რატომ იბადებიან ადამიანები სხვადასხვა სახის დეფექტებით, რისი ბრალია ეს? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რატომ იბადებიან ადამიანები სხვადასხვა სახის დეფექტებით, რისი ბრალია ეს? |
ზებედე |
Jan 11 2007, 06:52 AM
პოსტი
#1
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
რას ფიქრობთ რატომ ჩნდებიან ასეთი ადამიანები, მაგ: სიამის ტყუპები, ჰერმაფოდიტები, სხვადასხვა სახის ინვალიდები...რა არის მიზეზი, მშობლების ცოდვა, თუ კიდევ სხვა მიზეზებია?
და იქნებ ვინმემ იცოდეთ, სიამის ტყუპები ერთ სხეულში არიან, და ორი სული აქვთ? იხ.ვიდეო -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
- თეკლა - |
Mar 20 2008, 09:53 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 19-March 08 წევრი № 4,245 |
გამარჯობათ
ძალიან გულდასმით გადავიკითხე ეს თემა და მინდა ჩემი აზრი და ასევე ნამდვილი ფაქტები მოვიყვანო დაახლოებით 2 წლის წინ Discovery -ზე ვუყურე საკმაოდ ვრცელ და ბევრის მომცველ გადაცემას- ძალიან დამაინტერესა და შეძლებისდაგვარად მოვიძიე ინფორმაცია სიამის ტყუპების თაობაზე (წიგნები, ინტერნეტი ...) დავწერ იმას, რაც წავიკითხე და გავარკვიე: 70/75% სიამის ტყუპებისა მდედრობით სქესს მიეკუთვნებიან 40.000 ბავშვის დაბადებიდან ერთ-ერთი მსგავსი ანომალიაა ჯერ-ჯერობით ვერ მოხდა იმ ფაქტის დადგენა, თუ რა იწვევს მსგავსი ტყუპების ჩასახვას, ცნობილია მხოლოდ ის, თუ რა პროცესი მიმდინარეობს, როცა მსგავსი ტყუპები ისახებიან (კვერცხუჯრედის გაყოფა ემბრიონებად ხდება ჩასახვიდან ორი კვირის შემდგომ, რაც უკვე ძალიან დაგვიანებულია) მაგრამ გამომწვევი მიზეზის დადგენაზე კვლავ მიმდინარეობს მუშაობა - ერთ-ერთი გაჩენილი აზრი, მაგრამ ჯერ არაოფიციალური გახლავთ ის გარემოება, რომ მსგავსი ტყუპების ჩასახვა ხდება ისეთ ქალბატონებში, რომლებიც ასაკით გადაცილებულნი არიან 40 წელს ძირითადად ერთ-ერთი ტყუპისცალი გახლავთ უფრო ძლიერი. როცა ხდება მათი განცალკევება სუსტი ყოველთვის იღუპება (თუმცა, არის შემთხვევები ორივე მათგანის გადარჩენის შესახებაც) განცალკევების ოპერაციის სირთულე გამომდინარეობს იქედან, თუ რაგვარად არიან ისინი დაკავშირებულნი ერთმანეთთან - ყველაზე რთული გახლავთ თავებით დაკავშირებული ტყუპების გაყოფა, სადაც ერთ-ერთი ყოველთვის იღუპება ყველაზე ადრეული ფაქტი სიმაის ტყუპების გაჩენასთან დაკავშირებით ფიქსირდება სომხეთში 945 წელს, როცა ტყუპი ძმები დაიბადნენ საკმაოდ ცნობი ფაქტი, რომელიც უახლოესი ისტორიიდან შეგვიძლია მოვიყვანოთ თარიღდება 2000 წლით ბავშვების პირობით სახელებად ფიქსირდებოდა ჯუდი და მერი - მათი მშობლები სასტიკად წინააღმდეგნი იყვნენ განცალკევების ოპერაციისა და აცხადებდნენ შემდეს: ვერ დავუშვებთ, რომ ერთ-ერთი ჩვენი შვილი დაიღუპოს იმის გამო, რომ სიცოცხლე შეუნარჩუნოს მეორეს- მათი გაჩენა ხომ ღვთის ნება იყო - განა ჩვენ გვაქვს უფლება მათ ეს წავართვათ? სასამართლოს გადაწყვეტილებით 2001 წლის 17 ივნისს მოხდა მათი განცალკევება და ჯუდი გადარჩა, ხოლო მერი (სუსტი) დაიღუპა მათი მშობლების ადგილას, რათმქუნდა, მე მივიღებდი გადაწყვეტილებას ერთ-ერთის გადარჩენასთან დაკავშირებით (ძალიან რთულია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჯობია ერთ-ერთმა მაინც იცოცხლოს ისე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ) თემაში ერთი პასუხი შეეხებოდა მათ გარდაცვალებას - როგორც მე მოვიძიე, თუ ერთ-ერთი იღუპება მეორე მხოლოდ რამოდენიმე საათი ძლებს (მაგრამ არა 2 ან 3 დღე) ასევე თემაში იყო პასუხი ნათესავების ქორწინების შემთხვევაში ხდება სიამის ტყუპების დაბადება - იცით, რაც კი მოვიძიე, არცერთი შემთხვევა არ აფიქსირებს მათ სისხლით ნათესაობას (ფაქტები ნამდვილად ბევრია, მერწმუნეთ) ყველაფერი უფლის ნებაა და ყველა ჩვენთაგანი ცდილობს მისი ჭეშმარიტი გზით იაროს, უმჯობესია მივიღოთ ყველა ადამიანი ისე, როგორებიც ჩვენს წინაშე არიან - ნუ გავრიყავთ მათ საზოგადოებისგან - ნუ შევხედავთ ისე, რომ ის არაამქვეყნიურია - ისიც ხომ ჩვენნაირი ადამიანია, უბრალოდ სხეული "შეხვდა" მას სხვაგვარი რაც შეეხება სურათებს ძალიან ცოდოები არიან, ძალიან უმწეონი, მაგრამ უნდა ვილოცოთ მათთვის იცით ბევრი ადამიანი ვიცი, რომელთაც გარკვეული დეფექტი გააჩნიათ, მაგრამ მათი სული იმდენაც ამაღლებული, სუფთა და კეთილია მისი დეფექტი აგარ ჩანს, მთავარი ეს არის - უბრალოდ უნდა ვისწავლოთ მათი მიღება ისევე, როგორც "ფიუზიკურად უნაკლო" ადამიანისა და აგარ დაგვჩირდება მათი სარდაფში "დამალვა" გვიყვარდეს ერთმანეთი თიკო -------------------- არ შეიძლება ითქვას - ჩვენ გვიყვარს ღმერთი, მაგრამ არ გვიყვარდეს ადამიანი...
უსიყვარულოდ შეუძლებელია ცხოვრება, უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. გვიყვარდეს მოყვასი ჩვენი; გვიყვარდეს, თუ გვინდა ვიპოვოთ ღმერთთან მისასვლელი გზა... თუ გვინდა, ვიყოთ ბედნიერნი. მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებს ადამიანი მადლსა ღვთისასა, როცა სულიერად გაძლიერდება და ამაღლდება. ილია II |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 05:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი