ზნეობრივი და სულიერი ღირებულებები, თანამედროვე ქართულ მწერლობაში... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ზნეობრივი და სულიერი ღირებულებები, თანამედროვე ქართულ მწერლობაში... |
ქეთუ |
Mar 18 2008, 05:11 AM
პოსტი
#21
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
რას ფიქრობთ? ვისაუბროდ ზოგადად თანამედროვე ქართულ მწერლობაზე, რა აზრის ხართ? რამდენად ახლოს დგანან თუ დაშორდნენ თანამედროვე ქართველი მწერლები ქართულ ფენომენს, რა ადგილი უჭირავს ზნეობრივ და სულიერ ღირებულებებს, ეროვნულ ფასეულობებს მათ შემოქმედებაში. რა არის თანამეოდროვე ლიტერატურის ძირითადი ამოცანა, პრობლემები და შეფასებები...
მოკლედ ვთვლი რომ საინტერესო თემაა... ოთარ ჭილაძე, გურამ დოჩანაშვილი, გოდერძი ჩოხელი, გურამ რჩეულიშვილი ოთარ ჩხეიძე......... ამ დიდებული ადამიანების და მათი შემოქმედების ფონზე ალბათ რთულია თუმცა არც თუ ისე უინტერესო ვისაუბროთ სხვებზეც... ბესიკ ხარანაული, ზვიად რატიანი, სულ სულ ახლებიდან დავით ყანჩაშვილი.......... იორიკი განსაკუთრებით ძალიან მიყვარს, რაღაც განსხვავებული გამორჩეული წერის მანერა აქვს, თანაც საოცრად თბილად და საოცრად ღრმად შინაარსიანად წერს. არის უამრავი რაღაც რაც ამ ახლების შემოქმედებაში არათუ არ მომწონს, მაღიზიანებს კიდეც.... თუმცა რაც კარგია იმასაც ვერ დავუკარგავთ... -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
ქეთუ |
Mar 18 2008, 05:23 AM
პოსტი
#22
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
ალბათ ცოტა უცნაურობად მოგეჩვენებათ დოჩანაშვილი-ჭილაძეს დროებით "გვერდს რომ ავუვლი" და დათო ყანჩაშვილით დავიწყებ საუბარს, უცნაურობად ნუ ჩამითვლით, ზემოთ ჩამოთვლილ გენიოსებს და მათ შემოქმედებას აუცილებლად დავუბრუნდებით ამ თემაში, მაგრამ დღეს სწორედ იორიკის ერთმა ლექსმა ჩამაფიქრა...
აქამდე მქონდა წაკითხული მაგრამ თითქოს არასოდეს დავკვირვებივარ და დღეს რაღაც ახალი აღმოვაჩინე, ბევრჯერ გადავიკითხე და ბევრი ვიფიქრე, ბოლოს კი უცნაურად გამეღიმა, რა შეფარვით რა დიდ ჭეშმარიტებას წერს... მაინტერესებს თქვენი მოსაზრება ამაზე, იქნებ უბრალოდ მე მომეჩვენა ანდა უბრალოდ რაღაცას არასწორად ვხედავ და ავტორი ამას სულაც არ გულისხმობს... მაგრამ... მოკლედ... დავით ყანჩაშვილი... გადამდგარი გენერალი აქედან იქამდე ესენი ისინი გახდებიან. სული კი, როგორც გადამდგარი გენერალი გვერდზე გადგება, და ომის ყველაზე რთულ მომენტში ხმას არ გაიღებს - რჩევას არ იტყვის. და სანამ ტყვია იმ ერთადერთ სიტყვას იტყვის, რომელიც, იცის, ერთმანეთს ხელებს ჩამოართმევენ, და დაიცდიან. გაიწელება დროსთან ერთად ომი, მანძილიც საკუთარ თავთან. და შორს კი არა, ყველაფერი იქნება სადღაც. აქ არავინ აღარ დაჩება, წავლენ წამოვლენ იმ სადღაცის მოსაძიებლად და გზად იქამდე ესენიც ისინი გახდებიან, შეუმჩნევლად და შეუფერებლად. ხოლო როდესაც ომის დასასრულს გენერალი ხმას ამოიღებს, და ტყვიას სიტყვას დაახვედრებს, რომელიც იყო უფრო პირველად... ყველა მიხვდება, თქმით კი მაინც არავინ იტყვის, რომ ის კი არა დანარჩენები გადადგნენ მისგან. და ყველაფერი სადღაც კი არა... გვერდით იყო. იმაზე ახლოს ვიდრე ეგონათ და იმაზე შორს, ვიდრე ეძებდნენ. ......................................................................................................................................... -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th June 2024 - 07:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი