ვაჟა-ფშაველა, უდიდესი ადამიანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვაჟა-ფშაველა, უდიდესი ადამიანი |
ქავთარაძე |
Jan 25 2007, 02:30 PM
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი |
ვაჟა ფშაველას შესახებ ბევრი რამ ვიცი, თუ ვინმემ იცით რაიმე საინტერესო ამ უდიდესი პოეტის , მწერლის, საზოგადო მოღვაწის შესახებ დაწერეთ.
სტუმარ მასპინძელიhttp://www.link.ge/file/61040/stumar.mp3.html სტუმარ ბახტრიონი-baxtrioni |
nuca_ge |
Mar 20 2008, 12:28 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 |
მარტოობა აღარ მესტუმრა არწივი, აღარ დამყეფა თავზედა. აღარც რო კარგი მალაღებს, აღარცა ვჯავრობ ავზედა, სულსა მხდის მტერი, ტყავს მაძრობს, ჯალათად მადგა კარზედა. არა სჩანს ჩემი არწივი, რო მხარი დამკრას მხარზედა. ავენთო, როგორც საკირე, დავიწვა თავის ალზედა, ან თოფის ჩახმახს მოვზიდო, ხელი დავიდვა ხმალზედა. აღარ ვარგივარ არაფრად, დავჩლუნგებულვარ ძალზედა. მოდი, არწივო, სადა ხარ? შორითვე გიცნობ ხმაზედა. შენს მოსვლას როცა კი ვიგრძნობ, გამოვიცვლები წამზედა; მყის ვტოვებ დედამიწასა, გადავსახლდები ცაზედა. ხან ფანდურს შევაჟღარუნებ, ხან დავამღერებ თარზედა. ხან ვტირი, ხანა ვლოცულობ, ხან ბრაზს, შხამს ვანთხევ შხამზედა. როცა არწივი თან მახლავს, მაზის მარჯვენა მხარზედა, - მეფისა მადგა გვირგვინი, ვზივარ სამეფო ტახტზედა! შეურაცხყოფას ვინ მკადრებს? სალამს მიძღვნიან ცდაზედა. როცა არწივი წამივა, ჩვარი ვარ, მცირე ჩვარზედა. დამმალეთ, ნუ გამომაჩენთ, არ შესცდეთ, დამსვათ ჯარზედა. 1912 ბედნიერი მაშინ ვარ, როს ვიტანჯები სხვისთვისა. "არვის არ გემდურით" ბრძოლა იმასთან გვაძლევს შვებასა, ცხოვრებაშია რაც გულსაკლავი. "ვიღწვები, გარსა ცეცხლი მარტყია" ბუნება გვაძლევს საზომს სიკარგისა და უვარგისობისა და ჩვენ კაცნთ ეს არ გვესმის, თუნდაც რომ გვესმოდეს, მაინც ყურადღებით არ ვეპყრობით ამ ბუნების კანონს, მის განაჩენს. "ყოველდღიური ფიქრები" 1 განა მარტო კაი კაცია ჩვენთვის სასიამოვნო? კაი საქმეც კარგი რამ გახლავთ, ვინაიდან იგი ნამშო იმავე კარგის ადამიანისა, თორემ ცუდისა და უკეთურისგან უკეთურობის მეტს რას უნდა მოელოდეთ? "ყოველდღიური ფიქრები" განავითარეთ ყოველი ერი იქამდის, რომ კარგად ესმოდეს თავისი ეკონომიკური პოლიტიკური მდგომარეობა, თავისი სოციალური ყოფის ავკარგი, მოსპეთ დღევანდელი ეკონომიური უკუღმართობა და, უეჭველია, მაშინ მოისპობა ერთისაგან მეორის ჩასანთქმელად მისწრაფება, ერთმანეთის რბევა, ომები, რომელიც დღეს გამეფებულა დედამიწის ზურგზე. "კოსმპოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი" განათლებამ ბევრი რამ ბუნებრივი უარჰყო და თავისს გემოვნებაზე გადააკეთა, თავისის აზრის, მისწრაფების სასარგებლოდგამოიყენა, ხოლო უარყოფა აზრისა და გრძნობისამ რომელზედაც დაფუძნებულია ადამიანის სივ-კარგე, დღესაქომომდე ვერ გაუბედნია. ისტორიაც კარგ კაცებად იმათ ასახელებს, ვინაც ამ მხრივ ტოფილა გამოჩენილი, ვისაც სხვისთვის რამ ურგია და არა მარტო თავისი ჰხსომებია, თავისი ჯიბე და კუჭია. "ყოველდღიური ფიქრები" განყენებული სჯა და ლაპარაკი საკაცობრიო, საზოგადო საგნების შსახებ კარგია, რადგან სჯითა, ცდითა, ფიქრითა და თქმით ირკვევა მუდამ კანონები ცხოვრების წარმატებისა და დაქვეითებისა. "წერილები მეგობრებთან" გენიოსს არ შეუძლია იგრძნოს ეს ცხოვრება ნახევრად, მესამედად, ან მეოთხედად, არამედ ჰგრძნობს მთლად, ერთობლივ: არ შეუძლლიან აგრეთვე იგრძნოს დაბალი, მცირე ღირსების საკითხები, რომლებიც დაახლოებულნი არ არიან კაცობრიობის ცხოვრების ღერძთან. "ნიჭიერი მწერალი" გენიოსს, როგორც პიროვნებას, ინდივიდს, აქვს საკუთარი სამშობლო, საყვარელი და სათაყვანებელი, ხოლო მის ნაწარმოებს არა, ვინაიდან იგი მთელი კაცობრიობის კუთვნილებაა, როგორც მეცნიერება. "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი" დედა-ეა, მისი სიტყვების აკინძვა, მისი მიმოხვრა, ერთიანი ამამოძრავებელი ძალაა, ზეშთაბერვა, პოეტის აღმაფრთოვანებელი მუსიკა, მისთვის ძალღონის მიმცემი თვით წერის დროს, მეორე მუზაა. თუ პირველი მარცხნივ უდგას და აზრს უკარნახებს, მეორე მარჯვენას უმშვენებს და ნაწარმოების ფორმას აძლევს. "ნიჭიერი მწერალი" დედაკაცს დიდი მნიშვნელობა აქვს კაცობრიობის ცხოვრებაში. "ქალთა შესახებ" დიაღ, მოგონება საშინელებაა, მომაკვდინებელია, როგორც სიბერე და იგი იწვევს ერის სიბერეს, სხვაფრივ ერის სიბერე და სიკვდილი შეუძლებელია მანამდე, სანამ მზე ანათებს დღით და ღამით მთვარე. "ქოგი რამ ფიქრებიდან" დიდება მკვდრისა ცოცხლის წყევლას ჰგავს, იმიტომ, რომ წყევლითაც უკან ვსწყევლით ხოლმე, ვისიც ჯავრი გვჭირს. "გაბრიელის დღიური" დროც უთავბოლო ზღვაა. თუ კაცობრიობის გრძნობამ, გონებამ, აზრმა არაფერი ჩააგდო შოგ, მის შემწეობით არაფერი გააკეთა, ზურგზე არაფერი აჰკიდა, არაფერს მოგვიტანს და უშნო ულაზათო სანახავიცაა მაშინ. "წერილები მეგობარს" ენით ნათქვამ სიტყვაზე ძლიერი, - ვნებაა, რომლითაც შეპყრობილი ადამიანი, იმას ემონება იგიმ ვნების ყურმოჭრილი ყმაა. "ირემი" ერთია მტერია კაცთ შორის, მეორე უწევს ცხვრობასა. "მთათა ერთობა" ერთსა და იმავე საგანზე, თემაზე, ყველა პოეტი ერთსა და იმავე ღირსების თხზულებას ვერ დაწერს და ეს შეიძლება მოხდეს იმის გამო, რომ საგანი მისის ნიჭისა, შემოქმედების საზღვრების გარეშეა, არ შეესაბამება მის ნიჭს და თუ შეესაბამება, სუსტი ნაწარმოების დამწერი სუსტი ნიჭის პატრონად უნდა ვაღიაროთ. "ნიჭიერი მწერალი" ერი მუდამ ცოცხალია და არც მოკვდება, ვიდრე მისი ყოფა-ცხოვრების პირობები, მაცხოვრებლის თვისებანი არიან. რომელ ერსაც ეს კარგად ესმის და სასიცოცხლო პირობებს იცავს, ინახავს, იგი მუდამ ცოცხალია, ბედნიერია და ჯან-ღონით სავსეა, იმას არც სიბერე მოეკიდება, არც სიკვდილი. "ფიქრები" ერს დააბერებს მხოლოდ მონება, ისეთი ცხოვრების პირობები, როცა მას საკუთარი ნების, ძალ-ღონის გამოჩენის საშუალება მოსეპობა. "ზოგი რამ ფიქრებიდან" ვისაც ჰსურს, გაიგოს, მწერალია, თუ არა, ჯერ თავის სულსა და გულს დააცქერდეს: აქვს მართლა სული და გული?.. არ უნდა ყველას სული და გული, თუმცა ყველა ცოცხალის ადამიანი ჰსუნთქავს და ფეხზე დაიარება. მწერლობის გარეშე მცხოვრებელი კაცი უსულგულობით განაღმაც იოლად გამოვა, შიძლება დიდ ბედნიერებათაც ჰრაცხდეს თავის თავს, მაგრამ ვაი თქვენს მტერს, თუ ეს უბედურება მწერალს დაატყდა თავზე და მაინც კიდევ მწერლობას არ იშლის! აბა მაშინ დატრიალდება უკუღმა ჯარა, აბა მაშინ "დაავადდებიან ყურნი მსმენელთანი". -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th September 2024 - 08:23 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი