![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
დათიკო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
გიორგობის დრესასწაულზე, როდესაც წირვა უკვე სრულდებოდა, შესრულდა რაღაც საერო ნაწარმოები, რომელიც საოპერო არიას უფრო წააგავდა.
მინდა ჩემი პირადი ემოცია გამოვხატო, ამ მუსიკის მოსმენის გამო. არ ვიცი, სხვას როგორი რეაქცია ჰქონდა, მაგრამ მე კინაღამ გული გამისკდა. ეს იყო ბელკანტოს მანერით შესრულებული გულისგამაწვრილებელი ქალის სოლოებით შესრულებული საგუნდო ნაწარმოები, დატვირთული ისეთი დინამიკით რომ სად შევმძვრალიყავი არ ვიცოდფი. როგორც კლასიკურ საოპერო ნაწარმოებსაც, ძალიან დაბალ შეფასებას მივცემდი. მითუმეტეს როდესაც ის ქვეყნის ყველაზე დიდ ტაძარში უდიდეს დრესასწაულზე სრულდება. ეჭვი მაქვს რომ მისი ავტორი კეჭაყმაძე ან ვინმე მეის მაგვარი კომპოზიტორია. და საერთოდ, ძირს (შერეული გუნდების) სიონური გალობა! არ მესმის ამისთანა უმდიდრესი საგალობლების ფოლნზე, რაც ჩვენ გაგვაჩნია, რად უნდა იყოს მცდელობა ტრადიციაში ასეთი მდარე ხარისხის მუსიკის დამკვიდრებისა? ეხლა ვკითხულობდი სტატიას გაზეთში ”ქართული გალობა”: ”ათწლეულების მანძილზე თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში არატრადიციული შემადგენლობის გუნდი ასევე არატრადიციულ და არაქართულ საგალობლებს ასრულებდა...” რასაც მოსდევს ინტერვიუ სიონის საკათედრო ტაძრის ვაჟთა გუნდის რეგენტთან ნოდარ კიკნაძესთან, რომელიც აცხადებს რომ ეს გუნდი უწმინდესის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა და თავიდანვე ემსახურებოდა ტრადიციული, ძველი ქართული გალობის აღდგენას. რამდენად სრულდება ეს კურთხევა სიონში? ახლა კი სამების ლავრაშიც გადავიდა საოპერო მანერით შესრულებულ სიმღერათა დამკვიდრების მცდელობა. ეს არაა ჩემი ახირება და ჩემი პირადი გემოვნების დაუკმაყოფილებლობის პროტესტი, არამედ გულისტკივილია, იმის გამო, რომ მიუხედავად უმაღლესი კურთხევისა და ათასობით ულამაზესი კანონიკური საგალობლის არსებობისა, მაინც სრულდება ტაძრებში საერო სიმღერები ე.წ. ბელკანტოთი (საოპერო მანერით). რადგანაც ამ ფორუმზე პოსტავს ჯამბაკური, რომელიც ქართული გალობის ეროვნეული ცენტრის თანამშრომელია, ამიხსნას თუ რატომ ხდება ასე? ვის ხელშია დღეს ქვეყნის უდიდეს ტაძრებში გალობათა შესრულების ბერკეტები. ბატონ ანზორ ერქომაიშვილის ფრაზა მახსენედება - ამ კეჭაყმაძეს მრავალჟამიერების კონვეერი აქვს ჩართული და მოაქვს და მოაქვს ახალ-ახალიო. 12 მრავალჟამიერო მოგვაწოდა ამ ბოლო პერიოდშიო. გასაგებია რომ კომპოზიტორს ვერ დაუშლი სიმღერის დაწერას, მაგრამ რატომ არიან ვალდებულები შეასრულონ ასეთი სიმღერები ეკლესიებში ეს არ მესმის. მითუმეტეს რომ იმდენი ულამაზესი საგალობელი გვაქვს, რომელთა მოსმენაც ძალიან ბევრს გაუხარდებოდა და განსხვავებით თანამედროვე კომპოზიტორებისა ისინი წმინდა მამების მიერ არის შექმნილი. და მერე გვიკვირს ანუშკასნაირები რატომ აღმერთებენ ფსევდო-კანონიკურ გალობასო. აგერაა ბატონი ერთ-ერთი მიზეზი. ამ სიმღერის მოსმენის მერე ნამდვილად არ მიკვირს ასეთი ხალხის გულისწყრომა ჩვენს ტაძრებში აღვლენილი წირვის საგალობლების მიმართ!!! |
![]() ![]() |
ninikoniniko |
![]()
პოსტი
#2
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15 რეგისტრ.: 18-March 08 წევრი № 4,236 ![]() |
გამარჯობა;
მე ვკითხულობდი პოსტებს და იცით რას ვფიქრობ? ჩვენი პატრიარქი , სხვა უამრაბ თვისებებთან ერთად რაც მოკრძალებას, პატივისცემას და სიყვარულსაც იმსახურებს, კიდევ არის დაჯილდოვებული საოცარი დიპლომატიის უნარით. თქვენ წარმოიდგინეთ ისეთი ათეისტური პერიოდის განმავლობაში შემოინახა მართმადიდებლობა ასე ხელუხლებლად და სახეშეუცვლელად და როგორ ფიქრობთ როგორ მოახერხა ეს კომუნისტებთან? მე ვფიქრობ არც დღესდღეობით ულხინს და ამიტომ იქცევა კვლავ დიპლომატიურად და შეიძლება რამეს არ თვლიდეს საჭიროდ, მაგრამ სარწმუნოების გადასარჩენად ხანდახან კომპრომისებზე წასვლა საჭიროა ალბათ. რაც შეეხება რა ხდება ტაძრებში და რა საგალობლები სრულდება, მითუმეტეს სამების ტაძარში სადაც პარტიარქი ესწრება, მე მთლიანად ვენდობი მას და ვთვლი, რომ თუ რამე შესრულდა ესეიგი ასე იყო საჭირო, თუმცა მე ძალიან მომწონს ყველაფერი ქართული და არ მომწონს არ ვისურვებდი რაიმე უცხოურის შემოჭრას განსაკუთრებით ქართულ ტაძარში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ მე ვენდობი პატრიარქს ბოლომდე. ალბათ ასეა საჭირო. (ყოველ შემთხვევაში ჯერ ხომ სკამები არ დგას რიგებად ტაძარში ? როგორც ვიცი ბერძნულ ტაძრებში უკევ ბევრი ცვლილებებია შესული, მათშორის კათოლიკური ტაძრის ელემენტებიც, ტუმცა მე დილეტანტი ვარ და არ ვიცი რამდენად სწორია ეს ინფორმაცია) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th June 2024 - 12:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი