"მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა", საქართველო და მონარქია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა", საქართველო და მონარქია |
marine |
Jan 23 2008, 01:07 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,337 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღვთის სათნო-მყოფელი ხალხი ღირსია, ჰყავდეს ღვთისგან კურთხეული მეფე. მეფის პატივისმცემელი ხალხი ამ გზით სათნოეყოფა თვითონ ღმერთს, რამეთუ მეფის მიერაა განწესებული."
/წმ. ფილარეტ მოსკოველი/ "ღვთის თვალში არაა იმაზე უკეთესი ხელისუფალი, ვინემ ხელისუფალი მართლმადიდებელი მეფისა." /ღირსი სერაფიმ საროველი/ "მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა." /ღირსი მაქსიმე ბერძენი/ "ღმერთმა ქრისტიანებს ორი უმაღლესი ნიჭი მიჰმადლა: მღვდლობა და მეფობა, რომელთა მეშვეობითაც მიწიერი საქმეები იმართება ზეციურის მსგავსად." /ღირსი თეოდორე სტუდიელი/ "მეფის პატივისმცემელი ერი ღმერთს აამებს, რადგან მეფე ღვთივკურთხეულია." "დედამიწაზევე ნეტარია სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქეებს ზეციური სამეფოს მოპოვებაში დაეხმარება." ჟურნალი "კრიალოსანი" N12, 2007 წ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 18 2008, 01:45 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,337 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ქართველთა სიხარული უსაზღვრო იყო. პატრიარქმა ანტონ კათალიკოსმა ჩვეული სიბეჯითით მოიძია მეფეთა კურთხევის უძველესი ქართული წესები, და სამღვდელოთა დასი საგანგებო სადღესასწაულო ცერემონიისათვის მოამზადა. გახარებულმა ხალხმა ქუჩები, მოედნები, ბაზრები მორთო, ჩირაღდნებითა და გალობით შეეგება მეფის, დედოფლისა და ბატონიშვილიების გამოჩენას.
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ქრისტიანული წესით ეკურთხებოდა და თეიმურაზს არა "ქრისტიანი მეფე", არამედ "ქრისტესმოყვარე მეფე" ეწოდებოდა, ხალხი უზომო აღტაცებით ხვდებოდა მას, ხოლო მეფედ მირონცხების სადღესასწაულო სიხარული ხომ უზომო იყო. "მეფე თეიმურაზ ლილოდამ შემობრძანდა ქალაქსა თბილისსა თვესა ივლისსა 9-ს. მიეგებნენ მოქალაქენი ანუ დასნი სამღვდელონი, შეასხეს ქება და შესწირეს მადლობა ღმერთსა, გაუშალეს მოქალაქეთა ფიანდაზი მძიმე ლარითა, შეიქმნა სროლა ზარბაზანთა, რამეთუ ყურთა ხმა აღარ იყო. ავლაბრით ალაყაფის კარამდის მორთეს ბაზარი და განაბრწყინვეს ჩირაღდნით. იყო სამი დღე და ღამე განუწყვეტლად მეჯლისი და ლხინი უზომო, სიხარული ფრიადი." ხოლო თეიმურაზის ძეს, კახეთის მეფე ერეკლეს, დედამისსა და ანტონს, მომავალ პატრიარქს "გაეგებნენ დასნი სამღვდელონი ანუ ერთი გუნდნი და დედათა ბანაკი, შეასხეს ქება და მადლობდნენ ღმერთსა, "ვინა გამოგვიჩნდა ხსნად ჩვენდა ჭირვეულთაო და გვიხსნა მტერთაგან ჩვენთაო." (გაგრძელება იქნება) -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 02:44 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი