IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> პოეზიაში ასახული ჩვენი განძი - საქართველო, პატრიოტული ლირიკა
marine
პოსტი Dec 12 2007, 05:02 PM
პოსტი #21


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,196
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ამ თემაში დავდოთ ცნობილი თუ უცნობი ავტორების და ჩვენი პატრიოტული ლირიკა.

ქართულ პოეზიაში უხვადაა საქართველოს სიყვარული, მისი ისტორია, მისთვის გულის ფეთქვა.



საქართველო

ქარს მოჰქონდა სახეები შორეული,
მწუხრის მთვარე დასტიროდა ცხრა ძმის საფლავს.
საქართველო თვით სამოთხის ორეული,
წააგავდა გოლგოთაზე ნაგებ საყდარს.

სარკინოზნი, ყრუ მურმანი თუ ბედკრული,
სისხლში ღებდა ღვთისმშობელის წილხვედრ მიწას,
იყო ჟამი ქართველისთვის წამებული,
სოღანლუღთან გორგასალი მამულს იცავს.

იყო ბრძოლა დიდგორი და ბასიანი
ქართლის სულში წინაპრების რწმენა წვიმდა,
იყო ზავი მონღოლებთან ასწლიანი,
და სტამბოლში ვიღაც თურქი ქართველს ჰყიდდა,

წუხდა ერი ქალწულ ნინოს მოქცეული,
ვაზის ჯვარი, მირიანის შთაგონება,
ხმა ბრძოლების წარსულიდან მოღწეული,
ასე იყო ცათა შინა უფლის ნება.

მღვდელი პეტრე კვარაცხელია



(მამა პეტრე საოცრად ფაქიზი სულიერების ადამიანია wub.gif

უახლოეს მომავალში მისი ლექსების კრებული მექნება და აუცილებლად დავდებ სხვა ლექსებსაც)


საქართველოსკენ

რა ხანია, ჩემი მთების
სურნელი არ მცემია,
სხივისიც თუა საქართველო
ჩემ წილად ხომ ჩემია!

როდის ვნახავ, რომ ვიჯერო
გული მთების ცქერითა,
მინდორ ველებს რომ ამშვენებს
ნოხი ათას ფერითა.

ფრინველებიც რომ გალობენ
სულ სხვანაირ ხმაზედა,
არწივი რომ გადაიფრენს
მიუწვდომელ მთაზედა...

რა იქნება, არ მიმტყუნოს
გულმა მშობელ მიწამდე...
მისი ეშხის, როცა შორს ვარ
უფრო ძლიერ ვიწამე!...

ვანო ინაძე


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Mar 18 2008, 10:54 AM
პოსტი #22


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,196
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ერეკლეს სიზმარი

/ვაჟა ფშაველა/


ომ-გადახდილსა პატარა კახსა

ასპინძის ველზე დაღლილს ეძინა,

თავი მიეყრდნო უნაგირზედა,

ტანზე ნაბადი გადაეფინა.

აღარ სჩანს მტერი - ბრძოლის საგანი,

თორემ გმირს ძილსა ომი ერჩივნა.

დარაჯად ადგან შვიდნი ხევსურნი,

ერეკლეს ცხენიც ბალახსა სძოვდა:

მიგდებ-მოგდებით ყოფნას ჩვეული,

თივას და ქერსა არავის სთხოვდა.

ერეკლეს თავით უზის ხევსური,

იმ ბრძოლის გმირი ხიმიკაური,

ომის ფიქრებში არის გართული,

არც სწყურა წყალი, არც ჰშიან პური.

გამაძღარია იმ დღის მტრის ჟლეტით,

ასუყული აქვს სული და გული.

რამდენი მოჰკლა ლეკი, ოსმალო,

გუნებაში სთვლის, ვარაუდს სწევდა:

“ოცი... ორმოცი... კიდევაც მეტი,

მხოლოდა ხმლითა”, თან ჩიბუხს სწევდა,

ხმალს დაჰხაროდა ბაწარეულსა,

ვადას ხელს სჭიდებს, თან ამოსწევდა.


ერეკლე ჰბორგავს ძილში, ქვითინებს.

“რა ესიზმრება? ვაი ჩვენს თავსა!”

სწუხან ხევსურნი, თუმცა ვერც ერთი,

რომ გააღვიძოს, ვერ ჰბედავს მასა.

თვით გაიღვიძა, არ დააყოვნა,

ლომმა ლომურად წამოიწია,

დარაჯთ ჩურჩულსა, ვიშვიშ-კურკურსა

იმავე წუთში ყური მოსწია.

“ვინა ხართ მანდა?” წარმოსთქვა გმირმა,

რა თვალი გარსა მიავლ-მოავლო.

- “ჩვენ ვართ, ერეკლევ, შენი ხევსურნი”, -

ხიმიკაური მივიდა ახლო, -

“მადლობა ღმერთსა, რომ გაიღვიძე!

დავღონდით: ძილში ძალიან სწუხდი...

შეჰშურდა, ალბათ, დღეს გამარჯვება

ჩვენი და მიტომ ეშმაკი - ქურდი

მოგაჩვენებდა სადარდოს რასმე,

დავლათიანთა ჰშურობს, ცხადია;

გული-გონება ჰსურს მოგვიწამლოს

ღვთისგან წყეულმა, მისი ფანდია”.


- “ეგ ღმერთმა უწყის, - ამბობს ერეკლე, -

მაგრამ სიზმარი კარგი ვერ ვნახე”.

ამოიოხრა გულიდან ღრმადა

და კაეშანით აღევსო სახე.

- “მაინც რა ნახე, ჩვენო ერეკლევ,

თავს შემოგევლე, ჭირი მოგპარე!

შენს ყმათაც გვინდა გულით ვიცოდეთ,

რაც შაგემთხვევა ტკბილი თუ მწარე;

შენი სვე-ბედი იგივ ჩვენია,

სიზმარი ჩვენაც გაგვიზიარე”.


- “რატომ?! იცოდეთ, რა დაშავდება,

ღვთის განჩინება ყველამ გაიგოს

და მომავალი ჩვენის ქვეყნისა

დიდმა, პატარამ ადრე შაიგნოს.

გაიგეთ, შვილნო, და ვაი ჩემს თავს,

ვაი შენ, ჩემო დიდო ამაგო:

როს დაინგრევი, ტურფავ ტაძარო,

რა მოვაგვარო, სითღა ავაგო?!

მე ის მესიზმრა, რომ საქართველოს

თავით ბოლომდე ცეცხლი ეკიდა,

თვით ჩემს სრა-სახლსა, სამეფო ტახტსაც...

მტერი სთელავდა ხალხსა ფეხითა.

ჩემი ლაშქარი აბჯარ-აყრილი

იდგა უძრავად და არა სწუხდა,

თუმცა ვიძახდი: “აბა, ბიჭებო,

უჭირს ქვეყანას!” ხმა ჩემი ჰქუხდა.

გაქვავებულან, თითქოს სტკბებიან,

რომ საქართველო ცეცხლშია სდუღდა”.


- “ღმერთმ ნუ ამყოფნეს! - ამბობს ძაღლიკა, -

ნუმც გაუთენოს მშვიდობის დილა...

მეც თუ იქ ვიყავ გაურჯელადა,

მითხარ, ერეკლევ, თავი მოვიკლა?”

- “ჩვენც იქ ვიყვენით ხელ-გაუნძრევლად?” -

აღელვდენ მასთან ხევსურნიც სხვანი:

- “თუ გაურჯელად იქ ვეყარენით,

რადღა გვინდანან წვერ-ულვაშ-თმანი?

მოგვისპოს ღმერთმა სამუდამოდა

სახევსურეთოს სავალნი გზანი!

როგორ შავუდგეთ არაგვის ჭალას,

როგორ-ღა ვნახეთ ჩვენ ჩვენი მთანი?!

- “თქვენ ვერ შეგნიშნეთ ვერც ერთი იქა”, -

ამბობს ერეკლე, ღიმილი მოსდის,

მოურჩა გული ნამტირალევი,

ფიქრები მწარე, გრძნობები გლოვის. -

“რომ ვერ ვასმინე ვერავის სიტყვა,

ვიმუქრებოდი, ვსწუხდი, ვყვიროდი.

“რამ მომიხიბლა ერი ერთგული?”

თავსა ვკითხავდი, დიდად ვკვირობდი.

რომ ვერას გავხდი, ბრაზ-მორეულსა

გამომეღვიძა... თურმე ვსტიროდი”.


- “ეგ არ იქნების, არ შაიძლების!

დაწვა ტაძრისა რა სათქმელია?

რა დავაშავეთ განა ისეთი,

ღმერთმა აიღოს ჩვენზე ხელია,

ეგრეც აღმოგვფხრას, გაგვანადგუროს

და გაალაღოს ჩვენზე მტერია?!

არ შაიძლების, ეგ არ იქნების!” -

ურჩნი ხევსურნი ამას ჰყვირიან.

- “რაც ჩვენ არ ვიცით, ძვირფასო ყმანო,

ის დაწვრილებით ცაში იციან”, -

უთხრა ერეკლემ, ორივე ხელი

მაღაღადებლად აღაპყრო მაღლა:

“მადლობელნი ვართ, ღმერთო ძლიერო,

რასაც მოგვივლენ ჭია-მღილთ დაბლა.

გებარებოდეს შენ საქართველო,

დაუსრულებლად მტრისგან გვემული!

მეტი ვერ შევსძელ, ვით ხორციელმა,

მტკიცედ დამეცვა ერი და რჯული.

შენ უპატრონე ტანჯულს ქვეყანას,

არ მოჰკლა მასში გმირული სული,

აზრი მიეცი მაღალი, მტკიცე,

სიცოცხლე მყუდრო, მოსვენებული!”


იქვე ხევსურნიც პირჯვარს იწერდენ,

აძლევდენ ბანსა ერეკლეს ლოცვას.

გადაეხადათ თავის ჩაჩქნები,

უერთდებოდენ თვით მეფის მოთქმას.


ამ დროს აღმოჩნდა აღმოსავლეთით

შვენება ცისა - დილის ცისკარი,

დაბანაკებულს ქართვლისა ჯარსა

ესროლა სხივი, როგორც ისარი.

ცისკრის ამოსვლა ერეკლეს წესით

ჯარის აშლისა ნიშანი არი.

გასცა ბრძანება... აძრახდა ბუკი,

ლაშქრის აყრასა მოსთქვამს ნაღარა.

წამოიშალა ერთს წამს ლაშქარი,

აასხეს ცხენებს აღვირ-ავშარა;

აჰკიდეს ჯორებს და აქლემებსა,

დავლად კოხტამა რაც ჩააბარა,

თავი შეაკლა მეფე ერეკლეს

და ქართველები მით გაახარა.

ან რას გვერჩოდა საბრალო გმირი,

ჩვენთან მას ბრძოლა ვინ დააბარა?

მოჰყავთ ტყვეები ლეკ-ოსმალისა,

ქართველმა ჯარმა ვინც ასაპყარა.


დარაზმდა ჯარი, ალმებს ასწიეს,

ბაირახტრები დაუდგნენ წინა.

უხარის ყველას: კმაყოფილია,

გამარჯვებული ბრუნდება შინა.

წინ მიუძღვებათ მეფე ერეკლე,

დიდებულები არტყიან გარსა;

შვებით სულს ითქვამს მთელი ბუნება,

ლხენა ეტყობა მთასა და ბარსა.

ცოტა გზა გავლეს, ჯარი აყვირდა,

ასტყდა სიმღერა, დააგუგუნა.

“ვაშა ქართველ ჯარს!” - ამოთქვა დაფმა,

მობანედ ზურნამ დაიჭუჭყუნა.

ჯარის ამაყსა გულის ძგერასა

ბანს ეუბნება აბჯრისა ჟღერა.

მიდამოსა სძრავს ცხენთა ჭიხვინი,

რახტ-უზანგისა და ტოტთა თქერა.

დღეს ამას ვხედავთ. ხვალ რა იქნება?

რას გვიანდერძებს ბედისა წერა?

მოჰღელავს ჯარი როგორც ზღვის ტალღა.

ოდნავ-ღა ბჟუტავს ცაზე ცისკარი.

როდის ახდება, არავინ იცით,

მეფის ერეკლის ნეტავ სიზმარი?!


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   პოეზიაში ასახული ჩვენი განძი - საქართველო   Dec 12 2007, 05:02 PM
marine   საქართველო იყო მათ...   Dec 18 2007, 01:55 PM
მარიამი   ტიციან ტაბიძე მაშ ...   Dec 18 2007, 02:27 PM
marine   ტიციან ტაბიძე ნე...   Dec 18 2007, 02:54 PM
k@the   ცხრა ძმა ხერხეულიძ...   Dec 18 2007, 03:31 PM
marine   k@the მადლობა, ქეთი :მ...   Dec 18 2007, 03:48 PM
marine   საქართველოო ლამაზ...   Dec 20 2007, 03:17 PM
Маиа   ***ორიგინალი უასლოდ*...   Dec 21 2007, 06:34 PM
marine   ***ორიგინალი უასლოდ...   Dec 25 2007, 01:55 PM
marine   საქართველოს საამა...   Jan 22 2008, 04:25 PM
Lenus   ................   Jan 22 2008, 04:37 PM
marine   Lenus :) რაკი ასე გიყვა...   Jan 22 2008, 04:40 PM
Lenus   ................   Jan 22 2008, 04:43 PM
marine   marine მალდობა დიდი. ეხ...   Jan 22 2008, 04:46 PM
Lenus   ................   Jan 22 2008, 04:55 PM
tiko282   Маиа ეს ლექსი არ მქო...   Jan 22 2008, 04:59 PM
marine   აი, ეს მომწონს ძალ...   Jan 22 2008, 06:34 PM
Lenus   ................   Jan 22 2008, 07:56 PM
marine   tiko282 რა აქტუალურია...   Jan 22 2008, 08:08 PM
tiko282   marine Lenus მიხარია რომ მ...   Jan 22 2008, 08:35 PM
marine   ჰოდა, ახლა კიდე დავ...   Jan 22 2008, 08:44 PM
იოანა   მე ვარ მისანი ხარი ...   Jan 22 2008, 08:56 PM
marine   იოანა ულამაზესი ლ...   Jan 22 2008, 08:59 PM
likka   ..."დავბადებულვარ, ...   Jan 22 2008, 09:00 PM
marine   [size=3][color=#FF6666]..."დავბა...   Jan 22 2008, 09:04 PM
tiko282   marine შოთა ნიშნიანიძ...   Jan 22 2008, 09:08 PM
marine   marine შოთა ნიშნიანიძ...   Jan 22 2008, 09:14 PM
იოანა   უი, ნიშნიანიძის ეგ ...   Jan 22 2008, 10:26 PM
marine   ჩემი საყვარელი ლე...   Jan 22 2008, 10:33 PM
tiko282   კიდევ მიხელი ქვლი...   Jan 23 2008, 02:45 PM
marine   სულს მივცემ ჩემსა...   Jan 23 2008, 02:51 PM
marine   საქართველოში დაკა...   Jan 24 2008, 12:46 PM
tiko282   ფირუზ ცას და ზურმუ...   Jan 24 2008, 04:19 PM
თემო   :mellow: აბაააააააააა...   Jan 24 2008, 04:24 PM
tiko282   კარგი ლექსია და ეს...   Jan 24 2008, 04:37 PM
marine   საქართველოში დაბრ...   Jan 24 2008, 05:19 PM
tiko282   რა ლამაზი და ტკვილ...   Jan 24 2008, 05:46 PM
marine   ნამდვილად :mellow: აი ...   Jan 25 2008, 02:18 PM
tiko282   გამხელილი ძველმოდ...   Jan 25 2008, 07:05 PM
marine   კარგი ლექსია, მარი ...   Jan 28 2008, 02:28 PM
tiko282   თიკო, რა ლამაზი ლექ...   Jan 28 2008, 04:24 PM
marine   გმადლობ, მარი :) მეც...   Jan 28 2008, 05:11 PM
tiko282   გელა დაიაურის ლექ...   Jan 30 2008, 06:38 PM
marine   ძალიან ლამაზი და ...   Jan 31 2008, 02:14 PM
tiko282   სითბო ჩამეღვარ გუ...   Jan 31 2008, 09:05 PM
marine   ბესიკი ყოფილა (მო...   Feb 1 2008, 12:18 PM
თემო   ოკ   Jan 24 2008, 05:03 PM
marine   ქრისტეს სახელით! ...   Jan 29 2008, 02:32 PM
Lenus   ...........   Jan 31 2008, 09:40 PM
tiko282   [b]tiko282 დიდი მადლობა ...   Feb 1 2008, 05:37 PM
marine   tiko282 :ყვავილები: :მპუ...   Feb 1 2008, 05:47 PM
tiko282   marine მიყვარს ანას ლე...   Feb 4 2008, 04:13 PM
marine   marine და ვდგავარ ასე, ...   Feb 4 2008, 05:15 PM
tiko282   ლამაზია :rolleyes: თიკო,...   Feb 6 2008, 05:09 PM
marine   მარი, ბევრი მეც არა...   Feb 7 2008, 02:21 PM
tiko282   მადლობა, თიკო, ინფო...   Feb 9 2008, 03:47 PM
tiko282   არ ვიცი ამ ლექსის ა...   Feb 7 2008, 02:18 PM
marine   ვაგრძელებ თემას - ა...   Feb 11 2008, 05:45 PM
tiko282   :ყვავილები: :მპუა3: ...   Feb 11 2008, 06:42 PM
marine   ...   Feb 12 2008, 01:02 PM
tiko282   თიკო, შენი წყალობი...   Feb 12 2008, 05:29 PM
marine   მიხარია, მარი :wub: :მ...   Feb 13 2008, 12:47 PM
tiko282   საქართველოს მიხე...   Feb 13 2008, 05:25 PM
marine   აყვავებული კარტოფ...   Feb 13 2008, 05:35 PM
tiko282   პირველად წავიკითხ...   Feb 14 2008, 04:15 PM
marine   tiko282 :მპუა3: :მპუა3: :wub: ...   Feb 15 2008, 06:11 PM
tiko282   marine უნიჭიერესი კაცი...   Feb 16 2008, 12:29 PM
marine   marine უნიჭიერესი კაც...   Feb 18 2008, 12:20 PM
tiko282   ლებანიძის ეგ ლექს...   Feb 18 2008, 09:33 PM
marine   ტკივილიანი ლექსი...   Feb 19 2008, 05:15 PM
tiko282   (რაღა უნდა მიყო, მტ...   Feb 21 2008, 03:20 AM
marine   ...მოაგნეს საქართვე...   Feb 21 2008, 12:44 PM
tiko282   არაჩვეულებრივი ლე...   Feb 24 2008, 07:42 PM
marine   თუ სიკვდილია! — ა...   Feb 25 2008, 03:10 PM
tiko282   marine :ყვავილები: :მპუ...   Feb 26 2008, 11:04 PM
ართი ვარდი   marine :ყვავილები: :მპ...   Feb 26 2008, 11:09 PM
tiko282   ძალიან მიყვარს ეს ...   Feb 26 2008, 11:39 PM
marine   tiko282 ართი ვარდი :მპუ...   Feb 27 2008, 11:48 AM
tiko282   გიორგი შალამბერიძ...   Feb 28 2008, 03:52 PM
marine   tiko282 :მპუა2: :მპუა2: ულ...   Feb 28 2008, 04:25 PM
tiko282   [b]tiko282 გიორგი შალამბ...   Mar 1 2008, 01:18 AM
marine   tiko282 :მპუა3: :მპუა3: მუ...   Mar 5 2008, 10:58 AM
tiko282   tiko282 :მპუა3: :მპუა3: მ...   Mar 10 2008, 02:03 PM
marine   გინახავთ თქვენ ფე...   Mar 10 2008, 04:22 PM
marine   წმინდა ნინოს ვინ გ...   Mar 11 2008, 11:31 AM
tiko282   წმინდა ნინოს ვინ გ...   Mar 11 2008, 04:18 PM
marine   ანა კალანდაძე ბრო...   Mar 11 2008, 04:26 PM
tiko282   ძალიან მეწყინა ან...   Mar 11 2008, 04:37 PM
marine   მეც ძალიან მეწყინ...   Mar 11 2008, 04:45 PM
marine   ერეკლეს სიზმარი /ვ...   Mar 18 2008, 10:54 AM
tiko282   marine :rolleyes: მეც მეფე ერ...   Mar 19 2008, 12:46 PM
marine   ლაშქარს მიუძღვის ...   Mar 19 2008, 04:21 PM
tiko282   marine :მპუა3: სადაც ჩაღ...   Mar 27 2008, 10:02 PM
marine   მინდოდა ქართველი ...   Apr 18 2008, 04:50 PM
tiko282   ეს ჩემი დეიდაშვილ...   Apr 18 2008, 06:26 PM
არაგველი   არსებობს ასეთი ლექ...   Apr 18 2008, 09:36 AM
არაგველი   ნამდვილად არ მახსო...   Apr 22 2008, 09:46 AM
tiko282   ნამდვილად არ მახს...   Apr 30 2008, 01:58 PM
T I K O   ესეც ოთარ ჭილაძის ...   Jun 9 2008, 02:54 PM
marine   ესეც ოთარ ჭილაძის ...   Jun 9 2008, 04:27 PM
3 გვერდი V  1 2 3 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st June 2024 - 07:42 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი