კითხვა-პასუხი, საქართველოს ისტორიის საკითხებზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კითხვა-პასუხი, საქართველოს ისტორიის საკითხებზე |
Lenus |
Oct 9 2007, 03:02 PM
პოსტი
#21
|
ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
ყველა შეკითხვაზე რომ ახალი თემა არ გაიხსნას, ვხსნით ერთ მიჭიკარტებულ თემას.
გინდათ ზოგადი ისტორიული შეკითხვებისთვის გამოვიყენოთ და გნებავთ ისტორიული ვიქტორინასავით განვავითაროთ. ერთი სიტყვით, ყველა შეკითხვა ამ თემაში. გთხოვთ გადაიკითხოთ ხოლმე წინა გვერდები სანამ ახალ შეკითხვებს დასვამდეთ. -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
Amuza |
Mar 18 2008, 04:17 PM
პოსტი
#22
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
მარინე, რა ინფორმაციის დადება შეგვიძლია კახეთის მეფეზე დავით II-ზე იგივე იმამ ყული-ხანიზე? საერთოდ,როგორი იყო მისი პოლიტიკა, ლეკთა შემოსევების წინააღმდეგ და ა.შ.
სხვათაშორის კახთა მეფეებზე ინფორმაციის ნაკლებობაა,ამ თემაში. -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
marine |
Mar 18 2008, 04:52 PM
პოსტი
#23
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მარინე, რა ინფორმაციის დადება შეგვიძლია კახეთის მეფეზე დავით II-ზე იგივე იმამ ყული-ხანიზე? საერთოდ,როგორი იყო მისი პოლიტიკა, ლეკთა შემოსევების წინააღმდეგ და ა.შ. გიორგი, ესაა ის ინფორმაცია რაც ხელთ მაქვს: დავით II (იმამ-ყული ხანი) კახეთის მეფე 1709-1722 წლებში. ერეკლე I-სა და დედოფალ ანა ჩოლოყაშვილის ძე. 1703 წლიდან, როცა მისი მამა კახეთის მეფედ დანიშნეს, მაგრამ ირანშივე დატოვეს ყულარაღასად, სამეფოს გამგებელია (ჯანიშინი). 1706 წელს ილაშქრა ჭარ-ბელაქანში, მაგრამ მარცხი იწვნია. ლეკების შემოსევების გაძლიერების გამო იძულებული გახდა, რეზიდენცია ყარაღაჯიდან თელავში გადმოეტანა (ზაფხულობით მაღაროში იმყოფებოდა). 1709 წელს ერეკლე I გარდაიცვალა და დავითი ირანში დაიბარეს მეფობის მისაღებად. იმამ-ყული ხანი 1715 წლამდე დარჩა ირანში. მისი არყოფნის დროს კახეთს განაგებდა ერეკლე I-ის უცროსი ვაჟი თეიმურაზ ბატონიშვილი. ირანიდან დაბრუნებულმა დავითმა, ქართლის მმართველ იესესთან ერთად, კიდევ ერთხელ ილაშქრა ლეკთა წინააღმდეგ და კვლავ დამარცხდა. იმამ-ყული ხანის მეფობის პერიოდში დაიწყო ლეკთა მასიური ჩამოსახლება კახეთში, რასაც ზედ დაერთო ადგილობრივი გლეხების გადასვლა მათ მხარეზე, ანუ "გალეკება" (ამ გზით ცდილობდნენ გლეხები ბატონყმური უღლისაგან თავის დაღწევას). 1719 წლის დეკემბერში დავით II შეხვდა ვახტანგ VI-ს საფურცლეში. მეფეებმა მოილაპარაკეს, რომ ერთობლივად ელაშქრათ დაღესტნელთა წინააღმდეგ. 1720 წლის გაზაფხულზე ვახტანგ VI-მ კახეთში გააგზავნა ქართლის მოწინავე სადროშოს (საბარათიანოს) ლაშქარი. მიუხედავად მიღებული დახმარებისა კახეთის მეფემ მაინც ვერ გაბედა ლაშქრობის დაწყება და ქართლის ჯარი სამთვიანი ლოდინის მერე უკან გამობრუნდა. 1722 წელს იმამ-ყული ხანი გარდაიცვალა. დაკრძალულია ირანის ქალაქ ყუმში. ციტატა სხვათაშორის კახთა მეფეებზე ინფორმაციის ნაკლებობაა,ამ თემაში. საქართველოს ისტორიის განყოფილებაში არის თემა: საქართველოს ყველა მეფე სადაც ეტაპობრივად ვდებ მცირე მასალებს ქართველ მეფეებზე. თუ შენ კახთა მეფეებზე ბევრი მასალა მოგეპოვება, მოხარული ვიქნები რომ თემა გახსნა. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Amuza |
Mar 18 2008, 05:24 PM
პოსტი
#24
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
გიორგი, ესაა ის ინფორმაცია რაც ხელთ მაქვს: დავით II (იმამ-ყული ხანი) კახეთის მეფე 1709-1722 წლებში. ერეკლე I-სა და დედოფალ ანა ჩოლოყაშვილის ძე. 1703 წლიდან, როცა მისი მამა კახეთის მეფედ დანიშნეს, მაგრამ ირანშივე დატოვეს ყულარაღასად, სამეფოს გამგებელია (ჯანიშინი). 1706 წელს ილაშქრა ჭარ-ბელაქანში, მაგრამ მარცხი იწვნია. ლეკების შემოსევების გაძლიერების გამო იძულებული გახდა, რეზიდენცია ყარაღაჯიდან თელავში გადმოეტანა (ზაფხულობით მაღაროში იმყოფებოდა). 1709 წელს ერეკლე I გარდაიცვალა და დავითი ირანში დაიბარეს მეფობის მისაღებად. იმამ-ყული ხანი 1715 წლამდე დარჩა ირანში. მისი არყოფნის დროს კახეთს განაგებდა ერეკლე I-ის უცროსი ვაჟი თეიმურაზ ბატონიშვილი. ირანიდან დაბრუნებულმა დავითმა, ქართლის მმართველ იესესთან ერთად, კიდევ ერთხელ ილაშქრა ლეკთა წინააღმდეგ და კვლავ დამარცხდა. იმამ-ყული ხანის მეფობის პერიოდში დაიწყო ლეკთა მასიური ჩამოსახლება კახეთში, რასაც ზედ დაერთო ადგილობრივი გლეხების გადასვლა მათ მხარეზე, ანუ "გალეკება" (ამ გზით ცდილობდნენ გლეხები ბატონყმური უღლისაგან თავის დაღწევას). 1719 წლის დეკემბერში დავით II შეხვდა ვახტანგ VI-ს საფურცლეში. მეფეებმა მოილაპარაკეს, რომ ერთობლივად ელაშქრათ დაღესტნელთა წინააღმდეგ. 1720 წლის გაზაფხულზე ვახტანგ VI-მ კახეთში გააგზავნა ქართლის მოწინავე სადროშოს (საბარათიანოს) ლაშქარი. მიუხედავად მიღებული დახმარებისა კახეთის მეფემ მაინც ვერ გაბედა ლაშქრობის დაწყება და ქართლის ჯარი სამთვიანი ლოდინის მერე უკან გამობრუნდა. 1722 წელს იმამ-ყული ხანი გარდაიცვალა. დაკრძალულია ირანის ქალაქ ყუმში. საქართველოს ისტორიის განყოფილებაში არის თემა: საქართველოს ყველა მეფე სადაც ეტაპობრივად ვდებ მცირე მასალებს ქართველ მეფეებზე. თუ შენ კახთა მეფეებზე ბევრი მასალა მოგეპოვება, მოხარული ვიქნები რომ თემა გახსნა. დიდი მადლობა მარინე, საინტერესოა. იქნება სადმე ის ქართული გვარები რომლების გალეკდნენ? სად შეიძლება ეს ინფორმაცია მოძიებულ იყოს? სამწუხაროდ ჯერ არ მაქვს იმდენი ინფორმაცია კახთა მეფეებზე, რომ თემის გახსნად ღირდეს. ისე ვიფიქრებ მაგ შემოთავაზებაზე,მართალია ისტორიკოსი არ ვარ განათლებით, მაგრამ მაინც -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
marine |
Mar 19 2008, 10:07 AM
პოსტი
#25
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
დიდი მადლობა მარინე, საინტერესოა. მადლობა შენ, გიორგი, რომ საქართველოს ისტორიით ხარ დაინტერესებული და ამით შენი ჭეშმარიტი ქართველობა იგრძნობა ციტატა იქნება სადმე ის ქართული გვარები რომლების გალეკდნენ? სად შეიძლება ეს ინფორმაცია მოძიებულ იყოს? სამწუხაროდ არც მე არ მაქვს ეგ ინფორმაცია და ძალიან მაკლია მეორე მოდერატორი ლენუსი, რომელსაც დარწმუნებული ვარ შენთვის პასუხი ექნება ამ კითხვაზე. როგორც კი დაბრუნდება ფორუმზე, ამ თემას აუცილებლად გადახედავს და მოგაწვდის ინფორმაციებს. ციტატა სამწუხაროდ ჯერ არ მაქვს იმდენი ინფორმაცია კახთა მეფეებზე, რომ თემის გახსნად ღირდეს. ისე ვიფიქრებ მაგ შემოთავაზებაზე,მართალია ისტორიკოსი არ ვარ განათლებით, მაგრამ მაინც პროფესიით არც მე ვარ ისტორიკოსი, მაგრამ ეს არ მიშლის ხელს მიყვარდეს ჩემი სამშობლოს ისტორია, ბევრი რამ წავიკითხო და ბევრიც თქვენგან, ფორუმელებისგან ვისწავლო ასე რომ, გიო, ყოველთვის გამახარებს შენს მიერ გახსნილი ღირებული თემები gurulo არა რათქმაუნდა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე საქართველო იყო დავითის დროს ვიდრე თამარიმდე. ლაშა გიორგის დროიდან უკუ მიდის ჩვენი საქმე მადლობა, ქეთინო, ფორუმელს შეკითხვაზე პასუხი რომ გაეცი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:09 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი