იცოდით თუ არა, რომ..., არარელიგიური საინტერესო ინფორმაცია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იცოდით თუ არა, რომ..., არარელიგიური საინტერესო ინფორმაცია |
KAIROS |
Mar 17 2008, 02:40 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
აქ ადრე ნათიამ გახსნა კარგი თემა " რაც არ ვიცოდი, და ახლა გავიგე", სამწუხაროდ ის თემა ჩაჩუმდა, ახლა მე ახალ თემას ვხსნი, რომელიც მიზნად ისახავს იმ თემის ამოწევასაც, რადგან რელიგიური შინაარსის ინფორმაციები იქ უნდა დაიდოს, სხვა აქეთ...
ახლა საქმე რაშია, აქ უამრავი განათლებული ადამიანი შემოდის, მადლობა ღმერთს... აქთ რა განსხვავებული პროფესია, ფლობენ ბევრ საინტერესო ინფორმაციას, შეიძლება ისეთი საინტერესო სტატია წაიკითხონ ან ისეთი საინტერესო წიგნი , გადაცემა... რომ იქ მიღებული ინფორმაციის გაზიარება ძალიან კარგი იქნება... თქვენი არ ვიცი და მე ერთი ასეთი ჩვევა მაქვს, ვაგროვებ ყველა ინფორმაციას რაც დამაინტერესებს, ასე დამიგროვდა უამრავი გაზეთის ფურცლები, თუ ამონაბეჭდი ინფორმაციები ( სად დავაწყო უკვე აღარ ვიცი ), მაგრამ მაინც ეს შემოფარგლულია, სხვაა როცა ამ სიახლეს გაიტან ამდენი ხალხის წინაშე, თან სიკეთეს აკეთებ, თან კიდევ დამატებით ინფორმაციას ღებულობ... არადა იმდენი რამ გვექნება წაკითხული, განაგონი... მთავარია ინფორმაცია იყოს მოკლე, შინაარსიანი ( აქ არელიგიური), და იწყებოდეს ცნობილი ფორმულით: "იცოდით თუ არა, რომ..." წარმატებები; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Ismail |
Mar 22 2008, 05:42 PM
პოსტი
#2
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
სამხედრო სფეროს მოყვარულებს:
<> შეიარაღებული ძალების რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში პირვლე ადგილზეა ჩინეთი. მას 2.255.000 კაციანი მოქმედი არმია და 800.000 რეზერვისტი ჰყავს. _______________________________________ <> ანტიგუა და ბარბუდას (სახელმწიფო ამერიკაში) არმია სულ 170 კაცისგან შედგება. ამ სახელმწიფოს აგრეთვე ჰყავს 75 რეზერვისტი. _______________________________________ <> ისლანდიას (რომელიც ნატოს წევრია) და ნაურუს საერთოდ არ ჰყავთ ჯარი. _______________________________________ <> მსოფლიოში სულ 7 სახელმწიფოა, რომელსაც ოფიციალურად აქვს ატომური იარაღი: ჩინეთი, რუსეთი, საფრანგეთი, პაკისტანი, აშშ, ინდოეთი დადა დიდი ბრიტანეთი. _______________________________________ <> ისრაელში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებიან როგორც კაცები, ასევე ქალები. _______________________________________ <> ჩრდილოეთ კორეას, რომლის მოსახლეობაც 25 მილიონი ადამიანია, ერთ მილიონზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს, რაც კატასტროფულად დიდი რიცხვია. ჩრდილოეთ კორეის არმია სიდიდით მეოთხეა მსოფლიოში (ჩინეთის, აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ). ჩრდილოეთ კორეაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა 5 წელია (!), ხოლო გაწვევის ასაკი - 16 წელი. ჩრდილოეთ კორეას 5 მილიონამდე რეზერვისტი ჰყავს. _______________________________________ <> პაპუა-ახალი გვინეის მთებში მცხოვრებ ხალხს თანამდეროვე ცივილიზაციასთან შეხება რაღაც ფორმით მაინც, წელიწადში მხოლოდ ორჯერ უწევთ. ეს მაშინ ხდება, როდესაც მათთან პაპუა-ახალი გვინეის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ადიან სამხედრო ავტომანქანებით და 18 წელს მიღწეული პირველყოფილი მამაკაცები პაპუა-ახალი გვინეის სავალდებულო სამხედრო სამსახურში მიჰყავთ (გაწვევა წელიწადში ორჯერ ხდება). -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 06:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი