IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სხვა რელიგიის მიმდევარნი
ნოდარიკო
პოსტი Jun 22 2007, 09:59 PM
პოსტი #1


Georgia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,474
რეგისტრ.: 16-March 07
წევრი № 1,398



შეიძლება ამ თემით დიდ უგუნურებას ვავლენ მაგრამ,ალბათ ჩემთვის სულ ერთია და მაინც ვხსნი
მე რომ დავბადებულიყავი ინდოეთში და ბუდისტი ვყოფილიყავი,მყვარებოდა ბუდა და მისთვის მელოცა დღე და ღამე
რომ მცოდნოდა, რომ არის მართმადიდებლური სარწმუნოება მაგრამ მე როგორც გამზარდეს და სადაც გავიზარდე იმ სარწმუნოებას 100%ვცემდე პატივს
სამოთხეში ვერ მოვხვდები?
თუკი სამოთხეში მოვხვდები ესეიგი უფლისათვის არ არის მთავარი მართმადიდებელი ვიქნები კათოლიკე თუ მუსულმანი მთავარია კეთილი გზით ვიცხოვრო,სხვას არ მივაყენო ზიანი
რას ფიქრობთ ტქვენ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
guest
პოსტი Mar 21 2008, 12:32 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



კანონისტს ქონდა თემა კათოლიკებზე,მაგრამ დახურულია ამჟამად es Tema da gadavwyvite aq davwero, momiteveT Tu ar Seesabameba am Temas. (ბოდიშით, შრიფტმა აურია, ძალიან კუსტარულ პირობებში ვიმყოფები sad.gif )

მე გამახსენდა ერთი შემთხვევა , რომელსაც ხშირად გულში ვიხსენებ და რომელიც კათოლიკურ მონასტერში ჩემს რამდენიმედღიან ცხოვრებას ეხება. თუ როგორ აღმოვჩნდი იქ, მოკლედ დავწერ წინამორბედ ისტორიას.

90-იანი წლების დასაწყისში ვიმყოფებოდი აღმოსავლეთ ევროპის ერთერთ ქვეყანაში, რომელიც ტრადიციულად კათოლიკურ მიწად ითვლება.
მოკლედ, რაღაც არასახარბიელო სიტუაციაში ავღმოჩნდი და "ჩამოვვარდი" ჩვეულებრივი შენობის მეორე სართულიდან. ბედზე მოასფალტებულ ტროტუარზე არ დავცემულვარ,არამედ ამ შენობის საძირკველსა და ტროტუარს შორის არაასფალტიან მიწაზე. ჩემს ფიზიკურ მდგომარეობაზე არ შევჩერდები, ისეც ცხადია რომ საკმაოდ დავზიანდი და მხოლოდ უფლის შეწევნით გადავრჩი. ტკივილის მიუხედავად, შევძელი ამ ციცაბოდან ამოსვლა და ისიც მახსოვს რომ რამდენიმე მეტრი ჩვეულებრიც გავიარე, მხოლოდ არ ვიცი რამდენი ხნის მერე,ალბათ 7-10 წუთი იქნებ ყოფილიყო გასული, ცხვირიდან სისხლის დენის გამო თავრბრუ დამესხა ეს მახსოვს და როგორ ბინდდებოდა ირგვლივ, თუმცა ისეც ღამე იყო,მაგრამ გარე სამყაროს აღქმის შეგრძნება მეკარგებოდა - ეს დავაფიქსირე. ამ დროს ჩემი მხლებელიც მოვიდა საშველად, ესეც მახსოვს ბუნდოვნად. სამედიცინო დახმარების გამოძახება ბევრი მიზეზის გამო შეუძლებელი იყო, თუმცა კი მთავარ მიზეზს მაინც საავადმყოფოს ან კლინიკის ამ ობიექტიდან სიშორე წარმოადგენდა. ბოლოს ჩემმა კომპანიონმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მივეყვანე იქვე ახლოში მდებარე დედათა კათოლიკურ მონასტერში (რომლის არსებობის შესახებ მან იცოდა) იმედით, რომ იქ დედებს ექნებოდათ საშუალება სამედიცინო დახმარება გაეწიათ ჩემთვის (სისხლდენის შეჩერება, გაკერვა და ა.შ.).

ერთი სიტყვით, "წარმატებით" მომათავსეს კატოლიკურ მონასტერში.როცა აზრზე მოვედი, თეთრ"ქუდიანი" მონაზვნები ისხდნენ ჩემს საწოლზე და სიხარულს ვერ მალავდნენ, რომ გამოვფხიზლდი. პატარა ოთახში ვიყავი დაწვენილი, ფამჯრის რაფაზე სანთელი ენთო, მოკლედ, მოკრძალებული კელიის მსგავსი ლამაზი,კოხტა ოთახი იყო, ყოველგვარი არასაჭირო ზედმეტობების გარეშე, თუმცა რაღაცით მაინც მისტერიული.

მესამე დღეს კი ფეხზე ადგომაც შევძელი (სარკეში რომ ჩავიხედე "ხელში შემრჩა" ქერათმიანი ზანგი ჩინელი ,ასე გამოვიყურებოდი ანუ). დეპრესიასა და ტკივილებზე აღარ გავაგრძელებ, მხოლოდ მონაზვნების შესახებ გეტყვით: იყვნენ სრულიად სათნო გოგონები და ქალები, თბილები, საოცრად თეთრები, მოციმციმე თვალებით და მუდამ ეცდებოდნენ ჩემს გახარებას. ზედმეტ კითხვას არ მისვამდნენ, ფიქრობდნენ, ჩემს შესახებ თუ საჭიროდ ჩავთვლიდი თავად მოვყვებოდი.

მეც მათნაირი კაბა მომიტანეს, ეს არ იყო მთლად კოჭებამდე,არამედ რაღაც უნიფორმის მსგავსი, უმეტესობას ასეთი ეცვა, ჩემმა ნინოს ჯვარმა ყურადღება მიიპყრო ისე, რომ ცნობისმოყვარეობა ვერ დაფარეს და ის მაინც მკითხეს, რომ თუ არ ვცდებით,ასეთი ჯვრები სადღაც კავკასიაში უნდა იყოსო და მეც დავეთანხმე.

როდესაც უკვე სიარული შემეძლო, მეც ვეხმარებოდი სატრაპეზოში, სამზარეულოში. ბევრი მათგანი ხელსაქმით იყო თავისუფალ დროს დაკავებული,ასევე ხუმრობდნენ სულ, რბილად და სახალისოდ. ხანდახან მოდისო ვიღაც პადრე თუ რაც ქვიათ მსახურებას ატარებსო, თუმცა ჩემი იქ ყოფნის დროს არავინ არ მოსულა, მამაკაცთაგან მხოლოდ პროდუქტების მომტანი კაცები ჩნდებოდნენ, რომლებსაც მორჩილები ფანჯრიდან ჩუმად ათვალიერებდნენ და აქილიკებდნენ, ჭორიკნობდნენ ანუ smile.gif თვით დედები ლოცულობდნენ პატარა ლამაზ ეკლესიაში,სადაც მეც მეპატიჟებოდნენ ხოლმე, მეც შევდიოდი რათქმაუნდა, თუმცა უფრო ინტერესის გამო, ლოცვით კი ჩემს ოთახში ვლოცულობდი, მათში კი ჩემს ამ საქციელს არანაირი გაკვირვება ან მრისხანება არ გამოუწვევია, მეუბნებოდნენ, გვიხარია რომ ქრისტეში ჩვენი და ხარო, ის მიხვდნენ , რომ კათოლიკი არ ვიყავი,მაგრამ არც უკითხიათ ვინ ვიყავი. ასე დიდი სიყვარულით და პატივისცემით გავატარე ათეული დღე ამ სათნო ქალებთან ერთად.

დამშვიდობებისას კი ერთს, რომელსაც ურსულა ერქვა, ცრემლიც კი წამოუვიდა, მგონი განიცდიდია ჩემს წასვლას. დამემშვიდობნენ დალოცვით და საჩუქრებიც გამომატანეს: მათი ხელით დამზადებული გობელინი ქრისტიანული მოტივით, მათი შეკერილი ჩითის ღამის სამოსი, ხის ორნამენტებიაბი კოვზი, ჩაის ჭიქა და წინდები. მე მათ დავპირდი, რომ იქნება ოდესმე უფალმა ინებოს და მოვახერხო მათი ნახვა, თუნდაც მადლიერების გამოხატვისთვის.

ისე, ბოლოს ის მითხრეს, თუ მრწამსს ოდესმე შევიცვლი და მონაზნობასაც გადავწყვეტ,მეტად მოხარული იქნებიან თუ მათთან ამ მიზნით დავბრუნდები. მეც დავლოცე რა თქმა უნდა და დიდი მადლობებით და მძიმე გულით დავცილდი. რა ვიცი... იქნება მართლაც ოდესმე მოვინახულო... თუ მიცნობენ, თუ არადა ისე მაინც... მე ყოველთვის მახსოვს მათი დახმარება, ჩემდამი მზრუნველობა და სითბო, რომელიც სრულიად უცხო ქალის მიმართ გამოიჩინეს. არ ვიცი, მე კარგად მახსენდება ჩემი ეს მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი,ალბათ იძულებით გამოწვეული ცხოვრება კათოლიკე დედათა შორის....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ნოდარიკო   სხვა რელიგიის მიმდევარნი   Jun 22 2007, 09:59 PM
k@the   მე ვფიქრობ მაგაზე ...   Jun 22 2007, 10:23 PM
პატრიოტი   შეიძლება ამ თემით ...   Jun 22 2007, 10:52 PM
ნოდარიკო   პატრიოტი ჰაჰაჰა ჩა...   Jun 22 2007, 10:55 PM
k@the   პატრიოტი ყველა ად...   Jun 22 2007, 10:58 PM
პატრიოტი   პატრიოტი ყველა ად...   Jun 22 2007, 11:00 PM
ნოდარიკო   k@the ესეიგი სხვისი აზ...   Jun 22 2007, 11:00 PM
k@the   პატრიოტი რა ჩამჭრე...   Jun 22 2007, 11:02 PM
madziebeli   იცი რა არის?! მთავ...   Jun 22 2007, 11:35 PM
adamis_nekni   როგორც ასეთი მე ვთ...   Jun 22 2007, 11:42 PM
ნოდარიკო   madziebeli მეც ეეგრე მგონ...   Jun 23 2007, 12:10 AM
madziebeli   adamis_nekni შეგიძლია მითხ...   Jun 23 2007, 12:35 AM
adminka   შეიძლება ამ თემით ...   Jun 23 2007, 04:16 AM
ნოდარიკო   adminka აბსოლიტურად მა...   Jun 23 2007, 03:20 PM
adamis_nekni   მე რომ სიკეტე ვაკე...   Jun 23 2007, 03:31 PM
ნოდარიკო   adamis_nekni ცუდი საქმეებჰ...   Jun 23 2007, 03:43 PM
adamis_nekni   ნოდარიკო რათქმაუნ...   Jun 23 2007, 03:47 PM
Lenus   ღმერთმა იცის, ვინ მ...   Jun 23 2007, 04:38 PM
Toleranti   "არამართლმადიდე...   Jan 1 2008, 01:26 AM
inkvizitor   "არამართლმადიდე...   Jan 3 2008, 02:12 AM
sergi_glaxa   ეგ არავის არ დაუდგ...   Jan 9 2008, 11:20 AM
afxazi   madziebeli მიუგო იესუ და ...   Jun 23 2007, 05:43 PM
madziebeli   იცით რა არის ხალხო ...   Jun 23 2007, 05:46 PM
afxazi   madziebeli როგორ გესმის უ...   Jun 23 2007, 05:56 PM
madziebeli   afxazi ჩემთვის სულით ...   Jun 23 2007, 07:26 PM
afxazi   madziebeli კიდევ ერთი კით...   Jun 23 2007, 07:37 PM
madziebeli   თუ შეიძლება ამ კით...   Jun 23 2007, 07:48 PM
italieli-dato   თუ შეიძლება ამ კით...   Jun 24 2007, 01:48 PM
მხევალი ნინო   ამის მსაგვსი ბევრი...   Jun 23 2007, 07:50 PM
Lenus   არ მახსოვს სად წერ...   Jun 24 2007, 08:12 AM
madziebeli   აქ მადლზე იყო ლაპა...   Jun 24 2007, 04:35 PM
italieli-dato   აქ მადლზე იყო ლაპა...   Jun 24 2007, 11:52 PM
xevsuri   ნუ იცხოვრებთ სამოთ...   Jun 25 2007, 03:28 AM
ნათია   წმიდა გაბრიელ ეპის...   Jun 25 2007, 11:55 AM
lelagiga   შემინდეთ!!!!!...   Jun 29 2007, 11:54 PM
southruislip   ამას წინად ინტერნე...   Jul 14 2007, 06:42 PM
marine   ბუდის პატივის ცემ...   Jul 15 2007, 04:29 PM
Tatarashvili   მე ვფიქრობ რომ ცდე...   Jul 15 2007, 05:04 PM
მეხელი   ბუდის პატივის ცემ...   Jul 16 2007, 11:55 AM
თამარი   ბუდიზმი და ქრისტია...   Jul 15 2007, 05:13 PM
დათიკო   ძალიან კარგი თემაა...   Jul 15 2007, 05:13 PM
Dulos   მსგავსი მსჯელობ...   Jul 15 2007, 09:27 PM
დათიკო   southruislip მოდი ვისაუბრ...   Jul 15 2007, 09:47 PM
marine   ბოდიშით, ბუდა კრიშ...   Jul 16 2007, 11:32 AM
ქავთარაძე   madziebeli უი შენ არც ხატთ...   Jul 16 2007, 11:38 AM
shota1   მე მართმადიდებელი ...   Jul 16 2007, 01:48 PM
ქავთარაძე   მართალი ხარ :) მაცხ...   Jul 16 2007, 02:03 PM
shota1   მართმადიდებელი ვა...   Jul 16 2007, 06:51 PM
southruislip   ციტატა "ქრისტე ...   Jul 16 2007, 10:02 PM
კანუდოსელი   იესო ქრისტე თავის ...   Jul 17 2007, 12:37 PM
athos   მესია ცხებულს ნიშ...   Jul 16 2007, 10:28 PM
kato_Bato   southruislip სახარება, მდა...   Jul 16 2007, 11:37 PM
დათიკო   southruislip დავიწყოთ იმით...   Jul 17 2007, 12:14 AM
southruislip   დათიკოს მე აქ ლექც...   Jul 17 2007, 12:48 AM
southruislip   კატო ბატო მე მოკლე...   Jul 17 2007, 12:34 AM
kato_Bato   southruislip დავიწყოთ იმი...   Jul 17 2007, 12:42 AM
abo   როგორც კი მახსენდე...   Jul 17 2007, 01:45 AM
alex_b   southruislip მეგობარო, ბიბ...   Jul 17 2007, 11:21 AM
southruislip   კანუდოსელს ძალია...   Jul 17 2007, 02:45 PM
კანუდოსელი   პავლე მოციქული თა...   Jul 17 2007, 02:53 PM
shota1   არამგონია: 1. ბუდა ...   Jul 17 2007, 04:16 PM
southruislip   შოთა1-ს ციტატა "2. ...   Jul 18 2007, 08:05 PM
di_onise   southruislip ერთი შეკითხვა...   Jul 17 2007, 07:18 PM
southruislip   დიონისეს მე გადავ...   Jul 17 2007, 08:05 PM
ზურა   ღმერთმა დაგლოცოთ...   Jul 19 2007, 12:34 PM
abo   მათ რომ ღრმად გააც...   Jul 19 2007, 11:35 PM
ქავთარაძე   abo ეჰ... მუსულმანს ვე...   Jul 19 2007, 11:44 PM
abo   კაი მორჩით მეგობრე...   Jul 20 2007, 01:15 AM
madziebeli   ამიტომ გეუბნებით ...   Jul 21 2007, 12:40 AM
alex_b   ზურა ისე ამ ნათქვა...   Jul 21 2007, 01:57 AM
გლახა   ...   Jul 21 2007, 10:49 AM
ზებედე   მე პირადად მწამს, რ...   Jul 21 2007, 05:20 PM
Dulos   ეს ორი წინადადებ...   Jul 21 2007, 08:29 PM
ზებედე   ეს ორი წინადადება ...   Jul 22 2007, 01:09 AM
Dulos   საერთოდ როდესაც ს...   Jul 22 2007, 03:33 PM
ზებედე   ამ წინადადებაში ე...   Jul 22 2007, 03:46 PM
abo   მეც მაგას ვგულისხ...   Jul 22 2007, 04:01 PM
abo   Dulos აქ ის მინდა ვთქვ...   Jul 22 2007, 03:46 PM
mr_morrison   ზუსტი პასუხი ამაზე...   Jul 22 2007, 10:22 PM
Iona   ბუდისტებს ღმერთი...   Jul 23 2007, 12:12 AM
მარიტა   მე როგორც ვიცი მუს...   Jul 30 2007, 01:15 PM
Tatarashvili   მე როგორც ვიცი მუს...   Jul 30 2007, 01:29 PM
კანონისტი   მარიტა ცხადია არა   Oct 2 2007, 11:55 AM
alex_b   ეს თემა მგონი სხვა ...   Oct 2 2007, 10:11 PM
southruislip   Гуру Нанак (1469 – 1539) известе...   Oct 21 2007, 10:21 PM
southruislip   САНСАРА (санскр. – «прохожд...   Nov 2 2007, 06:15 PM
Genesis   მინდა ბიბლიიდან შე...   Nov 13 2007, 01:43 AM
ალექსანდრე   Genesis რავიცი რავიცი მ...   Nov 13 2007, 02:54 AM
southruislip   როდესაც იესო ქრისტ...   Nov 15 2007, 09:31 PM
southruislip   Энергитические каналы и це...   Jan 1 2008, 12:56 AM
staywhite   "არამართლმადიდე...   Jan 1 2008, 04:41 AM
southruislip   აქ მინდა გადმოგცეთ...   Jan 9 2008, 02:28 AM
ჰ ა რ ი რ ა   alex_b ღვთის ძის სახელ...   Jan 9 2008, 03:31 AM
ნათია   მსოფლიოში მრავალი ...   Jan 9 2008, 05:28 PM
staywhite   კანონისტს ქონდა თე...   Mar 21 2008, 12:32 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th June 2024 - 01:14 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი