IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მსოფლიოს მუზეუმები
marine
პოსტი Feb 27 2008, 12:30 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,161
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



საფრანგეთი

ლუვრი

IPB-ს სურათი

მუზეუმი განთავსებულია ყოფილ სამეფო სასახლეში (აგებულია XII ს-ის მიწურულს, ფილიპ ავგუსტის მიერ),რომელიც პარიზის ცენტრში მდებარეობს. ლუვრის სამეფო სასახლის ნაწილი საზოგადოებისათვის პირველად გაიხსნა 1793 წლის8 ნოემბერს, საფრანგეთის რევოლუციის დროს. ფაქტობრივად, მუზეუმების ისტორიაში ლუვრი წარმოადგენს პირველ საზოგადოებრივ მუზეუმს, რომელმაც ფართოდ და უფასოდ გაუღო კარი დამთვალიერებელს.

1808 წელს ლუვრის კოლექციას დაემატა ვილა ალბანის კოლექცია (რომი), ბორგეზების კოლექცია, რომლებიც ნაპოლეონ ბონაპარტმა შეიძინა. ლუვრი განსაკუთრებით პოპულარული გახდა 1821 წელს, ვენერა მილოსელისა და ნიკა სამოთრაკიელის შეძენის შემდეგ. მანამდე ლუვრში ძირითადად წარმოდგენილი იყო იტალიური რენესანსის კოლექციები.

XVIII ს-ის II ნახევრიდან კი იწყება ნაციონალური ნივთების შეძენა, რაც ლუვრის ისტორიაში შემობრუნების ხანას მოასწავებდა. შემდეგში ლუვრი ნელ-ნელა გამდიდრდა ეგვიპტური და აღმოსავლური კოლექციებით, ნიდერლანდებისა და გერმანული შუა საუკუნეების ხელოვნების ნიმუშებით.

ამჟამად ლუვრის შემადგენლობაში შედის სამი ძირითადი გალერეა: სიული, რიშელიე და დენონი. მათ მრავალრიცხოვან კოლექციებს შორისაა ლეონარდო და ვინჩის ჯოკონდა (მონა ლიზა), რემბრანდტის, ტიციანის, ბოტიჩელისა და სხვათა შედევრები.

მუზეუმის ვებ-გვერდი: www.louvre.fr


დ’ ორსეს მუზეუმი

IPB-ს სურათი

დ’ ორსეს მუზეუმი განთავსებულია პარიზის ცენტრში მდ. სენის მარცხენა სანაპიროზე, ლუვრთან ახლოს, რომლის კოლექციის ნაწილსაც იგი შეიცავს.

თავდაპირველად მუზეუმის XIX ს-ის ფრანგული ხელოვნების უმდიდრესი კოლექცია განთავსებული იყო პარიზის ორლეანის ყოფილ რკინიგზის სადგურის შენობაში, რომელიც 1900 წელს აიგო მსოფლიო გამოფენისათვის (სადაც პირველად ექსპონირებული იყო ცნობილი ეიფელის კოშკი).

შემდეგში თავდაპირველად სადგურის შენობა ცოტა ხნით ფუნქციონირებდა როგორც სასტუმრო, ხოლო 1986 წელს (პრეზიდენტ ჟორჟ პომპიდუს ინიციატივით) აქ გაიხსნა დ’ ორსეს მუზეუმი, რომელმაც უმალ მოიპოვა მსოფლიო აღიარება ფრანგ იმპრესიონისტთა უმდიდრესი კოლექციის აქ განთავსებით.

დ'ორსეს მუზეუმის კოლექციაში შედის ფერწერული ტილოები, სკულპტურა, ფოტოები, ავეჯი. მუზეუმის კოლექცია ძირითადად მოიცავს 1848-1914 წლების ფრანგული ხელოვნების ნიმუშებს. მათ შორისაა იმპრესიონისტებისა და პოსტიმპრესიონისტების საუკეთესო ნამუშევრები (ედუარდ მანე, ედგარ დეგა, ოგიუსტ რენუარი და სხვ.).

მუზეუმის ვებ-გვერდი: www.musee-orsay.fr

ჟორჟ პომპიდუს ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი

IPB-ს სურათი

პომპიდუს ცენტრი აშენდა 1971-1977 წლებში, საფრანგეთის პრეზიდენტის ჟორჟ პომპიდუს ინიციატივით. ფუტურისტულ სტილში გადაწყვეტილი ულტრათანამედროვე ნაგებობა სპეციალურად აიგო მუზეუმისათვის (არქიტექტორები: იტალიელი რენცო პიანი და ინგლისელი რიჩარდ როჯერსი).
პომპიდუს ცენტრი მდებარეობს პარიზში, ბობურგის მოედანთან. პომპიდუს ცენტრში განთავსებულია საზოგადოებრივი ბიბლიოთეკა და თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმი.

პომპიდუს ცენტრში დაცულია ფოვიზმის, კუბიზმის, სიურეალიზმისა და აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ნიმუშები. მათი რაოდენობა 50000-ს (ფერწერული ტილოები, სკულპტურა, ნახაზები და ფოტოები) აღწევს. მუდმივ ექსპოზიციაში გამოფენილია მხოლოდ 2000-მდე ნამუშევარი.

მუზეუმის ვებ-გვერდი: www.centrepompidou.fr



http://www.georgianmuseums.ge/World/France.html


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
tamuna m
პოსტი Mar 20 2008, 12:16 PM
პოსტი #2


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ლონდონის ნაციონალური გალერეა

IPB-ს სურათი

ლონდონის ნაციონალური გალერეის ისტორია, ლუვრის, პრადოსა და უფიცის გალერეების ისტორიაზე ადრე დაიიწყო. იგი, პარლამენტის გადაწყვეტილებით შეიქმნა, 1824 წლის. ნაციონალური სამხატვრო გალერეის შექმნის იდეა, ჯერ კიდევ ბრიტანეში 1777 წელს ჩაისახა, მაგრამ ეს იდეა, მხოლოდ იდეის დონეზე რჩებოდა, 1823 წლამდე, როდესაც აუქცუონზე უნდა გატანილიყო ნახატების ფართო კოლეაცია, რუსი მოსახლეობისგან აგროვებული, მდიდარი საქმოსანის ჯონ იულიუს არგენშტეინის მიერ. ინგლისის მთავრობამ გადაწყვიტა ამ კოლექციი შესყიდვა. თავდაპირველად, ნაციონალურ საგანძურს მხოლოდ 38 ტილო წარმოადგენდა. ძირითადად, ესენი იყო მე-16-17 საუკუნის იტალიელი ოსტატების ნამუშევრები, ასევე იყო რამდენიმე სურათი ძველი ბრიტანელი, ჰოლანდიელი, ფლამანდრიელი და ფრანგი მხატვრების. ახალი საზოგადო მუზეუმის გახსნა ოფიციალურად მოხდა 1839 წლის 9 აპრილს, ანგერსტეინის ყოფილ სახლში, პელ მელზე, მაგრამ ზოგი გახსნის თარიღად მიიჩნევს 1824 წლის 10 მაისს, როდესაც მოხდა ანგერსტეინის კოლექციის შესყიდვა. იგი შეადგებოდადა 38 სურათისგან: კლოდ ლორენის 5 პეიზაჟი, სებასტიანე დელ პომბოს "ლაზარეს აღდგინება", ხოგარტის ნახატების სერია "მოდური ქორწინების" თემაზე,

IPB-ს სურათი
ხოგარტი
"ადმირალ ხიტფილდის პროტრეტი", ავტორი რეინოლდსი, უილკის "სოფლის დღესასწაული", რუბენსის "ამორძალების მოტაცება", ტიციანის "ვენერა და ადონისე".
ერთი წლით ადრე, თვითნასწავლმა მხატვარმა და კოლექციოენარმა ჯორჯ ბომონტმა გამოთქვა სურვილი, რომ სახელწიფოსთვის ეჩუქებინა თავისი პატარა, მაგრამ ძალიან ღირშესანისნავი სურათების კოლექცია: განალეტოს პეიზაჟი, უესტის "ორესტი და პილადი", უილკის "ბრმა მევიოლინე", რუბენსის პეიზაჟი "პეიზაჟი ციხესიმაგრის კედლებით". სულ 54 ნამუშევარი, მხოლოდ ერთი პირობით, თუ ამ საგანძურისთვის მოძიებული იქნებოდა შესაბამისი შენობა. ამავე დროს, ასეთივე წინანდადებით მიმართა კოლექციონერმა უილიამ ხოლველ კარმა ("წმ. გიორგი" ტინტორენტო, "წმ. ოჯახი" ანდრეი დელ სარტო,

IPB-ს სურათი
"მდინარეში მობანავე ქალი" რემბრანტი) . 1831 წელს მუზეუმი შედიოდა 105 ნახატი. არგენშტეინის სახლი ძალზედ პატარა იყო, იმისათვის, რომ ასეთი რაოდენობის ტილოები დაეტია. ამისათვის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნაციონალური გალერეისთვი აშენებული ახალი შენობა, ტრაფალგარდის მოედანზე. მშენებლობას ხელმძღვანელობდა არქიტექტორი უილიამ უილკინსი. ამ შენობის ფსევდოკლასიკური სტილი ბევრისთვის დაცინვის საბაბი გახდა. მაგალითად, ცნობილმა ხელოვნებათმცოდნემ ჯონ სამერსონმა აღნიშნა, რომ " მუზეუმის სუსტ მხარეს წარმოადგენს შეუხედავი ცენრალური გუმბათი, ხოლო ფასადის ვაზები და საათი ბუხრის თაროს მოგვაგონებს."

თავდაპირველად გალერეის მართვაში იგრძნობოდა ანარქიული ელემენტები, მაგრამ 1855 წელს დირექტორის პოსტ იკავებსპროფესიონალი ადმინისტრატორი ჩარლზ ისტლეიკი და ყველაფერი რიგიანად წავიდა. იგი ხშირად მიემგზავრებოდა კონტინენტის სხვადასხვა ადგილებში, თავისი გალერეისთვის ნამუშევრების შესაძენად. მისი მეშვეობით მუზეუმის კოლექცია შეივსო ისეთი ნახატებიც, როგორებიცაა

IPB-ს სურათი
"ქრისტეს ნათლიღება" (პიერო დელა ფრანჩესკო) და "სან-რომანის ბრძოლა" (უჩელო).
1910 წელს ჯორჯ სოლტინგმა მუზეუმს გადასცა თავისი კოლექცია.
ისტლეიკს არ უყვარდა ჰოლანდიური ფერწერა და ამის გამო მათ შეძენას ერიდებოდა. მაგრამ ნელ-ნელა შემოწირულობებით (1870 წელს ჯონ მეემ) მუზეუმში გაჩნდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები ჰოლანდიური ფერწერისა. ძველი ჰოლანდიელი ოსტატების გვერდით ფართოდ არის წარმოდგენილი სხვადასხვა ქვეყნების და ფერწერული სკოლის მხატვრები.მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო სტანდარტების მიხედვით ნაციონალური გალერეის კოლექცია მცირედია (დაახ. 2000 ტილო), მისი ექსპოზიცია ძალიან მრავალფეროვანია. გალერეის ერთ-ერთი დირექტორი ნეილ მაკ გრეგორი სიამაყით წერდა, რომ მუზეუმის ყველა დამთვალიერებელს ეძლევა იმის საშუალება, რომ იმოგზაუროს ევროპის ფერწერის ისტორიის 7 საუკუნეში და თავისი თავლებით იხილოს ყველაზე ცნობილი ოსტატების შემოქმედება.
ნაციონალური გალერეის ფასადი ტრაფალგარდის მოედნის თითქმის მთელ ჩრდილოეთ მხარეს იკავებს. პირვანდელი შენობა ძალიან ვიწრო იყო, ამიტომ ძალიან მალე და მკაფიოდ დადაგა ადგილის გაფართოების საკითხი. გალერეა ფართოვდებოდა მუდმივი მიშენების ხარჯზე. 1991 წელს მოხდა შენობის უკანასკნელი რეკონსტრუქცია, როდესაც მიმატებული იქნა, კიდევ ერთი გვერდი. ახლანდელ დროში ამ ადგილას, სადაც მიკროკლიმატია მოწყობილი, ინახება ნაციონალური მუზეუმის დაახ. 1500 ყველაზე ძველი სურათი.
მუზეუმის კოლექციაში შედის ისეთი ნახატები, როგორებიცაა: რუბენსის "საღამო", გეინსბოროს "მზის ჩასვლა", "ბაზარზე მიმავალი ეტლი", კონტებლის "პურის ყანა", ვან დეიკის "კარლ1 პორტრეტი ცხენით", ასევე რაფაელოს,

IPB-ს სურათი
ლეონარდოს,
მიქელანჯელოს,რემბრანტის (400-მდე),

IPB-ს სურათი
ვან ნგოგის,

IPB-ს სურათი
დეგას, მონეს, მანეს, სეზანი, რენუარის, ვან დეყიკის, ვერმეერის, და სხვა ცნობილი ოსტატების ნამუშევრები.



IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი
ვან გოგი
IPB-ს სურათი
მიქელანჯეო
IPB-ს სურათი
ხოგარტი
IPB-ს სურათი
რენუარი
IPB-ს სურათი
ტიციანი
IPB-ს სურათი
ვან დეიკი
IPB-ს სურათი
რაფაელო
IPB-ს სურათი


რემბრანტი
IPB-ს სურათი

http://www.nationalgallery.org.uk/default.htm


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   მსოფლიოს მუზეუმები   Feb 27 2008, 12:30 PM
KAIROS   კარგი თემებია მარი...   Feb 27 2008, 02:04 PM
marine   KAIROS გმადლობ, კაიროს,...   Feb 27 2008, 02:25 PM
marine   იტალია უფიცის გალ...   Feb 27 2008, 05:19 PM
zviadauri   იტალია უფიცის გალ...   Feb 27 2008, 06:10 PM
KAIROS   მარინე, მაშინ შენ დ...   Feb 27 2008, 06:42 PM
likka   არასდროს დამავიწყ...   Feb 27 2008, 07:10 PM
tamuna m   მარინე, აქ ნაკლება...   Feb 27 2008, 07:43 PM
marine   მარინე, აქ ნაკლება...   Feb 28 2008, 12:03 PM
tamuna m   მსოფლიო მუზეუმები...   Feb 27 2008, 08:24 PM
tamara   http://www.metmuseum.org/toah/hm/03/hm03.htm http:...   Feb 28 2008, 12:15 AM
KAIROS   აუფ დახურა თამარამ...   Feb 28 2008, 12:18 AM
tamara   ირანის მუზეუმი - ა...   Feb 28 2008, 12:19 AM
marine   ვატიკანის მუზეუმე...   Feb 28 2008, 12:17 PM
marine   დრეზდენის სურათებ...   Mar 5 2008, 04:24 PM
ketino   საინტერესო ინფოა.. :...   Mar 5 2008, 06:29 PM
marine   პრადო - ესპანეთის ნ...   Mar 6 2008, 11:53 AM
tamuna m   ლონდონის ნაციონალ...   Mar 20 2008, 12:16 PM
tamuna m   [size=3]სოლომონ რ. გუგენ...   Mar 20 2008, 05:30 PM
tamuna m   http://i022.radikal.ru/0803/e3/92d98b73ecd8.jpg ...   Mar 21 2008, 06:32 PM
KAIROS   მე რაც ესთეტიური ს...   Apr 6 2008, 03:58 AM
tamuna m   ამ თემაში მეგონა ა...   Apr 6 2008, 03:07 PM
KAIROS   გპირდები ამ თემას ...   Apr 6 2008, 05:28 PM
ქეთუ   რა კარგი თემაა :) აქ...   Apr 6 2008, 09:04 PM
ქეთუ   Sir Anthony Van Dyck(1599-16410 "ქრი...   Apr 6 2008, 10:35 PM
tamuna m   სად იყავით აქმდე? გ...   Apr 6 2008, 10:42 PM
tamuna m   [size=4]ალბერტინის გრა...   Apr 8 2008, 03:34 PM
KAIROS   მოკლედ არ ხუმრობ, შ...   Apr 9 2008, 03:46 AM
tamuna m   უძველესი კულტურებ...   Apr 9 2008, 12:13 PM
k@the   კაიროსის რჩევით ამ...   May 21 2008, 04:31 PM
ekato   ამ თემაში ერთხელ რ...   May 21 2008, 11:56 PM
KAIROS   ნუ ახლა მე სულ ახლა...   Sep 24 2008, 01:34 AM
ნაინა   არაჩვეულებრივია, თ...   Sep 24 2008, 02:13 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th August 2026 - 07:09 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი