იცოდით თუ არა, რომ..., არარელიგიური საინტერესო ინფორმაცია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იცოდით თუ არა, რომ..., არარელიგიური საინტერესო ინფორმაცია |
KAIROS |
Mar 17 2008, 02:40 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
აქ ადრე ნათიამ გახსნა კარგი თემა " რაც არ ვიცოდი, და ახლა გავიგე", სამწუხაროდ ის თემა ჩაჩუმდა, ახლა მე ახალ თემას ვხსნი, რომელიც მიზნად ისახავს იმ თემის ამოწევასაც, რადგან რელიგიური შინაარსის ინფორმაციები იქ უნდა დაიდოს, სხვა აქეთ...
ახლა საქმე რაშია, აქ უამრავი განათლებული ადამიანი შემოდის, მადლობა ღმერთს... აქთ რა განსხვავებული პროფესია, ფლობენ ბევრ საინტერესო ინფორმაციას, შეიძლება ისეთი საინტერესო სტატია წაიკითხონ ან ისეთი საინტერესო წიგნი , გადაცემა... რომ იქ მიღებული ინფორმაციის გაზიარება ძალიან კარგი იქნება... თქვენი არ ვიცი და მე ერთი ასეთი ჩვევა მაქვს, ვაგროვებ ყველა ინფორმაციას რაც დამაინტერესებს, ასე დამიგროვდა უამრავი გაზეთის ფურცლები, თუ ამონაბეჭდი ინფორმაციები ( სად დავაწყო უკვე აღარ ვიცი ), მაგრამ მაინც ეს შემოფარგლულია, სხვაა როცა ამ სიახლეს გაიტან ამდენი ხალხის წინაშე, თან სიკეთეს აკეთებ, თან კიდევ დამატებით ინფორმაციას ღებულობ... არადა იმდენი რამ გვექნება წაკითხული, განაგონი... მთავარია ინფორმაცია იყოს მოკლე, შინაარსიანი ( აქ არელიგიური), და იწყებოდეს ცნობილი ფორმულით: "იცოდით თუ არა, რომ..." წარმატებები; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
თათარაშვილი |
Mar 18 2008, 12:44 PM
პოსტი
#2
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
ციტატა იცოდით თუ არა, რომ 1. კომპანია KODAK-ის დევიზია: “თქვენ მხოლოდ ღილაკს დააჭირეთ თითი, დანარჩენი ჩვენი საქმეა” 2. აშშ-ს პრეზიდენტს უფლება აქვს დაიტოვოს საჩუქარი, რომლის ღირებულებაც არ აღემატება 250 დოლარს. აბსოლუტური რეკორდსმენი საჩუქრების მხრივ არის რონალდ რეიგანი, რომელსაც პრეზიდენტობის 8 წლის მანძილზე 75 000 (!) ასეთი საჩუქარი დაუგროვდა. 3. მეოთხე ბორბალი პირველად მანქანას კარლ ბენცმა დაუმატა 4. მეფის რუსეთში სოფლად ჩექმა თაობიდან თაობას გადაეცემოდა 5. საქვეყნოდ ცნობილი კოქტეილი “სისხლიანი მერი” არის ტომატისა და არყის ნარევი (მთლად ასე უბრალოდაც არ არის საქმე, მაგრამ მაინც) 6. 1748 წელს 16 წლის ჯორჯ ვაშინგტონი მეგობრებთან ერთად დააკავეს საჯინიბოს კედლებზე პოლიტიკური ლოზუნგების წერისათვის. აშშ-ს მომავალ პრეზიდენტს წარწერები საკუთარი ხელით წააშლევინეს 7. პოლონეთში შეიქმნა მელოტების ორგანიზაცია დევიზით: “სრულყოფილი ფორმის თავები თმით დაფარული არ არის” 8. ათენელ ქურუმებს ეკრძალებოდათ ყველის ჭამა, რადგანაც იგი ღმერთების საკვებად ითვლებოდა და არა ადამიანების 9. კომუნისტების დროს წარმოებული წითელი აგურის წონა აუცილებლად უნდა ყოფილიყო 3.14 კილოგრამი 10. ისლანდიაში გვარები არ არსებობს. ადამიანის გვარს აწარმოებენ მამის სახელისგან (მამის სახელს ემატება გარკვეული გაგრძელება და ეგაა გვარი) 11. მთელი წლის მანძილზე მხოლოდ თებერვალშია წყლის დონე თანაბარი წყნარ და ატლანტის ოკეანეში. სხვა დროს წყლის დონე წყნარში უფრო მაღალია 12. 1808 წელს გოეთეს ნაპოლეონის ბრძანებით მიენიჭა “ნაპოლეონის საპატიო გვარდიის რაინდის” წოდება |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:45 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი