იცოდით თუ არა, რომ..., არარელიგიური საინტერესო ინფორმაცია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იცოდით თუ არა, რომ..., არარელიგიური საინტერესო ინფორმაცია |
KAIROS |
Mar 17 2008, 02:40 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
აქ ადრე ნათიამ გახსნა კარგი თემა " რაც არ ვიცოდი, და ახლა გავიგე", სამწუხაროდ ის თემა ჩაჩუმდა, ახლა მე ახალ თემას ვხსნი, რომელიც მიზნად ისახავს იმ თემის ამოწევასაც, რადგან რელიგიური შინაარსის ინფორმაციები იქ უნდა დაიდოს, სხვა აქეთ...
ახლა საქმე რაშია, აქ უამრავი განათლებული ადამიანი შემოდის, მადლობა ღმერთს... აქთ რა განსხვავებული პროფესია, ფლობენ ბევრ საინტერესო ინფორმაციას, შეიძლება ისეთი საინტერესო სტატია წაიკითხონ ან ისეთი საინტერესო წიგნი , გადაცემა... რომ იქ მიღებული ინფორმაციის გაზიარება ძალიან კარგი იქნება... თქვენი არ ვიცი და მე ერთი ასეთი ჩვევა მაქვს, ვაგროვებ ყველა ინფორმაციას რაც დამაინტერესებს, ასე დამიგროვდა უამრავი გაზეთის ფურცლები, თუ ამონაბეჭდი ინფორმაციები ( სად დავაწყო უკვე აღარ ვიცი ), მაგრამ მაინც ეს შემოფარგლულია, სხვაა როცა ამ სიახლეს გაიტან ამდენი ხალხის წინაშე, თან სიკეთეს აკეთებ, თან კიდევ დამატებით ინფორმაციას ღებულობ... არადა იმდენი რამ გვექნება წაკითხული, განაგონი... მთავარია ინფორმაცია იყოს მოკლე, შინაარსიანი ( აქ არელიგიური), და იწყებოდეს ცნობილი ფორმულით: "იცოდით თუ არა, რომ..." წარმატებები; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
კანონისტი |
Mar 18 2008, 12:01 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ციტატა იცოდით თუ არა, რომ - დიდ ბრიტანეთს დღემდე არ აქვს კონსტიტუცია; - ქართული სამართლის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ძეგლი - ხელმწიფის კარის გარიგება წმ. ექვთიმე ღვთისკაცმა (თაყაიშვილი) აღმოაჩინა მეგობრის სახლში, დასაწვავი ძველმანების გროვაში; - იურისტს ძველ საქართველოში "საბჭოთა საქმეთა მეცნიერი" ერქვა; - პირველი კოდექსი ქართულ ენაზე არის ვახტანგ VI სამართლის წიგნთა კრებული (XVIII ს. დასაწყ.); - ევროპის რამდენიმე სამედიატორო სასამართლომ ხანგრძლივი დებატების შემდეგ მიიღო სამართალწარმოების წესები, რომლის ანალოგიც არსებობდა საქართველოში ადრეულ შუასაუკუნეებში - ხევსურეთსა და სვანეთში; - მეფისა და კათალიკოსის მკვლელობისათვის საქართველოში სასჯელი არ არსებობდა; - საქართველოს არსებობის მანძილზე სულ 6 კონსტიტუცია ჰქონდა; - ქართული კანონებით 30 წლამდე ადამიანი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებლად ითვლებოდა, ამიტომ დანაშაულის ჩადენა ამ ასაკამდე შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნეოდა; - ძველ საქართველოში ეროვნული და რელიგიური უმცირესობებისთვის ცალკე კანონები არსებობდა, მათი ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების გათვალისწინებით -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 10:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი