წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
tamara |
Dec 15 2007, 01:43 AM
პოსტი
#41
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
აქ ვისაუბროთ წარმართული ხანის საქართველოზე,
თუ რა კულტები და მითური პერსინაჟები, რა ადათ წესები იყო ძველ საქართველოში, რა სახით შემორჩა ისინი ქრისტიანულ საქართველოში, და რა სახით გადმოვიდა მათი ნაწილი ქრისტიანობაში. ეს ძალიან საინტერესო და ღრმა თემაა... და ალბათ არა ერთ გვერდს მოიცავს... ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი ქართველი ტომების უძველეს რწმენათა მიმოხილვისას გაირკვა, რომ ბუნების ძალებისა და მოვლენებისადმი თაყვანისცემისა თუ მათი გაღმერთების მხრივ ქართველებშიც სხვა ტომთათვის დამახასიათებელ სურათს ვხვდებით. როგორც ირკვევა, “თავისი წილი” ღმერთები ჰყავდათ ცალკე თემებსა და საგვარეულოებს, მთას, ხევს, მინდორს, ადგილს, ხეებს, სახლს, ფუძესა და ა. შ. ამასთანავე, ხალხური გადმოცემები და მდიდარი ეთნოგრაფიული მასალები გვიჩვენებენ, რომ ქართველებს ჰყავდათ საერთო დიდი (უფროსი) ღმერთებიცა და სატომო ან სატომთაშორისო ღვთაებებიც ასე მაგალითად ადრე კლასობრივი საზოგადოების დროსაც ქართველთა წინაპრები ყველაზე დიდ პატივსა და თაყვანს ცის მნათობებს სცემდნენ – მთვარეს, მზესა და ვარსკვლავებს – ვითარცა საერთო ქართულ ღვთაებებს. ახლა, შეიძლება ითქვას, კარგად არის გამორკვეული, რომ იმ დროის ქართულ ასტრალურ პანთეონს სამეული მეთაურობდა. პირველი მათგანი უფროსად მიჩნეული უზენაესი ღმერთი იყო; მეორე – ქალღმერთი მზე ან მზექალი, ხოლო მესამე – კვირია. უზენაესი ღმერთი ან მორიგე ღმერთი პანთეონსაც ედგა სათავეში და ცხადია – სამეულსაც. იერარქიის მომდევნო საფეხურზე იდგნენ შესაბამისად: ჯვარი ან ხატი, ღვთისშვილები (ღვთისსანახი, ღვთისნაბადები) და ა. შ. უკვე იმ დროისათვის ქართველთა ყველა ღვთაება ანთროპომორფულ არსებებად არის წარმოდგენილი. ამასთანავე ირკვევა, რომ უზენაესი ღმერთი – მთვარე-ღმერთია, ე. ი. მამა-ღმერთია. ისიც კარგად არის გამორკვეული, რომ ოდესღაც ქართველ ტომებს სათავისთავო სათემო ღვთაების გარდა ყველასათვის საერთო რწმენა ჰქონიათ და საერთო ქართული წარმართობაც ყოფილა. ივ. ჯავახიშვილმა კარგა ხანია გამოარკვია, რომ მაგალითად, კვირიას თაყვანისცემასთან დაკავშირებულ სვანურ წესებს წმინდა ქართული წარმართული რწმენის ანარეკლი აქვთ დაცული და თვით სათანადო ფერხულის სიტყვებს მეფერხულე სვანები ქართულად წარმოთქვამენ. ამ წესების ძველქართულ სახელებთან ერთად ფერხულის ქართულად წარმოთქმის ჩვეულება უეჭველია თავდაპირველი, საერთო ქართული წესის ნაშთი უნდა იყოს. ივ. ჯავახიშვილს სათანადოდ დამტკიცებული აქვს, რომ ახალწლის დღესასწაულის ჩვეულებების თანახმად, მეგრელი მეკვლეც თავის წარმოსათქმელ სიტყვებს მეგრულად კი არა, სწორედ ქართულად ამბობს ხოლმე, მითითებული და კიდევ ბევრი სხვა მონაცემი საფუძველს აძლევდა ავტორს დაესკვნა შემდეგი: “ცხადი ხდება, რომ არამც თუ საზოგადო ქართული, ყველა ქართველ ტომთათვის, მათ შორის მეგრელთა და სვანთათვისაც, საერთო წარმართობა არსებობდა, არამედ რომ წარმართობას საერთო ტერმინოლოგიაც, საერთო ენაც ქართული ჰქონდა” ჯერ ჯერობოთ ამაზე გავჩერდები, ვინაიდან ბევრი რამ მაქვს ამ აბზაცისათვის დასამატებელი |
tamuna m |
Mar 20 2008, 01:01 PM
პოსტი
#42
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
გურჯისტანის ხატი
ერთ სოფელში გაბედული ვაჟკაცი ცხოვრობდა. კარგი სახელი ჰქონდა გავარდნილი. ედგა პატარა ქოხი, ტავს ბედნიერად გრძნობდა, მაგრამ უშვილობას ძალიან დარდობდა. ისა და მისი ცოლი სულ შვილზე ოცნებობდნენ. ხანი გადიოდა და შვილი არ ეძლეოდათ. ამტომ ეს კაცი მთელს დროს ნადირობაში ატარებდა, იქ ერთობოდა. ერთ დღეს ის ჩვეულებრივად წავიდა სანადიროდ. ცოლმა სამი თვის საგზალი მოუმზადა. ხანი გამოხდა. ამ სახელმწიფოს თავს დაესხა აღმოსავლეთის ხელმწიფე. მთელი ქვეყანა ააოხრა და მოსპო. არც ერთი ვაჟკაცი არ დარჩენილა ცოცხალი, თუ კი ვინმე გადარჩა, წყეულმა ხელმწიფემ წინ გაირეკა და თავის მონებად დააყენა. ტყვეებს საშინლად აწამებდა. მონადირე შინ რომ დაბრუნდა, ვეღარავინ იპოვნა, ქვეყანა აოხრებული დახვდა, სახლ-კარი-დამწვარ-დაბუგილი, ცოლი ტყვედ წაეყვანათ. "რადაც არ უნდა დამიჯდეს, მტერს სამაგიერო უნდა გადავუხადოო", თქვა მონადირემ, აიღო ხელში მშვილდისარი და გამოუდგა მის კვალს. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, მიადგა ერთ გზაჯვარედინს. აქ ლოდზე ეწერა: "ვინც დასავლეთით წავიდეს, მთელი ცხოვრება იაროს და მშვიდობით დაბრუნდეს; ვინს სამხრეთით წავიდეს გაჭირვებით დაბრუნდეს; ვინც აღმოსავლეთით წავიდეს, ვეღარ დაბრუნდეს." მონადირე ჯერ სამხრეთისკენ წავიდა. კარგა გზა რომ გაირა, ისევ უკან დაბრუნდა და აღმოსავლეთის გზას გაუდგა. ცხრა თვე და ცხრა დღე იარა, ძალინ დაიღალა, უდაბური მინდვრები გადაირა. ტრიალ მინდორში ხე დაინახა და მის ჩეროში დასაძინებლად ჩამოჯდა. სად იყო დაად არა, იქ ერთი მგზავრი გამოჩნდა. ხელში გრძელი ჩომბახი ეჭირა და ძლივს მოდიოდა. -ხუთ დღეს მშიერ-წყურვალი ვარ, ქენი კაცობა, პური მაჭამეო,-სთხოვა მონადირეს. მონადირეს ნამცეცებიღა მორჩენოდა და მიაწოდა მგზავრს. ის მადიანად შეექცეოდა ხმელ პურს. ბოლოს მგზავრმა ჰკითხა: საით გიმგზავრია, ყმაწვილო, ამ უდაბურ ქვეყანაში რამ მოგიყვანა. აღმოსავლეთის ხელმწიფის შიშით აქ თავისუფალ ადამიანს ფეხი ვერ დაუდგამს, ხალხი წელშია გაწყვეტილი, დედამიწასაც პირი სეუკრავს და ნაყოფს არ იძლევა, ქალი და საქონელი გაბერწებულია და უნაყოფოთ იღუპება ყოველი სულდგმულიო. მონადირემ თავისი თავგადასავალი უამბო. მგზავრს ძალიან შეებრალა მონადირე და უთხრა: -შური უნდა იძიო, ყმაწვილო, შური. შენი ქვეყნის და ოჯახის დამქცევი აღმოსავლეთის ხელმწიფეაო! -კი, მაგრამ მე როგორ ვიპოვო ის წყეული, მე მასთან ვინ მიმიშვებსო? -ნუ დარდობ, გზას მე გასწავლი, შენ ყოჩაღად მოიქეცი, გული არ გაიტეხო. აქ რომ დედამიწას პირი შეუკრავს და ნაყოფ არ იძლევა, ეს გურჯისტანი ხატის ძალით. არმოსავლეთის ხელმწიფეს გურჯისტანი დაუქცევია, ქალი და კაცი გაუწყვეტია, ვინც ცოცხალი გადარჩენილა ამ უდაბნოში გამოურეკია. ხატი მოუტაცია, გაუძარცვავს და ის არის განრისხებული მასზე. აღმოსავლეთის ხელმწიფე ხატს ტუ თაყვანს სცემს, დედამიწა პირს გაიხსნისო. მგზავრებმა ბევრი ილაპარაკეს და იმ ღამით იქ დარჩნენ. დილიტ მონადირემ რომ გაიღვიზა, მგზავრი ვეღარსად იპოვა: ადრე წასულიყო. ადგა და გაუდგა აღმოსავლეთის ხელმწიფის გზას. გაირა და ხედავს: უწყლობით ადამიანები სულს ღაფავენ, საქონელი ბღავის, მდინარეში წყალი დამშრალა. ცოტა კიდევ გაირა და ხედავს, ხალხი შიმშილით დახოცილა. მინდვრები გადამწვარა, ნამი არ ჩამოვარდნილა. აღმოსავლეთის ხელმწუფეც დაგალახაკებულა და პირიდან დორბლსა ჰყრის. მონადირემ სტყორცნა ისარი და ზედ ხელმწიფის სახლის კარს დაარჭო. ხელმწიფემ ბრძანება გასცა: ახლავე მომგვარეთ ის თავხედი, ვინც ეს გაბედაო. -როგორ გაბედე ჩემს საბრძანებელში შემოსვლა და ასეთი თავხედობა?-დასჭყივლა ბოროტმა ხელსმწიფემ. -გურჯისტანის ხატი უარეს დღესავ დაგათენებს, გიჯობს, ახლავე გაანთავისუფლო დატყვევებული ხატი და ხალხი, თორემ შენი აღსასრული მოახლოვდა!-უთხრა მონადირემ. -დაიწირეთ ეს თავხედი, წაიღეთ გურჯისტანის ხატიც და ანთებულ საკირეში ჩააგდეთ!-ბრძანა განრისხებულმა ხელმწიფემ. ეცნენ მონადირეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, წაირეს გურჯისტანის ხატი და ერთად ჩაყარეს ანთებულ საკირეში. უცებ აგიზგიზებული ცეცხლი ჩაქრა. საკირე გაირო და მონადირემ გამოასვენა ხატი. შეშინებული მცველები ხელმწიფესთან გაიქცნენ. მონადირემ ხელმწიფის სახლს ცეცხლი წაუკიდა და მონადირე და მისი სახლობა ძირიანად ამობუგა. ტყვეები გაანთავისუფლა და სამშობლოში დააბრუნა. წამოასვენა გურჯისტანის ხატი და ლომისაში დაასვენა. მონადირე შემდეგაც კიდევ დიდხანს ეზებდა თავის საყვარელ მეუღლეს, მაგრამ ვერ იპოვა. აღმოსავლეთის წყეულ მეფეს ის თავისი ხელით დაეხრჩო. -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:36 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი