იცოდით თუ არა, რომ..., არარელიგიური საინტერესო ინფორმაცია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იცოდით თუ არა, რომ..., არარელიგიური საინტერესო ინფორმაცია |
KAIROS |
Mar 17 2008, 02:40 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
აქ ადრე ნათიამ გახსნა კარგი თემა " რაც არ ვიცოდი, და ახლა გავიგე", სამწუხაროდ ის თემა ჩაჩუმდა, ახლა მე ახალ თემას ვხსნი, რომელიც მიზნად ისახავს იმ თემის ამოწევასაც, რადგან რელიგიური შინაარსის ინფორმაციები იქ უნდა დაიდოს, სხვა აქეთ...
ახლა საქმე რაშია, აქ უამრავი განათლებული ადამიანი შემოდის, მადლობა ღმერთს... აქთ რა განსხვავებული პროფესია, ფლობენ ბევრ საინტერესო ინფორმაციას, შეიძლება ისეთი საინტერესო სტატია წაიკითხონ ან ისეთი საინტერესო წიგნი , გადაცემა... რომ იქ მიღებული ინფორმაციის გაზიარება ძალიან კარგი იქნება... თქვენი არ ვიცი და მე ერთი ასეთი ჩვევა მაქვს, ვაგროვებ ყველა ინფორმაციას რაც დამაინტერესებს, ასე დამიგროვდა უამრავი გაზეთის ფურცლები, თუ ამონაბეჭდი ინფორმაციები ( სად დავაწყო უკვე აღარ ვიცი ), მაგრამ მაინც ეს შემოფარგლულია, სხვაა როცა ამ სიახლეს გაიტან ამდენი ხალხის წინაშე, თან სიკეთეს აკეთებ, თან კიდევ დამატებით ინფორმაციას ღებულობ... არადა იმდენი რამ გვექნება წაკითხული, განაგონი... მთავარია ინფორმაცია იყოს მოკლე, შინაარსიანი ( აქ არელიგიური), და იწყებოდეს ცნობილი ფორმულით: "იცოდით თუ არა, რომ..." წარმატებები; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Mar 18 2008, 03:59 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
გთხოვთ ნუ გააოფებთ
რასაც დავწერ, რაღაც ფარგლებში არის რელიგიური, მაგრამ უფრო გასართობია, და ამიტომ დავწერე აქ იცოდით თუ არა, რომ... ისლამში არსებობს ალაჰის 99 სახელი ... არსებობს ასეთი ფობიაც-პოგონოფობია, რაც... წვერის შიშს ნიშნავს 1477 წელს ინგლისში პირველი რეკლამა დაიბეჭდა, ეს იყო ლოცვანის რეკლამა ინდუსებს ლოგინში სიკვდილი სამარცხვინოდ მიაჩნდათ, მდინარესთან სჯობს მათთვის გარდაცვალება. ხოლო ძველი ირლანდიელების სამოთხე იყო " იქ სადაც ბევრი შემწვარი ღორის ხორცია" აი ჩინელ ბრძენთ კი მიაჩნდათმ რომ ზურგზე წმიდანებს ძინავთ, მუცლით ცოდვილთ, მარჯვენა მხარეს მეფეთ, ხოლო მარცხენა მხარეს ბრძენთ! ( მე ყველა პოზიციას ვიცვლი ხოლმე ) ზოგიერთი მეცნიერის მიერ ბიბლიურ ტექსტებზე დაყრდნობით იქნა გამოანგარიშებული ( ?) ჯოჯოხეთის ალის მცხუნვარება- + 718 ° ცელსიუსი -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:20 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი