ჯდომა ღვთისმსახურებისას, თქვენ როგორ იცით? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჯდომა ღვთისმსახურებისას, თქვენ როგორ იცით? |
კანონისტი |
Dec 20 2006, 12:45 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ძალიან მინდა ვიმსჯელოთ ამ საკითხთან დაკავშირებით
ყველას შეუმჩნევია ალბათ, რომ მწუხრის დაწყების წინ, ისეთ ტაძრებში სადაც დიაკონი მსახურებს, იგი გამოდის აღსავლის კარიდან და პირით მრევლისკენ შემობრუნებული ხმამაღლა ამბობს: "აღსდეგინ!" ანუ, "ადექით!" რამდენად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ძველად, მართლმადიდებლებიც ისხდნენ ღვთისმსახურების დროს (გარკვეულ მომენტებში)? მით უმეტეს ვიცით, რომ ბერძნული ეკლესიები დღეს ძირითადად მერხებითაა სავსე ამასთან ერთად, გვაქვს ე.წ. "დაუჯდომელი" ლოცვებიც, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ რაღაც ლოცვები დამჯდარიც შეიძლება იქნეს წაკითხული პირადად ჩემი აზრი ასეთია, რომ დამჯდარი შეიძლება იკითხებოდეს მხოლოდ ფსალმუნი, ისიც ბერ-მონაზონთა მიერ, რომლებიც უამრავ ლოცვით კანონს აღასრულებენ დღის განმავლობაში. რაც შეეხება "აღსდეგინ"-ს, იგი, სავარაუდოდ, მიმართულია საკურთხეველში მსხდომი სასულიერო პირებისადმი, რომლებსაც აქვთ ხელმწიფება ისხდნენ ღვთისმსახურებისას მის გარკვეულ პერიოდებში გასათვალისწინებელია ერთი საგულისხმო მომენტიც წმ. ექვთიმე მთაწმინდლის ცხოვრებიდან, რომ მისი იღუმენობის პერიოდში ივერონის ბერთაგან ვერავინ იკადრებდა არათუ დაჯდომას, არამედ კედელზე მიყრდნობასაც კიო... თქვენ რას ფიქრობთ? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
KAIROS |
Dec 20 2006, 01:03 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა დამჯდარი შეიძლება იკითხებოდეს მხოლოდ ეს "მხოლოდ" ზედმეტია... ასე ვერ შემოსაზღვრავ, რა ახლა იგივე ბერძნები და სხვა ეკლესიები, რაიმე დოგმატს არღვევენ? მივეჩვიოთ, რომ ყველა ეკლესიას აქვს თავისი ტრადიცია ( სასულიერო პირთა ჩაცმულობის, წვერის სტილის ან საერთოდ არ ტარების, აღსარებბის ჩაბარების, გალობის და რა ვიცი ყველაფრის, მათ შორის ჯდომისას) და ტრადიცია, ნიშნავს იმას, რომ სანამ ის ტრადიციაში რჩება და არ არღვევს რაიმე დოგმატს, მანამ ტრადიციაა და ტრადიციათა ( ისევე როგორც კულტურათა) შედარება ეს შეიძლება ან ეს არა, ეს კარგია ან ეს ცუდიაო, ვფიქრობ, შეცდომაა და უკიდურესობა ( სამწუხაროდ ჩვენი "მშობლიური" სენი ) ციტატა გასათვალისწინებელია ერთი საგულისხმო მომენტიც წმ. ექვთიმე მთაწმინდლის ცხოვრებიდან, რომ მისი იღუმენობის პერიოდში ივერონის ბერთაგან ვერავინ იკადრებდა არათუ დაჯდომას, არამედ კედელზე მიყრდნობასაც კიო... ეს მოდის წინააღმდეგობაში: ციტატა რაც შეეხება "აღსდეგინ"-ს, იგი, სავარაუდოდ, მიმართულია საკურთხეველში მსხდომი სასულიერო პირებისადმი, რომლებსაც აქვთ ხელმწიფება ისხდნენ ღვთისმსახურებისას მის გარკვეულ პერიოდებში მაშინ რა გამოდის? ბერი იდგა, მღვდელი იჯდა? კარგი, ახლა ყველაფერს ჩარჩოებში ნუ სვამ მეთქი, გთხოვე, მგონი ადრეც ალბათ ბევრს სმენია, რომ უამრავ მონასტერში, არ იყო სკამები, მაგრამ არც ფეხზე იდგნენ მთლიანად, იყო ე.წ. მისაყრდნობლები, ოდნავ შეგეძლო ჩამომჯდარიყავი, ანუ სკამის ინსტიტუტი ეკლესიაში არსებობდა, და ამაში არანაერ შეცდომას ვერ ვხედავ, მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია, ადამიანი გულით, უფრო ფეხზე დამდგარი ლოცულობს, თუმცა მაინც პირობითია ეს ყველაფერი... ...გახსოვს ის ბერი , ხეზე რომ ადიოდა და ჩამოდიოდა, ჰოდა, გამოიარა ერთმა მამამ და კითხა, რას აკეთებო, მან მიუგო, რომ ღმერთს ადიდებდა, მაშინ იმ მამამ აუხსნა, როგორ უნდა ედიდებინა ღმერთი, მეტანიები, ლოცვები და ა. შ. როცა ბერი განშორდა ( ტბა უნდა გადაეცურა და ნავით იყო), უცებ შუა ტბაში უცნაური ხმა მოესმა დაინახა, რომ ის ბერი... წყალზე მოდიოდა და უძახოდა:" მამაო, დამავიწყდა, როგორ უნდა ვადიდო ღმერთიო"... მოძღვარმა კი უპასუხა: " შვილო, შენ იმხელა რწმენა, გქონია, რაც მე გასწავლე აღარ გჭირდებაო " ასე, რომ მთავარია გული და სწავლების ჭეშმარიტება. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 08:37 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი