წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
tamara |
Dec 15 2007, 01:43 AM
პოსტი
#41
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
აქ ვისაუბროთ წარმართული ხანის საქართველოზე,
თუ რა კულტები და მითური პერსინაჟები, რა ადათ წესები იყო ძველ საქართველოში, რა სახით შემორჩა ისინი ქრისტიანულ საქართველოში, და რა სახით გადმოვიდა მათი ნაწილი ქრისტიანობაში. ეს ძალიან საინტერესო და ღრმა თემაა... და ალბათ არა ერთ გვერდს მოიცავს... ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი ქართველი ტომების უძველეს რწმენათა მიმოხილვისას გაირკვა, რომ ბუნების ძალებისა და მოვლენებისადმი თაყვანისცემისა თუ მათი გაღმერთების მხრივ ქართველებშიც სხვა ტომთათვის დამახასიათებელ სურათს ვხვდებით. როგორც ირკვევა, “თავისი წილი” ღმერთები ჰყავდათ ცალკე თემებსა და საგვარეულოებს, მთას, ხევს, მინდორს, ადგილს, ხეებს, სახლს, ფუძესა და ა. შ. ამასთანავე, ხალხური გადმოცემები და მდიდარი ეთნოგრაფიული მასალები გვიჩვენებენ, რომ ქართველებს ჰყავდათ საერთო დიდი (უფროსი) ღმერთებიცა და სატომო ან სატომთაშორისო ღვთაებებიც ასე მაგალითად ადრე კლასობრივი საზოგადოების დროსაც ქართველთა წინაპრები ყველაზე დიდ პატივსა და თაყვანს ცის მნათობებს სცემდნენ – მთვარეს, მზესა და ვარსკვლავებს – ვითარცა საერთო ქართულ ღვთაებებს. ახლა, შეიძლება ითქვას, კარგად არის გამორკვეული, რომ იმ დროის ქართულ ასტრალურ პანთეონს სამეული მეთაურობდა. პირველი მათგანი უფროსად მიჩნეული უზენაესი ღმერთი იყო; მეორე – ქალღმერთი მზე ან მზექალი, ხოლო მესამე – კვირია. უზენაესი ღმერთი ან მორიგე ღმერთი პანთეონსაც ედგა სათავეში და ცხადია – სამეულსაც. იერარქიის მომდევნო საფეხურზე იდგნენ შესაბამისად: ჯვარი ან ხატი, ღვთისშვილები (ღვთისსანახი, ღვთისნაბადები) და ა. შ. უკვე იმ დროისათვის ქართველთა ყველა ღვთაება ანთროპომორფულ არსებებად არის წარმოდგენილი. ამასთანავე ირკვევა, რომ უზენაესი ღმერთი – მთვარე-ღმერთია, ე. ი. მამა-ღმერთია. ისიც კარგად არის გამორკვეული, რომ ოდესღაც ქართველ ტომებს სათავისთავო სათემო ღვთაების გარდა ყველასათვის საერთო რწმენა ჰქონიათ და საერთო ქართული წარმართობაც ყოფილა. ივ. ჯავახიშვილმა კარგა ხანია გამოარკვია, რომ მაგალითად, კვირიას თაყვანისცემასთან დაკავშირებულ სვანურ წესებს წმინდა ქართული წარმართული რწმენის ანარეკლი აქვთ დაცული და თვით სათანადო ფერხულის სიტყვებს მეფერხულე სვანები ქართულად წარმოთქვამენ. ამ წესების ძველქართულ სახელებთან ერთად ფერხულის ქართულად წარმოთქმის ჩვეულება უეჭველია თავდაპირველი, საერთო ქართული წესის ნაშთი უნდა იყოს. ივ. ჯავახიშვილს სათანადოდ დამტკიცებული აქვს, რომ ახალწლის დღესასწაულის ჩვეულებების თანახმად, მეგრელი მეკვლეც თავის წარმოსათქმელ სიტყვებს მეგრულად კი არა, სწორედ ქართულად ამბობს ხოლმე, მითითებული და კიდევ ბევრი სხვა მონაცემი საფუძველს აძლევდა ავტორს დაესკვნა შემდეგი: “ცხადი ხდება, რომ არამც თუ საზოგადო ქართული, ყველა ქართველ ტომთათვის, მათ შორის მეგრელთა და სვანთათვისაც, საერთო წარმართობა არსებობდა, არამედ რომ წარმართობას საერთო ტერმინოლოგიაც, საერთო ენაც ქართული ჰქონდა” ჯერ ჯერობოთ ამაზე გავჩერდები, ვინაიდან ბევრი რამ მაქვს ამ აბზაცისათვის დასამატებელი |
tamuna m |
Mar 19 2008, 07:00 PM
პოსტი
#42
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
მედავითნე და ყვავი
ერთ ქალაქში ერთი ისეთი ეკლესია ააშენეს, რომ მისი ბადალი მთელს ქალაქში არ მოიპ[ოვებოდა. გუმბათზე ოქროს ჯვარი დაადგეს. მზე რომ უყურებდა, ცეცხლივით კაშკაშბდა. ერთხელაც ამ ეკლესიას ყვავი შემოეჩვია. დილიდან საღამომდე იმ ოქროს ჯვარზე იჯდა. ისე გააუბედურა ყვავმა ეს ოქროს ჯვარი, რომ თითქოს ხისა ყოფილიყოს, ისე მოჩანდა. ეს შეამჩნიეს ამ ეკლესიის მსახურებმა და საგონებელში ჩავარდნენ. რითი არა სცადეს რომ დაეფრთხოთ ეს ფრინველი, მაგრამ საქმეში ხარ? დაიგულებდა თუ არა, რომ მისი მდევნელი აღარავინ იყო, ისევ მიფრინდებოდა და დაასკუპდებოდა თავის საყვარელ ჯვარს. ბევრი იწვალეს, მაგრამ ვერაფერი ვერ უყვეს რა. ამ ეკლესიის მღვდელმა დაუძახა მედავითნეს, ანიშნა ჯვარზე მჯდარ ყვავზე და უთხრა:-ან შენ უნდა უყვე ამ ეკლესიაში, ან ეგ ყვავი მაგ ჯვარზეო. დაღონდა მედავითმე. რაღას იზამდა? წავიდა სახლში, იფიქრა, ბევრი იფიქრა, თუ რა ეღონა იმ ყვავისთვის და ბოლოს მოიფიქრა. აიღო ერთი დამარილებული ღორის მჭლე ხორცი, ჯამით ღვინო და წავიდა ეკლესიაში. ავიდა გუმბათზე, დაჰკიდა დამარილებული ხორცის ნაჭერი ჯვარზე და ღვინოც ჯამით ჯვრის ძირში დადგა. სად იყო და სად არა, მოფრინდა ყვავი და დაჯდა ჯვარზე, სადაც ხორცის ნაჭერი დახვდა. ხორც ჯერ უნდობლად უყურებდა. მერე ვეღარ მოითმინა და ერთი ნისკარტი დაჰკრა. გემო მოუსინჯა, ეგემრიელა, მეორედ, მესამედ ჩაუნისკარტა და დაუწყო უკვე გულდამშვიდებით ჭამა. მედავითნე კი ჩუმად უყურებს ამ სურათს და სიხარულით სულ ასკიკუკუს უვლის. ყვავმა ჭამა და როცა გაძღა, ფრთები ფრთებს შემოჰკრა და დაიჩხავლა. მლაშე ხორცის ჭამის შემდეგ ყვავს წყალი მოსწყურდა. დაიხედა ძირს, ჯამით ღვინო უდგა, აფრინდა და ჯამის გვერდით დასკუპდა. ყვავმა ჯამის გარშემო ტრიალი დაიწყო. არ ენდობოდა ჯამს...მაგრამ წყურვილმა თავისი გაიტანა და დაიწყო ჯამიდან სმა. რამდენად სვამდა ყვავი ღვინოს, იმდენად უფრო მაგრად ედებოდა წყურვილი. იმდენი სვა, რომ სულ მთლად გამოცალა. როცა დაინახა, რომ ჯამში აღარ იყორა, აფრინდა ისევ ჯვარზე. მაგრამ ვაი იმ აფრენას, ძლივს აიტანა ტანი ზევით. ჯვარზე ყვავმა დაიწყო ქანაობა და მოუსვენრად ტოკვა. ღვინო თანდათან ედებოდა, უცბათ შეტორტმანდა ყვავი ჯვარზე, ფრთები უწმეოდ გაფოფხა, მაგარმ ამაოდ, ძირს კი ზღართანი მოიღო. მედავითნეც ამას ელოდა, როგორც მგელი ისე დააცხრა ამ საბრალო ყვავს. აირო ხელში, უყურა, უყურა ყვავსა, რომელიც უმწეოდ ბლიტავდა თვალებს და მიაძახა: -თუ ებრაელი ხარ, შე ოხერო, ღორის ხორც რაღად სჭამ? თუ მაჰმადიანი, ღვინოს რაღადა სვამ? თუ ქრისტიანი ხარ, იმ წმინდა ჯვარს რაღად აბინძურებ, შე სატიალოვ!-და თავი კედელზე მიუნაყა. -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 11:31 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი