რატომ იბადებიან ადამიანები სხვადასხვა სახის დეფექტებით, რისი ბრალია ეს? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რატომ იბადებიან ადამიანები სხვადასხვა სახის დეფექტებით, რისი ბრალია ეს? |
ზებედე |
Jan 11 2007, 06:52 AM
პოსტი
#1
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
რას ფიქრობთ რატომ ჩნდებიან ასეთი ადამიანები, მაგ: სიამის ტყუპები, ჰერმაფოდიტები, სხვადასხვა სახის ინვალიდები...რა არის მიზეზი, მშობლების ცოდვა, თუ კიდევ სხვა მიზეზებია?
და იქნებ ვინმემ იცოდეთ, სიამის ტყუპები ერთ სხეულში არიან, და ორი სული აქვთ? იხ.ვიდეო -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
დეპრესანტი |
Mar 20 2008, 07:45 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 17 რეგისტრ.: 20-March 08 წევრი № 4,265 |
ალექსანდრე
ციტატა ემი აზრით ამის მიზეზი არაა მაინცადამაინც მშობელთა ცოდვის შედეგი, თუმცაღა ესეც დასაშვებია რომ უფალმა ასეთი რაღაც დაუშვას იმის გამო რომ მშობლებში სინანული აღძრას. ანუ უფალი ტანჯავს ერთ ადამიანს იმისათვის რომ ამ ტანჯვის შემყურე მეორე ადამიანში სინანული აღძრას? ძირითადად რაც აქ ამოვიკითხე აზრი ერთია უფალი ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ აკეთებს და რომ ავადმყოფობას უფალი განსაცდელის სახით უვლენს ადამიანს ერთი ეს მაინტერესებს, გონებაშეზღუდული ადამიანი რომელიც ვერ აცნობიერებს რას სჩადის, ვერ აზროვნებს ნორმალურად მას ხომ არანაირი შანსი არააქვს მივიდეს "ჭეშმარიტებამდე" ის ხომ ვერ გახდება მორწმუნე გააზრებულად, არის გონებრივი ჩამორჩენის ისეთი ფორმები როცა ავადმყოფი ფაქტიურად ვერ აცნობიერებს რა არის ცუდი და კარგი, რა შანსს უტოვებთ მას? არც ერთ ამ კითხვაზე პასუხი არ გაქვთ ან ნუ ერთი პასუხია, უფალმა უკეთ იცის -------------------- მადლობა ღმერთს რომ ათეისტი ვარ
|
ალექსანდრე |
Mar 21 2008, 02:31 AM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
ალექსანდრე ანუ უფალი ტანჯავს ერთ ადამიანს იმისათვის რომ ამ ტანჯვის შემყურე მეორე ადამიანში სინანული აღძრას? ძირითადად რაც აქ ამოვიკითხე აზრი ერთია უფალი ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ აკეთებს და რომ ავადმყოფობას უფალი განსაცდელის სახით უვლენს ადამიანს ერთი ეს მაინტერესებს, გონებაშეზღუდული ადამიანი რომელიც ვერ აცნობიერებს რას სჩადის, ვერ აზროვნებს ნორმალურად მას ხომ არანაირი შანსი არააქვს მივიდეს "ჭეშმარიტებამდე" ის ხომ ვერ გახდება მორწმუნე გააზრებულად, არის გონებრივი ჩამორჩენის ისეთი ფორმები როცა ავადმყოფი ფაქტიურად ვერ აცნობიერებს რა არის ცუდი და კარგი, რა შანსს უტოვებთ მას? არც ერთ ამ კითხვაზე პასუხი არ გაქვთ ან ნუ ერთი პასუხია, უფალმა უკეთ იცის კარგად რომ წაგეკითხა ჩემი პოსტი ასეთი აზრი არ უნდა გამოგეტანა. რაც დავწერე ეგ მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა და მეტი არაფერი. მე დავწერე ის, რომ შესაძლოა უფალმა განსაცდელი დაუშვას იმისათვის რომ მაგალიტად მშობლებში სინანული აღძრას და ღვთის გზაზე დააყენოს, ეკლსიურად ცხოვრებისაკენ უბიძგოს, მაგრამ მე ასევე ვთქვი ის, რომ ის შვილი რომელიც ასეთი გაუჩნდათ მშობლებს, როცა ეს ბავშვი არაფერში არაა დამნაშავე და მხოლოდ თავისი დეფექტის გამო არ შეუძლია მივიდეს ჭეშმარიტების შემეცნებამდე უფალი ამის გამო ცხონებას და სასუფევლის ნეტარებას არ მოაკლებს, პირიქით უფალს ასეთი ბავშვის მიერ კიდევ მრავალის ცხონება სურს და ამით აძლევს ცხოვნების საშუალებას სხვებსაც თუ რაღათქმაუნდა ეს უკანასკნელნი რწმენით მიიღებენ ყოველივეს. აი მე რაც ვთქვი ეს იყო და კარგად რომ წაგეკიტხა მიმიხვდებოდი რისი თქმაც მსურდა, შენ კიდე მიწერ გონებაშეზღუდულებმა რა ქნანო. დეპრესანტი ციტატა მოდი ასე ვიტყვი ის აზრი რაც აქ მოვისმინე აზრი არააუბრალოდ არავინ არ ცდილობთ ჩაუღრმავდეთ და ზედაპირულად მსჯელობთ, ამბობთ იმას რაც გითხრეს ან რაც წაიკითხეთ, ჩემთვის გაუგებარია როგორ უნდა თქვა ეს სიტყვები "თუმცაღა ესეც დასაშვებია რომ უფალმა ასეთი რაღაც დაუშვას იმის გამო რომ მშობლებში სინანული აღძრას." უბრალოდ თმები ყალყზე დამიდგა ეს რომ წავიკითხე, ანუ მე დავტანჯავ შენს შვილს და მერე მოინანიებ შენს ცოდვებს აბა რას იზავ, ესაა თქვენი პოზიცია???????? კარგ მთქმელსო კარგი გამგონე უნდაო უთქვამთ ბრძენ წინაპრებს, ეხლა შენ თუ თავიდანვე უარყოფითი განწყობით ხარ შემოსული და მხოლოდ ზერელედ გადაავლე თვალი ჩემს ნაწერს, ისე რომ არც დაკვირვებიხარ ეს შენი პრობლემაა და აბა მე რა გიყო. ციტატა როცა ასეთ თემას ხსნით ან ნორმალურად გაეცით პასუხები ისე რომ ცოტა თავისუფლად მოაზროვნე ადამიანმაც წაიკითხსოს და გაიაზროს ან საერთოდ ნუ გახსნით ასეთ თემებს. და კიდევ ჩემს პირად მოსაზრებას როცა მინდა, როგორც მინდა და სადაც მინდა იქ გამოვხატავ და დავაფიქსირებ ისე რომ ვერავინ დამიშლის, მემგონი ჯერჯერობით ამის უფლება მაქვს ხომ -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 03:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი