საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
ნათია |
Sep 5 2007, 05:34 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
დიდი ქართველი მეფეები:
P.S. თანმიმდევრულად განვიხილოთ ზემოთჩამოთვლილ მეფეთა ბიოგრაფიები, ბრძოლები და ისტორიკოსთა შეფასებები... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
marine |
Mar 20 2008, 02:54 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,337 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
გუბაზ მეფის ვერაგული მკვლელობა და უსახელო ლაზის გმირობა
რატომ უხდიდა რომის იმპერია ლაზეთს ხარკს მეხუთე საუკუნის მეორე ნახევარში დასავლეთ საქართველო ირანის ქვეშევრდომი იყო და მასზე თავისი ბატონობის აღდგენას ბიზანტია ცდილობდა. მეექვსე საუკუნის დასაწყისში, ქართლის სამეფოს გაუქმების და ირანული საოლქო მმართველობის დამკვიდების შემდეგ, ქართული სახელმწიფოებრიობის პოლიტიკური ცენტრი ლაზეთში გადავიდა. ქართლის არისტოკრატიის მრავალი წარმომადგენელი დასავლეთ საქართველოში დამკვიდრდა და იქიდან ებრძოდა ირანელ მოძალადეებს. ლაზებისთვის ერთიანად მძიმე იყო ბიზანტიელი მოხელეების მმართველობა და სპარსელების მოკავშირეობა. გუბაზ სანიკიძე, ისტორიკოსი, ეროვნული ფორუმის წევრი: - დავბრუნდეთ II – III საუკუნეების დასავლეთ საქართველოში, სადაც რომის იმპერიის გავლენა უფრო შესამჩნევი და მტკიცე იყო. ადგილობრივ ქართველურ და აფხაზურ-ადიღეურ მოდგმის ტომთა შორის განსაკუთრებით დაწინაურდა ლაზთა ძლიერი და მრავალრიცხოვანი ქართველური ტომი. მათ რომისა და ირანის დაპირისპირებისას მნიშვნელოვნად გაიძლიერეს პოზიციები. რომაელები დიდად აფასებდნენ ლაზთა მეგობრობასა და მაღალხარისხოვან მეომრულ ნიჭს. ლაზმა მეომრებმა არაერთხელ გაითქვეს სახელი მსოფლიოს ორი უძლიერესი სახელმწიფოს დაპირისპირებაში. თვით რომის იმპერია, რომელიც დაჩვეული იყო სხვა ხალხებისაგან ხარკის აკრეფას, ლაზებსა და ჭანებს იქით უხდიდა ხარკს აღმოსავლეთის საზღვრების დაცხვისათვის. - როცა ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს დასავლეთ საქართველო ერთიანი სამეფოს შემადგენლობაში შევიდა, ლაზეთმა თავისი მნიშნველობა შეინარჩუნა? - ვახტანგ გორგასლის მეფობისას დასავლეთ საქართველო ერთიანი სამეფოს შემადგენლობაში შევიდა, მაგრამ VI საუკუნის 20-იანი წლებიდან, ქართლში სამეფოს გაუქმებისა და სამარზპანოს (ირანული საოლქო მმართველობა) დამკვიდრების შემდეგ, ქართული სახელმწიფოებრიობის პოლიტიკური ცენტრი ლაზეთში გადავიდა. ქართლის არისტოკრატიის მრავალი წარმომადგენელი დასავლეთ საქართველოში დამკვიდრდა და იქიდან ებრძოდა ირანელთა მოძალებას. საგულისხმოა ის, რომ მთელი სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის განმავლობაში ვერც ერთმა დამპყრობელმა საქართველოს სრული დამორჩილება ვერ შეძლო. ჩვენი ქვეყნის გარკვეული ნაწილი ყოველთვის ინარჩუნებდა დამოუკიდებლობასა და ეროვნულ მმართველობას. სწორედ ასე მოხდა VI საუკუნის დასაწყისშიც. 523 წელს ქართლის დევნილმა მეფემ გურგენმა ოჯახთან ერთად ლაზეთის მეფეს, წათეს შეაფარა თავი. ორივე ქართველი გვირგვინოსანი კონსტანტინოპოლში გაემგზავრა კეისარ იუსტინესთან. მათმა სტუმრობამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბიზანტიის სამეფოს კარზე. იმავე წელს კონსტანტინოპოლში ქრისტიანად მოინათლა ლაზთა მეფე წათე. - ლაზთა მეფის გაქრისტიანებას ირანის შაჰი როგორ შეხვდა? - კავად-შაჰისათვის, რომელმაც თითქმის მთელი კავკასია დაიპყრო და შავ ზღვაზე გასვლაში მხოლოდ ლაზთა სამეფო ეღობებოდა წინ, წათეს მონათვლა ყოვლად მიუღებელი იყო. ორივე მხარე ახალი დაპირისპირებისათვის შეუდგა მზადებას. სწორედ ამ დროს, 527 წელს, გარდაიცვალა 87 წლის კეისარი იუსტინე და ტახტზე ბიზანტიის ისტორიაში ყველაზე დიდი იმპერატორი იუსტინიანე (527-565 წწ.) ავიდა. - ამ მოვლენამ დასავლეთ საქართველოზე კერძოდ ლაზეთზე რაიმე გავლენა მოახდინა? - 528 წელს ირანსა და ბიზანტიას შორის ლაზეთისათვის ომი დაიწყო. ლაზებმა და ბიზანტიელებმა წარმატებას მიაღწიეს და სპარსელთა ჯარის განდევნა მოახერხეს. 531 წელს მოკვდა კავად-შაჰი და ტახტი მისმა ძემ, ხოსრო I ანუშირვანმა (531-579) დაიკავა. დაახლოებით ამ დროისათვის ლაზეთის ტახტზე წათეს ძე გუბაზი ავიდა. ხოსრო შაჰმა თავიდან „მარადიული ზავი“ შესთავაზა კეისარს. სამაგიეროდ ლაზეთის ორი ძლიერი ციხესიმაგრის, შორაპნისა და სკანდის დათმობა მოითხოვა. იუსტინიანემ უარი შეუთვალა, რადგან ორივე ციხე სტრატეგიული მნიშვნელობისა იყო და ლაზეთს ლიხის ქედიდან კეტავდა. საბოლოოდ მაინც შეთანხმდნენ და „მარადიული ზავი“ დაიდო. - რა მოგვიტანა ამ ზავმა? - ეს „მშვიდობა“ ლაზებისათვის მეტად მძიმე აღმოჩნდა. ბიზანტიელი მოხელეები დიდად ავიწროვებდნენ ხალხს. კეისარმა ლაზეთის საქმეთა გამგებლად გამოგზავნა იოანე ციბე, რომელმაც აჭარაში, სოფელ ციხისძირთან, კლდოვან სანაპიროზე ძლიერი ციხესიმაგრე პეტრა ააშენა და ქვეყანაში შემავალ-გამავალ საქონელს მძიმე ხარკი დაადო. საზღვარი არ ჰქონდა ბიზანტიელთა თავხედობასა და თავგასულობას. გუბაზ მეფე იძულებული გახდა, ირანში ხოსრო შაჰთან ელჩობა გაეგზავნა და მოკავშირეობა შესთავაზა. გახარებულმა შაჰმა „მარადიულ ზავზე“ უარი თქვა და 542 წელს ჯარები შეიყვანა ლაზეთში. ლაზებიც შეუერთდნენ სპარსელებს. ომი მოკავშირეთა უპირატესობით დაიწყო, ბიზანტიელებმა პეტრა, სებასტოპოლისი (სოხუმი) და პიტიუნტი დაკარგეს, მაგრამ სპარსელთა მეგობრობა უფრო მძიმე და აუტანელი აღმოჩნდა. საქმე ერთმა შემთხვევამაც გაამწვავა. - რა იყო ის ერთი შემთხვევა? - შაჰმა გუბაზ მეფის ღალატით მოკვლა გადაწყვიტა და მეფის მიერ შერისხულ ლაზ დიდებულს, ფარსანსს დაუკავშირდა. მაგრამ ფარსანსი დიდი მამულიშვილი აღმოჩნდა და, პირადი წყენის მიუხედავად, ყოველივე გუბაზ მეფეს შეატყობინა. ლაზებმა ისევ ერთმორწმუნე ბიზანტიისაკენ აიღეს გეზი. - ერთხელ სპარსეთისკენ პირნაქცევი ლაზები ბიზანტიამ მაინც მიიღო? - მიიღო კი არა, დიდად გახარებულმა კეისარმა იუსტინიანემ ახალი ჯარი გაგზავნა დაგისთესის მეთაურობით მისთვის უკვე დაკარგულ ლაზეთში. ხოსრომაც დამატებითი სამხედრო კონტიგენტი შეიყვანა ლაზეთში გამოცდილი და ნიჭიერი სარდლის, მერმეროეს მეთაურობით. ომი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ბოლოს სპარსელებმა იძალეს. 554 წელს ღრმად მოხუცებული მერმეროე ხანგრძლივი ლაშქრობის შემდეგ ქუთაისის ციხესიმაგრეში დასნეულდა, მცხეთაში გადავიდა და იქ გარდაიცვალა. ხოსრომ მის ნაცვლად გამოცდილი სარდალი ნახორაგანი დანიშნა. - რა იყო სპარსელების წარმატების მიზეზი? - სპარსელთა წარმატების მიზეზი უნიჭო ბიზანტიელი სარდლები იყვნენ, რომელთა ხშირმა ცვლამ არმიაში სრული დეზორგანიზაცია გამოიწვია. ცხადია, გუბაზ მეფე ამას ვერ შეეგუებოდა და კეისარს საჩივარს საჩივარზე უგზავნიდა. ბიზანტიელი სარდლებიც ამოქმედდნენ და იმპერატორი ლაზთა მეფის ღალატში დაარწმუნეს. გადაწყდა - გუბაზი უნდა მოეკლათ. საზარელი მკვლელობა 554 წელს ხობისწყლის პირას მოხდა. მთელი ლაზეთი დადგა ფეხზე. აუწერელი იყო გლოვა და სინანული მამაცი მეფის სიკვდილის გამო. ლაზი დიდებულები შეიყარნენ და ქვეყნის სამომავლო ბედზე დაიწყეს ბჭობა. ერთნი, ბიზანტიელთა მუხანათობით გამძვინვარებულნი, სპარსელთა მხარეზე გადასვლას მოითხოვდნენ. ამ პოზიციას წარჩინებული ლაზი აიეტი ასაბუთებდა. ჩვენთვის ცნობიალია კრებაზე წარმოთქმული მისი სეფე სიტყვა, რომელიც ლაზთა საზოგადოების განსწავლულობასა და მაღალ კულტურაზე მეტყველებს. დიდებულთა შორის იყვენენ ბიზანტიაზე ორიენტაციის მომხრენიც, რომელთა წარმომადგენელმაც, ფარტაზმა უფრო შთამბეჭდავი სიტყვა თქვა და საბოლოოდ ლაზებმა ბიზანტიის ერთგულება, მაგრამ მეფის მკვლელთა სამაგალითო დასჯა დაადგინეს. - გუბაზ მეფის მკვლელები დაისაჯნენ? - კონსტანტინოპოლში წარმომადგენლობითი დელეგაცია გაიზარდა, რომელმაც კეისარი იუსტინიანე მოკლული მეფის უდანაშაულობაში დაარწმუნა. განრისხებულმა მიმპერატორმა მკვლელები სიკვდილით დასაჯა, ხოლო ლაზეთის მეფედ გუბაზის უმცროსი ძმა, წათე დაადგინა. 555 წლის გაზაფხულზე სპარსელი სარდალი ნახორაგანი 60 ათასიანი არმიით ლაზეთში შეიჭრა და 3 ათასი რჩეული მეომარი დასაზვერად გაგზავნა მოკავშირეთა ბანაკის აღმოსაჩენად. გზად სპარსელებმა უსახელო ლაზი გლეხი დააკავეს და მეგზურად დაიყენეს. ისიც „დათანხმდა“, მაგრამ როცა ლაზებისა და ბიზანტიელების ბანაკს მიუახლოვდნენ, მეგზურმა ხმამაღალი ყვირილით, საკუთარი სიცოცხლის ფასად გასცა მომხდურები. სპარსელები დამარცხდნენ. გენერალური ბრძოლა ქალაქ ფაზისთან (ფოთი) შედგა, სადაც ლაზებმა და ბიზანტიელებმა გაიმარჯვეს. დამარცხებული ნახორაგანი ჯერ ქუთაისში უკუიქცა, ხოლო შემდეგ ქართლში გადავიდა. ბიზანტია-სპარსეთის ომი ორი ათეული წელი გაგრძელდა და ბიზანტიის გამარჯვებით დასრულდა. განრისხებულმა ხოსრო შაჰმა ნახორაგანი ქართლიდან გაიხმო და ძველი სპარსული წესით ცოცხლად გაატყავა. ზავი 562 წელს ქალაქ დარაში (ჩრდილოეთ მესოპოტამია) დაიდო. მეტოქეები ერთი საკითხის გარდა, ყველაფერზე შეთანხმდნენ. - რა იყო ის საკითხი, რაზეც შეთანხმება ვერ შედგა? - ეს იყო სვანეთი. საქმე ისაა, რომ სვანთა მთავარი ლაზთა მეფის ვასალი იყო, მაგრამ ომის დროს ბიზანტიელთა სისასტიკის გამო სპარსელების მხარეზე გადავიდა. დროებით ლაზეთი ბიზანტიელებს დარჩათ, ხოლო სვანეთი - სპარსელებს. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 02:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი