წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
tamara |
Dec 15 2007, 01:43 AM
პოსტი
#41
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
აქ ვისაუბროთ წარმართული ხანის საქართველოზე,
თუ რა კულტები და მითური პერსინაჟები, რა ადათ წესები იყო ძველ საქართველოში, რა სახით შემორჩა ისინი ქრისტიანულ საქართველოში, და რა სახით გადმოვიდა მათი ნაწილი ქრისტიანობაში. ეს ძალიან საინტერესო და ღრმა თემაა... და ალბათ არა ერთ გვერდს მოიცავს... ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი ქართველი ტომების უძველეს რწმენათა მიმოხილვისას გაირკვა, რომ ბუნების ძალებისა და მოვლენებისადმი თაყვანისცემისა თუ მათი გაღმერთების მხრივ ქართველებშიც სხვა ტომთათვის დამახასიათებელ სურათს ვხვდებით. როგორც ირკვევა, “თავისი წილი” ღმერთები ჰყავდათ ცალკე თემებსა და საგვარეულოებს, მთას, ხევს, მინდორს, ადგილს, ხეებს, სახლს, ფუძესა და ა. შ. ამასთანავე, ხალხური გადმოცემები და მდიდარი ეთნოგრაფიული მასალები გვიჩვენებენ, რომ ქართველებს ჰყავდათ საერთო დიდი (უფროსი) ღმერთებიცა და სატომო ან სატომთაშორისო ღვთაებებიც ასე მაგალითად ადრე კლასობრივი საზოგადოების დროსაც ქართველთა წინაპრები ყველაზე დიდ პატივსა და თაყვანს ცის მნათობებს სცემდნენ – მთვარეს, მზესა და ვარსკვლავებს – ვითარცა საერთო ქართულ ღვთაებებს. ახლა, შეიძლება ითქვას, კარგად არის გამორკვეული, რომ იმ დროის ქართულ ასტრალურ პანთეონს სამეული მეთაურობდა. პირველი მათგანი უფროსად მიჩნეული უზენაესი ღმერთი იყო; მეორე – ქალღმერთი მზე ან მზექალი, ხოლო მესამე – კვირია. უზენაესი ღმერთი ან მორიგე ღმერთი პანთეონსაც ედგა სათავეში და ცხადია – სამეულსაც. იერარქიის მომდევნო საფეხურზე იდგნენ შესაბამისად: ჯვარი ან ხატი, ღვთისშვილები (ღვთისსანახი, ღვთისნაბადები) და ა. შ. უკვე იმ დროისათვის ქართველთა ყველა ღვთაება ანთროპომორფულ არსებებად არის წარმოდგენილი. ამასთანავე ირკვევა, რომ უზენაესი ღმერთი – მთვარე-ღმერთია, ე. ი. მამა-ღმერთია. ისიც კარგად არის გამორკვეული, რომ ოდესღაც ქართველ ტომებს სათავისთავო სათემო ღვთაების გარდა ყველასათვის საერთო რწმენა ჰქონიათ და საერთო ქართული წარმართობაც ყოფილა. ივ. ჯავახიშვილმა კარგა ხანია გამოარკვია, რომ მაგალითად, კვირიას თაყვანისცემასთან დაკავშირებულ სვანურ წესებს წმინდა ქართული წარმართული რწმენის ანარეკლი აქვთ დაცული და თვით სათანადო ფერხულის სიტყვებს მეფერხულე სვანები ქართულად წარმოთქვამენ. ამ წესების ძველქართულ სახელებთან ერთად ფერხულის ქართულად წარმოთქმის ჩვეულება უეჭველია თავდაპირველი, საერთო ქართული წესის ნაშთი უნდა იყოს. ივ. ჯავახიშვილს სათანადოდ დამტკიცებული აქვს, რომ ახალწლის დღესასწაულის ჩვეულებების თანახმად, მეგრელი მეკვლეც თავის წარმოსათქმელ სიტყვებს მეგრულად კი არა, სწორედ ქართულად ამბობს ხოლმე, მითითებული და კიდევ ბევრი სხვა მონაცემი საფუძველს აძლევდა ავტორს დაესკვნა შემდეგი: “ცხადი ხდება, რომ არამც თუ საზოგადო ქართული, ყველა ქართველ ტომთათვის, მათ შორის მეგრელთა და სვანთათვისაც, საერთო წარმართობა არსებობდა, არამედ რომ წარმართობას საერთო ტერმინოლოგიაც, საერთო ენაც ქართული ჰქონდა” ჯერ ჯერობოთ ამაზე გავჩერდები, ვინაიდან ბევრი რამ მაქვს ამ აბზაცისათვის დასამატებელი |
tamuna m |
Mar 18 2008, 05:19 PM
პოსტი
#42
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
ბუმბერაზი ოღუზები
ოღუზები ბუმბერაზი ადამიანები ყოფილან, სამი-ოთხი ახლანდელი ადამიანის სწორი. იმათი საქონელი, შესაჯდომ-შესაბმელი პირუტყვებიც მაღალი ყოფილან. ჭკუა კი ბევრი არა ჰქონდათ. იმდენად უწკუო და მოუხერხებლები ყოფილან ორუზები, რომ საქონლის ბაგა მაღლა, აივანზე ჰქონდათ: დაბლა მიწაზე რომ დავდგათ, ცხენი ვერ დასწვდებაო, აივანი კი ცხენის სიმაღლე არისო. ერთხელ ოღუზებს მამული უხნავთ. ერთ ჩვენისთანა კაცს მათი სახნავის ახლოს ჩაუვლია. ორუზები რომ დაუნახავს, უთქვამს: ე როგორი დევკაცებია, დევები შეუბამტ და ხნავენო. უსვრია ისარი და ერთი ოღუზისთვის ბარკალში გაურჭვია. ოღუზს ფუტკრის ნაკბენივით დასწვია ხორცი. ისარი ამოუღია, გაუსინჯავს, გაჰკვირვებია და უთქვამს: -აი, ღმერთო ეს რა ვნახე, ეს როგორი რამე ყოფილაო? ნეტავი საიდან გადმოვარდეა, ვინ მესროლაო? მოუხედავს და დაუნახავს ეს პატარა კაცი. გამოჰკიდებია ორუზი, ორი-სამი ნაბიჯი გადაუდგამს, პატარა კაცს დასწევია და დაუჭერია. შეეხვეწა დაბალი კაცი: -შენი ჭირიმე, ნუ მომკლავო! ოღუზს თავისი წაღის ყელში ჩაუსვამს. მერე თავის ულაყებთან წასულა, ცოტაც მოუხნავს, ულაყები გამოუშვია, აჩაჩა იქვე დაუგდია. შინ მისულა და დედისათვის უთქვამს: -დედა, ერთი საკვირველი კაცი მოგიყვანე. ჩვენსავით ულვაში და წვერი აქვს., ჩვენსავით ცხვირ-პირი, ჩვენსავით ქართული სიტყვა, მაგრამ თვითონ პაწაწა რამ არისო. -აბა მაჩვენეო? -აიო,-წაღის ყელიდან ამოუყვანია ის კაცი. -უი, მომიკვდეს თავი, ეგ ხომ პატარა კაცია, ქვეყანას ჩვენს შემდეგ ესნი შეჭამენო. ახლა ამისთანა კაცუნების ხანა დგება, მაგათ უკან ქონდრის კაცის ხანა დადგებაო. -დედა, ჯერ ეგ რა არის, ქონდრის კაცი რა უნდა იყოს. მაგათ როგორ უნდა იმუშაონ, როგორ უნდა იცოცხლონ, რა გზაზე უნდა იარონო? -ჭკუით, შვილო,ჩვენ გვაჯობებენო. -მაგან ცხენს როგორ უნდა მოუაროს, ქერი როგორ უნდა აჭამოსო? -როგორ აჭმევს და მოხერხებით აჭმევს. აბა, მიაწოდე თოფრით ქერი, თუ ვერ აჭმევსო. შვილმა თოფრაში ბზე ჩაყარა, შიგ ქერი გაურია. პატარა კაცს მიაწოდა. იმანაც აიღო, ცხენს დაანახა და დაუძახა: -თფრშუეი თფრშუეიო! ცხენმა დაიხვიხვინა, პატარა კაცთან მივიდა, კისერი ჩამოიგრძელა, ქერს დასწვდა. დაწვდომაში პატარა კაცმა კისერზე თოფრა ჩამოჰკიდა. ცხენმა თავი ასწია, ტოფრა მარლა წაიღო და ხრამუნით დაუწყო ქერს ჭამა. -აია, ამას გეუბნებოდი. პატარა კაცს ამდენი ჭკუა, მოხერხება აქვს, შვილო, ეგენი ოღუზებს ამოაგდებენ, მაგაათ კი-ქონდრის კაცები. -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 12:14 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი