,,ახალგაზრდა მომღერალ-მგალობელთა კავშირი" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
,,ახალგაზრდა მომღერალ-მგალობელთა კავშირი" |
N. R. |
Mar 20 2008, 12:24 AM
პოსტი
#1
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
მიმდინარე წლის 25 მარტს – 14 საათზე მარიოტი თბილისის საპრეზინტაციო დარბაზში გაიმართება ,,ახალგაზრდა მომღერალ-მგალობელთა კავშირის” პრეზენტაცია, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილიაII-ის კურთხევით დაფუძნდა.
საზოგადოებაში გაერთიანდნენ ტრადიციული ქართული მუსიკის სფეროში მომუშავე ახალგაზრდული ძალები და შემოქმედებითი კოლექტივები, რომელთა პრიორიტეტი არის უფროს თაობასთან მჭიდრო კავშირითა და მათი გამოცდილების გაზიარება-გათვალისწინებით ქართული ფოლკლორისა და საეკლესიო გალობის კვლევა-პოპულარიზაცია. საზოგადოება მიზნად ისახავს სამეცნიერო და პოპულარული გამოცემების, ჟურნალ-გაზეთების, სანოტო კრებულების, აუდიო და ვიდეო ჩანაწერების გამოცემას, ტელე-რადიო გადაცემებისა და ელექტრონული გვერდების მომზადებას, დედაქალაქსა და რეგიონებში კონცერტებისა და შემეცნებითი საღამოების ჩატარებას, ექსპედიციების მოწყობას, ახალგაზრდების აქტიურ ჩართვას ტრადიციული ქართული მუსიკის გაცნობა-შესწავლაში. საზოგადოების წევრები პასუხისმგებლობას იღებენ წინა თაობის მომღერალ-მგალობელთა მიერ გადარჩენილი მუსიკალური მემკვიდრეობის დაცვა-პატრონობასა და მათ მიერ გაწეული შრომის სათანადოდ დაფასებაზე. საზოგადოების საქმიანობა უშუალოდაა დაკავშირებული ამ სფეროში მოღვაწე ყველა იმ დაწესებულებასთან („თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია“, ,,ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი”, „ქართული საგალობლისა და სიმღერის საერთაშორისო ცენტრი“, „საეკლესიო გალობისა და სიმღერის უმაღლესი სასწავლებელი“, „ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი“, „საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის ცენტრი“), რომელთაც ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევაში დიდი წვლილი შეაქვთ. პრეზენტაციას დაესწრება უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილიაII, უმაღლესი სახელისუფლო წრეები და ქართული საზოგადოების ცნობილი სახეები. -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
ჩაკრულო |
Mar 21 2008, 01:52 AM
პოსტი
#2
|
ფოლკლორის მძღოლი! ჯგუფი: Members პოსტები: 694 რეგისტრ.: 14-October 06 მდებარ.: ფოლკლორში წევრი № 276 |
Didgoreli
ციტატა ფოკლორის ცენტრის დირექტორი არ არის ჩემთვის ერთადერთი ამომავალი წერტილი სტატუსია ამ შემთხვევაში მთავარი სტალინი ამბობდა: იმარჯვებს არჩევნებში ის ვინც ხმებს ითვლის და არა ის ვინც აძლევსო პ.ს. პაპაჩემისგან გამიგია ხოდა არაა ურიგო ნათქვამი ციტატა მასე ფოლკლორის ცენტრის დირექტორი რაღაცა საბავშვო გადაცემა რომ გადიოდა რუსთავი2-ზე , ბავშვების ჯეოსტარივით , იქაც ჟიურის წევრი იყო საბავშო ფოლკლორსაც აწვება მთავრობა -------------------- დაგბადოთ... გაგზარდოთ... გაცხოვროთ... დაგაბედოთ და... დაგხოცოთ www.myspace.com/chveneburebiband შემოდით ვიმეგობროთ :) |
N. R. |
Mar 21 2008, 02:03 AM
პოსტი
#3
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
საბავშო ფოლკლორსაც აწვება მთავრობა რითი, ანაბანათი? ისე მე მომწონდა ეგ გადაცემა, ბევრი ბავშვი მღეროდა კარგად და ეგეთი პროექტები აუცილებელია. მეორეა რომ ესტრადასთანაა დაკავშირებული. -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 03:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი