძიმე, კოცონი ღუოდა წითლად, დათმეო, რამეთუ მცირე არისო ქართული მიწა. და როცა ცეცხლის წინ შევდექ, მანდილზე მიტაცეს ხელი, ცხელ შანთებს მადებენ მკერდზე, დაფარონ სიშიშვლე ჩემი! კოცონში მაგდებენ უძლურს, როგორც ღვთის საწირავ ზვარაკს, მე მტკივა მოჭრილი ძუძუ, უფრო კი სირცხვილი მზარავს. მე ვითმენ წამებას დიდხანს და ყელში მობჯენილ კივილს, რამეთუ ნაშენი ვიყავ ქართული მიწით და კირით. ქოქოლას მაყრიან მძევალს, ვიწვი და მაინც არ ვგმინავ, ასევე სჭდავდნენ ძველად ცეცხლში ხალიბები რკინას. მე ჩემს სიზვიადეს ვენდე, ტანთ აბჯრად სიმშვიდე მეცვა… ეგრე, დედოფალო, ეგრე, ცოტაც და, იწყება ზეცა... ქეთევანის წიგნი საქართველოს მუზეუმში ინახება ხელნაწერი ლოცვანი, ქეთევან დედოფლის ტყვეობაში ნაქონი. წიგნის ფურცლებს დღესაც ატყვია ცრემლის ლაქები და ერთგან სისხლის ნაწვეთალი. ავტორი ღამეა. სულ წვიმს. განა ცას ამდენი უნდა ეწვიმა? გული შემიკრთო უეცრივ აჩრდილმა გადმოხვეწილმა. დედოფლის შესამოსელში ხელთ წიგნი გამოატარა, ვიცი, წიგნებში სიტკბოა, რად მწვავს ეს წიგნი პატარა? ან მისი ხელში აღება რამ უნდა გამაბედვინოს? ზედ ცრემლის ლაქა აცხია, ვიღაცას უნდა ეტირნოს! ვიცი, ვინც არის პატრონი, ან წიგნი ვისაც ჰხლებია, მისი მიმკრთალი ფურცლები სიმწარით იკურცხლებიან. რაც ვერ დაწერა კალამმა, ალბათ ცრემლმა თქვა მალულმა, სამშობლოს ფიქრზე საკანში, ირანს, ტყვედ გადაჩქმალულმა. რა დაიტირა, რას გვეტყვის დედოფლის ცრემლის ნაღვენთი? ― თუ მოინატრა შორიდან თავისი ტკბილი კახეთი? ამ წიგნზე თვალთა გიშრების ყოველი დაწამწამება ფიქრით იწვოდა, ვით ზიდოს მან მომავალი წამება. შანთით, მარწუხით, დახლიჩეს, გაზით უგლიჯეს ძუძუნი, ყორნებს მიუგდეს საჭმელად, ათას ხმლით გადაკუწული. ათასი ელვის ნათელი დედოფლის სახე ყოფილა. ო, რა თვალები... ქართლისთვის სიკვდილით გადაღობილან. არ მასვენებენ, სულ მდევენ, ის განიერი თვალები... პატარა წიგნი საუბე, ზედ ცრემლის ნაწვეთალები... -------------------- I will sooth you if you fall
I'll be right there if you call You're my greatest love of all ________________________________________________________________ _______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________ ________________________________________________________________ __თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი