წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
tamara |
Dec 15 2007, 01:43 AM
პოსტი
#41
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
აქ ვისაუბროთ წარმართული ხანის საქართველოზე,
თუ რა კულტები და მითური პერსინაჟები, რა ადათ წესები იყო ძველ საქართველოში, რა სახით შემორჩა ისინი ქრისტიანულ საქართველოში, და რა სახით გადმოვიდა მათი ნაწილი ქრისტიანობაში. ეს ძალიან საინტერესო და ღრმა თემაა... და ალბათ არა ერთ გვერდს მოიცავს... ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი ქართველი ტომების უძველეს რწმენათა მიმოხილვისას გაირკვა, რომ ბუნების ძალებისა და მოვლენებისადმი თაყვანისცემისა თუ მათი გაღმერთების მხრივ ქართველებშიც სხვა ტომთათვის დამახასიათებელ სურათს ვხვდებით. როგორც ირკვევა, “თავისი წილი” ღმერთები ჰყავდათ ცალკე თემებსა და საგვარეულოებს, მთას, ხევს, მინდორს, ადგილს, ხეებს, სახლს, ფუძესა და ა. შ. ამასთანავე, ხალხური გადმოცემები და მდიდარი ეთნოგრაფიული მასალები გვიჩვენებენ, რომ ქართველებს ჰყავდათ საერთო დიდი (უფროსი) ღმერთებიცა და სატომო ან სატომთაშორისო ღვთაებებიც ასე მაგალითად ადრე კლასობრივი საზოგადოების დროსაც ქართველთა წინაპრები ყველაზე დიდ პატივსა და თაყვანს ცის მნათობებს სცემდნენ – მთვარეს, მზესა და ვარსკვლავებს – ვითარცა საერთო ქართულ ღვთაებებს. ახლა, შეიძლება ითქვას, კარგად არის გამორკვეული, რომ იმ დროის ქართულ ასტრალურ პანთეონს სამეული მეთაურობდა. პირველი მათგანი უფროსად მიჩნეული უზენაესი ღმერთი იყო; მეორე – ქალღმერთი მზე ან მზექალი, ხოლო მესამე – კვირია. უზენაესი ღმერთი ან მორიგე ღმერთი პანთეონსაც ედგა სათავეში და ცხადია – სამეულსაც. იერარქიის მომდევნო საფეხურზე იდგნენ შესაბამისად: ჯვარი ან ხატი, ღვთისშვილები (ღვთისსანახი, ღვთისნაბადები) და ა. შ. უკვე იმ დროისათვის ქართველთა ყველა ღვთაება ანთროპომორფულ არსებებად არის წარმოდგენილი. ამასთანავე ირკვევა, რომ უზენაესი ღმერთი – მთვარე-ღმერთია, ე. ი. მამა-ღმერთია. ისიც კარგად არის გამორკვეული, რომ ოდესღაც ქართველ ტომებს სათავისთავო სათემო ღვთაების გარდა ყველასათვის საერთო რწმენა ჰქონიათ და საერთო ქართული წარმართობაც ყოფილა. ივ. ჯავახიშვილმა კარგა ხანია გამოარკვია, რომ მაგალითად, კვირიას თაყვანისცემასთან დაკავშირებულ სვანურ წესებს წმინდა ქართული წარმართული რწმენის ანარეკლი აქვთ დაცული და თვით სათანადო ფერხულის სიტყვებს მეფერხულე სვანები ქართულად წარმოთქვამენ. ამ წესების ძველქართულ სახელებთან ერთად ფერხულის ქართულად წარმოთქმის ჩვეულება უეჭველია თავდაპირველი, საერთო ქართული წესის ნაშთი უნდა იყოს. ივ. ჯავახიშვილს სათანადოდ დამტკიცებული აქვს, რომ ახალწლის დღესასწაულის ჩვეულებების თანახმად, მეგრელი მეკვლეც თავის წარმოსათქმელ სიტყვებს მეგრულად კი არა, სწორედ ქართულად ამბობს ხოლმე, მითითებული და კიდევ ბევრი სხვა მონაცემი საფუძველს აძლევდა ავტორს დაესკვნა შემდეგი: “ცხადი ხდება, რომ არამც თუ საზოგადო ქართული, ყველა ქართველ ტომთათვის, მათ შორის მეგრელთა და სვანთათვისაც, საერთო წარმართობა არსებობდა, არამედ რომ წარმართობას საერთო ტერმინოლოგიაც, საერთო ენაც ქართული ჰქონდა” ჯერ ჯერობოთ ამაზე გავჩერდები, ვინაიდან ბევრი რამ მაქვს ამ აბზაცისათვის დასამატებელი |
tamuna m |
Mar 20 2008, 01:16 PM
პოსტი
#42
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
ძარწემის წმინდა გიორგი
წინათ ლეკები თარეშობდნენ საქართველოში და ყველაფერს იტაცებდნენ. ერთხელ ძარწემს დასცემიან, ეკლესია გაუზარცვიათ, დაუწვიათ და ვერცხლით მოჭედილი წმინდა გიორგის ხატიც წაუღიათ. ხატის მომტაცებელ ლეკებში გაჩენილა ჭირი. ბუზებივით იხოცებოდნენ, ნიავდებოდა ხალხი. იმათ მოლას დაესიზმრა ერთ ღაემს მოტაცებული წმინდა გიორგის ხატი და უთხრა: -რაც გადამრჩა, იმასაც გავანადგურებ, თუ ისევ იქ არ წამიყვანთ, საიდანაც მომიყვანეთო! -ეაგიყვანტ, ოღონდაც ხალხს ნუღარ დახოცავო! -მე თქვენი წაყვანა არ მინდა. ერთი მოზვერი გამოიყვანეთ, მის რქებზე მიმაკარით და გაგვანებეთ თავი, ჩვენ წავალთო. გაიღვიძა მოლამ, სეყარა ხალხი და უტხრა სიზმარი. მოიყვანეს მოზვერი, მიაკრეს რქებზე ხატი და გაუშვეს. მოდიან ხატი და მოზვერი. გზას ხატი უჩვენებს. მოდის მოზვერი, სად გაჩერდება-ბალახს მოძოვს, სად გაჩერდება-წყალს დალევს. მოვიდა ისევ ძარწემში, ძველ ადგილზე, სადაც ეხლაც ბრძანდება და ერთი ასკილის ძირზე დაისვენა. ახლა ძარწემელ მრვდელს დაესიზმრა ხატი და უთხრა: -აქედან რომ ხატი წამიყვანეს ლეკებმა, მოვედი, წამოდით და სადაც მიპოვოთ იმ ადგილზე ამიშენეთ ეკლესიაო. მრვდელმა სეკრიბა ხალხი და უამბო სიზმარი. გაგზავნეს ახალგაზრდები საძებნელად. ავიდნენ, ნახეს, მოკეცილია მოზვერი და რქებზე ხატ აქვს მიკრული. ჩამოუტანეს ამბავი ხალხს. დაიძრა ხალხი და წავიდა მ სასწაულის სანახავად. მივიდნენ, შეხსნეს ხატი და დაასვენეს ძირს. ხატი მოხსნეს თუ არა მოზვერი იმ წამში გასკდა და მოკვდა. იმ ადგილას ააშენეს ეკლესია და იქ დაასვენეს წმინდა გიორგის ხატი-ცხოველი. იმ ასკილისაგან გააკეთეს ჯვარი და ისიც იქ დაასვენეს. პ.ს. ამ ორ ( გურჯისტანის ხატი და ძარწემის წმინდა გიორგი) მითს შორის ბევრი საერთოა. ლომისის წმ. გიორგის ისტორიასაც ძალიან გავს http://www.orthodoxy.ge/eklesiebi/lomisa/lomisa.htm -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 10:33 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი