,,ახალგაზრდა მომღერალ-მგალობელთა კავშირი" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
,,ახალგაზრდა მომღერალ-მგალობელთა კავშირი" |
N. R. |
Mar 20 2008, 12:24 AM
პოსტი
#1
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
მიმდინარე წლის 25 მარტს – 14 საათზე მარიოტი თბილისის საპრეზინტაციო დარბაზში გაიმართება ,,ახალგაზრდა მომღერალ-მგალობელთა კავშირის” პრეზენტაცია, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილიაII-ის კურთხევით დაფუძნდა.
საზოგადოებაში გაერთიანდნენ ტრადიციული ქართული მუსიკის სფეროში მომუშავე ახალგაზრდული ძალები და შემოქმედებითი კოლექტივები, რომელთა პრიორიტეტი არის უფროს თაობასთან მჭიდრო კავშირითა და მათი გამოცდილების გაზიარება-გათვალისწინებით ქართული ფოლკლორისა და საეკლესიო გალობის კვლევა-პოპულარიზაცია. საზოგადოება მიზნად ისახავს სამეცნიერო და პოპულარული გამოცემების, ჟურნალ-გაზეთების, სანოტო კრებულების, აუდიო და ვიდეო ჩანაწერების გამოცემას, ტელე-რადიო გადაცემებისა და ელექტრონული გვერდების მომზადებას, დედაქალაქსა და რეგიონებში კონცერტებისა და შემეცნებითი საღამოების ჩატარებას, ექსპედიციების მოწყობას, ახალგაზრდების აქტიურ ჩართვას ტრადიციული ქართული მუსიკის გაცნობა-შესწავლაში. საზოგადოების წევრები პასუხისმგებლობას იღებენ წინა თაობის მომღერალ-მგალობელთა მიერ გადარჩენილი მუსიკალური მემკვიდრეობის დაცვა-პატრონობასა და მათ მიერ გაწეული შრომის სათანადოდ დაფასებაზე. საზოგადოების საქმიანობა უშუალოდაა დაკავშირებული ამ სფეროში მოღვაწე ყველა იმ დაწესებულებასთან („თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია“, ,,ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი”, „ქართული საგალობლისა და სიმღერის საერთაშორისო ცენტრი“, „საეკლესიო გალობისა და სიმღერის უმაღლესი სასწავლებელი“, „ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი“, „საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის ცენტრი“), რომელთაც ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევაში დიდი წვლილი შეაქვთ. პრეზენტაციას დაესწრება უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილიაII, უმაღლესი სახელისუფლო წრეები და ქართული საზოგადოების ცნობილი სახეები. -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
Nanio |
Mar 22 2008, 12:15 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: პავლოვი წევრი № 969 |
N. R.
ციტატა რა თქმა უნდა, ქართულ ფოლკლორს სჭირდება მათი თანადგომა. მთავრობას თუ უნდა ფოლკლორის მხარდაჭერა, ერთ ბრძანებაზე ხელის მოწერით გააკეთებს უდიდეს საქმეს მისვდით ალბათ რასაც ვგულისხმობ N. R. ციტატა დიდგორი, როგორც ანსამბლი ჩვენი წევრია ჩვენ არ გვეკითხებით -------------------- მეკენდარია? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th May 2024 - 06:17 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი