იცოდით თუ არა, რომ..., არარელიგიური საინტერესო ინფორმაცია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იცოდით თუ არა, რომ..., არარელიგიური საინტერესო ინფორმაცია |
KAIROS |
Mar 17 2008, 02:40 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
აქ ადრე ნათიამ გახსნა კარგი თემა " რაც არ ვიცოდი, და ახლა გავიგე", სამწუხაროდ ის თემა ჩაჩუმდა, ახლა მე ახალ თემას ვხსნი, რომელიც მიზნად ისახავს იმ თემის ამოწევასაც, რადგან რელიგიური შინაარსის ინფორმაციები იქ უნდა დაიდოს, სხვა აქეთ...
ახლა საქმე რაშია, აქ უამრავი განათლებული ადამიანი შემოდის, მადლობა ღმერთს... აქთ რა განსხვავებული პროფესია, ფლობენ ბევრ საინტერესო ინფორმაციას, შეიძლება ისეთი საინტერესო სტატია წაიკითხონ ან ისეთი საინტერესო წიგნი , გადაცემა... რომ იქ მიღებული ინფორმაციის გაზიარება ძალიან კარგი იქნება... თქვენი არ ვიცი და მე ერთი ასეთი ჩვევა მაქვს, ვაგროვებ ყველა ინფორმაციას რაც დამაინტერესებს, ასე დამიგროვდა უამრავი გაზეთის ფურცლები, თუ ამონაბეჭდი ინფორმაციები ( სად დავაწყო უკვე აღარ ვიცი ), მაგრამ მაინც ეს შემოფარგლულია, სხვაა როცა ამ სიახლეს გაიტან ამდენი ხალხის წინაშე, თან სიკეთეს აკეთებ, თან კიდევ დამატებით ინფორმაციას ღებულობ... არადა იმდენი რამ გვექნება წაკითხული, განაგონი... მთავარია ინფორმაცია იყოს მოკლე, შინაარსიანი ( აქ არელიგიური), და იწყებოდეს ცნობილი ფორმულით: "იცოდით თუ არა, რომ..." წარმატებები; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ეკატო |
Mar 18 2008, 01:41 AM
პოსტი
#2
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
იცოდით თუ არა, რომ
ძვ.წ. XVII საუკუნეში მეფე ჰამურაბმა ბაბილონში შექმნა კანონთა კრებული, რომლებიც უზარმაზარ ქვის სტელებზე დაიწერა. კოდექსში სულ 282 კანონია. ზოგიერთი მათგანი ამგვარია: • თუ ერთი მეორის ვაჟს მოიპარავს, ის მოკლულ იქნება და დაიმარხება რიტუალს გარეშე. • თუ მავანი საკუთარ ბაღს მებაღეს მისცემს მოსავლელად და მებაღე ოთხი წლის განმავლობაში სამსახურს პირნათლად შეასრულებს, მეხუთე წელს მფლობელი მებაღეობაში თავადაც უნდა დასაქმედეს. • თუ ქალს ურთიერთობა აქვს სხვა მამაკაცთან, ორივე უნდა დაიბას და წყალში ჩაიყაროს, მაგრამ ცოლს შეიძლება სასჯელი მოეხსნას, თუ ქმარი მას მეფეს აჩუქებს როგორც მონას. • თუ მამაკაცი ომში ტყვედ აიყვანეს და შინ საჭმელი არ არის, მაშინ ცოლი თავისუფლდება სხვა სახლში წასასვლელად. • თუ მამაკაცი შინიდან გაიქცევა, ხოლო ცოლი სხვა სახლში გადავა, თუ ქმარი მოგვიანებით დაბრუნდა, ცოლი არ არის ვალდებული დაბრუნდეს. • თუ მონა გაარტყამს მის მფლობელს, მონას ყური მოეჭრება. • თუ მშენებელი კარგად ვერ ააშენებს და შენობა დაინგრევა, იგი მოკლულ იქნება. • თუ მფლობელის ვაჟი მოკვდება, მშენებლის ვაჟს მოკლავენ. • თუ მავანი სახლის კედელს გაანგრევს მის გასაძარცვად და მას დაიჭერენ, სასჯელის სახით მას კედელში ჩააშენებენ. პ.ს. რას არ მოიგონებენ -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
Ismail |
Mar 18 2008, 12:02 PM
პოსტი
#3
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
იცოდით თუ არა, რომ ძვ.წ. XVII საუკუნეში მეფე ჰამურაბმა ბაბილონში შექმნა კანონთა კრებული, რომლებიც უზარმაზარ ქვის სტელებზე დაიწერა. კოდექსში სულ 282 კანონია. ზოგიერთი მათგანი ამგვარია: • თუ ერთი მეორის ვაჟს მოიპარავს, ის მოკლულ იქნება და დაიმარხება რიტუალს გარეშე. • თუ მავანი საკუთარ ბაღს მებაღეს მისცემს მოსავლელად და მებაღე ოთხი წლის განმავლობაში სამსახურს პირნათლად შეასრულებს, მეხუთე წელს მფლობელი მებაღეობაში თავადაც უნდა დასაქმედეს. • თუ ქალს ურთიერთობა აქვს სხვა მამაკაცთან, ორივე უნდა დაიბას და წყალში ჩაიყაროს, მაგრამ ცოლს შეიძლება სასჯელი მოეხსნას, თუ ქმარი მას მეფეს აჩუქებს როგორც მონას. • თუ მამაკაცი ომში ტყვედ აიყვანეს და შინ საჭმელი არ არის, მაშინ ცოლი თავისუფლდება სხვა სახლში წასასვლელად. • თუ მამაკაცი შინიდან გაიქცევა, ხოლო ცოლი სხვა სახლში გადავა, თუ ქმარი მოგვიანებით დაბრუნდა, ცოლი არ არის ვალდებული დაბრუნდეს. • თუ მონა გაარტყამს მის მფლობელს, მონას ყური მოეჭრება. • თუ მშენებელი კარგად ვერ ააშენებს და შენობა დაინგრევა, იგი მოკლულ იქნება. • თუ მფლობელის ვაჟი მოკვდება, მშენებლის ვაჟს მოკლავენ. • თუ მავანი სახლის კედელს გაანგრევს მის გასაძარცვად და მას დაიჭერენ, სასჯელის სახით მას კედელში ჩააშენებენ. პ.ს. რას არ მოიგონებენ საინტერესოა. თანაც, ჰამურაბის კანონები პირველი წერილობით სამართლის ნორმებია. ხომ ვერ მეტყვი ჰამურაბის კანონების სრული ვერსია თუ შეიძლება ვნახო სადმე? ან ლინკი ხომ არ გაქვს რამე? -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
ეკატო |
Mar 18 2008, 02:13 PM
პოსტი
#4
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
საინტერესოა. თანაც, ჰამურაბის კანონები პირველი წერილობით სამართლის ნორმებია. ხომ ვერ მეტყვი ჰამურაბის კანონების სრული ვერსია თუ შეიძლება ვნახო სადმე? ან ლინკი ხომ არ გაქვს რამე? სრული ვერსიაა არაა, მაგრამ რაღაც ნაწილი აქ არის http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%AE%E1%...%83%91%E1%83%98 -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 08:49 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი