იცოდით თუ არა, რომ..., არარელიგიური საინტერესო ინფორმაცია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იცოდით თუ არა, რომ..., არარელიგიური საინტერესო ინფორმაცია |
KAIROS |
Mar 17 2008, 02:40 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
აქ ადრე ნათიამ გახსნა კარგი თემა " რაც არ ვიცოდი, და ახლა გავიგე", სამწუხაროდ ის თემა ჩაჩუმდა, ახლა მე ახალ თემას ვხსნი, რომელიც მიზნად ისახავს იმ თემის ამოწევასაც, რადგან რელიგიური შინაარსის ინფორმაციები იქ უნდა დაიდოს, სხვა აქეთ...
ახლა საქმე რაშია, აქ უამრავი განათლებული ადამიანი შემოდის, მადლობა ღმერთს... აქთ რა განსხვავებული პროფესია, ფლობენ ბევრ საინტერესო ინფორმაციას, შეიძლება ისეთი საინტერესო სტატია წაიკითხონ ან ისეთი საინტერესო წიგნი , გადაცემა... რომ იქ მიღებული ინფორმაციის გაზიარება ძალიან კარგი იქნება... თქვენი არ ვიცი და მე ერთი ასეთი ჩვევა მაქვს, ვაგროვებ ყველა ინფორმაციას რაც დამაინტერესებს, ასე დამიგროვდა უამრავი გაზეთის ფურცლები, თუ ამონაბეჭდი ინფორმაციები ( სად დავაწყო უკვე აღარ ვიცი ), მაგრამ მაინც ეს შემოფარგლულია, სხვაა როცა ამ სიახლეს გაიტან ამდენი ხალხის წინაშე, თან სიკეთეს აკეთებ, თან კიდევ დამატებით ინფორმაციას ღებულობ... არადა იმდენი რამ გვექნება წაკითხული, განაგონი... მთავარია ინფორმაცია იყოს მოკლე, შინაარსიანი ( აქ არელიგიური), და იწყებოდეს ცნობილი ფორმულით: "იცოდით თუ არა, რომ..." წარმატებები; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ნათია |
Mar 18 2008, 03:40 PM
პოსტი
#2
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
-------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
T I K O |
Mar 18 2008, 05:47 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
[*]1905-1907 წლების რევოლუციის დროს, ზემო იმერეთის ორმა რაიონმა, ზესტაფონმა (მაშინ ყვირილა) და ხარაგაულმა (ბელაგორი) გამოაცხადეს "ყვირილა-ბელაგორის რესპუბლიკა". * პირველად თავის ავტომობილზე ნომერი მიამაგრა ბერლინელმა კომერსანტმა რუდოლფ ჰერცოგმა. ეს მოხდა 1901წელს. მის ნომერზე მხოლოდ სამი ნიშანი იყო გამოსახული - IA1 (IA - მისი ახალგაზრდა ცოლის, იოანნა ანკერის, ინიციალებს აღნიშნავდა, ხოლო რიცხვი 1 - იმას, რომ მეუღლე მისთვის პირველი და ერთადერთი იყო.) * დიდი გერმანელი ფიზიკოსის, ალბერტ აინშტაინის უკანასკნელი სიტყვები სამუდამოდ უცნობი დარჩა. მედდას, რომელიც ამ დროს მის გვერდით იმყოფებოდა, გერმანული არ ესმოდა. * პირველმა ბომბმა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ჩამოაგდეს ბერლინში, მოკლა სპილო ბერლინის ზოოპარკში. * საფრანგეთში ქალებს 1944 წლამდე არ ჰქონდათ ხმის უფლება. * 1880 წელს კომპანია Procter & Gamble-მა გამოუშვა თეთრი საპონის ახალი მარკა. მალე ამ საპონმა დიდი პოპულარობა მოიპოვა ამერიკელთა შორის, იმის გამო, რომ არ იძირებოდა წყალში. ამის მიზეზი კი, თავდაპირველად, გახდა ტექნოლოგიური შეცდომა - საპნის ნარევში შემთხვევით სხვა ნივთიერება მოხვდა. * ამერიკის შტატ იუტაში აკრძალულია მიცვალებულის თანდასწრებით ლანძღვა-გინება. * ინგლისში მერს მხოლოდ ასე უნდა მიმართო: "ბატონო მერო", მაშინაც კი თუ ის ქალია. * ირანში ქორწილზე სავალდებულო საჩუქრად ითვლებოდა ჭადრაკი. * კედელზე თავის რტყმევით, თურმე შესაძლებელია საათში 150 კალორიის დაწვა. (საკუთარ თავზე ნუ გამოცდით ) -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 08:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი