სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ქეთუ |
Mar 18 2008, 05:11 AM
პოსტი
#1
|
|
ცრემლისფერი... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
რას ფიქრობთ? ვისაუბროდ ზოგადად თანამედროვე ქართულ მწერლობაზე, რა აზრის ხართ? რამდენად ახლოს დგანან თუ დაშორდნენ თანამედროვე ქართველი მწერლები ქართულ ფენომენს, რა ადგილი უჭირავს ზნეობრივ და სულიერ ღირებულებებს, ეროვნულ ფასეულობებს მათ შემოქმედებაში. რა არის თანამეოდროვე ლიტერატურის ძირითადი ამოცანა, პრობლემები და შეფასებები...
მოკლედ ვთვლი რომ საინტერესო თემაა... ოთარ ჭილაძე, გურამ დოჩანაშვილი, გოდერძი ჩოხელი, გურამ რჩეულიშვილი ოთარ ჩხეიძე......... ამ დიდებული ადამიანების და მათი შემოქმედების ფონზე ალბათ რთულია თუმცა არც თუ ისე უინტერესო ვისაუბროთ სხვებზეც... ბესიკ ხარანაული, ზვიად რატიანი, სულ სულ ახლებიდან დავით ყანჩაშვილი.......... იორიკი განსაკუთრებით ძალიან მიყვარს, რაღაც განსხვავებული გამორჩეული წერის მანერა აქვს, თანაც საოცრად თბილად და საოცრად ღრმად შინაარსიანად წერს. არის უამრავი რაღაც რაც ამ ახლების შემოქმედებაში არათუ არ მომწონს, მაღიზიანებს კიდეც.... თუმცა რაც კარგია იმასაც ვერ დავუკარგავთ... -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
![]() ![]() |
| ქეთუ |
Mar 18 2008, 05:23 AM
პოსტი
#2
|
|
ცრემლისფერი... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
ალბათ ცოტა უცნაურობად მოგეჩვენებათ დოჩანაშვილი-ჭილაძეს დროებით "გვერდს რომ ავუვლი" და დათო ყანჩაშვილით დავიწყებ საუბარს, უცნაურობად ნუ ჩამითვლით, ზემოთ ჩამოთვლილ გენიოსებს და მათ შემოქმედებას აუცილებლად დავუბრუნდებით ამ თემაში, მაგრამ დღეს სწორედ იორიკის ერთმა ლექსმა ჩამაფიქრა...
აქამდე მქონდა წაკითხული მაგრამ თითქოს არასოდეს დავკვირვებივარ და დღეს რაღაც ახალი აღმოვაჩინე, ბევრჯერ გადავიკითხე და ბევრი ვიფიქრე, ბოლოს კი უცნაურად გამეღიმა, რა შეფარვით რა დიდ ჭეშმარიტებას წერს... მაინტერესებს თქვენი მოსაზრება ამაზე, იქნებ უბრალოდ მე მომეჩვენა ანდა უბრალოდ რაღაცას არასწორად ვხედავ და ავტორი ამას სულაც არ გულისხმობს... მაგრამ... მოკლედ... დავით ყანჩაშვილი... გადამდგარი გენერალი აქედან იქამდე ესენი ისინი გახდებიან. სული კი, როგორც გადამდგარი გენერალი გვერდზე გადგება, და ომის ყველაზე რთულ მომენტში ხმას არ გაიღებს - რჩევას არ იტყვის. და სანამ ტყვია იმ ერთადერთ სიტყვას იტყვის, რომელიც, იცის, ერთმანეთს ხელებს ჩამოართმევენ, და დაიცდიან. გაიწელება დროსთან ერთად ომი, მანძილიც საკუთარ თავთან. და შორს კი არა, ყველაფერი იქნება სადღაც. აქ არავინ აღარ დაჩება, წავლენ წამოვლენ იმ სადღაცის მოსაძიებლად და გზად იქამდე ესენიც ისინი გახდებიან, შეუმჩნევლად და შეუფერებლად. ხოლო როდესაც ომის დასასრულს გენერალი ხმას ამოიღებს, და ტყვიას სიტყვას დაახვედრებს, რომელიც იყო უფრო პირველად... ყველა მიხვდება, თქმით კი მაინც არავინ იტყვის, რომ ის კი არა დანარჩენები გადადგნენ მისგან. და ყველაფერი სადღაც კი არა... გვერდით იყო. იმაზე ახლოს ვიდრე ეგონათ და იმაზე შორს, ვიდრე ეძებდნენ. ......................................................................................................................................... -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
ქეთუ ზნეობრივი და სულიერი ღირებულებები Mar 18 2008, 05:11 AM
KAIROS
ჩვენი ჭკვიანი :)
მო... Mar 18 2008, 08:36 PM
ქეთუ KAIROS
უღრმესი მადლობა... Mar 19 2008, 03:19 AM
ქეთუ ეს თემა მომენატრა...... Apr 4 2008, 06:17 AM
taicko მომწონს დოჩანაშვი... Apr 4 2008, 01:22 PM
severus snape გამარჯობა.. სასიამ... Apr 7 2008, 02:01 AM
ქეთუ severus snape
ველი მოუთმენ... Apr 7 2008, 02:13 AM
severus snape ქეთუ
ნოუ პრაბლემ.. ... Apr 7 2008, 02:18 AM
ქეთუ severus snape
გაიხარე :)
კი, ... Apr 7 2008, 02:35 AM
severus snape ქეთუ
:D :D :D :D :D
ასეთ მი... Apr 7 2008, 02:39 AM
ქეთუ
[b]ქეთუ
:D :D
ასეთ მიხვ... Apr 7 2008, 02:44 AM
severus snape ქეთუ
ისევ გეთანხმ... Apr 7 2008, 02:47 AM
ქეთუ severus snape
კი სხვათაშორ... Apr 7 2008, 03:24 AM
KAIROS ძალიან კარგი, ეს თე... May 3 2008, 07:51 PM
KAIROS ნუ რა კარგი თემაა ჩ... Jun 23 2008, 06:37 PM
marine "ისე გაუმართა გურ... Nov 10 2016, 01:09 PM
marine "მთაწმინდის პანთ... Oct 27 2017, 11:46 AM
marine „ნამდვილი ლიტერატ... Dec 13 2017, 08:05 PM
marine "ჭეშმარიტი მწერლ... Dec 31 2017, 09:16 PM
marine "გურამიშვილის მი... Jul 4 2018, 07:43 PM
marine "შემოქმედება - თა... May 18 2020, 08:48 PM
marine "კარგი წიგნის წერ... May 18 2020, 09:02 PM
marine "მწერლობა - გადაკ... May 18 2020, 09:35 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th December 2025 - 11:51 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი